კვირა, 19 მაისი, 2013 თბილისის დრო 13:27

ბლოგები / ზაზა ბურჭულაძე

ანტიგმირი

x
ტექსტის ზომა - +
რადგან ფეისბუქი არ მაქვს, ცხელ ამბებს რამდენიმე დღის დაგვიანებით ვგებულობ ხოლმე. ამ შემთხვევაშიც ასე მოხდა. მოკლედ, ცოტა ხნის წინ სოციალურ ქსელებში ერთი საქმე გაირჩა. კერძოდ, ბევრი ადამიანი მწერალ ზურა ლეჟავას წინააღმდეგ ამხედრებულიყო. რაში აღარ სდებდნენ მას ბრალს. თან ყველა რაღაცას მოუწოდებდა, ურჩევდა, აბრალებდა. თურმე ხალხი იმან აღაშფოთა, რომ ლეჟავამ თქვა ის, რასაც ფიქრობდა. ოპა! ვერ მოსვლია კარგი ამბავი. ჩვენი მწერლები ხომ ზურგს უკან ლაპარაკს არიან მიჩვეულნი. არადა, ლეჟავამ თქვა, რომ საკუთარ ლიტერატურას იგი უფრო მაღალი დონისად თვლის, ვიდრე კოტე ჯანდიერის, ბესო ხვდელიძისა და მაკა მიქელაძის ოპუსებს ერთად აღებულს. დიდი ამბავი. რომელი ქართველი მწერალი არ ფიქრობს, რომ მისი ნაწერი სხვისას სჯობია? თუმცა ხმამაღლა ვერავინ ბედავს ამის თქმას. მილოშ ფორმანის „ამადეუსში“ ერთი ასეთი სცენაა (ეს ეპიზოდი სიტყვასიტყვით არ მახსოვს, ამიტომ მის თავისუფალ ვარიანტს შემოგთავაზებთ): მეფის კარზე მისულ მოცარტს გამოუცხადებენ, რომ მისი კონცერტი გადაიდო. მოცარტი კითხულობს მიზეზს. რაზეც პასუხობენ, რომ იგი არ არის ერთადერთი კომპოზიტორი ვენაში. მოცარტი კი ამ დროს იტყვის: „ჰო, მაგრამ მე საუკეთესო ვარ“. მოკლედ, ლეჟავამ თქვა, რომ იგი სჯობია რამდენიმე თანამედროვე ქართველ მწერალს. რა, არ მოსულა? მაღალ წრეებში ასე არ იქცევიან? მერედა ვინ მიაწერა ზურაბ ლეჟავა მაღალ წრეებს? მთელი ხიბლიც სწორედ ისაა, რომ ლეჟავას წარმოდგენა არა აქვს მაღალ წრეებზე და იქ მიღებულ ქცევის წესებზე. პირდაპირ თუ ვიტყვით, ლეჟავა დაბალი წრის კაცია. მას არც კარგი ოჯახიშვილობა ჰქონია, თბილ ოთახში მოყუჩებულს რომ ეწერა, და არც გავლენიანი მეგობრები ჰყოლია, ვინც მის კეთილდღეობას უზრუნველყოფდა. ყოველთვის აუტანელ პირობებში წერდა: ციხეში, სადაც 16 წელი იჯდა, და ქუჩაში - მშრალ ხიდზე წლების განმავლობაში ჰყიდდა საკუთარ ხელნაკეთობებს. დღეს კი სახლში წერს, რომელიც ვითომ თბილისში, სინამდვილეში კი სადღაც ევას პავაროტში მდებარეობს. ამიტომაცაა, მის პროზას იაფფასიანი არყის, „კალბასისა“ და ექსკრემენტების სუნი რომ ასდის. და ამიტომაც ზეპური საზოგადოება ვერასდროს აღმოაჩენს მის ტექსტებში საკუთარ საიდენტიფიკაციო ნიშნებს. ზურა ლეჟავა დაუვარცხნელი, მოუთვინიერებელი და მშიერი კაცია. ამიტომაც ღელავენ დავარცხნილები, მოთვინიერებულები და მაძღრები. შარშანწინ, როცა ლეჟავას „საბა“ არ მისცეს იმ წლის სრულიად უკონკურენტო პროზაული კრებულის გამო, წერილი გამოვაქვეყნე, სადაც მის ნაივურ მოთხრობებს ფიროსმანის ნახატებს ვადარებდი და ვამბობდი, მისი ტექსტები სისხლით, ოფლითა და ცრემლებითაა-მეთქი დაწერილი. ცხადია, იმ კრებულში ყველა მოთხრობა ერთი დონისა და წონის არაა, ზოგან ტექსტი გაუმართავია, ხან არქიტექტონიკაა დარღვეული, ხან ფინალი არ ვარგა, და ა.შ., სამაგიეროდ ყველაფერი ნაღდია. და ნაივური. ლეჟავას პროზის მთელი ხიბლიც სწორედ ამ ნაივურობაშია. ფილმ „ფიროსმანში“ ერთგან ნიკალა გულუბრყვილოდ ამბობს: მაღლიდან წმინდა გიორგი მადგას თავზე მათრახით ხელში და მეუბნება, დახატე, ნიკალა, დახატეო! არ ვიცი, ადგას თუ არა ლეჟავას თავზე ვინმე, მაგრამ იგი წერს. მის ნაივურ ნაწერს კი მრავალთა შორის გამოარჩევ, როგორც იმავე ფიროსმანის ნახატებს, სადაც ასევე დარღვეულია პერსპექტივა, მასშტაბები და სიმეტრია. დღეს ლეჟავას დასცინიან, არ იმჩნევენ. ამიტომ ამ ბლოგს იმავე სიტყვებით დავამთავრებ, რითაც ჩემს ძველ წერილს ვამთავრებდი: „თვალები ტრაკში უნდა გქონდეს ან არ უნდა გქონდეს თვალები საერთოდ, რომ ვერ შეამჩნიო „ბავშვის ნაკბენი კარალიოკზე ოქტომბრის თვეში“.

