Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აბაშიძის განცხადებები - რუსეთისთვის პოზიტიური როლის მინიჭების მცდელობა?


ლევან გერაძე, ზურაბ ბენდიანიშვილი
ლევან გერაძე, ზურაბ ბენდიანიშვილი

ბოლო დროს პოლიტიკურ ოპონენტთა განსაკუთრებულ ყურადღებას იპყრობს რუსეთის ფედერაციასთან ურთიერთობის საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენლის ზურაბ აბაშიძის განცხადებები საქართველოს ნატოში ინტეგრაციისა და რუსეთთან ურთიერთობის საკითხებზე. 24 თებერვალს „რია ნოვოსტისთვის“ მიცემულ ინტერვიუში ის საქართველოს მიერ დასავლურ არჩევანს ასე განმარტავს: „ჩვენ ძალიან დიდ იმედებს ვამყარებდით იმაზე, რომ რუსეთის დახმარებით შევძლებდით ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას, ამის თაობაზე იყო შეთანხმებები 90-იან წლებში, თუმცა მათ არაფერი მოუტანია. ამიტომ იძულებული გავხდით აქეთ-იქით მიმოგვეხედა, გვეძებნა პარტნიორები ევროპაში, ამერიკაში, მეზობლად, რადგან რუსეთთან საერთო ენის გამონახვა არანაირად გამოგვდიოდა. შესაძლებელია, მხოლოდ რუსეთი არ არის ამაში დამნაშავე, ვხედავ და ვიცი, რომ პასუხისმგებლობის გარკვეული წილი ჩვენზეც არის, მაგრამ ასე გამოვიდა“, - უთხრა ზურაბ აბაშიძემ „რია ნოვოსტის“ ჟურნალისტს. ამავე ინტერვიუში ჟურნალისტი აბაშიძეს შეახსენებს რუსეთის პრეზიდენტის განცხადებას თბილისს, სოხუმსა და ცხინვალს შორის პირდაპირი დიალოგის დაწყების საჭიროებასა და მოსკოვის მზადყოფნაზე - ხელი შეუწყოს ასეთ დიალოგს. აბაშიძის პასუხი: „თუკი მოსკოვი მართლა დაინტერესებულია, ან მართლა გადაწყვეტს, რომ ასეთ დიალოგს ხელი შეუწყოს, ამას სწრაფად დავინახავთ და შევნიშნავთ. თუმცა განცხადება, პრინციპულად, სწორია“. საქართველოს პრემიერ-მინისტრის საგანგებო წარმომადგენლის ბოლოდროინდელ განცხადებებსა და ცხინვალსა და სოხუმთან პირდაპირი დიალოგის საკითხზე სასაუბროდ ნინო გელაშვილმა თბილისის სტუდიაში მიიწვია ზურაბ ბენდიანიშვილი, კოალიციის - "დევნილთა უფლებებისთვის" თავმჯდომარე და ლევან გერაძე, "მრავალარხიანი დიპლომატიის ინსტიტუტი - საქართველოს" დირექტორი.

  • 16x9 Image

    ნინო გელაშვილი

    უფროსი რედაქტორი, ყოველდღიური გადაცემის - „დილის საუბრების“ წამყვანი. მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, საერთაშორისო ურთიერთობების, ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 1995 წლიდან.

XS
SM
MD
LG