საქართველოში მიმდინარეობს საპარლამენტო არჩევნები
გამოქვეყნდა 01.10.2012
1 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ტარდება. საარჩევნო უბნები დილის 8 საათზე გაიხსნა. ამომრჩეველთა სიმრავლის გამო ბევრ უბანზე რიგები შეინიშნება. ერთ-ერთ საარჩევნო უბანს, დამკვირვებლის სტატუსით, ესტუმრა აშშ-ის ელჩი რიჩარდ ნორლანდი.
1 საქართველოში აშშ-ის ელჩი რიჩარდ ნორლანდი დამკვირვებლის სტატუსით ეწვია ერთ-ერთ საარჩევნო უბანს.