ოთხშაბათი, 22 ოქტომბერი, 2014 თბილისის დრო 13:35

ბლოგები / ზაზა ბურჭულაძე

ბაქტერია

x
ამფიონმა, ზევსისა და ანტიოპეს ძემ, მხოლოდ ქნარზე დაკვრით შემოავლო თებეს ზღუდე-გალავანი. უფრო ზუსტად, ამფიონის ქნარის ღვთაებრივ სიმთა ჟღერაზე ქვები თავისთავად მიგორავდნენ და ქალაქის კედლებზე ლაგდებოდნენ. ეს ამბავი ბერძნული მითოლოგიიდანაა.

არ მეგონა, ჩვენთანაც თუ ხდებოდა ასე რამეები. მოცემულ შემთხვევაში სამების ტაძარს ვგულისხმობ. „ეს ხელთუქმნელი ტაძარია, თითქოს არც გვიშრომია, თავისით აშენდა“, - ბრძანებს პატრიარქი თავის საკვირაო ქადაგებაში. ამ ლოგიკით, ამფიონსაც თითქმის არ უშრომია, თუ არ ჩავთვლით იმას, რომ ქნარზე უკრავდა, და თებეს გალავანი თავისით აშენდა.

ბევრის წარმოდგენით, ბიძინა ივანიშვილსაც აქვს ჯადოსნური ქნარი, რომელიც, საკმარისია, გააქნიოს, რომ მაშინვე სასწაულები მოხდება. ნუ, მთლად ქნარს თუ არა, ივანიშვილი ულიმიტო საკრედიტო ბარათს ნამდვილად ფლობს, რაც უმრავლესობისთვის თითქმის ჯადოსნური ქნარის ტოლფასია. უმრავლესობა კი საქართველოში მრევლია. ჰოდა, პატრიარქიც ზრუნავს თავის მრავალშვილიან ოჯახზე. მისთვის ახალ-ახალი ეკლესიების მშენებლობას ითხოვს. საამისოდ არგუმენტებიც უხვად მოეძევება. „ჩვენი მიწა მორწყულია მორწმუნეთა სისხლით. მტკვრის სანაპირო, სადაც ახლა უცნაური ქანდაკებები თუ შენობები შენდება, წმინდა მოწამეების სისხლით არის მორწყული და ჩვენ აქ უნდა გვქონდეს ასი ათასი მოწამის სახელობის ტაძარი“, - თქვა მან ცოტა ხნის წინ.

შეიძლება, პატრიარქს ვერიკო ანჯაფარიძის გმირთან აქვს შინაგანი დიალოგი და მისი იდე ფიქსი ყოველი გზის თავსა თუ ბოლოში თითო ტაძრის ჩადგმაა? არაა გამორიცხული. თენგიზ აბულაძის ყველაზე პათეტიკურ და პლაკატურ ფილმში ვერიკო ანჯაფარიძის გმირი ხომ სწორედ ასე კითხულობს: „მაშ, რა საჭიროა გზა, რომელიც ტაძართან არ მიდის?“ ჰოდა, პატრიარქის თაოსნობით, ჩვენთან ეკლესიები ბაქტერიებივით მრავლდება.

პატრიარქი, როგორც რუსები იტყვიან, სიტყვებისთვის ჯიბეში არ მიძვრება. სამაგიეროდ, ფულისთვის მიძვრება ჯიბეში. თანაც სხვის ჯიბეში.

ახლა გასაგებია, რატომ ვკვეცთ კულტურის სამინისტროს ბიუჯეტს რამდენიმე მილიონით და რატომ ვზრდით საპატრიარქოსას ასევე რამდენიმე მილიონით. პატრიარქი ხომ ის ავტორიტეტია, რომლის ყოველი სიტყვა, თუნდაც პარაზიტული, მავნებლური ან სექსისტური, სიბრძნედ საღდება? მისი ნათქვამი, ცოლის მიერ ქმრისთვის ფეხების დაბანასთან დაკავშირებით, ლამის ბიბლიურ დოგმად არ გასაღდა?

დაბოლოს, ნუთუ იმდენად ცოდვილები ვართ, რომ არსებული ეკლესიების რაოდენობა არ გვყოფნის და ამიტომაც ვაშენებთ ყოველდღე ახალს? ასეთი რა ეშმაკი შეგვიჯდა? უკაცრავად ამ პათეტიკური შეკითხვისთვის. მით უფრო, რომ ეშმაკი კი არა, ჩემი აზრით, პატრიარქი შეგვიჯდა.

Tags: ბლოგი,ეკლესია,ბიძინა ივანიშვილი,პატრიარქი,ტაძარი



ყურადღება!
რადიო თავისუფლების ქართული რედაქციის ვებსაიტზე ფორუმებით სარგებლობისთვის აუცილებელია რეგისტრაციის გავლა.