Tags: ბლოგი, ლიტერატურა, ზაზა ბურჭულაძე, ზურა ლეჟავა



ყურადღება!
1 ივნისიდან რადიო თავისუფლების ქართული რედაქციის ვებსაიტზე ფორუმებით სარგებლობისთვის აუცილებელი იქნება რეგისტრაციის გავლა. დღეიდან მოქმედებს პარალელური სისტემა: ფორუმში მონაწილეობა შესაძლებელია როგორც რეგისტრაციით, ისე მის გარეშე. მაგრამ 1 ივნისიდან ფორუმებში მონაწილეობა მხოლოდ რეგისტრირებულ მომხმარებლებს შეეძლებათ.

რეგისტრაციის გასავლელად დააჭირეთ ვებსაიტის ზედა მარჯვენა კუთხეში მოთავსებულ ბმულს „რეგისტრაცია“.
ეს ფორუმი დაიხურა
კომენტარების რიგი
კომენტარები
     
ავტორი: ნანა საიდან გვწერთ: თბილისი
23.08.2012 22:51
ისე ბატონო ზაზა დაბალი წრის მწერალი და მაღალი წრის მწერალი რა შუაშია. ამ საქართველოში მღალი წრე სად არის ან თუნდაც მსოფლიოში. ადამიანი ყველა ადამიანია. არსებობენ უბრალოდ გონებაჩლუნგები, რომელებიც ყველა ფერს ვერ ხედავენ და ჭკვიანები რომლებიც მრავალ ფერს ხედავენ. ზურიკო ლეჟავას დანახვას ჭკვიანი უნდა. რა იაფი ძეხვი? ხან იაფ ფასიან ძეხვს შევჭამთ და ხან ძვირიანს. იმის გარანტია არ არსებობს , რომ ვიღაც მარად ძვირიან ძეხვს შეჭამს. ასე რომ მეტნაკლებობა არ არსებობს. უბრალოდ არსებობენ დამნახავები და დაუნახავები ანუ ჭკვიანები და უტვინოები. ზურიკო ლეჟავა არის ძალიან მაგარიიიიიიიიიიიი! ძალიან შორს უნდა იყო და ამ ქვეანას არ იყო რომ ვერ მიხვდე რომ ზურიკო არის შესანიშნავი, უბადლო. ზურიკო მეც და ჩემს ამხანაგებს ყველას გვიყვარხარრრრრრრრრრრრ. გისურვებთ წარმატებას. ჰო ზაზა ბოლო წინადადება სწორი გქონდააააა და მაგიტომ გითხარი კარგი ბიჭი ხართქოოოო.

ავტორი: ნანა საიდან გვწერთ: თბილისი
23.08.2012 21:34
ზაზა რა კარგი ბიჭი ყოფილხარ, რომ აღიარებ სხვა შენი თანამედროვე მწერლის სიკარგეს.ძალიან მესიამოვნა. ზურაბ ლეჟავა არის თვითნაბადი ოქრო. მისი მოთხრობა "შენი ბაბოც გავათხოვე" ხო ჩარლი ჩაპლინის ფილმს გავს. ჰო ფიროსმანს და ჩარლი ჩაპლინს გავს. ძალიან კარგია ძალიან. შესანიშნავია.

ავტორი: ნინი
06.08.2012 03:15
რა უცნაური აღქმა გაქვთ, ზაზა, ვინ დასცინის ზურაბ ლეჟავას, ვინ არ იმჩნევს?
ან ის დაგავიწყდათ, რომ მისი მოთხრობა საუკეთესო ევროპული მოთხრობების ანთოლოგიაში მოხვდა, ან ის, რომ გალას ლაურეატია ანდა ის, რომ საუკეთესო 15 მოთხრობის კრებულშია შეყვანილი?
ან ეს მაღალ და დაბალ წრის მწერლებად დაყოფა რაღა არის?
თუნდაც ზურაბის წლევანდელი ”საბას” კონკურენტს თუ გაიხსენებთ, მიხვდებით, იმედია, რომ ეს თქვენი დაყოფა ძალიან უადგილოა ან სნობური.

ავტორი: ნასრედინი
02.08.2012 21:32
ხამ–სა, ეხუ წევრალ/ტარიელ ჭანტურიადანაა და მწერალთა კავშირის წევრ, მწერლუკა ტიპს ნიშნავს/ ლეჟავას ანდაზები ყვარებია და მეც ვეტყვი ერთს, გიჟო, საიდან მოხვედი?!

ბუნებისაგან დაჩაგრულს, შეურაცხადს რომ არ უნდა აყვე, ცნობილი ამბავია. მით უფრო, როცა ჩვენს ეხუ მწერლუკას სხვა გაჭირვებანიც აქვს: უნიჭოა, უბრალო „პოსტის„ ხეირიანი ქართულით გამართვაც კი ვერ მოუხერხებია; აზრს, სათქმელ–„საჩივარს„ ვერ აყალიბებს; მართლწერაზე წარმოდგენა არ აქვს... მოკლედ, „კარტული არ ეკერკება„.
წერა ხომ არ შეუძლია, წაკითხულის გაგებისა და აღქმის დიდი პრობლემაც აქვს/ექნება, მაშ, როცა იუმორის გრძნობა არ გააჩნია, არაფერი გაუგია პაროდიის შესახებ/; „მტრები ყავს„, „ჩაგრავენ„, პრემია, როგორც თავად იტყოდა, „ააღლიტეს„ /ერთი ამისი კუმირი ვანოა გაღლეტილი და მეორე ეს გაღლიტეს!/; იმდენად საცოდავი და... არსებაა, ფიროსმანის გაგონებაზე მხოლოდ ის ახსენდება, კიბის ქვეშ მოკვდაო! მეტი არაფერი/თუმცა ეხუს მეტი რა მოეთხოვება?!/.

