შაბათი, 23 მაისი, 2015 თბილისის დრო 18:53

პოლიტიკა / საქართველო

ზუგდიდში ადგილობრივი ხელისუფლების გადადგომას ითხოვენ

ზუგდიდიზუგდიდი
x
ზუგდიდი
ზუგდიდი

მულტიმედია

აუდიო
სამოქალაქო საზოგადოება „თეთრი მანდილის“ წარმომადგენლები ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებლის ალექსანდრე ქობალიას და საკრებულოს თავმჯდომარე ლევან კონჯარიას გადადგომას ითხოვენ. ამ მიზნით ისინი დღეს გამგეობაში ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან შესახვედრად მივიდნენ, თუმცა შეხვედრა არ შედგა. სამოქალაქო საზოგადოების წევრებს გამგეობაში განუმარტეს, რომ საკრებულოს თავმჯდომარემ და გამგებელმა მათთან შეხვედრა მოუცლელობის გამო ვერ შეძლეს. საზოგადოების წევრები, იმავე მოთხოვნით, გამგეობის შენობაში გუშინაც იყვნენ მისული.

ინეზა მურღულია,  სამოქალაქო საზოგადოება "თეთრი მანდილის" წარმომადგენელი, ამბობს, რომ ალექსანდრე ქობალიას მოადგილეებმა და ადმინისტრაციის სამსახურის უფროსმა გუშინდელი დაპირება, რომ  გამგებელსა და საკრებულოს თავმჯდომარეს შეახვედრებდნენ, არ შეასრულეს. მისივე განმარტებით, სამოქალაქო საზოგადოების ერთ–ერთ წევრზე, კლარა ჭანტურიაზე, გუშინ ზეწოლა იყო ალექსანდრე ქობალიას ნათესავებისა და მხარდამჭერების მხრიდან. მიუხედავად ამისა,  ინეზა მურღულია ამობს, რომ სამოქალაქო საზოგადოების წევრები  არ აპირებენ უკან დაიხიონ. ისინი გამგებელსა და საკრებულოს თავმჯდომარეს ცივილიზებული ფორმით სთხოვენ დაკავებული თანამდებობების დატოვებას ისე, როგორც ეს სხვა მუნიციპალიტეტებში მოხდა:

„არსებობს სანიმუშო ნიმუში წალენჯიხა, ჩხოროწყუ და კიდევ სხვა რეგიონები. ჩვენ არ გვინდა შიმშილობა და აყალმაყალი. ჩვენ ვაგრძელებთ მშვიდობიან ბრძოლას, რომ არ იყოს ორხელისუფლებიანობა. ცივილურად მივმართავთ, რომ გადადგნენ“, – განაცხადა ინეზა მურღულიამ.

რაც შეეხება გამგებელსა და საკრებულოს თავმჯდომარეს, მათ გუშინ რადიო თავისუფლებას განუცხადეს, რომ არ აპირებენ დაკავებული თანამდებობების დატოვებას და ჩვეულ რეჟიმში აგრძელებენ მუშაობას.

სამეგრელოს რამდენიმე მუნიციპალიტეტში კი საკადრო ცვლილებებია. დღეს ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ მამუკა ჭოხონელიძემ გადადგომის შესახებ განცხადება დაწერა. მან რადიო თავისუფლებასთან გადადგომის კონკრეტული მიზეზი არ დაასახელა. ჭოხონელიძის განმარტებით, გადაწვეტილება დამოუკიდებლად მიიღო და ზეწოლას ადგილი არ ჰქონია.

შეგახსენებთ: 30 ნოემბერს ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობის შენობასთან, გამგებელ გოგა ღურწკაიას და საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა ჭოხონელიძის გადადგომის მოთხოვნით, საპროტესტო აქცია გაიმართა. აქციის მონაწილეები მაშინ აცხადებდნენ, რომ „ზონდერმა“ გამგებელმა და „კორუმპირებულმა“ საკრებულოს თავმჯდომარემ თანამდებობები უნდა დატოვონ.

გადადგომის თაობაზე განცხადებები გუშინ ასევე დაწერეს წალენჯიხის მუნიციპალიტეტის გამგებელმა და საკრებულოს თავმჯდომარემ. თანამდებობა რამდენიმე დღის წინ დატოვა ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის გამგებელმა მერაბ შელიამაც. საპროტესტო აქციები, გამგებლისა და საკრებულოს თავმჯდომარის გადადგომის მოთხოვნით,  მეორე კვირაა გრძელდება მარტვილში.


ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

ეს ფორუმი დაიხურა
კომენტარები
     
ამ ფორუმში კომენტარი არ არის. დაწერეთ პირველი კომენტარი

სხვა მასალები

„აფხაზეთობა“ თბილისში

თბილისში „აფხაზეთობა” აღინიშნა. სახალხო ზეიმი, როგორც მას ორგანიზატორები უწოდებენ, საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის ილია მეორის ინიციატივით, უკვე მესამე წელია, იმართება.
გაგრძელება

აუდიო ბაქო 2015

საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პირველი ვიცე-პრეზიდენტი ელგუჯა ბერიშვილი და ტანვარჯიშის სახეობათა ფედერაციის პრეზიდენტი კოტე ლაშხი გვესაუბრებიან ბაქოს ევროპული თამაშებისათვის ნაკრები გუნდების მზადების მიმდინარეობის შესახებ და სხვა იმ საკითხებზე, რომლებიც განიხილეს აღმასკომის ბოლო სხდომაზე.
გაგრძელება

ევროპის პრესა რიგის სამიტის შესახებ

ამ კვირაში ევროპის პრესაში რამდენიმე წერილი გამოქვეყნდა რიგაში მიმდინარე ევროკავშირის აღმოსავლეთის პარტნიორობის სამიტის შესახებ. ჟურნალისტები წერდნენ, სამიტის მთავარი თემა უკრაინა იქნება და ექვსი პარტნიორი ქვეყანა კონკრეტულ შედეგებს ვერ მიიღებსო.
გაგრძელება

რადიოჟურნალი - 1088-ე გამოშვება

"მეათე სტუდიაში" გამოვეხმაურებით ვლადიმირ პუტინის განცხადებას, რომლითაც მან გაამართლა მოლოტოვ-რიბენტროპის პაქტი, ანუ ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც 1939 წელს ჰიტლერმა და სტალინმა გაიყვეს აღმოსავლეთ ევროპის ნაწილი.
გაგრძელება

თქვენი პუბლიკაციები

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)