რეგისტრაციის გასავლელად დააჭირეთ ვებსაიტის ზედა მარჯვენა კუთხეში მოთავსებულ ბმულს „რეგისტრაცია“. (რეგისტრაციის გავლის შემდეგ ელექტრონული ფოსტით მიიღებთ ავტომატურ შეტყობინებას. ყურადღება მიაქციეთ, შეტყობინება თქვენი ელექტრონული ფოსტის spam-ში ხომ არ აღმოჩნდა.) კომენტარის დასაწერად არ დაგავიწყდეთ საიტზე შესვლა.
ეს ფორუმი დაიხურა
კომენტარების რიგი
კომენტარები: გვერდი გვერდების რაოდენობა 2
ავტორი: ანონიმი
07.12.2012 22:21
საბჭოთა დემოკრატები რომ გამრავლნდნენ ვირუსებივით და სპობენ საქართველოს მისგან ეს ეკლესიები მაინც დარჩება ცოტა ხანს. სამწუხაროდ ივანიშვილების და შევარდნაძეების გემოვნება ვერაა მცხეთის ჯვრის და სვეტიცხოვლის დამკვეთთა გემოვნების დონეზე მაგრამ რას იზამ...

ავტორი: naturali
29.11.2012 14:28
ძალიან მიყვარს ეს ბლოგი. საიტზე რომ შემოვალ მერე ბლოგის სათაურს: ბაქტერია; წავიკითხავ, წკაპ და დიდხანს ვუყურებ მოცემულ სურათს

კაიფია!

ავტორი: ანონიმი
21.11.2012 15:57
ავტორი: მარი საიდან გვწერთ: ბათუმიდან
19.11.2012 14:10

მარი, მისიონრობას კრძალავს მართლმადიდებლური რელიგია - ეს ბლასფემიად და განსჯის მცდელობად ითვლება.

მართლმადიდებლურ რელიგიასთან შენ უნდა მიხვიდე, რამეთუ მართლმადიდებლობამ უკვე მეთხუთმეტე საუკუნეა აღიარა, რომ უფლის სიტყვა, ანუ სახარება საკმაოდ გავრცელებულია და ყველას მიუწვდება მასზე ხელი. იმ რეგიონებში კი, სადაც ეკლესიება არაა - იქ მართლმადიდებლობა აგებდა ეკლესიას, ლოცულობდა და თუკი მასთან მივიდოდა ვინმე აი მაშინ ქადაგებდა. ისე კი, სოფელ-სოფელ სიარული და მართლმადიდებლობის ქადაგება, როგორც გითხარი აკრძალულია და სწორედ ესაა ერთ-ერთი მიზეზი იმისა, რომ მე მართლმადიდებლობას ვაფასებ.
ტვინის რეცხვები არაა ქრისტიანული საქმე და არც კათოლიკებს ესაქმებათ რაიმე აფრიკაში. თუ დახმარება გინდა, მიუტანე პური ყოველგვარი ახალი კერპის გარეშე დადგი ეკლესია და ილოცე. თუ მოვა და გეტყვის, რატომ შვები ამასო - მერე უთხარი სათქმელი. რწმენა არის პირადული და ის ადამიანისაგან უნდა მოდიოდეს.

რაც შეეხება ძაღლებს - ეს იმ მღვდელის მიერ ბიბლიის მისებური ინტერპრეტაციაა: რახან ის ძაღლები ეკლესიას ემსახურებიან, უფრო ახლოს არიან ეკლესიასთან, ვიდრე ის ბავშვები, რომლებიც ქუჩა-ქუჩა მათხოვრობენ და შიმშილობენ. ეს ახალი აღთქმის ის ნაწილია, როცა იესო ამბობს, რომ ჯერ შენი დააპურე და მერე სხვას ნასუფრალი ცინცქლები მიეციო. ოღონდ ეს იგავი ისევ და ისევ რწმენაზეა ნათქვამი და არა საჭმელზე - ვისაც მეტი აქვს (რწმენა) იმას მიეცემა მეტი (რწმენა) და ვისაც ნაკლები აქვს (რწმენა) იმას შეიძლება ესეც წაერთვას. ეს დაპურება და მიცემა-წართმევა ერთი კონტექსტისაა და ერთმანეთთან კავშირშია. ბევრი აგრესიული და დაბნელებული მღვდელი კი ამ გამოთქმას რეაქციონერობისათვის და შოვინიზმისათვის იყენებს.
რას იზამ - ბიბლია ღმერთმა კიარ დაწერა, კაცის და ცოდვილის ხელითაა დაწერილი და არაა დაზღვეული მოსალოდნელი ფარისევლური ინტერპრეტაციებისაგან.

ავტორი: ANNA საიდან გვწერთ: Tbilisi
21.11.2012 14:20
ფურუნკულები...

ავტორი: kato საიდან გვწერთ: tbilisi
20.11.2012 23:42
"შეუცნობელ არიან გზანი უფლისანი"... იქნებ ავტორი ერთ მშვენიერ დღეს მიხვდეს, რომ სვეტიცხოველი ქვა არ არის და არც კულტურული ძეგლია მხოლოდ... და ვისაც მეტი ეპატიება, მას ხომ მეტად უყვარდება... "საულ, საულ რად მდევნი მე?" – ეს სიტყვები გახდა პავლესთვის საკმარისი... მართლმადიდებლობის სიდიადე სინანულშია... და ერთი თხოვნა მათ, ვისთვისაც დემოკრატიული პრინციპები წარმოადგენს ფასეულობას, ნუ შეურაცხყოფთ განსხვავებულ აზრს, რწმენის შელახვა ხომ ადამიანის თავისუფლების ხელყოფაა... შეურაცხოფაა, როცა რელიგიური ადამიანის რწმენის სიმბოლოებს აუგად მოიხსენებ... ჩემთვის მართლმადიდებლობა და ტაძარი სინათლეა... პატივისცემას ვერ გთხოვთ, რადგან უკვე გავიგე თქვენი დამოკიდებულება როგორი დამამცირებელიცაა ჩემი ძირითადი ფასეულობის მიმართ.... ვითხოვ პატივი სცეთ დემოკრატიას და განსხვავებულ აზრს...