მაგრამ რომელი მ დაბალი არ არის შეპყრობილი თვითგანდიდების მანიით, რომ ეს არ იყოს?! –
„... რაც შეეხება ჩამოთვლილ მწერლებს: მე ცალ-ცალკე გამოვაცხადე ჩემზე დაბალი დონისებად, თუმცა, ჯანი გავარდეს, ერთად აღებულებსაც ჩავუტარებდი ერთობლივი თანაშის სეანსს. ამასაც არ ვიტყოდი და გავჩუმდებოდი, მაგრამ სამჯერ ზედიზედ, იმ ჩემი ცოდვით სავსე "საბაზე", სრულიად თავხედურად ამაღლიტეს პრემია. თუ ვინმეს გადიჩნდებათ სურვილი წაიკითხეთ ჩემი და წაიკითხეთ იმათი ტექსტები და რატომღაც დარწმუნებული ვარ რომ დამიდასტურებთ. მე სამივეჯერ მეკუთვნოდა "საბა, "ჩემი ტექსტები ყოველმხრივ გამართულია, არანაივურია და მეც ჯერჯერობით ჰიტლერივით ორი კვერცხი მაქვს„.

აბა, შეურაცხადის მეტი/მერე რა, რომ რაღაცებს აცხადებს „თავმდაბლურად„/ სხვა ვინ შეადარებდა თავს ჰიტლერს?! არადა, რომ იცოდეს, ამისი ის კუმირი ცალკვერცხა იყო.

არც ავყვები. ანდა რაში ავყვე? ლანძღვა–შეურაცყოფაში? მეტი რა არის მის პოსტში? თუმცა როგორ არ არის.
ამ ხამ–სას ღრმად და გამოწვლილვით შეუსწავლია საკუთარი, ხამური ბუნება და მკითხველის წინაშე ალალად გამოაქვს თვითდაკვირვების შედეგები: „... ეს რუსული სიტყვაა და ქართულში შესატყვისი არ მოეძევება: თვხედი, უდიერი, უტიფარი – სხვა რამეა. ვირი ღორი ან ძაღლი – ესეც სხვა რამეა. არაა ლაპარაკი ეს იმაზე მეტია თუ ნაკლებია, მაგრამ არის უბადრუკ არსებათა კატეგორია, რომლის წარმომადგენლებსაც "ხამის" მეტს ვერაფერს დაარქმევ„.
მართლაც, შეიცანი თავი შენი? ახია შენზე.

ასე მთლად მაინც რამ გადარია და გადააფიჩინა?
რაც დავპოსტე, ხუმრობა, „ღადაობა„, პაროდია იყო.

იმდენს ხომ მაინც უნდა დაფიქრებულიყო ეს ეხუ, ბ–ნი ზაზა, „წესით„ ვინც ყველაზე მეტად უნდა აღშფოთებულიყო, როგორ აჩერებს ფორუმზე ამ პოსტსო?

იმიტომ, რომ ამ ხამი–უხოსგან განსსხვავებით ზაზას იუმორის გრძნობაც აქვს და პაროდიაც ესმის.

ეტყობა იმდენად ჰყავს შეპყრობილი არასრულფასოვნების კომპლექსსაც, გამოგონილ ფინაჩ–„მწერალშიც„ საკუთარი თავი დაინახა. როგორც იტყვიან, ეს მისი პრობლემაა/რაც უნდა იძახოს და იყვიროს, მაგარი ვარო, სინამდვილეში თვითონ ხომ კარგად მოეხსენება, რა „მაგარი მწერალიცაა„. თუმცა ამდენ ყვირილ–ძახილში შეიძლება მართლა დაიჯეროს და, ა, მაშინ გაუბედურდება მთლად/.

ამან ხომ მთლად „დახურა„ : „ვერ ავიტანთ, ასევე შეურაცხყოფას გამოწვეულს, ჩვენი საყვარელი პერსონაჟის მოლა ნასრედინის სახელის მითვისებით„.

ისევ ეხური ბუნება: მხოლოდ მას აქვს მწერლის სახელის მითვისების უფლება! სხვებმა პერსონაჟების სახელებიც კი არ უნდა აიღონ ნიკად!..

არა ვარ დარწმუნებული, რომ ხამ–სა ლეჟავა „ეხუში„ ერკვეოდეს.
განვუმარტავ:
ჯონათან სვიფტიდაანაა/„მწერალ„ ლეჟავასთან რა მოსატანია, მაგრამ მაინც, მწერალი იყო./ და ნიშნავს ყოვლად განუვითარებელ, ბოროტ, შეზღუდულ და ა.შ. და ა.შ. არსებას.
ამით ვამთავრებ მასთან „პოლემიკას„. შეუძლია რამდენიც უნდა წეროს და იკითხოს „პასუხის პასუხები„. „კარგი იყო, არ გამეცნო თავიდან„...

ავტორი: budu
02.08.2012 17:42
კარგია ზაზა სუსტს და დაჩაგრულს რომ იცავთ, ეგრე გააგრძელეთ. აბა ის იყო კარგი, "მე მესმის პრეზიდენტისო ... :)". თანაც ისე ჩამნს ლეჟავას გაგება გაცილებით მარტივია.

ავტორი: ზურაბ ლეჟავა საიდან გვწერთ: ისევ იქიდან
02.08.2012 15:36
მართალია არსებობს ანდაზა, რომელიც ღაღადებს, რომ კარგი ცხენი არ დაირტყავს მათრახს, მაგრამ, თავისი საქციელით, ზოგჯერ ზრდილობიანი ადამიანიც ითხოვს, ზრდილობის შეხსენებას. უზრდელსაც უნდა შეახსენო მისი უზრდელობა კიდევ უფრო ხშირად რასაკვირველია, მაგრამ რა უნდა უყო "ხამს". ეს რუსული სიტყვაა და ქართულში შესატყვისი არ მოეძევება: თვხედი, უდიერი, უტიფარი – სხვა რამეა. ვირი ღორი ან ძაღლი – ესეც სხვა რამეა. არაა ლაპარაკი ეს იმაზე მეტია თუ ნაკლებია, მაგრამ არის უბადრუკ არსებათა კატეგორია, რომლის წარმომადგენლებსაც "ხამის" მეტს ვერაფერს დაარქმევ.
ადამიანმა შეიძლება გაქოს ან გაძაგოს, შეიძლება გაგკილოს ან დაგცინოს კიდევაც სარკასტულად ან თუნდაც ცინიკურად, ოღონდ გონებამახვილურად; მაგრამ ეს რაც დაუწერია ამ ვიღაც ნასრედინს, ესაა " ხამსტვო". ეს ბლოგი იმიტოა გამოქვეყნებული, რომ მართლაც გვსურს რაღაცეებში გავერკვეთ. აზრთა სხვადასხვაობა და აქედან გამომდინარე დადებითი და უარყოფითი, ობიექტური და სუბიექტური დამოკიდებულებაც სახეზეა. მაგრამ "ხამსტვოს" აქ ვერ ავიტანთ.
ვერ ავიტანთ, ასევე შეურაცხყოფას გამოწვეულს, ჩვენი საყვარელი პერსონაჟის მოლა ნასრედინის სახელის მითვისებით. "ხამს" არ აქვს უფლება თუნდაც ანონიმურად მოაწეროს უკვდავი მოლა ნასრედინის სახელი თავის "ხამსტვოს", რადგან ნასრედინი დდი ოხუნჯი იყო , მაგრამ "ხამი" ის არასდოდეს ყოფილა. გარდა ამისა, "ხამი" არასრუფასოვანი არსებაცაა, მასზე იდენტობა და ტოლერანტობაც კი არ ვრცელდება ...

