ჩვენ შესახებ

რადიო თავისუფალი ევროპა / რადიო თავისუფლება 28 ენაზე მაუწყებლობს. ქვეყნებში, რომლებშიც ვაწარმოებთ მაუწყებლობას, ჩვენი პროგრამების უმრავლესობის მოსმენა შეიძლება ადგილობრივი რადიოსადგურების მეშვეობით, FM სიხშირეებსა და მოკლე ტალღებზე. რადიო თავისუფალი ევროპა/რადიო თავისუფლება არის კერძო საერთაშორისო სამაუწყებლო კომპანია, რომელიც მაუწყებლობს აღმოსავლეთ და სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის, რუსეთის, კავკასიის, ცენტრალური და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის და ახლო აღმოსავლეთის რეგიონებისთვის. მას, მაუწყებელობის მმართველთა საბჭოს მეშვეობით, აშშ-ის კონგრესი აფინანსებს. რადიო თავისუფალი ევროპა/რადიო თავისუფლების მისიაა, ფაქტობრივი ინფორმაციისა თუ იდეების გავრცელებით, ხელი შეუწყოს დემოკრატიული ფასეულობებისა და ინსტიტუტების განმტკიცებას.



სამშაბათი, 29 ივლისი, 2014 თბილისის დრო 20:46

2012 ფოტოებში

გამოქვეყნდა 31.12.2012

სამოქალაქო ომი და სტიქიური კატასტროფები, პანკების საპროტესტო აქციები, კოსმოსიდან გადმოხტომა თუ ოლიმპიური ტრიუმფი... ეს ფოტოსურათები მოგვითხრობს მოვლენებზე, რომლებიც განსაზღვრავდა 2012 წელს.

1

ახლად აშენებული „ადის ხიდი“ მდინარე სავაზე, ბელგრადში, საახალწლო განათებით 2012 წლის 1 იანვარს. (AFP/Andrej Isakovic)

2

ავღანელი მხატვარი და მისი მოსწავლეები გიგანტური გვერდის გადაშლისას, 12 იანვარს ქაბულში „ნასერ ხუსრო ბალხის ბიბლიოთეკის“ გახსნის ცერემონიაზე. (AFP/Shan Marai)

3

მგლოვიარეები მიასვენებენ ბირთვული საკითხების ირანელი სპეციალისტის, მოსტაფა აჰმადი როშანის კუბოს, თეირანში 13 იანვარს დაკრძალვისას. როშანი წინა დღეს მოკლეს, როცა მოტოციკლზე მჯდომმა ორმა მამაკაცმა მაგნიტიანი ბომბი მიამაგრა მის ავტომანქანას. (AFP/Atta Kenare)

4

ნახევრად ჩაძირული სამგზავრო ლაინერი „კოსტა კონკორდია“ 16 იანვარს, ისოლა დელ ჯილიოს (იტალია) პორტში, 13 ნოემბერს მეჩეჩზე დაჯდომისა და გადატრიალების შემდეგ. (AFP/Filippo Monteforte)

5

17 იანვარი. ყაზახეთის ოპოზიციის ლიდერები წვავენ მმართველი პარტია ნურ-ოტანის პლაკატს, რომელმაც ყაზახეთის საპარლამენტო არჩევნებში გაიმარჯვა. (Reuters/Shamil Zhumatov)

6

მორწმუნეები არ ერიდებიან ტბის ყინულივით ცივ წყალს მინსკში, 18 იანვარს ნათლისღების დღესასწაულის აღსანიშნავად (AFP/Victor Drachev)

7

რუსი რადიკალი ფემინისტების ჯგუფი „პუსი რაიოტი“ 20 იანვარს გამოდის „ლობნოე მესტოზე“ - წითელ მოედანზე აღმართულ ქვის პლატფორმაზე, რომელსაც წარსულში იყენებდნენ რუსეთის მეფეთა ბრძანებების გამოსაცხადებლად. (Reuters/Denis Sinyakov)

