ხუთშაბათი, 31 ივლისი, 2014 თბილისის დრო 09:22

ტექნიკური დახმარება


როგორ უნდა მოვუსმინო ხმოვან ჩანაწერებს თქვენს საიტზე?
შესაძლებელია მედიაპლეიერების უმრავლესობით სარგებლობა იმის მიხიედვით, თუ როგორი კონფფიგურაცია აქვს თქვენს კომპიუტერს. ჩვენი MP3 ფაილების მოსმენა პლეიერების უმეტესობით შეგიძლიათ სათანადო კონფიგურაციის შემთხვევაში.

თუ Windows-ის საოპერაციო სისტემით სარგებლობთ, Windows-ის პლეიერის დაყენება ავტომატურად შეიძლება. საუკეთესო გზაა Windows Media Player 9-ის ან უფრო ახალი ვერსიის გამოყენება.

თუ Real Player-ით სარგებლობთ, რეკომენდირებულია მე-10 ან უფრო ახალი ვერსიის გამოყენება.

აუდიოჩანაწერის მოსასმენად საჭიროა პლეიერი. შეგიძლიათ ჩამოტვირთოთ Real Player-ი ან Windows Media Player-ი. პლეიერების გადმოსაწერად გთხოვთ გაეცნოთ ინსტრუქციებს მათ ვებსაიტებზე.

რა გავაკეთო, თუ აუდიობმული შევარჩიე და ჩანაწერი არ ისმის?
თუ თქვენი აუდიოპლეიერი მოძველებული არ არის და საკმარისი გამტარუნარიანობა აქვს, შესაძლოა საჭირო იყოს დამცავი სისტემის, firewall-ის კონფიგურაციის შეცვლა, რათა შესაძლებელი გახდეს მედიის სტრიმინგი. სამწუხაროდ, ამ შემთხვევაში კონფიგურაცია ყოველ კონრეტულ შემთხვევაში ინდივიდუალურია. თუ სამსახურში, ან ინტერნეტ-კაფეში უსმენთ აუდიოჩანაწერს, დახმარება სთხოვეთ ტექნიკოს-ადმინისტრატორს.

რომელი ბრაუზერების გამოყენება შეიძლება?
RFE/RL.org-ზე თითქმის ყველა ბრაუზერის გამოყენებაა შესაძლებელი, თუმცა საიტი ოპტიმიზირებულია Internet Explorer 7.x-ის და Mozilla Firefox 1.x-ის ან 2.x-ისთვის.

როგორ დავიყენო რადიო “თავისუფალი ევროპა”/რადიო “თავისუფლება” ჩემს ჰოუმპეიჯად?
Windows-ისთვის Internet Explorer 6-ის და უფრო ახალი ვერსიების შემთხვევაში:
- გახსენით მენიუ ¨Tools¨ და აირჩიეთ "Internet Options..."
- default უნდა იყოს “General”-ზე.
- ზედა ჩარჩოში გამოჩნდება განყოფილება “Home Page”.
- თუკი მასში წერია “Address”, ჩაწერეთ მისამართი: http://www.rferl.org/
- ფანჯრის ქვევით დააწკაპუნეთ "OK”-ზე.

Firefox 2.x Windows-ისთვის:
- გახსენით მენიუ “Tools” და აირჩიეთ “Options...”
- აირჩიეთ ტაბი “Main”
- ჩარჩოში წარწერით “Home Page” ჩაწერეთ http://www.rferl.org/
- ფანჯრის ქვევით დააწკაპუნეთ "OK”-ზე.


Firefox 2.x MacOS X-ისთვის:
- გახსენით მენიუ “Tools” და აირჩიეთ “Options...”
- აირჩიეთ ტაბი “Main”
- ჩარჩოში წარწერით “Home Page” ჩაწერეთ http://www.rferl.org/
- ფანჯრის ქვევით დააწკაპუნეთ "OK”-ზე.

თუ პრობლემა მაინც ვერ მოგვარდა, მოგვწერეთ იმეილი.