ხუთშაბათი, 24 ივლისი, 2014 თბილისის დრო 05:40

მისია

რადიო თავისუფალი ევროპა/რადიო თავისუფლება არის კერძო საერთაშორისო სამაუწყებლო კომპანია, რომელიც მაუწყებლობს აღმოსავლეთ და სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის, რუსეთის, კავკასიის, ცენტრალური და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის და ახლო აღმოსავლეთის რეგიონებისთვის. მას, მაუწყებელობის მმართველთა საბჭოს მეშვეობით, აშშ-ის კონგრესი აფინანსებს.

რადიო თავისუფალი ევროპა/რადიო თავისუფლების მისიაა, ფაქტობრივი ინფორმაციისა თუ იდეების გავრცელებით, ხელი შეუწყოს დემოკრატიული ფასეულობებისა და ინსტიტუტების განმტკიცებას.

ცენტრალური ევროპიდან ვიდრე წყნარ ოკეანემდე, ბალტიის ზღვიდან შავ ზღვამდე, რუსეთიდან შუა აზიამდე თუ სპარსეთის ყურემდე - ცალკეულ ქვეყნებში ხალხი ცდილობს, გაუმკლავდეს ავტოკრატიულ სტრუქტურებს, ადამიანის უფლებათა დარღვევებს, ეკონომიკის ცენტრალიზებულ სისტემებს, ეთნიკურსა თუ რელიგიურ დევნას, რეგიონულ კონფლიქტებსა და კონტროლს დაქვემდებარებულ მედიას. მთელი ამ რეგიონის სტაბილურობა - დამყარებული დემოკრატიასა და თავისუფალ საბაზრო ეკონომიკაზე - სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია მსოფლიო მშვიდობისთვის.

ეფუძნება რა რწმენას, რომ დემოკრატიის უპირველესი მოთხოვნა კარგად ინფორმირებული მოქალაქეების ყოლაა, რადიო თავისუფალი ევროპა/რადიო თავისუფლება მრავალი სახელმწიფოს მოქალაქეებს

1. სთავაზობს ახალ ამბებს, ანალიტიკურ გადაცემებსა და მიუკერძოებელ ინფორმაციას როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო მოვლენებზე;

2. დემოკრატიული ფასეულობების წარმოჩენით ხელს უწყობს სამოქალაქო საზოგადოების განმტკიცებას;

3. ეწინააღმდეგება ეთნიკურსა და რელიგიურ შეუწყნარებლობას და მხარს უჭერს ხალხთა შორის ურთიერთგაგების გაღრმავებას;

4. სთავაზობს ნიმუშს ადგილობრივ მედიასაშუალებებს, ეხმარება რა მათ პროფესიონალიზმისა და დამოუკიდებლობის განმტკიცებაში ტრენინგების გზით; ამყარებს პარტნიორულ ურთიერთობებს ადგილობრივ საინფორმაციო საშუალებებთან;

5. ხელს უწყობს რეგიონის ქვეყნებსა და მსოფლიოს განვითარებულ დემოკრატიებს შორის ახლო ურთიერთობების დამყარებას.

რადიო თავისუფალი ევროპა/რადიო თავისუფლება ამაყობს არსებობის სამოცწლიანი ტრადიციით და ამჟამად 21 ქვეყანაში 28 ენაზე მაუწყებლობს, მათ შორის - 1953 წლის მარტიდან - ქართულად.