ავტორი: გივი ალაზნისპირელი საიდან გვწერთ: თბილისი
20.11.2012 21:22
გთხოვთ, ვინმემ მიჩვენოს, „ახალ აღთქმაში“ ეწეროს – ბოლო ჟამში ბევრი ეკლესიები აშენეთო!

ავტორი: ანონიმი
19.11.2012 21:34
საინტერესოა რატომ აღარ წერს ახლა ია ანთაძე სტატიებს, დაახლოებით ასეთი სახელწოდებით "ბიძინას ნიშა"

ავტორი: ნინო საიდან გვწერთ: თბილისი
19.11.2012 16:57
ბრავო, ზაზა! ძალიან კარგი სტატიაა. დიდი გამბედაობა უნდა ასეთი სტატიის დაწერას. ბრავო!!!

ავტორი: მარი საიდან გვწერთ: ბათუმიდან
19.11.2012 14:10
მშიერია ხალხი და ამას ეკლესია ვერ ხედავს.ერთხელ მღვდელმთავარმა,მორჩენილ საჭმელზე თქვა(დელიკატესებზე)ძაღლების მეტი რა გვყავსო.ამ დროს მეზობელი ქვეყნის რელიგიებს ჩვენი ბავშვები მიყავთ და თავის რჯულზე გადაყავთ.რამდენჯერ მინახავს შავებში გახვეული ჩვენი გოგონები,მხოლოდ თვალები რომ უჩანდათ.მისიონერობას მოვითხოვ სწორედ.თუ ფრანგი მიდიოდა ჯუნგლებში თავისი რელიგიის გასავრცელებლად ჩვენ რა უბედურება დაგვემართა...ეს სიმწრით მოტანილი ქვეყანა და ხალხი რატომ უნდა დავკარგო???

ავტორი: ანონიმი
19.11.2012 01:50
„არა განიკიცხო„ არა, „არა განიკითხო„!

ავტორი: ლიი
19.11.2012 01:16
ავტორი: ანონიმი
19.11.2012 00:42
"არა განიკიცხო."
---------------------
მე უფრო, "დაგმე,დაგმე " მესმოდა, რაღაც..
________________________
მაგაშიც გეთანხმებით: "არა განიკიცხო"-სა და "დაგმე"-ს ამ შემთხვევაში ერთი მესიჯი აქვთ: არ იაზროვნო!

ავტორი: ანონიმი
19.11.2012 00:42
"არა განიკიცხო."
---------------------
მე უფრო, "დაგმე,დაგმე " მესმოდა, რაღაც...

ავტორი: ლიი
18.11.2012 22:31
ეკლესიების მშენებლობა საქართველოში 90-ანი წლებიდან დაიწყო. იმხანად, ბევრ სოფელს არ ჰქონდა საკუთარი სამლოცველო, ხოლო თბილისის ვიწრო ქუჩებსა და საბავშვო ბაღების ეზოებში ლტოლვილებისთვის თავშესაფარების აშენება, ალბთა, გაცილებით დიდი მადლი იქნებოდა. მხოლოდ აშენება არ კმარა - ეკლესიას საარსებოდ არც თუ ისე მოკრძალებული სახსრები სჭირდება. როგორც ჩანს, სამღვდელოება პოულობს ფინანსებს.

მადლი და ბარაქა არ მოჰკლებოდეთ ჩვენს ეკლესიებს, მაგრამ აღარ დადგა დრო, ახალი ეკლესიების მშენებლობის მაგივრად, სასადილოები გაიხსნას, სადაც მშიერ მოხუცებს, უკიდურესად გაჭირვებულ დედებს და მათ გასავათებულ ბავშვებს დღეში ერთხელ მაინც დააპურებდნენ?

რწმენა განდევნის შიშს და აძლიერებს მოყვასის სიყვარულს. უკაცრავად, მაგრამ მხოლოდ მშენებლობისთვის გაუძლიერდათ ადამიანებს რწმენა? როგორ ავხსნიდით იმ ტოტალურ შიშს, რომელიც ბოლო ათი წლის მანძლიზე მოიცვა მთელი ქვეყანა? რომელი ეკლესიის მღვდელმა მიმართა საკუთარ მრევლს და მოუწოდა, წასულიყვნენ თუნდაც ერთხელ გლდანის ციხესთან და იმ ბიჭებისთვის სოლიდარობა გამოეხატათ, რომლებსაც იმ წუთებში წამებით კლავდნენ? თუ მათთვის ციხის მწამებლები ბიბლიურ-მითოლოგიური ანტიგმირები იყვნენ, რომლებიც "მოეგვევლინენ, რათა გამოსცადონ ჩვენი რწმენა"?!

