ონლაინ-რეპორტაჟი არჩევნებიდან
პირდაპირი ტექსტური რეპორტაჟი, ასევე ვიდეო და ფოტომასალა საპარლამენტო არჩევნებიდან. ჩვენი კორესპონდენტები საქართველოს სხვადასხვა რაიონიდან გვატყობინებენ კენჭისყრის მსვლელობის შესახებ.
01.10.2012
Posts order:
გაუზიარეთ:
დასრულდა არჩევნების მძიმე დღე, დასრულდა ჩვენი ონლაინ-რეპორტაჟიც, რომლის მუშაობაში მონაწილეობდნენ ჩვენი სპეციალური კორესპონდენტები მთელი საქართველოდან. რადიო თავისუფლების რედაქცია მადლობას გიხდით, რომ ჩვენთან ერთად ადევნებდით თვალს საარჩევნო ბატალიებს.
გაუზიარეთ:
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (საია) საჩივრით მიმართავს ხაშურის 35-ე საოლქო საარჩევნო კომისიას და მოითხოვს, ბათილად გამოცხადდეს კენჭისყრის შედეგები ხაშურის მე-3, მე-5, მე-10, მე-19, 45-ე და 46-ე უბნებზე, სადაც, გავრცელებული ინფორმაციით, შეიჭრნენ სპეცდანიშნულების რაზმები და შემაჯამებელი ოქმები გადააკეთეს. საია მოითხოვს, აგრეთვე, ბათილად იქნეს გამოცხადებული 26-ე უბნის შედეგები, რადგან ამ უბნიდან, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია მტკიცებით, გამოაძევეს დამკვირვებლები. მანამდე კოალიცია „ქართულმა ოცნებამ“ გაავრცელა ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ ხაშურის ერთ-ერთ საარჩევნო უბანზე სპეცრაზმი შეიჭრა. „ხაშურში მე-10 საარჩევნო უბაზე სპეცრაზმი შეიჭრა. მათ ყველა გასასვლელი კარი ჩაკეტეს და ხალხს გარეთ არ უშვებენ. ხაშურის მოსახლეობა მე-10 საარჩევნო უბანთან არის შეკრებილი და მათ შენობიდან ხალხის შემზარავი ხმები ესმით, ისინი გარეთ გამოშვებას ითხოვენ, თუმცა ჯერჯერობით უშედეგოდ“, - ნათქვამია „ქართული ოცნების“ განცხადებაში.
გაუზიარეთ:
ჩეხეთში, პრაღის 42-ე საარჩევნო უბანში, რომელიც ჩეხეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოშია განთავსებული, დასრულდა ხმების დათვლის პროცედურა. რეგისრირებული 240 პირიდან არჩევნებში მონაწილეობა მიიღო 93-მა. 68 ხმა მიიღო "ქართულმა ოცნებამ", 17 - ნაციონალურმა მოძრაობამ, 1 - ლეიბორისტულმა პარტიამ, 1 - სპორტსმენთა კავშირმა, 1 - "სამართლიანმა საქართველომ" და 1 - ქრისტიან-დემოკრატიულმა კავშირმა. - იტყობინება კობა ლიკლიკაძე (რადიო თავისუფლება).
გაუზიარეთ:
საარჩევნო უბანი სოფელ დიდაჭარაში
გაუზიარეთ:
საარჩევნო უბნების დახურვის შემდეგ ცნობილი გახდა ეგზიტპოლების შედეგები. ოთხი სხვადასხვა ეგზიტპოლის მიხედვით, არჩევნებში „ქართული ოცნება“ ლიდერობს, თუმცა, „ნაციონალური მოძრაობის“ წინასწარი მონაცემებით, მათ მაჟორიტარული არჩევნები 53 ოლქში მოიგეს. „ქართული ოცნების“ მხარდამჭერები გამარჯვებას თავისუფლების მოედანზე ზეიმობს.
გაუზიარეთ:
პირდაპირი ვიდეორეპორტაჟი.
გაუზიარეთ:
ხაშურის რაიონის N10 საარჩევნო უბანზე ამჟამად ხალხი იკრიბება და შენობაში შესვლას ცდილობს, რადგაც ეშინიათ, რომ მათ ხმებს გააყალბებენ. უკანა შესასვლელიდან ჩუმად შევიდნენ ნიღბიანი ადამიანები და ემუქრებიან იქ მყოფ ხალხს. - იტყობინება მაგდა კომლაძე (რადიო თავისუფლების მედიასკოლა).
გაუზიარეთ:
"ქართული ოცნების" მომხრეები ზეიმობენ. ისინი დარწმუნებული არიან, რომ მათმა პარტიამ არჩევნებში გამარჯება მოიპოვა.
გაუზიარეთ:
დიღმის მასივში N8 ოლქის N53 საარჩევნო უბანში გამჭირვალე კარია და მოქალაქეები გარედან უყურებენ როგორ მიმდინარეობს არჩევნების შეჯამება. - იტყობინება ნათია ხვადაგიანი (რადიო თავისუფლების მედიასკოლა).
გაუზიარეთ:
როგორც არასამთვრობო ორგანიზაცია "არჩევანის თავისუფლებისთვის" იტყობინება, ზუგდიდის მეცხრე საპყრობილეში მე-4 საარჩევნო უბანში იმყოფება მეცხრე არხის ჟურნალისტი გუგა როგავა, რეალ ტვ-ს ჟურნალისტები და კომისიის წევრები ცდილობენ მის გაძევებას და ის დახმარებას ითხოვს. - არასამთავრობო ორგანიზაციების მედიაცენტრიდან იტყობინება ბექა წიქარიშვილი (რადიო თავისუფლების მედიასკოლა).
გაუზიარეთ:
დიღმის მასივში, N8 ოლქის N53 საარჩევნო უბანში კოალიცია "ქართული ოცნების" დამკვირვებელი ამბობს, რომ უბნის დაკეტვის შემდეგ შიგნით არ შეუშვეს და უმრავლესობით ხმების დასათვლელად დარჩნენ ნაციონალური მოძრაობის წევრები. - იტყობინება ნათია ხვადაგიანი (რადიო თავისუფლების მედიასკოლა).
გაუზიარეთ:
დიღმის მასივში N8 ოლქის N53 საარჩევნო უბანზე მოქალაქე ამბობს, რომ ვიღაც დაინახა ცარიელი ყუთით საარჩევნო უბნის უკან, გაეკიდა მაგრამ ვერ დაეწია. - იტყობინება ნათია ხვადაგიანი (რადიო თავისუფლების მედიასკოლა).
გაუზიარეთ:
კომპანია „ჯი ეფ კეი“ საზოგადოებრივი მაუწყებლის დაკვეთით ჩატარებული ეგზიტპოლის შედეგები 17:30-ის მონაცემებით ასე გამოიყურება: კოალიცია "ქართული ოცნება" - 35%, ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - 30%, ქრისტიან დემოკრატიული მოძრაობა - 2.1%.
გაუზიარეთ:
"ამომრჩეველთა ლიგის" ეგზიტპოლის მიხედვით, საქართველოს მასშტაბით, "ქართულ ოცნებას" - 70,24% აქვს, ნაციონალურ მოძრაობას - 24,66%. 1,45 %-მა უარი თქვა გამოკითხვაზე. დანარჩენმა პარტიებმა 5,9 პროცენტი მიიღეს. ლიგამ ეგზიტპოლი ამერიკულ პარტნიორ კომპანია "ბარსელო ენდ კომპანის" დახმარებით განახორციელა.
გაუზიარეთ:
ტელეკომპანია ”რუსთავი 2”-ის მიერ დაკვეთილი ეგზიტპოლების შედეგები ასეთია: "ქართული ოცნება" - 51 პროცენტი, ნაციონალური მოძრაობა - 41 პროცენტი, "ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა" - 4 პროცენტი, "ლეიბორისტები" 1 პროცენტი. ”რუსთავი 2”-ის ცნობით, ეს არის 16 საათისთვის არსებული მონაცემები.
გაუზიარეთ:
საარჩევნო უბნებში ხმების დათვლის პროცესი დაიწყო. საარჩევნო უბნები ზუსტად 20:00 საათზე დაიხურა.
გაუზიარეთ:
ჩეხეთში, პრაღის 42-ე საარჩევნო უბანში, რომელიც ჩეხეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოშია განთავსებული, ხმის მიცემა ჯერ კიდევ გრძელდება. პრაღის დროით 18 საათის (თბილისი დროით 20 საათი) მონაცემებით, 240 რეგისტრირებული ამომორჩევლიდან ხმა მისცა 83-მა. როგორც საარჩევნო კომისიაში აცხადებენ, დარღვევები არ აღნიშნულა გარდა ერთი შემთხვევისა, როდესაც ერთმა ამომრჩეველმა, რომელიც რეგულარულად მონაწილეობს არჩევნებში, საკუთარი თავი ამჟამად ვერ აღმოაჩინა სიაში. პრაღის დროით 20 საათზე საარჩევნო ყუთი გაიხსნება, ხმები დაითვლება, გაფორმდება ოქმი და შემდეგ დალუქული ყუთი თბილისში გაიგზავნება. - იტყობინება კობა ლიკლიკაძე (რადიო თავისუფლება).