8

„მუსლიმთა საძმოს“ მხარდამჭერები 23 იანვარს კაიროში, ეგვიპტის პარლამენტთან ზეიმისას. კანონმდებლებმა პირველი სხდომა ჩაატარეს მას შემდეგ, რაც არჩევნების შედეგად ისლამისტები გახდნენ დომინანტური ძალა ასამბლეაში, 2011 წლის თებერვალში პრეზიდენტ ჰოსნი მუბარაქის მმართველობის დამხობის შემდეგ. (Reuters/Suhaib Salem)

9

სირიელი ბიჭი 23 იანვარს ქალაქ ჰომსში, სირიის არმიის დამსხვრეულ ჯავშანტრანსპორტიორთან. (AFP/Ali Al-Saadi)

10

ჩრდილოეთის ციალი ნორვეგიის ქალაქ ტრომსოას მახლობლად 25 იანვარს. (Reuters/Rune Stoltz Bertinussen/Scanpix)

11

კოსოვოს დედაქალაქ პრიშტინის დასავლეთით მდებარე სოფელ იეზერცის მცხოვრებს შეშა გადააქვს 31 იანვარს. კოსოვოში ტემპერატურამ -18 გრადუსს მიაღწია. (Reuters/Hazir Reka)

12

შიიტი სასულიერო პირის, მუყტადა ალ-სადრის ერაყელი მომხრეები 9 თებერვალს ჩრდილოეთ ბაღდადში, შიიტურ უბანში აფრიალებენ ეროვნულ დროშებს ერაყიდან აშშ-ის ჯარების გასვლის აღსანიშნავად. (AFP/Ali Al-Saadi)

13

შუქნიშანი რუსეთის პრემიერ-მინისტრ ვლადიმირ პუტინის სურათით მოსკოვში, 10 თებერვალს. პუტინის სურათი ქალაქის სხვადასხვა რაიონში იყო მიკრული შუქნიშნებზე 4 მარტის საპრეზიდენტო არჩევნების წინ. წარწერაზე ვკითხულობთ „შეჩერდი“. (Reuters/Sergei Karpukhin)

14

თურქმენეთის პრეზიდენტ გურბანგული ბერდიმუხამედოვის (ცენტრში) მეორე ვადით ინაუგურაცია 17 თებერვალს, დედაქალაქ აშხაბადში. ბერდიმუხამედოვს ხმების 97%-ზე მეტი ერგო 12 თებერვალს გამართულ არჩევნებში. (Reuters)

15

ავღანელი მამაკაცები ანტიამერიკულ ლოზუნგებს გაიძახიან ჯალალაბადის პროვინციაში გამართულ დემონსტრაციაზე 22 თებერვალს. არეულობების დროს, რის მიზეზიც გახდა ავღანეთში ნატოს მთავარ ბაზაზე ყურანის ეგზემპლარების დაწვა, სულ ცოტა 26 ადამიანი დაიჭრა ცეცხლსასროლი იარაღით. (Reuters/Parwiz)

16

ქალი იცდის საარჩევნო ურნასთან, სანამ საარჩევნო კომისიის წევრები მას რეგისტრაციაში ატარებენ ირანის საპარლამენტო არჩევნებისთვის 2 მარტს. (Reuters)

17

რუსეთის პრემიერ-მინისტრი ვლადიმირ პუტინი თვალცრემლიანი მიმართავს თავის მომხრეებს 4 მარტს მოსკოვში, მანეჟის მოედანზე. პუტინმა გაიმარჯვა რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნებში, რითაც გაინაღდა პრეზიდენტობის ახალი, ექვსწლიანი ვადა, ოპონენტების განცხადებით, გაყალბებული კენჭისყრის შედეგად. (Reuters/Denis Sinyakov)

18

პოლიციელები აკავებენ ოპოზიციონერ აქტივისტებს, რომლებიც უარს ამბობენ მოსკოვში პუშკინის მოედნის დატოვებაზე, საპრეზიდენტო არჩევნებში ვლადიმირ პუტინის გამარჯვების გასაპროტესტებლად 5 მარტს გამართული ფართომასშტაბიანი დემონსტრაციის შემდეგ. (Ria Novosti)