ეს ლოგიკური შეკითხვაა იმ ადამიანების მიმართ, რომლებსაც გააჩნიათ ამბიცია თუ პრეტენზია იყონ მრევლის, ათობით თუ ასობით მორჩილი ადამიანის წინამღვარი. როდესაც ეუბნები მათ, რომ არსებობენ მჩაგვრელები, უნდა გვეყოს გამბედეობა, რათა წინ აღვუდგეთ და დავიცვათ ჩაგრულები, მშვიდი სინდისით გახვედრებენ პასუხს: "არა განიკიცხო!" და აქ მთავრდება სუბარი. (ვიცი, რომ "ყველა მღვდელი არაა ასეთი!", მაგრამ მე აქ საერთო ტენდენცია მაქვს მხედველობაში.)

"არა განიკიცხო." - ახალი აღთქმისეული ეს სიტყვები კი უნდა ნიშნავდეს: "ნუ გაბრაზდები, არამედ იფიქრე, იმსჯელე, იაზროვნე, რათა გაარჩიო კეთილი ბოროტისაგან". სიკეთე მხოლოდ მაშინ იმარჯვებს, როცა ის აქტიურია სიტყვა-ლოცვით და ქმედება-საქმით. თავად მაცხოვარი დადიოდა სოფლიდან სოფელში, ქალაქიდან ქალაქში და იყო ყოველთვის ხალხთან, არიგებდა, ასწავლიდა და ეხმარებოდა მათ.

დღეს საქართველოს მოსახლეობის ძალიან დიდ ნაწილს სჭირდება გვერდში დგომა თუ სიტყვით, თუ საქმით. მთელი ძალისხმევა ახლა მათკენ უნდა იყოს მიმართული.

რწმენა და იმედი არ მოგვიშალოს ღმერთმა, მაგრამ, როგორც პავლე მოციქული ამბობს, სიყვარულია ქრისტიანისთვის უმთავრესი და თუ გაჭირვებაში მყოფ ადამიანებს ხელს გავუწვდით, აღსრულდება პავლეს სიტყვები: "არა მე, არამედ ქრისტე ჩემში!"

ავტორი: ანონიმი
18.11.2012 19:37
ვგრძნობ, რომ ავტორის შარში გახვევა მხოლოდ დროის ამბავია:)

ავტორი: ლადო
17.11.2012 19:21
ასპროცენტიანს ამბობს ეს კაცი! ყოჩაღ, ზაზა!

ავტორი: ანონიმი
17.11.2012 12:54
დაიწყეთ ხომ უკვე ბავშვების დაწამვლით?

ავტორი: ანონიმი
17.11.2012 01:15
ავტორი: ანონიმი
16.11.2012 22:28
"ბაქტერია" ეს ახალი ხელისუფლებაა თუ არი
_______________________________________________
მიშას ბაქტერია!:)) ბაქტერია არა, ვირუსი!!! :)))))

ავტორი: ლევანი
17.11.2012 01:09
"..the lunatics have taken over the asylum
waiting on the rapture.." და ა.შ. იცი ეგ სიმღერა? ხოდა ეგაა რა, ჩვენი ჰიმნი უნდა იყოს გაასწორებდა :/

ავტორი: ანონიმი
16.11.2012 22:28
"ბაქტერია" ეს ახალი ხელისუფლებაა თუ არი.

ავტორი: ანონიმი
16.11.2012 21:50
რატომ ჰქვია ბლოგს „ბაქტერია„? ავტორიხომ უფრო „პარაზიტს„ გულისხმობდა?/ასე ჩანს მისი ტექსტიდან/

ჩანს, გულისხმობდა, მაგრამ... არ ეყო, „სამედიცინო„, სამოქალაქო, პირადული გაბედულება...

არც გაემტყუნება. მწერალიც ხომ ადამიანია, მით უფრო, ბნელ ქუჩაში ცნობადი!..

ავტორი: naturali
16.11.2012 20:52
იმ ყურჩინჩა/იმერულად არამახვილყუროსანი/ აკიბას ვწერდი აგერ აქვე.
მწერლის სულში უამრავი სახვადასხვა ადამიანი უნდა სახლობდეს უკეთესად რომ წეროს. მწერალი არ ვარ მაგრამ სხვადასხვანაირი როჟების ნაკლებობას არც მე განვიცდი.
რამდენი არ ვეძებე მაგრამ ზაზუნას ნაირი მაიმც ვერ ვნახე. არ ვიცი ეგებ კია მარა ჩემი ზაზუნასადმი მოწიწების ამბავი რომ იცის ალბათ დაიმალა. ვეცადე წარმოდგენით და მის პოსტებზე დაყრდნობით ჩამეხედა მის ტვინში.
დიდი იმედი რომ დაკაპიწებული მუშაობა დამხვდებოდა არ მაქვს მარა რავი. რა შთაბეჭდილება შეიძლება დარჩეს პატრიარქზე სადღაციდან ჩამოხეტებულ მარა ქართულის კაი მცოდნე ვინმე ტურისტონს თუ ზაზუნას პოსტების კითხვა მიუსაჯეს.
ურიკინებს
ამფიონის ამბავი მართალი გონია
ელანდება
რომ მთელი მიწა სისხლითაა მორწყული
არაადეკვატურია
სახლების და სასადილოების მაგიერ სულ ეკლესიების მშენებლობას ითხოვს
იდეა ფიქსებიანია
გზები არ ევასება და მათ გადასაკეტად ან თავში ან ბოლოში ტაძრებით გადაკეთვას ითხოვს
პარაზიტული მავნებლური სექსისტური
სხვა სიტყვა მაგის პირიდან არ ამოდის
ჯიბის ქურდია
თავისას უჭერს და სხვისგან იპარავს
ბოლოს ეშმაკზე უარესია
ცუდად ხართ და გგონიათ ეშმაკი შეგიჯდათ არა მოჰყევ ზაზუნას რჩევასა პატრიარქი შეგიჯდათ
სადაა ახლა მდუღარე თორემ როგორც დუმბაძის გმირი ამბობს არ უნდა გადაავლო ამას თავზე სამჯერ დღეში

