Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

75 წლის წინ: მოლოტოვ-რიბენტროპის პაქტი

1939 წლის 23 აგვისტოს საბჭოთა კავშირმა და ნაცისტურმა გერმანიამ მოსკოვში ხელი მოაწერეს თავდაუსხმელობის პაქტს, რომლის შედეგადაც, მომდევნო თვეში საბჭოთა კავშირი და გერმანია პოლონეთში შეიჭრნენ. შეთანხმება "მოლოტოვ-რიბენტროპის პაქტის" სახელით არის ცნობილი, რადგან მას ხელი მოაწერეს საბჭოთა კავშირის საგარეო საქმეთა მინისტრმა ვიაჩესლავ მოლოტოვმა და გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა იოახიმ ფონ რიბენტროპმა. ამ შეთანხმების შედეგად ჰიტლერს შეეძლო პოლონეთზე თავდასხმა საბჭოთა კავშირის საპასუხო რეაქციის შიშის გარეშე. ამავე დროს, ჰიტლერმა და სტალინმა ცენტრალური და აღმოსავლეთი ევროპა საკუთარი „გავლენის სფეროებად“ გაინაწილეს.

ჩამოტვირთე მეტი

XS
SM
MD
LG