19

საპატიო ყარაულს სახეზე თურქმენეთის სახელმწიფო დროშა ეფარება კიევში თურქმენეთის პრეზიდენტ გურბანგული ბერდიმუხამედოვის ვიზიტისას, 13 მარტს. (Reuters/Gleb Garanich)

20

ავღანელები იკრიბებიან "სახის სამლოცველოსთან" ქაბულში, 20 მარტს, ნოვრუზის დაწყების აღსანიშნავად. ნოვრუზს - გაზაფხულისა და ახალი წლის დადგომის დღესასწაულს - მთელს რეგიონში აღნიშნავენ. (AFP/Massoud Hossaini)

21

ერაყელი ქურთები ანთებული ჩირაღდნებით ხელში ჩრდილოეთ ერაყში მდებარე ირბილში 20 მარტს, ნოვრუზის დღესასწაულზე. (epa/Kamal Akrayi)

22

რუსეთის სამხედრო-საჰაერო ძალების მართლმადიდებელი მღვდლები პარაშუტით გადმოხტომამდე პრაქტიკულ წვრთნას გადიან 20 მარტს მოსკოვთან, რიაზანის უმაღლეს სამხედრო-საჰაერო სასწავლებელში. (AFP/Andrey Smirnov)

23

აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი, ყაზახეთის პრეზიდენტი ნურსულთან ნაზარბაევი, აშშ-ის პრეზიდენტი ბარაკ ობამა და სამხრეთ კორეის პრეზიდენტი ლი მიუნ-ბაკი თავ-თავიანთ ადგილებს იკავებენ ჯგუფური "საოჯახო ფოტოსთვის" 2012 წლის 27 მარტს, ბირთვული უსაფრთხოებისადმი მიძღვნილ სამიტზე სეულში. (AFP/Jewel Samad)

24

ბირმის დემოკრატიული მოძრაობის ლიდერს, აუნ სან სუ ჩის ერთ-ერთი ამომრჩეველი ეხვევა, როცა ის თავის საარჩევნო ოლქში მივიდა კენჭისყრის სამეთვალყურეოდ 1 აპრილს. ამომრჩევლები თავს იყრიან, რათა მიესალმონ დემოკრატიული მოძრაობის ლეგენდარულ ლიდერს, კანდიდატს პარტიის „ეროვნული ლიგა დემოკრატიისათვის“ სიიდან. (epa/Nyein Chan Naing)

25

2 აპრილს ხალხი მზის აბაზანებს იღებს სანკტ-პეტერბურგში, წმიდა პეტრესა და პავლეს ციხე-სიმაგრის კედელთან, როცა ტემპერატურამ +2 გრადუსს მიაღწია. (AFP/Olga Maltseva)

26

პატრიოტულ კლუბ "რამზანის" წევრები ჩეჩნეთის ლიდერის, რამზან კადიროვის დროშებით. გროზნო, 5 აპრილი. (Ria Novosti/Said Tzarnaev)

27

6 აპრილი. ბავშვები ყვავილებს და ბუშტებს ათავსებენ პატარა სკამებზე, რომლებიც სარაევოს ალყის დროს დაღუპულ ბავშვებს განასახიერებს. 11541 დიდი და პატარა სკამით - დაღუპული სამოქალაქო პირების სიმბოლოებით - აღინიშნა ბოსნიის ომის დაწყების მე-20 წლისთავი. (Reuters/Dado Ruvic)

28

ექსტრემისტი ანდერს ბერინგ ბრეივიკი, რომელმაც ნორვეგიაში ივლისში განხორციელებული ორი თავდასხმის შედეგად 77 ადამიანი გამოასალმა სიცოცხლეს, მემარჯვენეთა ჟესტით იძლევა სალამს, როცა 16 აპრილს ოსლოს სასამართლო დარბაზში შეიყვანეს მისი სასამართლო პროცესის დაწყებისას. (AFP/Heiko Junge)