ავტორი: ნასრედინი საიდან გვწერთ: ლიფტიდან
01.08.2012 15:55
გაგრძელება.

ამ შემთხვევაშიც ისე მოხდა, როგორც ასეთ შემთხვევებში ხდება ხოლმე, მოიცა, ერთი წერტილი დავსვა, სულ მავიწყდება, და ვიხრჩობი და ვიგუდები, მე კიდევ დახრჩობა და გაგუდვა მინდა, ისედაც სული მეხუთება ჰამლეტივით, დანია ციხეაო, ერთი აქაურობისთვის გადმოეხედა და უჟანგბადობა და უატმოსფეროება მერე ეკითხა, გაჩეხეს, გაავერანეს და ნიაღვარჰყვეს ყოველივე ამ ვერანებმა, გამონაბოლქვებისგან ხომ საერთოდ საშველი არაა, ან თბილისი რას ჰგავს, ქუთაისი და ფარცყანახანებზე ვერაფერს გეტყვით, კაი ხანია არ ვყოფილვარ იქით, ქუჩაში გამოსვლა შეგზარდება და შეგეზარება კაცს, რა გახდა ერთი პატარა, ვარდენისა არ იყოს „უდიპლომო სასიძოდან„, ჩემი სარგო ლიფტის ჩაყენება, გავსავათდი და დავუძლურდი კაცი მეორე სართულზე ფეხებით ჩამოსვლა–ასვლაში, ხოლო თუ იმ ფაქტსაც გავითვალისწინებთ, რომ არცთუ იშვიათად, ნასმურებზე უკან ფეხებით და წინ ხელებით მიწევს აღმასვლა, ერთი კი არა, ხუთი იყოს, მეკუთვნის..... სცადეთ, ერთი, რავარია და მერე კიდევ ვინც მე გამაკრიტიკოს!.. არადა, შეიძლება გაიგეთ კიდეც, ბაგრატის ტაძარში დაუმონტაჟებიათ დიდრონი ლიფტები ამ ფინაჩებს!..

წერტილზე მოგახსენებდით, ვაჟკაცს ყოველ მომენტში უნდა შეეძლოს წერტილის დასმაო, ამტკიცებდა პროფესორი ჯაბა იოსელიანი და პარლამენტში ფიშტოთი დადიოდა წარამარა. აჰა, მეც დავსვი . მე კიდევ ერთადერთხელ ამოვიღე ქუთაისში, ისიც ბუტაფორული და ხუმრობით და ჯვარს მაცვეს, ჩვენი აპენდიციტის, ესე იგი, პრეზიდენტის, აჰა, გვარსაც დავასახელებ, გასკდით გულზე, სააკაშვილის თამადობით.

მოკლედ, ცოტა ხნის წინ სოციალურ ქსელებში ერთი საქმე გაირჩა, ისე ამ ხალხს მეტი საქმე არ აქვს? ჯერ ქსელებისა რა მცოდნია და მერე იქ გარჩეულებისა. ნაცნობი მყავს ერთი, ნუ, მთლად ძმაკაცი არა, ახლა, ჩემი სფეროდან, ორმოცდაათს გადააბიჯა კაი ხანია და მგონი სამოცსაც, ყველა რომ მოვიყაროთ მისხელა, არჩია, არჩია, და ამ რჩევა–რჩევაში კი დარჩა უცოლოდ, უშვილოდ, უძიროდ და უმშობლობოდ.

ქალი რომ ყოფილიყო, იტყოდა ქე მაინც, პოეზიაზე ვარ გათხოვილიო, და ამ უბედურმა რა თქვას, პროზა მოვიყვანე ცოლადო?! თუ, რავარც მიღებულია და მოდაშია, ვერცერთს ვერ გამოვარჩევ ჩემი რომანებიდან, ყველა ჩემი შვილებიაო?! სად აქვს ამ საცოდავს წიგნები! ეს კი არა, საერთოდ თუ წერს, კაცმა არ იცის, თვითონ იმის გარდა. ყოველ შემთხვევაში ყოველ პრეზენტაციაზე, ბანკეტზე, ფურსეჟზე და ფორსაჟზე კაციშვილს ხმას არ გვაღებინებს, ვწერ და ვწერო. კი, შემოგევლე, წერ რომელია, შენა ხარ რაცა ხარ, აბა, ის ფინაჩი აკა, ლაშა, კოტე, ზურა, ეკო, მიკი, ნიკი, ეს ვიღაა, არიან მწერლებიო?! – ვეფერებით რაც შეგვიძლია, უბედური სიმთვრალე აქვს, თან მოხეულია, მტრისას, ჭკუა დაუშლის თუ თანამდებობა, რომ გაგიგდოს, მე შენ გეტყვი, ვინმე გამოგგლიჯავს ფეხიდან! გამოგგლიჯავს კი არა, ტაშს ხომ დასცხებენ და შეიძლება თავადაც დაგცხონ!

ავტორი: GERMANE
01.08.2012 12:28
ზაზა-ბატონო, თქვენ ძალიან კარგი შედარება გააკეთეთ:
ზურა ლეჟავა ნიკო ფიროსმანს შეადარეთ.