გაუზიარეთ:
ლოტკინის მეცხრე ოლქის N1 საარჩევნო უბანზე პროცესი ექსცესების გარეშე მიმდინარეობს. საჩივრები არ დაწერილა. - ირინა მირზოევი (რადიო თავოსუფლების მედიასკოლა).
გაუზიარეთ:
ჩუღურეთის რაიონის N16 საარჩევნო უბანზე 1482 ამომრჩევლიდან დაახლოებით 1000-მა მოქალაქემ მიიღო მონაწილეობა. - გვატყობინებს ქეთევან ქებაძე (რადიო თავისუფლების მედიასკოლა).
გაუზიარეთ:
ამ წუთებში თავისუფლების მოედანზე დაახლოებით 200-მდე ადამიანია შეკრებილი. ახლახან მოედანზე ავტომანქანების კოლონა გამოჩნდა, კოალიცია "ქართული ოცნების" დროშებით. - იტყობინება იანა ისრაელიანი (რადიო თავოსუფლების მედიასკოლა).
გაუზიარეთ:
დიღმის მასივში N8 ოლქის N53 საარჩევნო უბანზე ერთ-ერთი ამომრჩეველი, ნელი კოშაძე აცხადებს რომ მისი ავადმყოფი მამის მაგივრად სხვამ მოაწერა ხელი, რადგან ეუბნებიან, რომ მასთან სახლში იმყოფებოდნენ, ის კი ამტკიცებს, რომ კარებს ვერ გაუღებდა ვერავინ და ცდილობს, გაარკვიოს ვინ მოაწერა ხელი მამამისის მაგივრად. - იტყობინება ნათია ხვადაგიანი (რადიო თავისუფლება მედიასკოლა).
გაუზიარეთ:
ზუგდიდის N81, N82, N88 საარჩევნო უბნებზე აღინიშნა სამი დარღვევა. N13 საარჩევნო უბანზე, მოქალაქეთა მტკიცებით, 300 ადამიანზე მეტი "გამოგონილი პირია", იტყობინება მარიამ ჯგუშია (რადიო თავისუფლების მედიასკოლა).
გაუზიარეთ:
ხულოს რაიონის N24 საარჩევნო უბანზე სულ 1417 ამომრჩეველია. 18:47 საათისათვის საკუთარი არჩევანი დააფიქსირა 740-მა ამომრჩეველმა. კომისიის თავმჯდომარის მოადგილის, ჯიმშერ წარაძის თქმით, მნიშვნელოვანი დარღვევა არ აღნიშნულა, გარდა ერთი შემთხვევისა: ამომრჩეველს საარჩევნო ბიულეტენი აერია და შვილმა დედის ნაცვლად მოაწერა ხელი. ამ ფაქტზე დაიწერა საჩივარი საოლქოში კომისიაში წარსადგენად, იუწყება ნინო ხიმშიაშვილი (რადიო თავისუფლების მედიასკოლა).
გაუზიარეთ:
თბილისში, საბურთალოს N3 ოლქის N68 საარჩევნო უბნის დამკვირვებელმა აღნიშნა, რომ 1500 ამომრჩევლიდან ამ წუთებისთვის ხმა მისცა 900-მა, უბანზე დარღვევები არ აღინიშნება, იტყობინება სოფო ბურდული (რადიო თავისუფლების მედიასკოლა).
გაუზიარეთ:
რუსთავის საოლქო საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, 17 საათის მონაცემებით, ხმა მისცა 58 700-მა ამომრჩეველმა. ამ დროისათვის კომისიაში შესულია ექვსი საჩივარი, იტყობინება მაკა მაჭავარიანი (რადიო თავისუფლების მედიასკოლა).
გაუზიარეთ:
17 საათის მონაცემებით, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში საკუთარი არჩევანი გააკეთა 12 004-მა ამომრჩეველმა, რაც ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის 63,82%-ს შეადგენს. როგორც ჩვენი კორესპონდენტი იტყობინება, უბნებში რაიმე სერიოზულ დარღვევას ადგილი არ ჰქონია. ჯერჯერობით ყველა საარჩევნო უბანზე სიმშვიდეა. ლანჩხუთში 17 საათისთვის ამომრჩეველთა აქტივობა 63% შეადგენს. 17 საათისთვის ლანჩხუთის საარჩევნო უბნებზე 18 973 ამომრჩეველი მივიდა (63%), იუწყება გიორგი სირაძე.
გაუზიარეთ:
18:45 საათისთვის, საბურთალოს მესამე ოლქის N20 საარჩევნო უბანზე, ხმა მისცა 947-მა ამომრჩეველმა - ცესკო-ს თანამშრომელზე, დავით ფერაძეზე დაყრდნობით, იუწყება ანი ჩორგოლაშვილი (რადიო თავისუფლების მედიასკოლა).
გაუზიარეთ:
თბილისში, დიღმის მასივის N8 ოლქის N53 საარჩევნო უბანზე არასამთავრობო ორგანიზაცია "მონიტორინგის" წევრებმა უბანი დატოვეს, იუწყება ნათია ხვადაგიანი (რადიო თავისუფლების მედიასკოლა).
გაუზიარეთ:
ხაშურის რაიონის N45 საარჩევნო უბნიდან სპეცდანიშნულების რაზმის თანამშრომლებმა კენჭისყრის დასრულებამდე გაიტანეს ყუთი, მაგრამ ამომრჩევლებმა მოახერხეს შეწინააღმდეგება და ყუთი უკან დააბრუნებინეს. ამჟამად ხაშურის რაიონის N10 საარჩევნო უბანთან შეკრებილია ხალხი, რომლებიც არჩევნების დასრულებას ელოდებიან, რადგან შიშობენ, რომ ყუთს იქიდანაც დროზე ადრე გაიტანენ, იუწყება მაგდა კომლაძე (რადიო თავისუფლების მედიასკოლა).
გაუზიარეთ:
თბილისში, საბურთალოს N36 საარჩევნო უბანზე, ამ დროისათვის ამომრჩეველთა რაოდენობა ძალიან მცირეა, საარჩევნო დღემ მშვიდად ჩაიარა, იტყობინება გიო ზედგენიძე (რადიო თავისუფლების მედიასკოლა).
გაუზიარეთ:
თბილისში, ბარნოვის ქუჩაზე, N26 საარჩევნო უბანთან მანქანაში მჯდომი ქალი, იწერს ნომრებსა და გვარებს, რომელსაც მას კარნახობენ ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერები. ისინი ამომრჩევლებს ეკითხებიან, თუ ვის მისცეს ხმა, იუწყება ირაკლი არეშიძე (რადიო თავისუფლების მედიასკოლა).
გაუზიარეთ:
ხაშურის რაიონის N46 საარჩევნო უბანზე მოქალაქეები თავიანთ თავს ვერ პოულობენ სიებში. ზოგიერთი მათგანი აცხადებს, რომ სიებში მათი გარდაცვლილი ნათესავების სახელები ამოიკითხეს, გვატყობინებს მაგდა კომლაძე (რადიო თავისუფლების მედიასკოლა)
გაუზიარეთ:
საქართველოს სპორტსმენთა კავშირის წამომადგენლის, დამკვირვებელ დავით ბოკუჩავას განცხადებით, საბურთალოს მესამე ოლქის N66 საარჩევნო უბანზე ხმა მისცა 900-მდე ამომრჩეველმა. მისივე თქმით, დარღვევები არ აღინიშნება, იუწყება ანი ჩორგოლაშვილი
(რადიო თავისუფლების მედიასკოლა).
გაუზიარეთ:
მინსკში საქართველოს საელჩოს შენობა, სადაც მოქმედებს საარჩევნო უბანი
გაუზიარეთ:
რუსთავის N85, N86 და N87 საარჩევნო უბნები მდებარეობს კინოთეატრის დარბაზში, რომელიც 300 კვ. მეტრია და სამ ნაწილად არის გადატიხრული. ამ უბანში დაფიქსირებულნი არიან უმისამართო ამომრჩევლები. თითო უბანში, 1200-ზე მეტი უმისამართო ბიულეტენი არის გამოყოფილი, რაც დამკვირვებლების ეჭვს იწვევს. დამკვირვებელი იოსებ ვაშაკიძე ამობს: "შეუძლებელია რომ რუსთავში ამდენი უმისამართო ამომრჩეველი ცხოვრობდეს. ეჭვს აძლიერებს ის ფაქტი, რომ მათი უმრავლესობა ახალგაზრდაა. ვვარაუდობ, რომ მთავრობამ წინასწარ დაარიგა პირადობის მოწმობები." - იტყობინება მაკა მაჭავარიანი (რადიო თავისუფლების მედიასკოლა).
გაუზიარეთ:
19:00 საათზე "ქართული ოცნების" მხარდამჭერები ქუთაისის ცენტრალურ მოედანზე აპირებენ შეკრებას. - იტყობინება ნატა ავალიანი (რადიო თავისუფლების მედიასკოლა).
გაუზიარეთ:
აჭარის უმაღლეს საარჩევნო კომისიის თანახმად, 18 საათის ინფორმაციით, აჭარაში არჩევნებში მონაწილეობა მიიღო ამომრჩეველთა 51,7 პროცენტმა, ანუ არჩევნებზე სულ გამოცხადდა 157588 ადამიანი.
