ზუგდიდში გაიმართა ჟურნალისტების საპროტესტო აქცია
"შეწყვიტეთ ჟურნალისტებზე ძალადობა" - ამ მოთხოვნით დღეს ზუგდიდში, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის საარჩევნო შტაბთან, საპროტესტო აქცია გამართეს მედიასაშუალებების წარმომადგენლებმა. მათი პროტესტი გამოიწვია შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტიდან გადამდგარი ბაჩო ახალაიას მამის, ნაციონალური მოძრაობიდან ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის როლანდ ახალაიას სახლთან წუხელ მომხდარმა ინციდენტმა. მომხდარის დეტალებსა და დღევანდელ საპროტესტო აქციაზე ზუგდიდიდან გიამბობთ ჩვენი კორესპონდენტი თამარ ზანთარაია.
ზუგდიდში ჟურნალისტების საპროტესტო აქცია გაიმართა
ყურადღება!
1 ივნისიდან რადიო თავისუფლების ქართული რედაქციის ვებსაიტზე ფორუმებით სარგებლობისთვის აუცილებელია რეგისტრაციის გავლა.
რეგისტრაციის გასავლელად დააჭირეთ ვებსაიტის ზედა მარჯვენა კუთხეში მოთავსებულ ბმულს „რეგისტრაცია“. (რეგისტრაციის გავლის შემდეგ ელექტრონული ფოსტით მიიღებთ ავტომატურ შეტყობინებას. ყურადღება მიაქციეთ, შეტყობინება თქვენი ელექტრონული ფოსტის spam-ში ხომ არ აღმოჩნდა.) კომენტარის დასაწერად არ დაგავიწყდეთ საიტზე შესვლა.