იდეალური შედარებაა:
თუკი ნიკო ფიროსმანი როგორც მხატვარი მიქალანჯელოსა და კანდიდსკის შეიძლება შევადაროთ და განსაკუთრებული როლი მივუჩინოთ მსოფლი ხელოვნების ისტორიაში...
... ასევე შეიძლება ზურა ლეჟავა, ოღონდ არა მსოფლიო, არამედ ქართული მასშტაბით სხვა ქართველ მწერალ-პოეტებს შევადაროთ.

მე თქვენი "ნაივურობის" იდეაც მომწონს- ოღონდ, ერთი მეეჭვება: 15 წელი ქართულ ციხეში ნაჯდომი ადამიანი, და თანაც იმ ეპოქაში, როცა ჯერ სსრკ დაინგრა, მერე ზვიადი მოვიდა და გააგდეს, თითქმის ყველა კრიმინალი გარეთ გამოუშვეს და მერე ჯაბა და ედიკა მოვიდნენ და ა.შ.... აი ამგვარ პირობებში ქართულ ციხეში "ნაივურობა" და ნაივად დარჩენის თეორია ძალიან მეეჭვება.

ისე, წაკითხული კი მაქვს ბევრი რამე ბატონი ზურა ლეჟავასი და ერთს გეტყოდით. ჯაბა იოსელიანის ლაივში მოსმენის მერე ვერც ვერავითარი "მდაბიო წარმოშობა", ვერც ვერავითარი "ნაივიზმი" ანუ უბრალოდ იმის გადმოცემა რასაც მართლა ფიქრობ ყოველგვარი შელამაზების გარეშე, ვერც ვერავითარი ბილწსიტყვაობა და ვერც ვერავითარი სიტყვიერი "მძიმე არტილერია" ვერ გამაკვირვებს.

მე უფრო ასე ვიტყოდი - ის რაც პოლიტიკა-საზოგადოებრივ ცხოვრებაში ჯაბა იოსელიანი იყო, ეს გახლავთ ბატონი ლეჟავა დღეს ქართულ ლიტერატურაში.

დამერწმუნეთ ამას თუ ზურა ლეჟავა წაიკითხავს, ეგებ ძალიან კმაყოფილიც კი დარჩეს და თქვას - აი, ერთმა კაცმა მართლა გამიგოო.

უღრმესი პატივისცემით თქვენდამი და ზურა ლეჟავასადმი

გერმანე გერმანიიდან

ავტორი: ნასრედინი საიდან გვწერთ: სახინკლედან
01.08.2012 10:06
ანტიგმირი
ავტორი ზაზა ბურჭულაძე

რადგან ფეისბუქი არ მაქვს/რომ არ მოგატყუოთ, მქონდა, მაგრამ ხან სად დამრჩა და ხან სად დამეკარგა, ამიტომ შევეშვი ამ სოციალურებს და საზოგადოებრივი კვების ქსელებში შესვლით ვკმაყოფილდები, თუმცა, კმაყოფილებისა და სიამოვნებისა რა მოგახსენოთ, შეჭამ, შენ ხარ ჩემი ბატონი, ოციოდე ხინკალს, დააყოლებ ხარჩოს, ხაშს, ხამანწკებს, რაგუსა და ბატატას პიურეს და ზამზასი არ იყოს, მეორე დილით საკუთარ საწოლში პახმელიაზე აღმოაჩენ, რომ რაც გაღლეტილი იყავი იმ შესვლამდე, იმაზე უფრო გაღლეტილხარ და მიგელ დე უნამუნო სერვანტესი გაგახსენდება, რაღა თქმა უნდა, აბდუშაჰილივით თურქების ტყვეობას რომ დააღწია თავი და იბერიაში, ის იბერია ეს იბერია არ გეგონოთ, ესპანეთზე მოგახსენებთ, მშობლიური ხუტორი ძირისძირობამდე გაკოტრებული და გაუბედურებული რომ დახვდა, დახვდებოდა, აბა რა იქნებოდა, ეს საავედრა თურქებთან ბაირამობდა, დონ კიხოტი დულსინეას წვივსაკრავს დაეძებდა ქარის წისქვილებში, სანჩო პანსა ოქროს დუკატებს აქუჩებდა თავისთვის და არ შემიძლია არ ვისარგებლო შემთვხვევით და როგორც მწერალმა და მოქალაქემ აღშფოთება არ გამოვხატო იმ სიყალბესთან დაკავშირებით, რომ ეს პლებეი და გაუთლელი სანჩო რატომღაც რაფინირებულ და ესთეტურ ბარათებს რომ წერს თავის ცოლს, მგონი ოცდაათწლიანი წლიანი ცოლქმრული, მათ შორის, იმნაირი ურთიერთობის შემდეგ, თქვენობით მიმართავს და საპასუხო უსტარებში ის გაუნათლებელი და უბირი დედაკაციც ასევე თქვენობით ეპაექრება ამ კრიჟანგ გლეხუჭას, თითქოს ან ერთი იყო ეგვიპტელი ქართველი მამელუქი სულთანი და ან მეორე ვენეციელი გონდოლიერი და ორივენი ბედკრული სოფლის შვილები არ იყვნენ, დონ კარლოსი იყო და შვილს საცოლეს ართმევდა, ინგლისის დედოფალს ინგლისს, ჰოლანდიას რელიგიას და ამასობაში, დაექცა ქვეყანა თავზე, ასე რომ, ისტორიისა და ლიტერატურის გაკვეთილები გასათვალისწინებელია და გამგებმა გაიგოს, მითქვია მე/, იმას ვამბობდი, ცხელ ამბებს, რა იციან, კაცო, ამ ცხელმა ხინკლებმა, ჯერ აქეთ–იქითა ხელებში უნდა გადააგდ–გადმოაგდო, თან პარალელურად უბერო და უბერო სული, ასე და ამგვარად, პატარას რომ შეაგრილებ, შეამჩნიეთ, ხომ, თქვენც, რავა, დააპატარავეს, არ შემჭამეს მძიმეებმა, ამ ბანდიტებმა, ადრე იმოდენები იყო, საბერველივით უნდა გებერა და გექშინა და ათ, თხუთმეტზე მეტს რომ მორეოდი, კაი დამშეული დ გაბოროტებული უნდა ყოფილაყავი, ჰოდა, მეშველა, შეიძლებაო, რომ დააფჩენ თუ დააბჩენ, ვინმეს იმის ორთოგრაფიული ლექსიკონი თუ გაქვთ, ნახეთ, თქვენს გახარებას, და მომწერეთ კომენტარებში, რომელია სწორი, მე შვიდჯერ მომპარეს უკვე, გვარებს და სახელებს არ დავასახელებ, იცით ისედაც ჩემმა გემოვნებიანმა და ალღოიანმა მკითხველებმა, ვინები არიან დაჩვეულები ქურდობას და მამაძაღლობით ფონს გასვლას ჩვენს მწერლობაში, პირს, და რო გაასხამს უცებ და მოულოდნელად და შემოგასხამს სიფათში, ადრე კიდევ რა მიშავდა, სანამ ულვაშის ტარებას დავიწყებდი და ახლა ამ დატარებულში რომ მეცემა ეს ვითომ გაგრილებული, მაგრამ მაინც საკმაოდ ცხელი და ქაფქაფა წვენი, ერთხელაც ასე დამდუღრულმა და გამწარებულმა პრობლემის რადიკალურად გადაწყვეტა გადავწყვიტე, არადა, ვინც მიცნობს, იცის ყველამ, არაფერი რადიკალი და ექსტრემისტი არ ვარ, ერთი ბატკანივით კაცი ვარ, მაგრამ იმისი არ იყოს, ცხვარი ცხვარიაო და კარგად დაფიქრდენენ ზოგიერთები, გამიფრთხილებია, სულ მოვიპარსავ ამ უპატრონოსო, და თქვენ წარმოიდგინეთ, რომ გავიღვიძე მეორე დილით ჰამაკში, აღმოვაჩინე, რომ თავი მომიპარსია ნასმურებზე, და აღნიშნული ულვაში კი ადგილზე დამიტოვებია, ბევრი ვიფიქრე თუ ბევრზე უფრო ბევრი, გადავწყვიტე არსებული მოცემულობა უცვლელად დამეტოვებინა თავ თავის ადგილებზე, ამგვარ თავზე ნაკლები წყალი გეხარჯება და საპონი, ოდეკალონი და სავარცხელი, თან მოდაშია და სხვა რა უნდა სიყვარულსა?..