გაუზიარეთ:
გორში N32 ოლქის N13 საარჩევნო უბანში ერთ-ერთ ამომრჩეველს არ გაუკეთეს მარკირება. ამომრჩეველი ამას მხოლოდ ხმის მიცემის შემდეგ მიხვდა. - გვატყობინებს მარიამ ახალკაცი (რადიო თავისუფლების მედიასკოლა).
გაუზიარეთ:
თბილისში, საბურთალოს N68 უბანზე ამომრჩეველთა 50%-ზე მეტმა მისცა ხმა, რიგები შემცირდა და ამ წუთებში ამომრჩეველთა დაბალი აქტივობა შეინიშნება. - იტყობინება სოფო ბურდული (რადიო თავისუფლების მედიასკოლა).
გაუზიარეთ:
N 27 წყრუთის საარჩევნო უბანზე ქართული ოცნების წარმომადგენლებსა და კომისიის თავმჯდომარეს შორის ინციდენტი მოხდა. როგორც „ქართული ოცნების“ წარმომადგენელმა გიორგი ჟუჟუნაძემ განაცხადა, აღნიშნული დარღვევა წილისყრამდე და კომისიის წევრებს შორის ფუნქციების გადანაწილებამდე მოხდა. როგორც N 37-ე საოლქო საარჩევნო კომისიაში აცხადებენ, აღნიშნულ ფაქტზე საჩივარი დაწერილია, რისი განხილვაც მოხდება. - იტყობინება მაია იველაშვილი (რადიო თავისუფლების კორესპონდენტი).
გაუზიარეთ:
ჩუღურეთის რაიონის N16 საარჩევნო უბანზე ამჟამად სიმშვიდეა, დაფიქსირებულია 915 ხმა, მოქალაქეების რაოდენობამ შედარებით იკლო. - გვატყობინებს ქეთევან ქებაძე (რადიო თავისუფლების მედიასკოლა).
გაუზიარეთ:
ასპინძის მუნიციპალიტეტში დარღვევებზე საუბრობენ "ქართული ოცნების" წარმომადგენლები. კოალიციის წევრის, თამარ ჩიბურდანიძის განმარტებით, დარღვევები დილიდან დაიწყო. მისი თქმით, აწყვითის მე-3, დამალის მე-4, იდუმალას მე-7 და ხიზაბავრის მე-20 უბანზე დარღვევის ყველაზე მეტი ფაქტი დაფიქსირდა. "ინფო 9"- ის გადამღებმა ჯგუფებმა ამომრჩეველთა მოსყიდვის ფაქტების დაფიქსირება მოახერხეს. სოფელ ხიზაბავრაში ნაციონალური მოძრაობის მხრიდან დამკვირვებლებზე ზეწოლის შესახებ საუბრობს. სხვადასხვა უბანზე სერიოზულ დარღვევებს უარყოფს ასპინძის N39 საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე, როსტომ მაღლაქველიძე. მისივე თქმით, ჯერ-ჯერობით მათთან არც ერთი განცხადება ან საჩივარი არ დაფიქსირებულა. - გვატყობინებს მაია იველაშვილი - (რადიო თავისუფლების კორესპონდენტი).
გაუზიარეთ:
ბათუმის 105-ე სპეცუბანზე, როგორც კომისიის წევრი ნინო კვირიკაძე ამბობს, ხშირია ე.წ. „კარუსელის“ შემთხვევა, ხოლო, დამკვირვებლის ბადრი ქადიძის თქმით, 40 ადამიანს, რომელიც არჩევნებზე გამოცხადდა, მარკირება გავლილი ჰქონდა. „რაც იმას ნიშნავს, რომ მათ ხმა უკვე სხვა უბანზე მისცეს" - ამბობს ბადრი ქადიძე. ისინი უბანზე ხმის მისაცემად აღარ შეუშვეს. ბათუმის 105-ე უბანში სიით 1229 ამომრჩეველია რეგისტრირებული. ამ უბანში ძალოვანი სტრუქტურის წარმომადგენლები აძლევენ ხმას. განსხვავებით სხვა უბნებისგან, აქ არ არის ბიულეტენის ნაკლებობა. პირიქით, უბანზე 21 ბიულეტენით მეტია შეტანილი. 16 საათისთვის ამ უბანში 760 ამომრჩეველს ჰქონდა უკვე ხმა მიცემული.
გაუზიარეთ:
კუკიის რაიონის N20 სარჩევნო უბნის დამკვირვებლების თქმით, საარჩევნო პროცესი ნორმალურად მიმდინარეობს. კომისიის თავმჯომარემ ამ რაიონში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობების აქტივობის შესახებ კომენტარი არ გააკეთა. - იტყობინება ირინა მირზოევი (რადიო თავისუფლების მედიასკოლა).
გაუზიარეთ:
ჩურურეთის რაიონის N19 და N33 საარჩევნო უბნებზე კომისიის წევრების, თავმჯდომარისა და დამკვირვებლების განცხადებით, საარჩევნო პროცესი დარღვევების გარეშე, ნორმალურად მიმდინარეობს. ეს უბანი მჭიდროდ არის დასახლებული ეროვნული უმცირესობებით და კომისიის წევრების თქმით, მათმა დიდმა ნაწილმა რეგისტრაცია დილის საათებში გაიარა. იტყობინება გიორგი ამარიანი (რადიო თავისუფლების მედიასკოლა).
გაუზიარეთ:
მაღალი აქტოვობაა კარალეთის დევნილთა დასახლების მე-100 საარჩევნო უბანში (გოგა აფციაურის ფოტო)
გაუზიარეთ:
რუსთავის N10 და N12 საარჩევნო უბნებზე მიტანილია ამომრჩეველთა რაოდენობაზე ნაკლები ბიულეტენი. საოლქო კომისიის თავმჯდომარე იოსებ შველიძე ამბობს, რომ ეს ხდება კაციტაძის კომისიის მიერ ამომრჩეველთა სიაში შეტანილი ცვლილებების გამო. "ბიულეტენი არ მიდის იმ ადამიანების სახელზე, რომლებიც იმყოფებიან საზღვარგარეთ, ჯარში, ციხეში ან საავადმყოფოში." შველიძე თითქმის გამორიცხავს ფაქტს, რომ რომელიმე საარჩევნო უბანზე ბიულეტენი დააკლდეთ. "თუ ასეთი რამ მოხდა და ბიულეტენები დაგვაკლდა, საარჩევნო უბანს დახურულად გამოვაცხადებთ." - იტყობინება მაკა მაჭავარიანი (რადიო თავისუფლების მედიასკოლა).
გაუზიარეთ:
ქუთაისში, სამკერდე ნიშნის უქონლობის გამო, საარჩევნო უბანზე არ შეუშვეს კოალიცია "ქართული ოცნების" დამკვირვებლები: მარეხ ნიჟარაძე, დარეჯან წერეთელი და თინათინ მერკვილაძე. - იტყობინება ნატა ავალიანი (რადიო თავისუფლების მედიასკოლა).
გაუზიარეთ:
ჩუღურეთის რაიონის N16 საარჩევნო უბანზე მთვრალმა ამომრჩეველმა ბიულეტენი დახია და ერთ-ერთ კომისიის წევრს ეჩხუბა. უბანზე ამ დროისთვის დაფიქსირებულია 824 ხმა. - იტყობინება ქეთევან ქებაძე (რადიო თავისუფლების მედიასკოლა).
გაუზიარეთ:
ოზურგეთის N60 საოლქო საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, 17.00 საათისათვის არჩევნებში მონაწილეობა მიიღო რეგისტრირებულმა 36 289 ამომრჩეველმა, რაც 54%-ს შეადგენს. როგორც საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე აცხადებს, არჩევნები მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს. საარჩევნო კომისიის თავმდომარის განმარტებით, ამომრჩევლები საოლქო საარჩევნო კომისიაში ცხელ ხაზზე ძირითადად პროცედურული ხასიათის კითხვებით რეკავდნენ. - გურიის რეგიონიდან იტყობინება გიორგი სირაძე.
გაუზიარეთ:
რუსთავის N10 და N12 საარჩევნო უბნებზე მიტანილია ამომრჩეველთა რაოდენობაზე ნაკლები ბიულეტენი. საოლქო კომისიის თავმჯდომარე იოსებ შველიძე ამბობს, რომ N10 საარჩევნო უბანზე 200 ბიულეტენით ნაკლებია დაფიქსირებული. - იტყბინება მაკა მაჭავარიანი (რადიო თავისუფლების მედიასკოლა).
გაუზიარეთ:
ფოთში ამომრჩეველმა მანანა დანელიამ აღმოაჩინა, რომ მის ნაცვლად სხვამ მისცა ხმა. საოლქო კომისიის თავმჯდომარე ამ ფაქტს ტექნიკურ დარღვევას უწოდებს. - ფოთიდან იტყობინება თეა აბსარიძე.