29

აშშ-ის მრავალჯერადი გამოყენების კოსმოსური ხომალდი "დისკავერი" ნასას თვითმფრინავზე. წინ: ვაშინგტონის მონუმენტი ვაშინგტონში 17 აპრილს. "დისკავერი" ფლორიდიდან, კენედის სახელობის კოსმოსური ცენტრიდან, ჩაიტანეს ავიაციისა და კოსმოსის ეროვნულ მუზეუმში გამოსაფენად. (AFP/Mladen Antonov)

30

20 აპრილი. ავღანელი მამაკაცი თავის მამალს ნისკარტზე წყალს ასხურებს მამალების ორთაბრძოლაში შესვენებისას ქაბულში. (AFP/Johannes Eisele)

31

2 მაისს პაკისტანის ქალაქ აბოტობადში მამაკაცი მობილური ტელეფონით იღებს სურათს ოსამა ბინ ლადენის დანგრეული სახლის ადგილზე. ოსამა ბინ ლადენი ერთი წლით ადრე, 2011 წლის 2 მაისს იქნა მოკლული ამ ადგილზე აშშ-ის საგანგებო დანიშნულების შენაერთის მიერ. (Reuters/Mian Khursheed)

32

საბერძნეთის კონსერვატიული ახალი დემოკრატიული პარტიის ლიდერის, ანტონის სამარასის მომხრეები დროშებს აფრიალებენ ათენში 3 მაისს წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში მისი სიტყვით გამოსვლისას. (AFP/Aris Messinis)

33

რუსეთის პოლიცია ბლოგერს და ოპოზიციის ლიდერს, ალექსეი ნავალნის აკავებს მილიონთა მარშის დროს მოსკოვის ბოლოტნაიას მოედანზე 6 მაისს. (Ria Novosti)

34

საფრანგეთის ახალარჩეული პრეზიდენტი ფრანსუა ოლანდი ხელს უქნევს ამომრჩევლებს ტულში, სამხრეთ-დასავლეთ საფრანგეთში, მას მერე რაც საპრეზიდენტო არჩევნების მეორე რაუნდში გაიმარჯვა 6 მაისს. ოლანდმა, რომელიც საფრანგეთის პირველი სოციალისტი პრეზიდენტია თითქმის ორი ათეული წლის განმავლობაში, არჩევნებში ნიკოლა სარკოზი დაამარცხა. (AFP/Jeff Pachoud)

35

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი (მარჯვნივ) კოცნის თავის მეუღლეს, ლუდმილას. ყოფილი პრეზიდენტი დმიტრი მედვედევი კი თავის მეუღლეს, სვეტლანას ეამბორება პრეზიდენტად პუტინის ინაუგურაციის ცერემონიაზე კრემლში 7 მაისს. (AFP/Alexander Zemlianichenko)

36

20 მაისს კიევში დაუდგენელი პირები სცემენ სვიატოსლამ შერემეტს, უკრაინის გეიფორუმის თავმჯდომარეს. შერემეტს თავს დაესხნენ მას შემდეგ, რაც ის მედიის წარმომადგენლებს შეხვდა, რათა ეთქვა მათთვის, რომ ჰომოსექსუალთა უფლებების დაცვისთვის მოწოდებული აღლუმი გაუქმდა. თავდამსხმელები გაიქცნენ, როცა გააცნობიერეს, რომ მედიის წარმომადგენლები თავდასხმას იღებდნენ. (Reuters/Anatolii Stepanov)

37

ბაქოს ბროლის სასახლე 21 მაისს. სპორტულმა და საკონცერტო კომლექსმა ევროვიზიის ფესტივალს უმასპინძლა. (RIA Novosti/Valeriy Melnikov)

38

28 მაისი. ქურთი მამაკაცი კუბოებს შორის, რომლებიც სადამ ჰუსეინის რეჟიმის დროს დახოცილთა ნეშტებს შეიცავს. გადასვენების ცერემონია ბაღდადიდან ჩრდილო-აღმოსავლეთით, 260 კილომეტრზე მდებარე სულეიმანიაში გაიმართა. (Reuters)

