ჩვენს შესახებ

რადიო თავისუფალი ევროპა / რადიო თავისუფლება 28 ენაზე მაუწყებლობს. ქვეყნებში, რომლებშიც ვაწარმოებთ მაუწყებლობას, ჩვენი პროგრამების უმრავლესობის მოსმენა შეიძლება ადგილობრივი რადიოსადგურების მეშვეობით, FM სიხშირეებსა და მოკლე ტალღებზე. რადიო თავისუფალი ევროპა/რადიო თავისუფლება არის კერძო საერთაშორისო სამაუწყებლო კომპანია, რომელიც მაუწყებლობს აღმოსავლეთ და სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის, რუსეთის, კავკასიის, ცენტრალური და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის და ახლო აღმოსავლეთის რეგიონებისთვის. მას, მაუწყებელობის მმართველთა საბჭოს მეშვეობით, აშშ-ის კონგრესი აფინანსებს. რადიო თავისუფალი ევროპა/რადიო თავისუფლების მისიაა, ფაქტობრივი ინფორმაციისა თუ იდეების გავრცელებით, ხელი შეუწყოს დემოკრატიული ფასეულობებისა და ინსტიტუტების განმტკიცებას.



ოთხშაბათი, 22 მაისი, 2013 თბილისის დრო 23:48

საქართველოში აპროტესტებენ ციხეში პატიმართა წამებას

გამოქვეყნდა 19.09.2012

თბილისში, ფილარმონიასთან და რამდენიმე სხვა ადგილას გაიმართა საპროტესტო აქციები, რომლებზეც პროტესტი გამოთქვეს საქართველოს სასჯელაღსრულების სისტემაში პატიმართა წამების გამო. ასობით ადამიანს შორის პატიმართა ოჯახის წევრები, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებიც იყვნენ. დემონსტრანტების მოთხოვნებს შორის არის საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების მინისტრის პოსტიდან გადამდგარი ხათუნა კალმახელიძის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის აღძვრა და შინაგან საქმეთა მინისტრის, ბაჩო ახალაიას გასამართლება.


ეს ფორუმი დაიხურა
კომენტარების რიგი
კომენტარები
     
ავტორი: ანონიმი
20.09.2012 19:01
ამ პროტესტანტთა შორის ბევრი ისეთია ვინც საქართველოსთვის ძალიან კარგ და დროულ მოვლენად თვლიდა თბილისის და დანარჩენი საქართველოს საბჭოთა ზარბაზნით დემოკრატიზაციას. თითქოს მათ აზრი არ უნდა შეეცვალათ. ამ ცვლილების სიმპტომები არ ჩანს ან ძალიან ძნელი დასანახია. მოკლედ ღმერთო უშველე საქართველოს და შენი ნებით იქ გაჩენილ ადამიანებს!