ავტორი: სალი
16.11.2012 18:34
გასაგებია, რომ რაღაც ხმამაღლა უნდა ითქვას, ყურადღება რომ მიიქციოს, მაგრამ ზოგჯერ ეს იქცევა ხოლმე "ვულგარულ ყვირილად სიმართლისთვის" და ამით კარგავს ისედაც მცირერიცხოვან მსმენელს. ის ხალხი კი, რომელსაც მარტო "ყვირილის ჯერა" a priori ვერ იქნება მიზანჯგუფი.

ავტორი: ბებოს შვილიშვილი
16.11.2012 16:51
ძვირფასო MARDUQI + ქმრებო,

... არა კაც-ჰკლა.

7. არ იმრუშო.

8. არ იპარო.

9. არა ცილი-სწამო მოყვასსა შენსა წამებითა ცრუითა.

10. არა გული გითქმიდეს ცოლისათვის მოყვასისა შენისა, არა გული გითქმიდეს სახლისათვის მოყვასისა შენისა...

აგენი ვერ გაგიგიათ დაა, ცოლმა ქმარს ფეხები რომ უნდა დაბანოს, აგენი კარგად გაიგეთ? :) როგორც ჩანს, ბიბლიის შინაარსის სელქციურ გადარჩევას აქვს ადგილი. ჩემს 80- წელგადაცილებულ ცხონებულ ბებიას ვეკოთხებოდი, რომელსაც მეხსიერების პრობლემები ჰქონდა: ეხლა კარგად გაიგე, რასაც გეუბნები და სხვა დროს რატომ ვერ გებულობ-თქო? მიპასუხა: რასაც მინდა გავიგებ, რასაც მინდა არაო ! :)

მთლათ ბიბლიაც არ ყოფილა დამნაშავე... :)

ავტორი: ანონიმი
16.11.2012 15:08
ამდაგვარ თემაზე ვეება რომანების სერიები იწერება უცხოეთში. თუმცა განვითარებულ სამყაროში ასე მწვავედაც არ არის საქმე როგორც აქაა. ჩვენთან კი აქ, მე ვერ გამიგია ამ კომენტებში ზაზას მწერლობით უკმაყოფილებას მიიჩნევს აქაური საზოგადოება პრობლემად თუ ქართულ ეკლესიაში მიმდინარე პროცესებს რომელიც ბევრად უფრო პრობლემატურია, ვიდრე რომელიმე ავტორის ავკარგიანობის საკითხი> და, თუ მაინც გინდათ რომ შეეშვას ზაზა წერას, უმჯობესი იქნება ხალხმა მეტი ილაპარაკოს ამ თემებზე,
სანამ გვიანი არ იქნება.

ავტორი: MARDUQI საიდან გვწერთ: mesopotamiidan
16.11.2012 11:57
ქმრის ფეხების ბანა ცოლის მიერ მართლა ბიბლიური დოგმაა .ამაში პატრიარქი კი არა იბლიაა დამნაშავე.

ავტორი: ნინი საიდან გვწერთ: რუსთავიდან
16.11.2012 01:10
თითო მღვდელზე--თითო ეკლესია! ასეთი გეგმა დაისახა სრულიად საქართველომ. ვინც ამ სოცშეჯიბრში არაა ჩაბმული, ის ხალხისა და ქვეყნის მტერია. ამ ეკლესიებს მიუმატეთ მღვდლების მოსასვენებელი ოთახები და უსახლკარო ბავშვებისა და მოხუცებისთვის აღარაფერი რჩება. არადა რამდენი სახლისა და უფასო საავადმყოფოს აშენება შეიძლებოდა ამ ფულით. ტირილი მოგინდება ამ მატრაბაზების შემხედვარე. ბატონო ზაზა, აბსოლუტურად გეთანხმებით. დღეს საქართველოში მორალი მოდაში არაა. მწერალმა კი თავის ხალხს ყოველთვის სიმართლე უნდა უთხრას, როგორი მწარეც არ უნდა იყოს ის.

ავტორი: lia საიდან გვწერთ: tbilisi
15.11.2012 21:20
"ლუკას სახარებაში" რომ საცოდავ დღეზე დაბადებული დირექტორია, იმას მაგონებს, ეს, ასევე საცოდავ დღეზე დაბადებული არსება.