39

გიგანტური საფეხბურთო ბურთი ტანგო 12 - ევრო 2012-ის საფეხბურთო ტურნირის ოფიციალური ბურთი კიევის რკინიგზის სადგურზე. 29 მაისი. (Reuters/Gleb Garanich)

40

ავღანელი ბავშვი ქაბულში ტანკის ლულაზე, ბავშვთა საერთაშორისო დღის წინ. 31 მაისი. (RFE/Sabawoon)

41

პრეზიდენტ ჰოსნი მუბარაქის მომხრეთა რეაქცია კაიროში სასამართლოს მიერ მისთვის სამუდამო პატიმრობის მისჯის შემდეგ 2 ივნისს. (Reuters/Mohammed Salem)

42

4 ივნისი. დიდი ბრიტანეთის პრინცი ჩარლზი დედამისს, დედოფალ ელისაბედს, ხელზე კოცნის ბრილიანტის იუბილესადმი მიძღვნილ საზეიმო კონცერტზე ლონდონში, ბუკინგემის სასახლეში. დედოფლის 60-წლიანი ზეობის აღსანიშნ კონცერტზე სხვებთან ერთად გამოვიდნენ პოლ მაკკარტნი, სტივი უანდერი და ელტონ ჯონი. (Reuters/David Moir)

43

რუსეთის ივანოვოს რეგიონი. ვენერა მზის წინ 6 ივნისს. ეს იშვიათი ასტრონომიული მოვლენა უკანასკნელად 105 წლის წინ მოხდა. (Itar Tass/Vladimir Smirnov)

44

ევრო 2012-ის საფეხბურთო ტურნირის გახსნის ცერემონია ვარშავის ეროვნულ სტადიონზე 8 ივნისს. (AFP/Christof Stache)

45

8 ივლისი. ახალგაზრდა სალაფიტი ქალები მხოლოდ ქალებისთვის განკუთვნილ პლაჟზე დაღესტანში. (Reuters/Maria Turchenkova)

46

როკჯგუფ "როლინგ სტოუნზის" წევრები - მიკ ჯაგერი, კით რიჩარდსი, რონი ვუდსი და ჩარლი უოტსი ლონდონში 11 ივლისს. სურათი გადაღებულია "როლინგ სტოუნზის" პირველი კონცერტის (ჩატარდა 1962 წ. 12 ივლისს) 50 წლისთავის აღსანიშნავად. (Reuters/Rankin)

47

ავღანელი ქალების საპროტესტო დემონსტრაცია ქაბულში 11 ივლისს. მათ გააპროტესტეს ახალგაზრდა ქალის სიკვდილით დასჯა, რომელსაც მეუღლის ღალატში ედებოდა ბრალი. (RFE/Sabawoon)

48

12 ივლისი. "სოიუზ TMA-05M" ტიპის კოსმოსური ხომალდის ტრანსპორტირება სასტარტო პოზიციამდე ყაზახეთში, ბაიკონურის კოსმოდრომზე. საერთაშორისო კოსმოსური სადგურის ეკიპაჟი რუსი კოსმონავტი იური მალენჩენკოს, იაპონელი ასტრონავტი აკიჰიკო ჰორიდესა და აშშ-ის ასტრონავტი სანიტა უილიამსის შემადგენლობით 15 ივლისს გაფრინდა კოსმოსში. (Reuters/Shamil Zhumatov)

49

ხალხი ცოცხალ ჯაჭვს ქმნის და ლოცულობს აშშ-ში, კოლორადოს შტატის ქალაქ ორორაში, სადაც 22 ივლისს გაიმართა აქცია ორი დღით ადრე კინოთეატრში მომხდარი მასობრივი მკვლელობის მსხვერპლთა საპატივცემულოდ. მკვლელმა ცეცხლსასროლი იარაღით გამოასალმა სიცოცხლეს 12 ადამიანი და მრავალი დაჭრა. (AFP/Joshua Lott)