ვაჰ, კინაღამ არ გავიგუდე ამის, მოიცა, ერთი, პატარა სული მოვითქვა... არ გადავყევი კინაღამ ამ უპატრონო ხინკალს, მაგის მომგონის... იმას ვამბობდი, ცხელ ამბებს რამდენიმე დღის დაგვიანებით ვგებულობ–თქვა...

ავტორი: J...... საიდან გვწერთ: mzis sistema,planeta dedamiwa.
01.08.2012 01:13
ოპაა......აუ ისე თვალებზე და ტრაკზე გამახსენდა....ტაკეში კიტანოს ერტი ფილმია ''ზატოიჩი'' ხოდა მაგ ფილმის საფინალო ფრაზაა ''..................................................................................................................'' :))

ავტორი: ana
31.07.2012 23:07
ნინის რუსთავიდან: "კომისია" - ძალიან ზუსტი სიტყვაა მოძებნილი :)

ავტორი: ნინი საიდან გვწერთ: რუსთავიდან
31.07.2012 18:19
მე ძალიან მომწონს ზურაბ ლეჟავას ნაწარმოებები. სიმართლე უნდა ითქვას, ის საბას ნამდვილად იმსახურებდა, ალბათ, დროა, რომ კომისიის შემადგენლობა გადაახალისონ. რაც შეეხება ზაზა ბურჭულაძეს, ის ექომაგება ლეჟავას, სინამდვილეში კი შეურაცხყოფა მიაყენა. რა ვიცი,მე ასე მომეჩვენა. უფრო კულტურულადაც შეიძლებოდა იმავეს თქმა.

ავტორი: aslan
31.07.2012 09:11
ზაზამ ვერ მოინელა, რომ საბას არ აძლევენ. ძაღლს სცემენ, რძალო გესმოდესო. არ იმსახურებ, ძმაო, თორემ ზურა ლეჟავა აიღებს, მაგას შენ ნუ ნერვიულობ:))

ავტორი: ზურაბ ლეჟავა საიდან გვწერთ: ევას პავაროტიდან
30.07.2012 20:22
პირველ როგში მინდა მადლობა ვუთხრა სტატიის ავტორს თანადგომისთვის და იმავდროულად ვუსაყვედურო, ხშირ შენთხვევაში არასწორი და უსაფუძვლო შეფასებებისთვის. მე ანტიგმირი არ ვარ და, პრინციპში, არც გმირობაზე ვიჭაჭები.
რაც შეეხება მაღალ და დაბალ წრეებს: ჩვენში მემგონი ჯერ კარგა ხანს ძალიან ძნელი იქნება იმისი დადგენა, თუ რომელი წრეა მაღალი და რომელი მაღალი. ზაზა ბურჭულაძემ უბრალოდ არ იცის, რომ მე სანიმუშო ოჯახის შვილი ვარ. მამაჩემი სამამული ომში იყო საკადრო ოფიცრი, სამხედრო მფრინავი, დამთავრებული ჰქონდა ორი უმაღლესი და იყო უაღრესად განსწავლული კაცი. დედა სხვადასხვა გამომცემლობებში იყო რედაქრორი სამი ათეული წელი და რუსულიდან ქათულად გადმოთარგმნილი აქვს სასკოლო სახელმძღვანელოთა უმეტესობა, რაც კი გამოიცემოდა კომუნისტების დროს. დავარცხნისა რა გითხრათ - ჩემი ვარცხნილობა ნაწნავების გაკეთების საშალებას არ იძლევა, მოსათვინიერებელიც ალბათ არც უნდა იყოს ადამიანი, ხოლო შიმშილის შეგრძნება,მგონ,არავისთან გამომოხატავს მსგავსი ჩივილები. რაც შეეხება ჩემს ტექსტებს: ისინი არაა ნაივური, იმ კრებულში ყველა ერთი წონისა და დონისაა, ტექსტი ყველგან გამართულია და არც არქიტექტონიკაა (არ ვიცი რას ნიშნავს და არც "გუგლში" ვამოწმებ შეგნებულად) დარღვეული. მე ხელს არ ვაწერ ასეთი სახის ტექსტებს. რაც შეეხება ჩამოთვლილ მწერლებს: მე ცალ-ცალკე გამოვაცხადე ჩემზე დაბალი დონისებად, თუმცა, ჯანი გავარდეს, ერთად აღებულებსაც ჩავუტარებდი ერთობლივი თანაშის სეანსს. ამასაც არ ვიტყოდი და გავჩუმდებოდი, მაგრამ სამჯერ ზედიზედ, იმ ჩემი ცოდვით სავსე "საბაზე", სრულიად თავხედურად ამაღლიტეს პრემია. თუ ვინმეს გადიჩნდებათ სურვილი წაიკითხეთ ჩემი და წაიკითხეთ იმათი ტექსტები და რატომღაც დარწმუნებული ვარ რომ დამიდასტურებთ. მე სამივეჯერ მეკუთვნოდა "საბა, "ჩემი ტექსტები ყოველმხრივ გამართულია, არანაივურია და მეც ჯერჯერობით ჰიტლერივით ორი კვერცხი მაქვს.
ჩემს მოსაზრებებს ჩამოვაყალიბებ ცოტა უფრო ვრცელ სტატიაში და იმედი მაქვს ყველა სამართლიან ადამიანს დავარწმუნებ, რომ მე მართალი ვარ და მოვიქეცი სწორად.