ავტორი: ნიკო
15.11.2012 19:13
მაია, თქვენი რჩევები უაღრესად საგულისხმოა, მაგრამ... ზაზა რომ პოეტი არ არის?

ავტორი: maia
15.11.2012 18:00
რანაირი მწერალი ბრძანდებით, ნამეტანი პირდაპირობაც არ ვარგა პოეტისათვის. იმიტომ არის რომ მუჯლუგუნებიც მოგხვდებათ ხოლმე შიგადაშიგ. სკოლაში მასწავლეს, რომ ალეგორია, ალიტერაცია, ალუზია ლიტერატურაში გამოიყენება შთაბეჭდილების ინტენსივობის მისაღწევად. არსებობს როგორც მავნე ასევე უვნებელი და სასარგებლო ბაქტერია. მიუხედავად იმისა, რომ ათეისტი ვარ, ვთვლი რომ ეს არის უაპელაციო კრიტიკა. "რატომ ვკვეცთ კულტურის სამინისტროს ბიუჯეტს რამდენიმე მილიონით და რატომ ვზრდით საპატრიარქოსას ასევე რამდენიმე მილიონით"-ეს ფრაზა ჩემი აზრით, უნდა იყოს ძირითადი თემა, მაგრამ მიტოვებულია "დროის ეპოქის და სივრცის გარეთ". პატრიარქის პიროვნული შეურაცხყოფა ლამაზი არ არის, მითუმეტეს თუ იცით, ვის მიჰყავს "პარადი". ამით თანამოაზრეებს ვერ შემოიკრებთ.

ავტორი: nino საიდან გვწერთ: თბილისი
15.11.2012 15:53
მესმის თქვენი, არ შეიძლება ღმერთმოძულეს ახარებდეს ტაძრების მშენებლობა! აბა რა უნდა იდგას ყოველი ქუჩის ბოლოს? -შანგრელა. კვერცხის ძეგლი, შლოპანცის ძეგლი და ბორდელი? კულტურის სამინისტროს დაფინანსების შემცირება რატომ არის ტრაგედია? ნაკლები უნიჭო კონცერტი ჩატარდება, სულ ეს არის :) თქვენ მგონი მართლა შეგიჯდათ ეშმაკი ზაზა, თორემ შეძლებდით ტაძარში შესვლას და დანახვას რომ მრევლი მართლა ვეღარ ეტევა!!! ღმერთმა დაგლოცოს და გაგაძლიეროს! :)

ავტორი: kv საიდან გვწერთ: Tb
15.11.2012 15:45
„....და შევიდა იესო ტაძარსა მას ღმრთისასა, და თვალი შეავლო ყოველივეს, რაც კი ტაძარში არსებობდა..............და გამოასხა ყოველი იგი განმსყიდუელი და ყოველი, რომელი იყიდდა ტაძარსა მას შინა, და ტაბლები იგი მეკერმეთა მათ დაამსუა დასასხდომლები იგი ტრედის-მოფარდულთა მათ დაუქცია...“
მსგავსება დღევანდელ მდგომარეობასა და მაშინდელს შორის სულ უფრო და უფრო შესამჩნევია. ამას ბევრი სასულიერო პირიც დაგიდასტურებთ თუ ამ თემაზე საუბრის დონეზე დაახლოებული ხართ. ეს არის სახელმწიფო სახელმწიფოში, რომელიც ფლობს მილიონების აზრს და რომელსაც შეუძლია ხელის ერთი აქნევით საითაც სურს წაიყვანოს ქვეყანა. ეს დღითიდღე სულ უფრო და უფრო საშიშ სახეს იღებს საქართველოს სახელმწიფოებრიობისთვის. ეს არის უკიდურესად არადემოკრატიული ინსტიტუტი.
ამავე დროს, სარწმუნოებას შეუძლია დადებითი როლი შეასრულოს ქვეყნის ისტორიაში. ამისათვის სახელმწიფო და ეკლესია მაქსიმალურად უნდა გაიმიჯნოს. ეკლესიამ ხელი უნდა აიღოს პოლიტიკისგან. ეკლესიიდან "ვაჭრების განდევნა" როგორც არასდროს ახლაა საჭირო და ამისათვის “იესოს შესვლას" არ უნდა დაველოდოთ, რათა "სახლს იესოსას ერქვას სახლი სამლოცველო". დღეს კი ასეთი სიტუაციაა შექმნილი და ეს ბუნებრივია ამ ინსტიტუტის მმართველობის ფორმის გამო, იქ ისადგურებს ფულის და მასის ძალაუფლება.
გადაჭარბებულია? შეიძლება მაგრამ ძალიან ოდნავ.
ხალხს, რომელსაც უფლება აქვს მოჰკითხოს ხელისუფლებას სად იხარჯება გადამხდელების ფული, რატომ დადიან საშოპინგოდ და რატომ ათევენ ღამეს ძვირად ღირებულ სასტუმროებში, აქვეყნებენ ხელისუფალთა პაპრაცულ სურათებს საროსკიპოებიდან და ღრეობებიდან, ასევე უნდა ჰქონდეს სურვილი და უფლება, პრველ რიგში ალბათ მოთხოვნილება იმის, რომ იკითხონ, რატომ არ არის ჩვენ ქვეყანაში მკურნალობის საშუალება, რატომ არის აუცილებელი კარლოვი ვარში დასვენება, თუ ქრისტეს რჩეულ საქართველოსთვის ასე უხვად დაუბერტყია ყველაფერი სიკეთე, რა ფული იხარჯება ამისათვის, როგორ იშიფრება ოცდახუთი მილიონი ლარი და ა.შ.
მადლობა ზაზა.