გაუზიარეთ:
ჩუღურეთის რაიონის N16 საარჩევნო უბანზე ორ ამომრჩეველს არ ეტყობოდა მარკირება, თუმცა კოალიცია ”ქართული ოცნების” წევრები საჩივარს არ წერენ, რადგან დღის ბოლომდე ელოდებიან უფრო სერიოზულ დარღვევებს. - გვატყობინებს სოფიკო ბურდული (რადიო თავისუფლების მედიასკოლა).
გაუზიარეთ:
თბილისის მეოთხე ოლქის N7 საარჩევნო უბანზე ეთნიკური უმცირესობა აქტიურად იღებს მონაწილეობას არჩევნებში. "დღეს ჩვენი საზოგადოება ცუდ მდგომარეობაშია და ვცდილობთ, რომ ამ არჩევნების მეშვეობით წავიდეთ უკეთესობისკენ. მე სულით და გულით მინდა, რომ საქართველოს ჰქონდეს კარგი მომავალი და ექნება კიდეც" - თქვა აზერბაიჯანელმა ქალმა, რომელმაც ვინაობა არ გაამხილა, რადგან, მისი თქმით, მისი შვილი ამჟამად ციხეში იხდის სასჯელს. "საზოგადოების მხრიდან დიდი ინტერესია არჩევნების მიმართ. არ ვიცი როგორ შეიცვლება სიტუაცია, მაგრამ ვიცი, რომ აუცილებლად შეიცვლება" - გვითხრა ეროვნებით სომეხმა ელა მუსოიანმა. - იტყობინება იანა ისრაელიანი (რადიო თავისუფლების მედიასკოლა).
გაუზიარეთ:
ისნის N10 საარჩევნო უბანზე დამატებითი სიები არ აქვთ. საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, ნინო ბოქოლიშვილის თქმით, ამომრჩეველი 17 სექტემბრამდე უნდა დარეგისტრირებულიყო და ისინი, ვინც სიაში არ არიან, ვერ მისცემენ ხმას. - იტყობინება ანი სელენიძე (რადიო თავისუფლების მედიასკოლა).
გაუზიარეთ:
თბილისში, საბურთალოს N24 საარჩევნო უბანზე ერთ-ერთმა ამომრჩეველმა სიაში საკუთარი სახელი და გვარი ორჯერ აღმოაჩინა. - გვატყობინებს სოფიკო ბურდული (რადიო თავისუფლების მედიასკოლა).
გაუზიარეთ:
საარჩევნო კომისიის წარმომადგენელი ამომრჩევლის თითზე უხილავ მელანს ამოწმებს სოფელ სართიჭალაში
გაუზიარეთ:
ვაკის N4 და N12 საარჩევნო უბნებზე არჩევნები მშვიდობიანად მიმდინარეობს. იტყობინება ნინი დადუნაშვილი (რადიო თავისუფლების მედიასკოლა).
გაუზიარეთ:
უფლებათა დაცვის ცენტრის დამკვირვებლის და დამოუკიდებელი დამკვირვებლების თქმით, რუსთავის N10 საარჩევნო უბანზე დარღვევებია. მაგალითად, გადასატან ყუთს არ გააყოლეს დამკვირვებლები. - მაკა მაჭავარიანი (რადიო თავისუფლების მედიასკოლა).
გაუზიარეთ:
ისნის N8 საარჩევნო უბანზე ორი ადამიანი აცხადებს, რომ არცერთი პარტიის წევრი არ არის. ისინი თავისუფლად შედიან საარჩევნო უბანზე და ფლობენ ინფორმაციას ამომრჩეველთა აქტივობის შესახებ. მათი თქმით, 15:00 საათისთვის 633 ამომრჩეველმა მისცა ხმა და ეს ინფორმაცია მათ უკვე გადასცეს სხვა პირებს, თუმცა ადრესატს არ ასახელებენ. - ანი სელენიძე (რადიო თავოსუფლების მედიასკოლა).
გაუზიარეთ:
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო უარყოფს მედიასაშუალებებში გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ თითქოს ოზურგეთში პოლიციამ კოალიცია "ქართული ოცნების" მხარდამჭერები, ნუგზარ მიქელაძე და ვახტანგ გუჯაბიძე დააკავა. ნუგზარ მიქელაძე "მერსედესის", ვახტანგ გუჯაბიძე კი "BMW"-ს ტიპის ავტომანქანებით მოძრაობდნენ. ისინი არ დაემორჩილნენ საპატრულო პოლიციის ხმოვან შეტყობინებას და მანქანები არ გააჩერეს. ამის შემდეგ პოლიციამ ისინი გააჩერა და დაუმორჩილებლობისთვის დააჯარიმეს. პოლიციამ გამოუწერა შესაბამისი ოქმები და მძღოლებს გადასცა. ავტომაქანები კი საჯარიმო ავტოსადგომზეა გადაყვანილი.
გაუზიარეთ:
ამ დროისათვის ქუთაისში კენჭისყრაში მონაწილეობა მიიღო 51 000-მა ადამიანმა, რაც საერთო ამომრჩეველთა რაოდენობის 31 %-ია. - იტყობინება ქეთევან ბერძენიშვილი.
გაუზიარეთ:
ქუთაისში N21 საარჩევნო უბანი, რომელიც რამდენიმე საათით დახურული იყო, კვლავ აგრძელებს მუშაობას. ეს გადაწყვეტილება საოლქო საარჩევნო კომისიამ მიიღო, ამბობს "ახალი თაობა - ახალი ინიციატივის" წარმომადგენელი ნათია გუდავა. თუმცა, რამდენიმე წუთის წინ N21 საარჩევნო უბნიდან საარჩევნო ყუთი გაიტაცეს. - იტყობინება ქეთევან ბერძენიშვილი.
გაუზიარეთ:
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტი რამდენიმე წუთის წინ საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა დატოვა. ქვეყნის პირველმა პირმა მოინახულა ლანჩხუთის N47 საარჩევნო უბანი, სადაც საპარლამენტო არჩევნები მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს. მიხეილ სააკაშვილმა ლანჩხუთში ვიზიტის ფარგლებში პირველი საჯარო სკოლა და კულტურის სახლი მოინახულა. "მინდა, რომ ეს ისტორიული დღე ყველგან ჩემი თვალით ვნახო. ძალიან მაგარი დღეა. ხალხი აქტიური და მხნეა. კარგი ამინდი დაგვემთხვა. ჩვენი ხალხი ყოველთვის გაიმარჯვებს. მე მართლა ვამაყობ და ვიამაყებთ ჩვენი გურულებითა და ქართველი ხალხით", - განაცხადა სააკაშვილმა. 13 საათის მონაცემებით, ლანჩხუთში არჩევნებში მონაწილეობა 16 234 ადამიანმა მიიღო, რაც რეგისტრირებულ ამომრჩეველთა 43,92 პროცენტს შეადგენს. - ლანჩხუთიდან იტყობინება გიორგი სირაძე.
გაუზიარეთ:
საარჩევნო უბნის კომისიის თავმჯდომარის, თინიკო ადამიას თქმით, ისნის N10 საარჩევნო უბანზე 636-მა ამომრჩეველმა მიიღო მონაწილეობა კენჭისყრაში. "თითქმის მთელი დღეა, არჩევნები მშვიდ გარემოში მიმდინარეობს. დილის საათებში ამომრჩეველთა მეტი აქტივობა დაფიქსირდა. ამჟამად ამომრჩეველთა აქტივობა არ აღინიშნება" - ამბობს თინიკო ადამია. გვატყობინებს ანი სელენიძე (რადიო თავოსუფლების მედიასკოლა).
გაუზიარეთ:
ისნის N12 საარჩევნო უბანზე, კომისიის თავმჯომარის, ნინო ბოქოლიშვილის თქმით, 15:00 საათისთვის საკუთარი არჩევანი 586-მა ადამიანმა დააფიქსირა. - იტყობინება ანი სელენიძე (რადიო თავისუფლების მედიასკოლა).
გაუზიარეთ:
რუსთავის საოლქო საარჩევნო კომისის ინფორმაციით 15:00 საათისთვის კენჭისყრაში მონაწილეობა 51 100 ადამიანმა მიიღო. რუსთავის N20 საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, იოსებ შველიძის განცხადებით, ამ დროისთვის დაფიქსირებულია მხოლოდ ერთი ტექნიკური ხასიათის საჩივარი. "უბნებზე არის ტექნიკური ხასიათის პრობლემები, რაც ამომრჩეველთა სიმრავლით არის გამოწვეული. პრობლემები უმნიშვნელოა და არჩევნების შედეგებზე გავლენას ვერ მოახდენს", ამბობს იოსებ შველიძე. იტყობინება მაკა მაჭავარიანი (რადიო თავისუფლების მედიასკოლა).
გაუზიარეთ:
საარჩევნო უბანი საგარეჯოს რაიონის სოფელ თულარში. ფოტო: ფრანაკ ვიაჩორკა (რადიო თავისუფლების ბელორუსიის ბიუროს ჟურნალისტი და საერთაშორისო დამკვირვებელი).
გაუზიარეთ:
ქუთაისში N69 უბანს, რომელიც სასჯელაღსრულების N2 დაწესებულებასთან ახლოს მდებარეობს, 3 საათზე მეტია, რაც ელექტროენერგია არ მიეწოდება. - იტყობინება ქეთევან ბერძენიშვილი.
