პარასკევი, 31 ივლისი, 2015 თბილისის დრო 19:21

პოლიტიკა

„არა ოკუპაციას“ – ხმაურიანი აქცია ენგურის ხიდთან

მულტიმედია

აუდიო
აქციას „არა ოკუპაციას“ ინციდენტი მოჰყვა აფხაზეთ-სამეგრელოს ადმინისტრაციული საზღვრის სიახლოვეს. წუხელ პირველ ბლოკ-საგუშაგოსთან მყოფმა პოლიციელებმა მანიფესტანტებს - სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორ თენგიზ გუნავას, სამხარეო ადმინისტრაციის თანამშრომლებსა და სამეგრელოს ახალგაზრდული საინიციატივო ჯგუფის წევრებს - ენგურის ცენტრალურ ხიდამდე ავტომანქანებით გადაადგილების საშუალება არ მისცეს.

ფაქტს შელაპარაკება მოჰყვა თენგიზ გუნავასა და საგუშაგოს პოლიციელს შორის. გუბერნატორმა განმარტება მოითხოვა, რატომ დააბრკოლეს აქციის მონაწილეები, რაზეც პოლიციელმა განუცხადა, რომ „ის წესრიგს იცავს და ამდენი მანქანის შესვლა საზღვრის სიახლოვეს სასურველი არ არის“.
გუნავამ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ არ ახსოვს მსგავსი მშვიდობიანი მსვლელობის დროს აქციის მონაწილეებისთვის გზა გადაეკეტოთ.
სამეგრელოს ყველაზე კარდაგ ახსოვს რა არის რუსული ჩექმა. ამიტომაც ყველა ერთად უარს ვეუბნებით ოკუპაციას და ყველა, ვინც ეჭვქვეშ დააყენებს საქართველოს საგარეო პოლიტიკის კურსს...

„საქართველო უნდა იყოს თავისუფალი და ერთიანი. ჩვენ ამისთვის ვიბრძოლებთ, მიუხედავად წინააღმდეგობისა, რაც ახლა გასწია რამდენიმე სამართალდამცავმა. მე არ ვიცი, საიდან მოიტანეს ეს ბრძანება. მე ძალიან დიდი ხნის განმავლობაში ვმუშაობდი და არასოდეს ყოფილა მსგავსი რამ, აქციების პერიოდში გზა გადაეკეტოთ. ეს სირცხვილია“, – განაცხადა თენგიზ გუნავამ.

საინიციატივო ჯგუფის წევრმა და აქციის ორგანიზატორმა ანა წითლიძემ განაცხადა, რომ დღეს ქალაქის ცენტრსა და ადმინისტრაციულ საზღვართან შეკრებით უერთდებიან თბილისში ოკუპაციის წინააღმდეგ გამართულ აქციას. მანვე პირველ საგუშაგოსთან მომხდარი ინციდენტის საპასუხოდ აღნიშნა, რომ ენგურის ხიდთან დაგეგმილი შეკრების შესახებ პოლიციელები ჯერ კიდევ გუშინ გააფრთხილეს.

„სამეგრელოს ყველაზე კარდაგ ახსოვს რა არის რუსული ჩექმა. ამიტომაც ყველა ერთად უარს ვეუბნებით ოკუპაციას და ყველა, ვინც ეჭვქვეშ დააყენებს საქართველოს საგარეო პოლიტიკის კურსს, ფეხს წაიმტვრევს ქართველი ერის წინაშე“, – გვითხრა ანა წითლიძემ.

შელაპარაკების შემდეგ აქციის მონაწილეებმა მსვლელობა ენგურის ხიდამდე ქვეითად განაგრძეს. მათ მშვიდობისა და ერთიანობის ნიშნად ცაში ფრანები გაუშვეს და ოკუპირებული რეგიონის სიახლოვეს საქართველოს დროშა დაკიდეს. ადმინისტრაციულ საზღვართან შეკრებამდე აქცია ზუგდიდში, 9 აპრილის მემორიალთან დაიწყო, სადაც „არა ოკუპაციას“ ანთებული სანთლებით გამოსახეს.


ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

ეს ფორუმი დაიხურა
კომენტარები
     
ამ ფორუმში კომენტარი არ არის. დაწერეთ პირველი კომენტარი

სხვა მასალები

პრორუსულად განწყობილი „ევროპული დესანტი“ ყირიმში

ცოტა ხნის წინ, 25 ივლისს, რუსეთის მიერ ოკუპირებულ ყირიმში იმოგზაურეს და კრემლის პოლიტიკისადმი მხარდაჭერა გამოხატეს საფრანგეთის პარლამენტის დეპუტატებმა.
გაგრძელება

აუდიო აფეთქებების ხმა გორში - მოსახლეობა სასროლეთის გადატანას ითხოვს

რამდენიმე დღეა გორში სროლისა და ძლიერი აფეთქებების ხმა ისმის. თავდაცვის სამინისტროს მე-5 ბრიგადა ვერხვების დასახლებაში არსებულ სასროლეთზე წვრთნებს ატარებს.
გაგრძელება

აუდიო ვალელები პირობის შესრულებას მოითხოვენ

ვალეს მეორე შახტის დასახლება ხელისუფლებისგან ყურადღებას ითხოვს. ადგილობრივები ტრაილერების გადაადგილებით გამოწვეულ ხმაურს აპროტესტებენ.
გაგრძელება

სისხლისმღვრელი ხორხე ლუისი

ბორხესი ის დიდი მწერალია, რომლის სამყაროც, შეიძლება ითქვას, რომ დღემდე ქართულ ენას წესიერად არ აუთვისებია. სულ რამდენიმე დღის წინ დაბეჭდილი „ბროდის ანგარიშის“ მთარგმნელი ლანა კალანდიაა.
გაგრძელება

თქვენი პუბლიკაციები

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

ყველაზე პოპულარული