50

ოლიმპიური თამაშების გახსნა ლონდონის ოლიმპიურ სტადიონზე 28 ივლისს. (RIA Novosti/Vladimir Astapkovich)

51

პარაოლიმპიური თამაშების ცეცხლი და თამაშების მონაწილეები ლონდონის ოლიმპიურ სტადიონზე 31 აგვისტოს. (Reuters/Toby Melville)

52

1 სექტემბერი. სასკოლო წლის დასაწყისი ჩეჩნეთის სოფელ დიშნი-ვედენოში. (RFE/RL, North Causacus Service)

53

20 სექტემბერს ირანელი ქალები დემონსტრაციას მართავენ თეირანში საფრანგეთის საელჩოს წინ. ისინი პროტესტს აცხადებენ ფრანგულ ყოველკვირეულში წინასწარმეტყველ მუჰამედის კარიკატურის გამოქვეყნების გამო. (AFP/Atta Kenare)

54

20 სექტებმერი. სტუდენტთა წინასაარჩევნო საპროტესტო გამოსვლები თბილისში. (RFE/RL / Mzia Saganelidze)

55

შიშველი დემონსტრანტი ათენში, სინტაგმის მოედანზე, საბერძნეთში გერმანიის კანცლერ ანგელა მერკელის ვიზიტთან დაკავშირებით გამართული საპროტესტო გამოსვლებისას 9 ოქტომბერს. მრავალი დემონსტრანტის აზრით, გერმანიის ლიდერს აკისრია მთავარი პასუხისმგებლობა საბერძნეთისთვის მომჭირნეობის მკაცრი ზომების დაწესებისთვის. (Reuters/John Kolesidis)

56

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი (მარცხნივ) ხელს ართმევს "ქართული ოცნების" ლიდერს, მომავალ პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილს პრეზიდენტის სასახლეში 9 ოქტომბერს. (Reuters/David Mdzinarishvili)

57

პანკჯგუფ "პუსი რაიოტის" წევრები - ეკატერინა სამუცევიჩი, მარია ალიოხინია და ნადეჟდა ტოლოკონნიკოვა - მოსკოვის საკასაციო სასამართლოს წინაშე 10 ოქტომბერს. სამი ქალი ხულიგნობის ბრალდებით გაასამართლეს მოსკოვის მაცხოვრის ტაძარში გამართული წარმოდგენისთვის 2012 წლის თებერვალში. საკასაციო სასამართლომ გაათავისუფლა სამუცევიჩი, მაგრამ ორწლიანი პატიმრობის განაჩენი შეუნარჩუნა ორ დანარჩენ ბრალდებულს. (RIA Novosti/Andrey Stenin)

58

14 ოქტომბერი. 43 წლის ავსტრიელი ფელიქს ბაუმგარტნერი 39 კილომეტრის სიმაღლიდან ხტება. ბაუმგარტნერმა ნახტომისას 1135 კმ/სთ სიჩქარეს მიაღწია და ბგერითი ბარიერი გადალახა, სანამ პარაშუტს გახსნიდა და ნიუ მექსიკოს უდაბნოში დაეშვებოდა. (AFP/www.redbullcontentpool.com/Jay Nemeth)

59

22 ოქტომბერს მუსულმანი მომლოცველები ლოცვის დაწყებას ელოდებიან დიდ მეჩეთში, საუდის არაბეთის წმიდა ქალაქ მექაში. (AFP/Fayez Nureldine)

60

26 ოქტომბერი. მამაკაცებს ავტომანქანით და მოტოციკლეტით მიჰყავთ ახლად ნაყიდი აქლემები ლაჰორში, ეიდ ალ-ადჰის დღესასწაულზე. ამ დღესასწაულით მუსულმანები აღნიშნავენ ჰაჯის დასრულებას. კლავენ ცხვრებს, თხებს, საქონელს და აქლემებს. (Reuters/Mohsin Raza)

61

28 ოქტომბერს უკრაინის საპარლამენტო არჩევნების დროს ქალები საარჩევნო ბიულეტენს ამოწმებენ კიევიდან 110 კილომეტრზე მდებარე სოფელ რუსაკიში. (AFP/Viktor Drachev)