გაუზიარეთ:
მარკირებამდე ამომრჩეველს ხელზე ვაზელინს უსვამენ, რის გამოც მარკირების სითხის მოწმენდა მარტივდება. "ქართული ოცნების" წარმომადგენელმა საარჩევნო კომისიაში საჩივარი უკვე დაწერა. - ფოთიდან იტყობინება თეა აბსარიძე.
გაუზიარეთ:
თბილისის ერთ-ერთი საარჩევნო უბანი
გაუზიარეთ:
ქუთაისში, N21 უბანზე "ქართული ოცნებისა" და ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერებს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. ამ წუთებში უბანი დახურულია და პოლიციის მისვლას ელოდებიან. - იტყობინება ქეთევან ბერძენიშვილი.
გაუზიარეთ:
ცესკო-ს წარმომადგენელი ქეთევან ლაგინავა აცხადებს, რომ საბურთალოს მესამე ოლქის N3 საარჩევნო უბანზე ხმა მისცა 800-მდე ამომრჩეველმა. - იტყობინება ანი ჩორგოლაშვილი (რადიო თავისუფლების მედიასკოლა).
გაუზიარეთ:
რუსთავში აქტივობა ისევ მაღალია. 15:00 საათზე იყო დაგეგმილი ზვიად ძიძიგურის პრესკონფერენცია, რომელიც, როგორც "ქართული ოცნების" წარმომადგენლები აცხადებენ, გადაიდო. - იტყობინება მაკა მაჭავარიანი (რადიო თავისუფლების მედიასკოლა).
გაუზიარეთ:
დაბა ხულოში 923 ამომრჩეველია დარეგისტრირებული. 12:00 საათისთვის 232-მა ადამიანმა დააფიქსირა საკუთარი არჩევანი. "სერიოზული დარღვევა არ ყოფილა. დაფიქსირდა მხოლოდ მცირედი ტექნიკური შეფერხება", ამბობს საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ზურაბ თავართქილაძე. - გვატყობინებს ნინო ხიმშიაშვილი (რადიო თავისუფლების მედიასკოლა).
გაუზიარეთ:
დამკვირვებლის თქმით, ხაშურის 46–ე საარჩევნო უბანზე დარღვევა დაფიქსირდა. მოგვაწოდა მაგდა კომლაძემ (რადიო თავისუფლების მედიასკოლა).
გაუზიარეთ:
ქუთაისის N43 საუბნო საარჩევნო კომისიაში სტაბილური მდგომარეობაა, თუმცა, კომისიის ერთ-ერთი წევრის განცხადებით, ნაციონალური მოძრაობის მხრიდან ადგილი ჰქონდა აგიტაციას. - იტყობინება ნატა ავალიანი (რადიო თავისუფლების მედიასკოლა).
გაუზიარეთ:
ისნის N8 საარჩევნო უბანთან მდგომ მანქანაში შევსებული ფურცლები ორმა ადამიანმა საარჩევნო უბანში შეიტანა და კედელზე გამოკრულ ფურცლებს შეადარა. მათ ერთი ამომრჩევლის გვარი მოძებნეს სიაში და ხაზი გაუსვევს ფაქტს, რომ ის საქართველოში არ იმყოფება. - ანი სელენიძე (რადიო თავისუფლების მედიასკოლა).
გაუზიარეთ:
N12 საარჩევნო უბანთან მანქანაში მჯდომი ადამიანი სიებში ამომრჩევლების სახელებს და გვარებს ინიშნავდა. ჟურნალისტების კითხვას, თუ რომელ პარტიას მიეკუთვნებოდა, მან პასუხი არ გასცა და საარჩევნო უბანი დატოვა. - თბილისიდან იტყობინება ნინი დადუნაშვილი (რადიო თავისუფლების მედიასკოლა).
გაუზიარეთ:
ისნის N8 საარჩევნო უბნის წინ გაჩერებულ მანქანაში ორმა ადამიანმა ფურცლები შეავსო სახელებით და გვარებით და შემდეგ საარჩევნო უბანში შეიტანა. - ანი სელენიძე (რადიო თავისუფლების მედიასკოლა).
გაუზიარეთ:
"ქვეყანაში არჩევნებს მოაქვს ცვლილება. საჭიროა ახალი ხელისუფლება. ეს არის ჩემი არჩევანი" - ამბობს ხულოს რაიონის სოფელ დიდაჭარის ამომრჩეველი ბიძინა შავაძე. - იტყობინება ნინო ხიმშიაშვილი (რადიო თავისუფლების მედიასკოლა).
გაუზიარეთ:
თბილისში, ჩუღურეთის რაიონის N7 ოლქის N14 საარჩევნო უბანზე ამჟამად ხმის მიცემა მშვიდად მიმდინარეობს, გადასატანი ყუთი უკვე მოიტანეს. - გვატყობინებს ქეთევან ქებაძე (რადიო თავისუფლების მედიასკოლა).
გაუზიარეთ:
არჩევნებს ესწრება აშშ-ის ელჩი საქართველოში რიჩარდ ნორლანდი.
გაუზიარეთ:
ამ წუთებში საგარეჯოს რაიონის სოფელ თულარში 154 ადამიანმა მისცა ხმა ეს არის დარეგისტრირებულ ამომრჩეველთა 15 პროცენტი. დაახლოებით 12 საათისთვის საარჩევნო უბანზე რამდენიმე მიკროავტობუსით ორგანიზებულად მოიყვანეს ადამიანები, რომლებმაც არ იცოდნენ ქართული (სოფლის მოსახლეობის ძირითად ნაწილს აზერბაიჯანელები შეადგენენ). კომისიის წევრები მათ ეხმარებოდნენ და უთარგმნიდნენ ბიულეტენს, რაც კანონის დარღვევაა. რამდენიმე ქალს გავესაუბრე და მათ მითხრეს, რომ დავალებული აქვთ ხუთიანის შემოხაზვა. გარდა ამისა, მე ჩავატარა ტესტი, სამი წუთის განმავლობაში ვიბანდი ხელს და მარკირება სრულად მომშორდა. ეს იმას ნიშნავს, რომ ერთსა და იმავე ამომრჩეველს სხვადასხვა უბანზე შეუძლია რამდენჯერმე მისცეს ხმა. ასევე არის წვრილ-წვრილი დარღვევებიც თუმცა არა ასეთი მასშტაბური. ასევე ძალიან რთულია ჩვენთვის, საერთაშორისო დამკვირვებლებისთვის, გავიგოთ თუ რას ლაპარაკობენ ერთმანეთში კომისიის წევრები. - იტყობინება ფრანაკ ვიაჩორკა (რადიო თავისუფლების ბელორუსიის ბიუროს ჟურნალისტი და საერთაშორისო დამკვირვებელი).
გაუზიარეთ:
ზუგდიდის N4 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ინტერნეტგამოცემა livepress.ge-ს ჟურნალისტი უბანზე ვიდეოკამერით არ შეუშვეს, რაც საარჩევნო კოდექსით არ არის აკრძალული. ჟურნალისტი მას შემდეგ შეუშვეს უბანზე, რაც მან ვიდეოკამერა და ტელეფონი დაცვის წევრს დაუტოვა. - იტყობინება თამარ ზანთარაია (რადიო თავისუფლების კორესპონდენტი).
გაუზიარეთ:
სადამკვირვებლო ორგანიზაცია "ჯანმრთელი სამყაროს" წარმომადგენელი, ვლადიმერ ბოჯაძე აცხადებს, რომ გორის 32-ე საარჩევნო ოლქის ყველა უბანში ბიულეტენების და კონვერტების ნაკლებობაა, რაც კანონდარღვევას წარმოადგენს. - იტყობინება გოგა აფციაური (რადიო თავისუფლების კორესპონდენტი).
გაუზიარეთ:
თბილისში, საბურთალოს N68 საარჩევნო უბანზე ერთ-ერთი დამკვირვებლის თქმით, ამომრჩეველთა 25%-მა უკვე მისცა ხმა. - გვატყობინებს სოფო ბურდული (რადიო თავისუფლების მედიასკოლა).
გაუზიარეთ:
ხულოს რაიონის სოფელ დიდაჭარის N12 საარჩევნო უბანზე არჩევნების პროცესი ექსცესების გარეშე მიმდინარეობს. ამ დროისთვის 1054 ამომრჩევლიდან 280-მა ადამიანმა დააფიქსირა საკუთარი არჩევანი. - იტყობინება ნინო ხიმშიაშვილი (რადიო თავისუფლების მედიასკოლა).
გაუზიარეთ:
თბილისში, გლდანის N21 და N22 საარჩევნო უბნების კოორდინატორები მიმდებარე ტერიტორიაზე დგანან და აღნიშნავენ, ვინ მივიდა მათი სადარბაზოდან ხმის მისაცემად. - გვატყობინებს თეონა ბექაური (რადიო თავისუფლების მედიასკოლა).
გაუზიარეთ:
რუსთავის საოლქო საარჩევნო კომისია იტყობინება, რომ საჩივარი რაიმე სახის დარღვევაზე ჯერ არ შესულა. - იტყობინება მაკა მაჭავარიანი (რადიო თავისუფლების მედიასკოლა).