ავტორი: დაბნეული საიდან გვწერთ: ფორუმიდან
30.07.2012 15:30
მგონია, ვერაა კარგად საქმე ამ დალოცვილ ბლოგზე.

თავად განსაჯეთ.

ახლა, როცა ამ პოსტსა ვწერ, ფორუმზე დევს 14/თოთხმეტი/ კომენტარი.

აქედან ზურაბ ლეჟავა ნახსენებია სულ ექვს მათგანში.
ბლოგის ავტორი – ორში.
თითოჯერ – ჯაბა იოსელიანი, ვინმე ჯაგა, გოშა, დეფი, ზამზა, კაფკა, მიშა, სოკრატე, ცინიკოსები.

ერთი ავტორი გულახდილად გვიმხელს, რომ უყვარს უქვექვესარჩულო, მკვეთრი პოზიციები.
მეორე – სრულად ეთანხმება M–ს.
მესამე – ბატებს მოუწოდებს მოუსმინონ ამადეუსს.
მეოთხე თავის მხრივ ამტკიცებს, რომ მოცარტი მოვლენა იყო და მისი დონის, დღესდღეობით არავინაა.
მეხუთე ხელებს ასავსავებს, არ დაიჯეროთ, ბლოგის ავტორი კი არ აქებს ზურაბ ლეჟავას, პირიქითო.
მეექვსე გვაფრთხილებს, მარკიზ დე სადი და მისთანები ნაღდად არ არიან მისაბაძი პიროვნებებიო.
მეშვიდეს საერთოდ ვერ გაუგია, რა გაუჭირდა ამისთანა ბლოგის ავტორს, რომ ფეისბუქი არ აქვს.
და ა.შ.

და ყოველივე ამის ფონზე სამი კომენტატორი თავს ესხმის დანარჩენ კომენტატორებს, ასე რამ გაგაბოროტათო, და საერთოდ, ამორალური და უზნეოა ის, ვინც ასეთ კომენტარებს წერსო.

მაინტერესებს, რომლები არიან ის გაბოროტებულები და როგორ „ასეთ „კომენტარებს„ წერენ?!.

ავტორი: gio
30.07.2012 13:37
კომენტატორებო ასე რამ გაგაბოროტათ?

ავტორი: გვანცა საიდან გვწერთ: თბილისი
30.07.2012 12:35
დარწმუნებული ვარ ვინც აქ კომენტარები დაწერეთ არც ერთს არ გექნებათ ლეჟავას არც ერთი მოთხრობა წაკითხული (თქვენი გაბოროტებული კომანტარებიდან გამომდინარე დავასკვენი).

ავტორი: გვანცა საიდან გვწერთ: თბილისი
30.07.2012 12:32
უუუფ ძალიან გამიხარდა ამ თემაზე რომ დაწერეთ. პირველად, რომ ზურა ლეჟავას მოთხრობები წავიკითხე მართლა არ მჯეროდა , რომ ქართველი თანამედროვე მწერლის მოთხრობებს ვკითხულობდი. მე ერთი უბრალო მკითხველი ვარ, სტუდენტი და მაინტერესებს დღეს რა იწერება და შეძლებისდაგვარად ვყიდულობ და ვკითხულობ თანამედროვე ქართულ მწერლობასა თუ პოეზიას. პროფესორად და ლიტერატურის კრიტიკოსად ნამდვილად ვერ გამოვდგები ამიტომ უბრალო მკითხველის პოზიციიდან გეტყვით, რომ თანამედროვე მწერლების შემოქმედება რატომღაც ძაალიან გავს ერთმანეთს. წინასწარ ვიცი რაც მოხდება შემდეგ და ა.შ. თან უმარვლესობაში იგრძნობა სიყალბე და უკაცრავად და ტრაკში პეროობა. და ლეჟავა საერთოდ სხვანაირია. ისე მომეწონა მისი მოთხრობები გაცნობაც კი მომინდა. ძალიან გულწრფელი , იუმორით სავსე და საინტერესოა, რაც მთავარია არავის არ გავს. სხვების არ ვიცი, მაგრამ ჩემი სახით ზურაბ ლეჟავას ერთი ერთგული მკითხველი ყავს. :) თქვენ კი დიდი მადლობა კიდევ ერთხელ, რომ ამ თემაზე დაწერეთ.

ავტორი: ლელა კოდალაშვილი საიდან გვწერთ: თბილისი
30.07.2012 00:37
მიყვარს უქვექვესარჩულო მკვეთრი პოზიციები. თუმცა კი ნორმალურ ქვეყანაში ეს რიგით კეთილსინდისიერებად უნდა ითვლებოდეს...

ავტორი: kafka საიდან გვწერთ: tbilisidan
28.07.2012 21:30
სრულიად ვეთანხმები M-ს. კარგია!! არაჩვეულებრივია!!!!

