შაბათი, 18 მაისი, 2013 თბილისის დრო 20:47

რა არის RSS?


RSS არის ცნების really simple syndication (ნამდვილად უბრალო სინდიკაცია) აბრევიატურა. ამ ტექნოლოგიით გეძლევათ შესაძლებლობა, ჩვენს ვებსაიტზე ინფორმაცია მოიპოვოთ ისე, როგორც ყველაზე უფრო მოსახერხებელია თქვენთვის. იმის ნაცვლად, რომ თქვენთვის საინტერესო საიტზე ყოველ ჯერზე მოძებნოთ რომელიმე კონკრეტულ თემასთან დაკავშირებული ცნობა, შეგიძლიათ პროგრამები დააყენოთ ისე, რომ ცნობები ავტომატურად, გამოქვეყნებისთანავე გამოჩნდება თქვენს პერსონალურ კომპიუტერზე.

როგორ უნდა დაიწყო RSS-ის წყაროებით სარგებლობა?
ზოგადად, პირველ რიგში საჭიროა გქონდეთ სიახლეების წასაკითხი პროგრამა (news reader). ეს არის პროგრამული უზრუნველყოფის ნაწილი, რომელიც ამოწმებს RSS-ის წყაროებს და გაკითხინებთ ახალ სტატიებს, რომლებიც მათ დაემატა. არსებობს ბევრი სხვადასხვა ვერსია, რომელთაგან ზოგში ბრაუზერის გამოყენებით შედიხართ, ზოგი კი ჩამოსატვირთი აპლიკაციაა. სიახლეების წამკითხველი პროგრამით, რომელიც ბრაუზერს ეფუძნება, ხელი მიგიწვდებათ RSS-ის წყაროებზე ნებისმიერი კომპიუტერიდან, მაშინ როცა ჩამოტვირთული აპლიკაციების შემთხვევაში შეგიძლიათ მათი შენახვა თქვენს ძირითად კომპიუტერზე ისევე, როგორც ელექტრონულ ფოსტას ან აუტლუკის გამოყენებით ჩამოტვირთავთ ხოლმე, ან კიდევ ინახავთ ჰოტმეილისნაირი მომსახურების მეშვეობით.

დამოუკიდებელი პროგრამები
შეგიძლიათ გამოიყენოთ გუგლის საიტი, რაც საკმაოდ იოლი გზაა. სხვადასახვა ენაზე წასაკითხად განკუთვნილი სხვა პროგრამების მოძებნა ინტერნეტში მარტივი ძიებით არის შესაძლებელი. მას შემდეგ, რაც სიახლეების წასაკითხ პროგრამას შეარჩევთ, მარტო ისღა გაქვთ გადასაწყვეტი, რა შინაარსის ინფორმაციის მიღება გსურთ თქვენს წასაკითხ პროგრამაზე - საამისოდ უნდა მოძებნოთ და გამოიწეროთ სასურველი RSS წყაროები.

RSS ბრაუზერებში
ბრაუზერებში RSS-ის წყაროების გამოყენება შესაძლებელია აგრეთვე მოზილა ფაიერფოქსის (Mozilla Firefox), მაიკროსოფტის ინტერნეტ ექსპლორერი 7-ის (Microsoft Internet Explorer 7) და ოპერა ბრაუზერების (Opera browsers) დახმარებით. თუ დააწკაპუნებთ RSS-ის წყაროზე, რომლის ნახვაც გინდათ, ბრაუზერი მას ავტომატურად აჩვენებს. ვებგვერდზე სულ ზემოთ გამოჩნდება შეკითხვა, გსურთ თუ არა მისი გამოწერა და სად გინდათ მისი შენახვა.