გაუზიარეთ:
თბილისში სამედიცინო უნივერსიტეტში განთავსებულ N21 და N66 საარჩევნო უბნების შესასვლელთან აღინიშნება ნაციონალური მოძრაობის კოორდინატორების აქტიურობა, რომლებიც ამომრჩევლებს შეკითხვებს უსვამენ. - გვატყობინებს თბილისიდან გიორგი ხვედელიანი (რადიო თავისუფლების მედიასკოლა).
გაუზიარეთ:
გორის რაიონის სოფელ ტირძნისის საარჩევნო უბნიდან სადამკვირვებლო ორგანიზაცია "ჯანრმთელი სამყაროს" დამკვირვებელი გააძევეს მას შემდეგ, რაც უბანთან ადამიანების ხელში წინასწარ შემოხაზული 5-ნომრიანი შვიდი ბიულეტენი აღმოაჩინა და გააპროტესტა. ეს განცხადება სადამკვირვებლო ორგანიზაციის წარმომადგენელმა ირინა ფუტკარაძემ გააკეთა. - იტყობინება გოგა აფციაური (რადიო თავისუფლების კორესპონდენტი).
გაუზიარეთ:
თბილისში, გლდანის N22 საარჩევნო უბანზე სიწყნარეა და ყველაფერი ჩვეულებრივად მიმდინარეობს, ახლა კომისიის წევრებს საჭმელი დაურიგეს. - გვატყობინებს თეონა ბექაური (რადიო თავისუფლების მედიასკოლა).
გაუზიარეთ:
ისნის N8 საარჩევნო უბანთან ფურცლით და საწერ-კალმით დგას ქალი, რომელიც ვინაობას არ ამხელს. აცხადებს, რომ არცერთ პარტიას არ წარმოადგენს და ხალხის რაოდენობას ინიშნავს. ისნის N8 საარჩევნო უბანზე 12 საათზე 332 ამომრჩეველი დაფიქსირდა. - გვატყობინებს ანი სელენიძე (რადიო თავისუფლების მედიასკოლა).
გაუზიარეთ:
თბილისში, დიდ დიღომში, N37 საარჩევნო უბანზე არჩევნები დილიდან შეუფერხებლად მიმდინარეობს. ამ დროისთვის ხალხი უკმაყოფილებას გამოთქვამს რიგების გამო, მათ გარეთ სიცხეში უწევთ ყოფნა. გვატყობინებს გიორგი ზედგენიძე (რადიო თავისუფლების მედიასკოლა).
გაუზიარეთ:
თბილისში მთაწმინდის N41 საარჩევნო უბანთან დაახლოებით 50-კაციანი რიგი დგას. მათ დაცვის პოლიციის ფორმა აცვიათ. - გვატყობინებს თბილისიდან სოფო აბაშიძე (რადიო თავისუფლების მედიასკოლა).
გაუზიარეთ:
თბილისში საბურთალოს N24 საარჩევნო უბანზე ამომრჩევლებს ანბანის მიხედვით იძახებენ, რაც რიგის ზრდასა და ამომრჩეველთა უკმაყოფილებას იწვევს. - გვატყობინებს თბილისიდან სოფიკო ბურდული (რადიო თავისუფლების მედიასკოლა).
გაუზიარეთ:
თბილისში სამედიცინო უნივერსიტეტში განთავსებულ N21 საარჩევნო უბანზე ხმის მიცემის პროცესი შეუფერხებლად მიმდინარეობს. - თბილისიდან გვატყობინებს გიორგი ხვედელიანი (რადიო თავისუფლების მედიასკოლა).
გაუზიარეთ:
პრაღაში, ჩეხეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს შენობაში მომუშავე 42-ე საარჩევნო უბანში, 240 რეგისტრირებული ამომრჩევლიდან ამ მომენტისთვის 24-მა მიიღო მონაწილეობა კენჭისყრაში.
გაუზიარეთ:
ბათუმში ზოგიერთ საარჩევნო უბანზე ხალხის გაღიზიანება გამოიწვია მარკირების პროცედურამ. ამომრჩევლები ამბობენ, რომ მარკირების ხსნარი თითზე დასხმიდან 2 საათის შემდეგ მთლიანად იშლება. "თავისუფალი საქართველოს" წევრი მერაბ ღოღობერიძე ამბობს, რომ თავად შეეცადა აღნიშნულის გადამოწმებას და აპარატმა ხსნარი მარკირებიდან 2-3 წუთში ვეღარ დააფიქსირა. ახლახან კი ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ ქობულეთის N81 ოლქის N8 უბნების შედეგების ბათილად ცნობა მოითხოვა. ორგანიზაციის წარმომადგენელმა მარკირების სითხე შემოწმების მიზნით გამოსცადა, თუმცა აპარატმა არ დააფიქსირა. საიას წარმომადგენლის საჩივარი უსაფუძვლოდ ჩათვალა საუბნო საარჩევნო კომისიამ და ხმის მიცემის პროცედურა გააგრძელა. - გვატყობინებს ბათუმიდან ნატა იმედაიშვილი (რადიო თავისუფლების კორესპონდენტი).
გაუზიარეთ:
ქალაქ ქუთაისის N59 ოლქის N119 უბნის მიმდებარე ტერიტორიაზე კოალიცია ”ქართული ოცნებისა” და ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მომხრეებს შორის დაპირისპირება მოხდა. კოალიციის მომხრეთა განცხადებით, ნაციონალური მოძრაობის კოორდინატორები კარუსელის დატრიალებას გეგმავდნენ. - გვატყობინებს ქუთაისიდან თათა კაჭკაჭიშვილი (რადიო თავისუფლების კორესპონდენტი).
გაუზიარეთ:
პრაღაში, ჩეხეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს შენობაში მოწყობილ 42-ე საარჩევნო უბანში მიმდინარეობს კენჭისყრის პროცესი. ამ დროისთვის ხმა მისცა რეგისტრიტრებული 240 ამომორჩევლიდან 24-მა.
გაუზიარეთ:
აჭარის უმაღლეს საარჩევნო კომისიაში ახლახან დასრულდა პირველი საინფორმაციო ბრიფინგი. კომისიის პრესპიკერმა ნესტან ნაკაშიძემ ამომრჩეველთა აქტივობის შესახებ ინფორმაცია გაავრცელა. 13:00-14:00 საათისთვის ბათუმში ამომრჩეველთა 25%-მა მისცა ხმა, ქობულეთში ასევე მაღალია ამორჩეველთა აქტივობა - 23%, შუახევში - 21,5, ხელვაჩაურში - 23%, ხულოში 21,4%-მა დააფიქსირა თავისი არჩევანი, ხოლო ქედაში - 25%-მა. როგორც კომისიის პრესპიკერმა განაცხადა, ამ დრომდე კომისაში დარღვევის შესახებ სარჩელი არ შესულა. - გვატყობინებს ბათუმიდან ნატა იმედაიშვილი (რადიო თავისუფლების კორესპონდენტი).
გაუზიარეთ:
ქუთაისში N127 საარჩევნო უბანზე ვიდეოგადაღებას აწარმოებენ მოძრაობის - "გადაარჩინე სიცოცხლე" - წარმომადგენლები. როგორც თავად აცხადებენ, პროცესს შემაჯამებელი ოქმების გაფორმების ჩათვლით გადაიღებენ. ამ დროისთვის ქუთაისში ამომრჩეველთა თითქმის 30%-მა მისცა ხმა. საარჩევნო უბნებზე ფიქსირდება ამომრჩეველთა რიგები. - გვატყობინებს ქუთაისიდან თათა კაჭკაჭიშვილი (რადიო თავისუფლების კორესპონდენტი).
გაუზიარეთ:
თბილისში ისნის N12 უბანზე საარჩევნო პროცესის ექსცესების გარეშე მიმდინარეობას ადასტურებენ უბნის თავმჯდომარე ელენე კვაჭანტირაძე და უბნის დამკვირვებელი თამარ ვარსიმაშვილი. - გვატყობინებს თბილისიდან ანი სელენიძე (რადიო თავისუფლების მედიასკოლა).
გაუზიარეთ:
ქალაქ ზუგდიდის N13 უბანზე კოალიცია ”ქართული ოცნების” დამკვირვებელმა მოქალაქეს ყალბი პირადობის მოწმობა აღმოუჩინა. ქალბატონს უბანი დაატოვებინეს. მისი წასვლის შემდეგ უბანი თავისი სურვილით დატოვა რიგში მყოფმა სამმა მოქალაქემ. დამკვირვებლის თქმით, შესაძლოა მათაც ყალბი დოკუმენტაცია ჰქონოდათ. - გვატყობინებს ზუგდიდიდან თამარ ზანთარაია (რადიო თავისუფლების კორესპონდენტი).
გაუზიარეთ:
ხაშურის რაიონის N46 საარჩევნო უბანზე მოხდა დაპირისპირება ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა და კოალიცია "ქართული ოცნების" დამკვირვებლებს შორის. რის შემდეგაც კოალიციის წარმომადგენლებს დაატოვებინეს საარჩევნო უბანი. კოალიცია "ქართული ოცნების" წარმომადგენლის მალხაზ ლომუაშვილის თქმით, ადგილი ჰქონდა გაყალბებას, საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ბადრი კილაძე უარყოფს ბრალდებას და აცხადებს, რომ არჩევნები წესების სრული დაცვით მიმდინარეობს. - გვატყობინებს ხაშურიდან მაგდა კომლაძე (რადიო თავისუფლების მედიასკოლა).