ავტორი: ფანტაზიორი აკიბა
15.11.2012 13:24
4.

ჯანსუღი იტყოდა, სხვა ვინ იტყოდა!

და გაახსენდა, – მით უმეტეს სრბოლაშია ახლა თვითონაც, – ჯანსუღის მონაყოლი:

იატაკის ქვეშ რომ ვიყავი ზვიადის დროს ერთი ხანობა, და ამოვედი ბოლოს, რავარც იქნა, ორი კვირის დაუბანელი, დაუვარცხნავი, გაუპარსავი, შენ წარმოიდგინე, ჩემო ზაზა და მაინცა მცნობდნენ ასე დაუბანელს, დაუვარცხნელს, გაუპარსავს, ნაშიმშილებს, ნამწყურვალეს ქუჩაში ის დედამოხნული მდედრიონის ქალები, და რო დამესეოდნენ და დამაწიწკნიდნენ და დმაგლეჯდნენ იმ წვერებს!..

ჰოდა, ერთ დღესაც, შენ ხარ ჩემი ბატონი, რუსთაველზე, როგორღაც თავდახსნილი, გახარებული რომ გამოვრბოდი კვალში ჩამდგარი მდედრიონელებისგან, – პოეტის უბედურად მოწყობილ ტვინს რა ვუთხარი, თორემ იმ საშინელი წიწკვნისა და ცემა–ტყეპისას რა მელექსებოდა, მაგრამ სწორედ მაშინ მოფიქრებულ სტრიქონს, „თავისუფლება ყველას არ უნდა, თავისუფლება ლომს და ვეფხვს უნდა„–ს ვიმეორებდი და ვიმეორებდი, არ დამავიწყდეს მეთქი,– ასევე დევნილი, სუფთად წვერგაპარსული და წმინდად თავგადახოტრილი ნოდარ ნათაძე არ წამოეწია?! წამომეწია კი არა, შენ წარმოიდგინე, გამისწრო კიდეც, გასწრებულმა ის გადახოტრილი თავი შემოატრიალა და გამეტებით შემომბღავლა, „წვერი გაიპარსე, შე უპატრონო, წვერი!„

დავუჯერე, გაივპარსე, და დავისვენე მართლაც პატარა!

ამ ძველ პოეტებს და მწერლებს რა გადამეტებული სამამნენიები აქვთ, კაცო, საკუთარ თავებზე და წვერებზე!

რაც ჩემთვის ეს ბლანჟე უგლეჯიათ და უპუტიათ, ჯანსუღს სად მოელანდება!

მერე, რა უპრინციპოები არიან!

ნახე, რა უცბად შელევია და გაუპარსია?!

ესაა პირინციპების, შეხედულებების, მსოფლმხედველობის, შეგნებისა და ღირსების ერთგულება–შენახვა?!

არანაკლებ გაჭირვებაში იყვნენ და არანაკლები საფრთხე ემუქრებოდათ, მაგრამ უკან არ დაუხევიათ, თავი არ მოუჭრიათ დემეტრე თავდადებულს, ცოტნე დადიანს, თევდორე ბერს!..

რაღა შორს მივდივართ, განა თვითონაც არ შეეძლო ამ თავისი ბლანჟეს მოპარსვა და შიშველ თავზე თმის მიშვება?!

მითუმეტეს, ყველაფერს რომ თავი დაანებო, ამ შეჭირვებულ და უჰონორარო ქვეყანაში საკმაოდ ძვირი ჯდება ერთისაც და მეორისაც შენახვა და მოვლა–პატრონობა!

ჯერ სპეციალური ხსნარებითა და სუნამოებით დაბანვა–დამუშავება თქვი, რომ მკბენარები არ შემოგესივნონ, მერე სპეციალური მაკრატლით სულ მუდამ ერთ დონეზე უნდა ამყოფო, რომ სიგრძეში არ გაგეპაროს, მერე სპეციალური სავარცხლით უნდა ივარცხნო და ილაგო, თორემ ერთი თუ აიბურდა, რა დაბურდავს მერე უკან!..

თავიც სულ კონტროლქვეშ უნდა გყავდეს, რომ არაფერი შემოეჩვიოს და ამოვიდეს, რაღა არაფერი, თმები, და სილაპლაპეს არ შეეპაროს უშნოდ!..

არა, ქართველი თავს არ გადაიპარსავს! ესე იგი, პირიქით, თავს არ გაითმიანებს და სახეს არ გაიტიტვლებს!..

ისე კი, კაცმა რომ თქვას, საკმაოდ შემაწუხებელი და მომაბეზრებელია!

ხალხი მანქანას და ცოლს არ უვლის და ეფერება ისე, ეს რომ ამ ნახევარწვერს და თავს გადაყვა!