ავტორი: Madam N
28.07.2012 16:17
ამორალური და უზნეოა ის, ვინც ასეთ კომენტარებს წერს.
"ბატ-ებო" მოუსმინეთ ამადეუსს!

ავტორი: aleqsandre javshanidze საიდან გვწერთ: saxlidan
28.07.2012 12:10
არ ვიცნობ არც ლეჟავას და არც ბლოგის ავტორს, მაგრამ, იმის თქმა, რომ ვინმეს რაიმეთი ვჯობივართ ყოველთვის უხერხული, უწესოა. ეს შეიძლება საკუთარ დაბალ თვითშეფასებაზე მიუთითებდეს. მეც მწერალი ვარ, მაგრამ არასოდეს მითქვამს, რომ ვინმეს ვჯობივარ, რადგან არც არავის ვედრები. ხალხი წაიკითხავს და გადაწყვეტს თუ რა ადგილი უნდა გეკავოს მწერლობაში თუ ხელოვნებაში. მოცარტი მოვლენა იყო და მისი დონის, დღესდღეობით არავინ არაა.

ავტორი: დაკვირვებული
27.07.2012 23:15
უყვარს, აქებს გოშას...
უყვარს, აქებს დეფის...
უყვარს, აქებს ზურას...

უყვარს, აქებს... ვითომ?
ნაივურად, ნაღდად –
ზამზა რომ ზამზაა, აღარ უყვარს ზაზას...

რაის ზამზა, კაფკა... მიშა რომ მიშაა,
გადიყვარა ზაზამ...

რაის მიშა, ჯაგა... უკვე გურჯიევიც,
აღარ უნდა ზაზას...

რაის გურჯიევი, რაის გალა, საბა...
„ქურდებს ციხე და ბოზებს ბორდელი!„ –
ზარს არისხებს ზაზა...

ავტორი: okros cikvi საიდან გვწერთ: fugurodan
27.07.2012 19:12
" როცა ლეჟავას „საბა“ არ მისცეს იმ წლის სრულიად უკონკურენტო პროზაული კრებულის გამო" - ეს ვერააა მთლად არგუმენტირებული ამბავი:D <3

ავტორი: ჩვენ საიდან გვწერთ: ლიტერატურის ახლომახლოდან
27.07.2012 17:14
ამბიციები მართლაც ყველა ჩემს ნაცნობ მწერალსა აქვს, მათ შორის ამ ბლოგის ავტორსაც. მთელი ტექსტი "ჩვენობითში" რომ ყოფილიყო დაწერილი, უფრო დამაჯერებელი იქნებოდა.

ავტორი: M საიდან გვწერთ: სხვა პლანეტიდან
27.07.2012 15:01
როცა ეწინააღმდეგები საზოგადოებაში არსებულ მანკიერებებს და უჯანყდები, უკეთესი რამე უნდა შესთავაზო მას!!!!!!! თუ გინებას, სექსიზმს ( მამრ "ხელოვანებში" ეს განსაკუთრებით მოსულა), სხვების შეურაცხყოფას, ქსენოფობიას და ძალადობას ქადაგებ და უაზრო ცხოვრებას, იქნება ეს ნარკოტიკებით გამოშტერება, ყოველ შემხვედრთან დაწოლა და სხვას აიდეალებ, მაშინ არტისტის ტალანტი, რაც უნდა ნიჭიერი იყოს, არაფერს ნიშნავს! მარკიზ დე სადი და მისთანები ნაღდად არ არიან მისაბაძი პიროვნებები, არ მაინტერესებს რანაირი "ამბოხი" თუ "პროტესტი" უდუღდათ თავში. არტისტი იმისია, რომ გაუძლოს თავის არარეალიზებულობას, მოიკრიბოს ზნეობრივი ენერგია და დადებითად წარმოაჩინოს თავისი ანტიგმირობა.

ავტორი: ნინა გოგოხია საიდან გვწერთ: ფსიქიატრიულიდან
27.07.2012 13:41
რატომ არ გაქვთ ფეისბუქი?!

ავტორი: სალომე საიდან გვწერთ: paris68
27.07.2012 01:46
3 ბლოგის წინანდელი ქსლები უკვე ქსელებად ქცეულან :)
„თვალები ტრაკში უნდა გქონდეს ან არ უნდა გქონდეს თვალები საერთოდ, რომ ვერ შეამჩნიო „ბავშვის ნაკბენი კარალიოკზე ოქტომბრის თვეში“. - მართლაც რომ სიმეტრიული, კარგი ოჯახიშვილური ტექსტია... თუ ნაივურია?

ავტორი: ანონიმი
27.07.2012 00:39
ციხეში ყოფნის დიდი გამოცდილების მქონე პროფესორის მიერ საქართველოს გაბედნიერების შემდეგაც ნამდვილად არ მინდა ვიფიქრო ცუდად ბატონ ზურა ლეჟავაზე. ზეპური საზოგადოება კი იყო მაგრამ საბჭოთა მოთვინიერებული ზედაფენის საქმის გამგრძელებლები კი სხვა რამე როა ესეც საკმაოდ ცნობილია. მაგრამ ტაქტი კაი რამე როა ამას ევროპის სკოლის დაწყებითი კლასების მოწაფეებს ასი წლის წინაც ასწავლიდნენ და ამის არცოდნა ბატონ ზურაბ ჟვანიას თქმით ევროპაში დაბრუნებული ქართველებისთვის არაა მაინც და მაინც კარგი. ცინიკოსები იყვნენ თავხედები რომლებიც ცინიკოსთა კლასიკური გამოთქმის თანახმად ცხვირიდან ჟღვინტლს იღებდნენ როცა სოკრატე მათ უკვდავ სულზე ებაასებოდა. ამ ხალხის თქმით თუ მათ გაჩენამდე თავმდაბლობა ითვლებოდა ღირსებად მათი გაჩენის შემდეგ ღირსება და სათნოება თავხედობა და ტრიპაჩობაა. დარწმუნებული ვარ რომ თქვენი გმირი ანტიგმირი ასეთი არაა და თუ არ ვცდები გაუმარჯოს!!!

ყველაზე პოპულარული