გაუზიარეთ:
თბილისში საბურთალოს N26 საარჩევნო უბანზე ეგზითპოლის პროცესს არასამთავრობო ორგანიზაცია "ამომრჩეველთა ლიგა" ახორციელებს. უბანზე ამომრჩეველთა სიმრავლეა. - გვატყობინებს თბილისიდან სოფიკო ბურდული (რადიო თავისუფლების მედიასკოლა).
გაუზიარეთ:
თბილისში საბურთალოს N3 ოლქის N2 საარჩევნო უბანზე ამ დროსთვის ხმა მისცა 450-მა ადამიანმა. როგორც გაირკვა, დამკვირვებლებისთვის უბანზე სკამების საკმარისი რაოდენობა არ არის. N2 საარჩევნო უბანზე ხმა მისცა ნინო ბურჯანაძემ. - გვატყობინებს თბილისიდან იანა ისრაელიანი (რადიო თავისუფლების მედიასკოლა).
გაუზიარეთ:
ქალაქ ქუთაისის N43 საარჩევნო უბანზე ამომრჩეველთა რაოდენობამ საგრძნობლად მოიმატა. ამომრჩევლებს ანბანის მიხედვით იძახებენ, რის შედეგადაც რიგი უფრო იზრდება. ხალხი უკმაყოფილებას გამოხატავს. არაორგანიზებული სიტუაციის გამო რამდენიმე ამომრჩეველმა უბანი ხმის მიუცემლად დატოვა. გვატყობინებს ქუთაისიდან ნატა ავალიანი (რადიო თავისუფლების მედიასკოლა).
გაუზიარეთ:
ქალაქ ბათუმში N29 უბანთან სიებით ხელში დგას ადამიანი, რომელიც უარყოფს, რომ კოორდინატორია, თუმცა სხვადასხვა პარტიის დამკვირვებლები აცხადებენ, რომ კობა ხუხუნაიშვილი, რომელიც ვინაობას არ მალავს, ხშირად ესაუბრება კომისიის წევრს ნაციონალური მოძრაობიდან, მურმან ბოლქვაძეს; ამასთან საარჩევნო უბნამდე მიაცილებს ამომრჩევლებს და სიაშიც რაღაცეებს აღნიშნავს. თავად კობა ხუხუნაიშვილმა რადიო თავისუფლებას არ დაუდასტურა, რომ ამომრჩეველთა რეგისტრაციას აწარმოებს რომელიმე პარტიის სასარგებლოდ. ამავე უბნის დამკვირვებელმა განაცხადა, რომ უბანზე მოტანილია ასით ნაკლები ბიულეტენი და ემიგრანტები ისევ არიან რეგისტრირებული ამომრჩეველთა სიაში. - გვატყობინებს ბათუმიდან ნატა იმედაიშვილი (რადიო თავისუფლების კორესპონდენტი).
გაუზიარეთ:
ქალაქ რუსთავში N1 საარჩევნო უბანზე ხუთი დამკვირვებელი ელოდება სამკერდე ნიშანს ცესკოდან. ასევე, სამკერდე ნიშანი არ მიუღია ცესკოს წარმომადგენელს, რომელმაც გაიარა სპეციალური წინასწარი მომზადება აუდიოგადაღებისათვის. - გვატყობინებს რუსთავიდან მაკა მაჭავარიანი (რადიო თავისუფლების მედიასკოლა).
გაუზიარეთ:
ქალაქ ქუთაისში N43 საარჩევნო უბანზე ამ დროისთვის ხმა მისცა 270-მდე ადამიანმა. დამკვირვებელთა განცხადებით, ხმის მიცემის პროცედურა დარღვევების გარეშე მიმდინარეობს. - გვატყობინებს ქუთაისიდან ნატა ავალიანი (რადიო თავისუფლების მედიასკოლა).
გაუზიარეთ:
რუსთავში ქრისტიან-დემოკრატიული პარტიისა და ერთიანი ნაციონალური მოძრაობის შტაბებში აცხადებენ, რომ ამ ეტაპზე არჩევნები ექსცესებისა და დარღვევების გარეშე მიმდინარეობს. - გვატყობინებს რუსთავიდან მაკა მაჭავარიანი (რადიო თავისუფლების მედიასკოლა).
გაუზიარეთ:
თბილისში ისნის ოლქის N10 საარჩევნო უბანზე ამომრჩეველთა შესვლა ანბანის მიხედვით ხდება. N10 საარჩევნო უბნის კართან რიგია. - გვატყობინებს თბილისიდან ანი სელენიძე (რადიო თავისუფლების მედიასკოლა).
გაუზიარეთ:
რუსთავში კოალიცია "ქართული ოცნების" შტაბში აცხადებენ, რომ 200-ზე მეტ დამკვირვებელს არ უშვებენ საარჩევნო უბანზე, რადგან მათ არ მიუღიათ სამკერდე ნიშანი ცენტრალური საარჩევნო კომისიიდან. - გვატყობინებს რუსთავიდან მაკა მაჭავარიანი (რადიო თავისუფლების მედიასკოლა).
გაუზიარეთ:
თბილისში სამგორის რაიონის N94 საარჩევნო უბანზე სიაში დაფიქსირებული არ აღმოჩნდა მოქალაქე ლეილა ჯავახია, რომელსაც ოქმი არ შეავსებინეს. - გვატყობინებს თამარ პაპიაშვილი (რადიო თავისუფლების მედიასკოლა).
გაუზიარეთ:
ხაშურის რაიონის N46 საარჩევნო უბანზე მოხდა დაპირისპირება ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა და კოალიცია "ქართული ოცნების" დამკვირვებლებს შორის. - გვატყობინებს ხაშურიდან მაგდა კომლაძე (რადიო თავისუფლების მედიასკოლა).
გაუზიარეთ:
თბილისში საბურთალოს N83 უბანზე მისულმა ამომრჩეველმა განაცხადა რომ, საარჩევნო კონვერტს უნდა ერტყას ბეჭედი - მან ამის შესახებ სამჯერ მოისმინა ტელევიზიით - ცესკოს წარმომადგენლები კი მას საწინააღმდეგოს უმტკიცებენ და ეუბნებიან, რომ ეს ცრუ ინფორმაციაა. - გვატყობინებს თბილისიდან ნინო აბდალაძე (რადიო თავისუფლების მედიასკოლა).
გაუზიარეთ:
ამ დრომდე ბათუმში ”მასთ ქერის” პრინციპი კვლავ მოქმედებს, თუმცა საკაბელოებს, კანონის თანახმად, ყველა სატელევიზიო არხის პროდუქციის მაყურებლამდე მიტანა არჩევნებამდე ევალებოდათ. ბათუმის ყველაზე მასშტაბური საკაბელო ტელევიზიის "TV-ერას" ერთ-ერთი ხელმძღვანელი გია მეტრეველი ამბობს, რომ გადაწყვეტილებას მხოლოდ თავისი აუდიტორიის ინტერესების შესწავლის შემდეგ გამოიტანს. - გვატყობინებს ბათუმიდან ნატა იმედაიშვილი (რადიო თავისუფლების კორესპონდენტი).
გაუზიარეთ:
არასამთავრობო ორგანიზაციების მედიაცენტრს აშშ-ის ელჩი საქართველოში რიჩარდ ნორლანდი ესტუმრა და ცენტრის მუშაობის პრინციპს გაეცნო. - გვატყობინებს თბილისიდან ბექა წიქარიშვილი (რადიო თავისუფლების მედიასკოლა).
გაუზიარეთ:
თბილისში დადიანის ქუჩაზე N1 საარჩევნო უბანი ბაგა-ბაღის მეორე სართულზე მდებარეობს. ამომრჩეველთა თქმით, მაღალი კიბე პრობლემას უქმნის ხანშიშესულ ამომრჩევლებს. ამ დროისთვის ხმა მისცა დაახლოებით 250-მა ადამიანმა, ამ უბანზე არჩევანი გააკეთა ვახტანგ ხმალაძემ. - გვატყობინებს თბილისიდან იანა ისრაელიანი (რადიო თავისუფლების მედიასკოლა).
გაუზიარეთ:
ხაშურის N2 საარჩევნო უბანზე ამ დროისთვის დარღვევა არ დაფიქსირებულა, უბანზე ამომრჩეველთა სიმრავლეა. - გვატყობინებს ხაშურიდან მაგდა კომლაძე (რადიო თავისუფლების მედიასკოლა).
გაუზიარეთ:
ამ დროისთვის ხულოს რაიონის სოფელ დიდაჭარის N12 საარჩევნო უბანზე ოთხმოცდაერთმა ამომრჩეველმა მისცა ხმა. ხულოს რაიონში ამომრჩეველს მთიანი აჭარიდანაც ელოდებიან. - გვატყობინებს სოფელ დიდაჭარიდან ნინო ხიმშიაშვილი (რადიო თავისუფლების მედიასკოლა).