62

2 ნოემბერი. თურქეთის ჯარისკაცები საგუშაგოზე სასაზღვრო ქალაქ ჯეილანპინართან, მას მერე, რაც სირიის საჰაერო ძალებმა დაბომბეს თურქეთის საზღვართან მდებარ ქალაქი რას ალ-აინი. (AFP/Bulent Kilic)

63

აშშ-ის პრეზიდენტი ბარაკ ობამა თავის მეუღლესთან, მიშელ ობამასთან და ქალიშვილებთან ერთად ჩიკაგოში 6 ნოემბერს, პრეზიდენტად მეორე ვადით არჩევის შემდეგ. (Reuters/Larry Downing)

64

8 ნოემბერი. პაკისტანელი გოგონა მალალა იუსუფზაი საფოსტო ბარათს კითხულობს ინგლისის ქალაქ ბირმინგემის საავადმყოფოში. მალალა ინგლისში მოხვდა სამკურნალოდ მას შემდეგ, რაც მას 9 ოქტომბერს თალიბებმა თავში ესროლეს გოგონათა განათლების უფლებების დაცვისთვის. (Reuters/Queen Elizabeth Hospital Birmingham Handout)

65

კვამლი ადის ცაში ქალაქ ღაზაში, მას მერე რაც ისრაელის ავიაციამ იერიში განახორციელა ჰამასის სავარაუდო პოზიციებზე 17 ნოემბერს. (epa/Mohammed Saber)

66

30 ნოემბერს კონარკში ინდოელი ქალები 30-მეტრიანი ქვიშის ქანდაკების მახლობლად. ბაფთის ფორმის ეს ქანდაკება შიდსის წინააღმდეგ ბრძოლის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით შეიქმნა. (AFP)

67

ფერფლის ღრუბელი ვულკან პლოსკი ტოლბაჩიკის თავზე კამჩატკის ნახევარკუნძულზე 3 დეკემბერს. (Itar-Tass/Institute of Volcanology and Seismology of the Far Eastern Branch of the Russian Academy of Sciences)

68

ნობელის ლაურეატები და სტუმრები ნობელის ბანკეტს ესწრებიან სტოკჰოლმის რატუშაში 10 დეკემბერს. წელს მშიდობის დარგში ნობელის პრემიით ევროპის კავშირი დაჯილდოვდა. (Reuters/Jessica Gow/Scanpix)

69

14 დეკემბერი. პატარა ბაშვები აშშ-ის კონექტიკუტის შტატის ქალაქ ნიუტონში, სენდი ჰუკის დაწყებითი სკოლის წინ, სადაც მძიმედ შეიარაღებულმა ახალგაზრდამ სკოლის მოწაფეებს და თანამშრომლებს გაუხსნა ცეცხლი. დაიღუპა 26 ადამიანი, მათ შორის 18 ბავშვი. მომხდარმა შეძრა შეერთებული შტატები. (REUTERS/Larry Downing)

70

31 დეკემბერი. მსოფლიო ახალ წელს ეგებება. (RFE/RL)

ეს ფორუმი დაიხურა
კომენტარების რიგი
კომენტარები
     
ავტორი: დემეტრე საიდან გვწერთ: ლონდონი
10.01.2013 21:27
საინტერესო ფოტოებია, ძალიან მომეწონა ყოველი მათგანი.
გმადლობთ!

ავტორი: პეგი
04.01.2013 02:58
რა მაგარი ფოტოებია, დიდი მადლობა. საქართველოდან მეტი რო ყოფილიყო კარგი იქნებოდა. მაგრამ ალბათ მთელი მსოფლიოს მთელი წელი რახანაა, ამიტომ გამართლებული იყო თანაბრად ყოფილიყო ჩვენიც და სხვისიც. არადა რამდენი ძლიერი ფოტო იყო შარშან, იგივე თქვენ საიტზეც...
გილოცათ ახალ წელს!