ორშაბათი, 08 თებერვალი, 2016 თბილისის დრო 14:01

საზოგადოება

ზუგდიდი: დევნილთა ნაწილს იძულებით გასახლება ემუქრება

ზუგდიდში მცხოვრები დევნილებიზუგდიდში მცხოვრები დევნილები
x
ზუგდიდში მცხოვრები დევნილები
ზუგდიდში მცხოვრები დევნილები

მულტიმედია

აუდიო
ზუგდიდის ყოფილი პოლიტექნიკური კოლეჯის შენობაში მცხოვრები დევნილები იძულებით გასახლების მოლოდინში არიან. შენობაში მცხოვრებმა ოცმა დევნილმა და ექვსმა ადგილობრივმა ოჯახმა კორპუსის დატოვების შესახებ გაფრთხილება პოლიციის სამმართველოს წარმომადგენლებისგან გუშინ, 8 იანვარს, მიიღეს. დევნილები პოლიციას ხვალ დილით ელოდებიან. მათივე განმარტებით, ეს პირველი გაფრთხილება არ არის. გასულ თვეს პოლიციამ შენობის მობინადრეებს რამდენჯერმე შეახსენა, რომ უახლოეს მომავალში ალტერნატიული ფართის ძიება მოუწევდათ, ერთი კვირის წინ კი გაფრთხილება მიიღეს ეკონომიკის სამინისტროდან. სწორედ მის ბალანსზე ირიცხება ყოფილი კოლეჯის შენობა.

„პოლიციამ გვითხრა, ჩვენ დაგვირეკეს და გვითხრესო, რომ შენობა სახელმწიფო საკუთრებააო და შენობა უნდა დატოვოთო. მიუხედავად ამინდისა, წვიმა იქნება თუ თოვლი, გადაწყვეტილი გვაქვს, რომ საწოლებს გარეთ ეზოში დავდგამთ და იქ ვიქნებით. თუ ჩვენ ამ სახელმწიფოს არ ვუნდივართ, გვითხრან“, – ამბობს გაგრის მკვიდრი რევაზ ღადუა.

„მე ადგილობრივი ვარ, მაგრამ ბავშვებს სახლი არ აქვს და სამმართველომ გვითხრა, სადაც ადგილია, იქ შედითო. ამდენი ხანია აქ ვცხოვრობთ და ახლა სად უნდა წავიდეთ? “ – კითხულობს ზუგდიდის მკვიდრი ირმა ახალაია.

ყოფილი პოლიტექნიკური კოლეჯის შენობაში მცხოვრებნი ლტოლვილთა სამმართველოს მიერ შეთავაზებულ ალტერნატიულ საცხოვრებელზე უარს აცხადებენ.

აჭარისა და სამეგრელო-ზემო სვანეთის ლტოლვილთა სამმართველოს წარმომადგენელმა გოჩა ელერჯიამ რადიო თავისუფლებას განუცხადა, რომ სამმართველო დევნილებს საცხოვრებელს სთავაზობს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ კახათში, ოქტომბერსა და ჭკადუაშში, ასევე ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის სოფელ ზუმში. შეთავაზებულ ფართებს შორის არის სენაკის კომპაქტური დასახლებაც. იძულებით გადაადგილებული ოცდახუთი ოჯახისთვის შეთავაზებული წინადადება მიუღებელია:

„ახლა ლაპარაკობენ ფოცხოეწერზე, სოფელ ოქტომბერზე... გაუშვან იქ თავიანთი ოჯახები, თუ კარგია. გვქონდა დაპირებები, მაგრამ ყველა ტყუილი გამოდგა. ჩვენ არ გვინდა სოფელში. კატეგორიულ უარს ვაცხადებთ“.

„ადრე შეგვპირდნენ ზუგდიდში ბინებს, ამიტომ ჩვენ ზუგდიდში გვინდა. სხვაგან არ წავალთ“, – ამბობენ დევნილები.

გოჩა ელერჯიას განმარტებით, ამ ეტაპზე სამინისტროს სხვა არაფრის შეთავაზება შეუძლია, დევნილები კი, თავის მხრივ, კოლეჯის დატოვებას არ აპირებენ.


ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

ეს ფორუმი დაიხურა
კომენტარები
     
ამ ფორუმში კომენტარი არ არის. დაწერეთ პირველი კომენტარი

სხვა მასალები

419: სადაც ნიკომ ნაბახუსევის მიქსი გაგიკეთათ

თუ შაბათ-კვირას ცოტა ზედმეტი შემოგესვათ, ეს გადაცემა თქვენთვისაა. თუ არა, მაინც მოუსმინეთ და გაიხარეთ, რომ ზედმეტი არ შემოგესვათ.
გაგრძელება

აუდიო sadili.ge - ჯანმრთელი კვება ოფისიდან გაუსვლელად

დასაქმებულების უმეტესობა არჩევანის წინაშე დგას: ან ახლომდებარე საცხობში იყიდოს ცომეულისგან დამზადებული პროდუქტი, ან სახლიდან წამოიღოს სასურველი საკვები, რაც ყოველთვის ადვილად არ გამოდის. სწორედ ამ „პრობლემის“ გადაჭრას ემსახურება ახალი ქართული სტარტაპი, sadili.ge.
გაგრძელება

აუდიო სიახლეები ავიაბაზარზე

თბილისის აეროპორტი დროებით რეისების რაოდენობას ამცირებს, ქუთაისის აეროპორტის დატვირთვა კი იზრდება - ოფიციალური მიზეზი თბილისის აეროპორტში სარემონტო სამუშაოების ჩატარებაა, თუმცა, ცხადია, ამ პროცესებზე დაბალბიუჯეტიანი ფრენების პოპულარობის ზრდაც ახდენს გავლენას.
გაგრძელება

აუდიო ანა დაბრუნდაშვილი მედიაგარემოს შესახებ

8 თებერვალს რადიო თავისუფლების "დილის საუბრების" სტუმარი იყო ანა დაბრუნდაშვილი, "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" უფროსი მკვლევარი.
გაგრძელება

თქვენი პუბლიკაციები

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)