გაუზიარეთ:
ქალაქ რუსთავში N54 და N55 საარჩევნო უბნებზე ნაციონალური მოძრაობის კოორდინატორები იმყოფებიან სიებით და აცხადებენ, რომ დავალებული აქვთ ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერების დილიდანვე შეკრება და მათი არჩევნებზე მაქსიმალურად ადრე მიყვანა. - გვატყობინებს რუსთავიდან მაკა მაჭავარიანი (რადიო თავისუფლების მედიასკოლა).
გაუზიარეთ:
გორის რაიონის სოფელ ვარიანის საარჩევნო უბანზე ხმის მიცემა აქტიურად მიმდინარეობს. - გვატყობინებს სოფელ ვარიანიდან ქეთევან ქებაძე (რადიო თავისუფლების მედიასკოლა).
გაუზიარეთ:
ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ინფორმაციით, აჭარაში 08:00 საათისთვის ყველა უბანი იყო გახსნილი. ამ დროისათვის ბათუმის საარჩევნო უბნებში ამომრჩეველთა რიგებია. საიას განცხადებით, ბათუმის საარჩევნო უბნებში ბიულეტენების ნაკლებობაა.მაგალითად, N30 უბანზე საჭიროზე 476 ბიულეტენით ნაკლებია, ამ უბანზე 1 469 ამომრჩეველი აძლევს ხმას. - გვატყობინებს ბათუმიდან ნატა იმედაიშვილი (რადიო თავისუფლების კორესპონდენტი).
გაუზიარეთ:
თბილისში მთაწმინდის N16 საარჩევნო უბანზე დაბალი აქტივობაა. ხმის მიცემა დარღვევების გარეშე მიმდინარეობს. - გვატყობინებს თბილისიდან სოფო ვასაძე (რადიო თავისუფლების მედიასკოლა).
გაუზიარეთ:
თბილისში, საბურთალოზე N70 უბანზე ამომრჩეველთა სიმრავლეა, თუმცა სიტუაცია სტაბილურია. - გვატყობინებს თბილისიდან სოფიკო ბურდული (რადიო თავისუფლების მედიასკოლა).
გაუზიარეთ:
თბილისში, სამგორის N94 უბანზე ხმის მიცემა მშვიდად მიმდინარეობს, თუმცა ამომრჩეველთა ნაწილი აცხადებს, რომ საარჩევნო უბანზე თავისი ავტოკალმით მოვიდა. - გვატყობინებს თბილისიდან თამარ პაპიაშვილი (რადიო თავისუფლების მედიასკოლა).
გაუზიარეთ:
გორის N32 ოლქის N12 უბანზე დარღვევა არ დაფიქსირებულა, თუმცა, ამომრჩეველთა თქმით, რეგისტრატორები ძალიან ნელა მუშაობენ. - გვატყობინებს გორიდან მარიამ ახალკაცი (რადიო თავისუფლების მედიასკოლა).
გაუზიარეთ:
თბილისში, ჩაიკოვსკის ქუჩაზე N5 საარჩევნო უბანზე დილიდან ხალხმრავლობაა. დაახლოებით 70 ადამიანი ელოდება თავის რიგს. ამ დროისთვის ხმა მისცა 250 ადამიანმა. შენობაში დაახლოებით 5-6 ჟურნალისტი და 10-მდე დამკვირვებელია, მათ შორის ერთი - ეუთოს დამკვირვებელი. ამ უბანზე ხმა მისცა გიორგი თარგამაძემ. - გვატყობინებს თბილისიდან იანა ისრაელიანი (რადიო თავისუფლების მედიასკოლა).
გაუზიარეთ:
ქალაქ რუსთავში ამომრჩეველთა აქტივობა მაღალია. დილიდან რიგია ყველა საარჩევნო უბანზე. - გვატყობინებს რუსთავიდან მაკა მაჭავარიანი (რადიო თავისუფლების მედიასკოლა).
გაუზიარეთ:
ხულოს რაიონის სოფელ დიდაჭარის N12 სარჩევნო უბანზე 2008 წლის არჩევნების დარღვევებს იხსენებენ. ერთ-ერთი ამომრჩეველი ჰყვება: "მაშინ მამაჩემიც იყო სიაში, რომელიც რამდენიმე ათეული წლის წინ გარდაიცვალა". - გვატყობინებს სოფელ დიდაჭარიდან ნინო ხიმშიაშვილი (რადიო თავისუფლების მედიასკოლა).
გაუზიარეთ:
დიღმის მასივის N8 ოლქის N53 უბანზე ერთმა მოქალაქემ საკუთარი თავი ამომრჩეველთა სიაში ვერ იპოვა და საარჩევნო უბანი დატოვა. - გვატყობინებს თბილისიდან ნათია ხვადაგიანი (რადიო თავისუფლების მედიასკოლა).
გაუზიარეთ:
ხაშურის N10 საარჩევნო უბანზე დამკვირვებლებს არ მიუვიდათ სამკერდე ნიშნები, რის გამოც მათ საარჩევნო უბნის დატოვებას აიძულებენ. - გვატყობინებს ხაშურიდან მაგდა კომლაძე (რადიო თავისუფლების მედიასკოლა).
გაუზიარეთ:
დიღმის მასივის N8 ოლქის N53 უბანზე ამ დროისთვის უკვე 202-მა ადამიანმა მისცა ხმა. - გვატყობინებს ნათია ხვადაგიანი (რადიო თავისუფლების მედიასკოლა).
გაუზიარეთ:
დიდი დიღმის N36 საარჩევნო უბანზე მივიდა ბიულეტენი გერმანიის მოქალაქის სახელზე. ერთსაათიანი მცდელობის შემდეგ მოხდა ბიულეტენის გაუქმება. - გვატყობინებს გიორგი ზედგენიძე (რადიო თავისუფლების მედიასკოლა).
გაუზიარეთ:
დიდი დიღმის N8 ოლქის N53 უბანზე მოიმატა ამომრჩეველთა რაოდენობამ. - გვატყობინებს ნათია ხვადაგიანი (რადიო თავისუფლების მედიასკოლა).
გაუზიარეთ:
ქალაქ გორის N32 ოლქის N12 უბანზე 08:00 საათიდან საკმაოდ ბევრი ხალხი მოვიდა და ამომრჩეველთა დიდი რიგია ამ წუთებშიც.- გვატყობინებს გორიდან მაგდა კომლაძე (რადიო თავისუფლების მედიასკოლა).
გაუზიარეთ:
ხაშურის N9 საარჩევნო უბანზე ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის წევრი საარჩევნო სიების შესახებ საჯარო ინფორმაციას ითხოვს, მას ზეპირ მონაცემებს აძლევენ და ასლზე უარს ეუბნებიან. - გვატყობინებს ხაშურიდან რადიო თავისუფლების მედიასკოლის სტუდენტი მაგდა კომლაძე.
გაუზიარეთ:
ხულოს რაიონის საარჩევნო ოლქში 24 235 ამომრჩეველია რეგისტრირებული, აქედან 1054 ამომრჩეველი - სოფელ დიდაჭარაში. - გვატყობინებს სოფელ დიდაჭარიდან რადიო თავისუფლების მედიასკოლის სტუდენტი ნინო ხიმშიაშვილი.
გაუზიარეთ:
ხულოს რაიონის სოფედ დიდაჭარის N12 საარჩევნო უბნის პირველი ამომრჩეველია თენგიზ შავაძე. ის ამბობს, რომ არჩევნებზე მოვიდა, რადგან ქვეყნის განვითარება სურს. - გვატყობინებს სოფელ დიდაჭარიდან რადიო თავისუფლების მედიასკოლის სტუდენტი ნინო ხიმშიაშვილი.
გაუზიარეთ:
ხულოს რაიონის სოფელ დიდაჭარის N12 სარჩევნო უბანი 08:00 საათზე გაიხსნა. არჩევნები მშვიდ გარემოში მიმდინარეობს. დარღვევები არ დაფიქსირებულა. - გვატყობინებს სოფელ დიდაჭარიდან რადიო თავისუფლების მედიასკოლის სტუდენტი ნინო ხიმშიაშვილი.
ყურადღება!
1 ივნისიდან რადიო თავისუფლების ქართული რედაქციის ვებსაიტზე ფორუმებით სარგებლობისთვის აუცილებელი იქნება რეგისტრაციის გავლა. დღეიდან მოქმედებს პარალელური სისტემა: ფორუმში მონაწილეობა შესაძლებელია როგორც რეგისტრაციით, ისე მის გარეშე. მაგრამ 1 ივნისიდან ფორუმებში მონაწილეობა მხოლოდ რეგისტრირებულ მომხმარებლებს შეეძლებათ.
რეგისტრაციის გასავლელად დააჭირეთ ვებსაიტის ზედა მარჯვენა კუთხეში მოთავსებულ ბმულს „რეგისტრაცია“. (რეგისტრაციის გავლის შემდეგ ელექტრონული ფოსტით მიიღებთ ავტომატურ შეტყობინებას. ყურადღება მიაქციეთ, შეტყობინება თქვენი ელექტრონული ფოსტის spam-ში ხომ არ აღმოჩნდა.)