მერე, აცივდა და საკმაოდ არაკომფერტაბელურია ამნაირი თავით სიარული!

არადა, გოიმივით ქუდს ხომ არ დაიხურავს, საფირმო ნიშანს ხომ არ დამალავს?!

ერთი მხრივ კარგიცაა, ვერ იცნობენ ქუჩაში ხელებაქავებული მუტრუკები!..

მეორე მხრივ, ხალხმა თუ ვერ იცნო, არც ეს იქნება კარგი!

ესეც დილემაა, რაღა!

იმისი არ იყოს, სულ დიდ ქმნილებას რა შეჰფერის?

ის, რომ იტანჯოს
და აიტანოს მჩაგრავ ბედის ნეშტრითა გმირვა,
თუ შეებრძოლოს მოზღვავებულ უბედურებას და დაიძინოს გაღვიძებამდე?!

ავტორი: anto საიდან გვწერთ: tbelese
15.11.2012 13:00
რაღაცაში ვეთანხმები ზაზას ბურჭულაძეს, 1.ეკლესიას არ ჭირდება ბიუჯეტიდან დაფინანსება (ამისთვის არსებობს მრევლი ანუ შემომწირველი) მითუმეტეს საეკლესიო მოღვაწეობა დღეს ფუფუნების სიმაღლეზეა, დაწყებული მღვდელის ინსტიტუტით და დამთავრებული მთლიანად საპატრიარქოს ინსტიტუტით, უბრალო მოქალაქეებთან მიმართებაში. მაგალითი: ჩვენ ვხედავთ კარგად ნაჭამ-ნასვამ, კაი ფერზე მყოფ მღვდელს უნაკლოდ ჩაცმულს, ხშირ შემთხვევაში მანქანით მოძრავს და ა.შ. ამის მერე ჩვენ ვუყურებთ ჩვენ გაუსაძლის ყოველდღიურობას, მეორეს მხრივ ვხედავთ ათასობით უპატრონო, მშიერ, ხშირ შემთხვევაში დაუბანელ და ამავ დროულად აყროლებულ ადამიანებს. რომლებიც ქუჩაში ითხოვენ, ნაგავში იქექებიან, ქუჩაში სძინავთ, და ა. შ. მათ შორის თითქმის ყველა ეკლესიის შესასვლელში. ხშირად უსვამ კითხვას ჩემ თავს. ეკლესია რად გვინდა? ვილოცოთ? ჯვარი დავიწეროთ? ბავშვი მოვნათლოთ? ბინა ვაკურთხოთ თუ მიცვალებულს პარაკლისი გადავუხადოთ? და ეს ყველაფერი როგორც ყოველთვის რაღაც თანხის სანაცვლოდ. 10 თეთრიანი სანთელი 12 საათამდე თუ აღწევს 12 ის მერე 20 თეთრიანებია და უფრო ძვირიც. აღარ მაქვს სათქმელი საეკლესიო პროდუქციის უზარმაზარ არჩევანზე, რომელიც ყოველ ნაბიჯზე გვხვდება ეკლესიიდან დაწყებული და ბუტიკებით დამთავრებული და რომლებიც არც თუ ისე ადამიანური ფასით გამოირჩევა. ამას დამატებული ყველა უბანში აშენებული თუ მშენებარე პატარა თუ დიდი ეკლესიები. რას ემსახურება ეს ყველაფერი? რწმენის აღვივება ძალიან კარგია, მაგრამ აქაც უნდა იყოს სწორი აქცენტები გაკეთებული. გადაჭარბებული ხომ იცით არაფერი ვარგა და ამ შემთხვევაშიც ასეა! ტაძარმა და ხატმა თითქმის ძალა დაკარგა, :( (არ მაქვს საუბარი სიწმინდეებზე, მხედველობაში მომაქვს გატირაჟებული ხატები, ლიტერატურა თუ სხვა საეკლესიო ნაკეთობები და პატარ პატარა სალოცავები ყველა უბანში). საბოლოოდ გაჭირვებულებს არავინ ეხმარება და ეს ყველაფერი კარგ ბიზნეს საქმიანობას მაგონებს, დანარჩენი კი ყველაფერი მოჩვენებითია. 2. ზაზა ამ თემაზე ასეთ ქვეყანაში ასეთი მიდგომით საუბარს არავინ გაპატიებს და ეს შენ ძალიან კარგად იცი! გამონათქვამი ვიცი ასეთი, ჭკვიანი სხვის შეცდომებზე სწავლობს, სულელი თავის შეცდომებზე, დებილი კი ვერ სწავლობს საერთოდ. ერთხელ არ გეყო რომ მიგჟეჟეს? იმიტომაც არ ხარ შენ მწერალი, თემასაც ვერ არჩევ როგორც ჩანს.

ავტორი: სანდრო საიდან გვწერთ: თბილისი
15.11.2012 11:41
აუფ... აწევებათ აქ ზოგიერთებს.. არადა მართალია წყალი არ გაუვა.

ავტორი: ფანტაზიორი აკიბა
15.11.2012 09:39
3.

ეეჰ, მოკლედ, მძიმე სურათი და კინოა ცხოვრება, მით უმეტეს, ამისთანა მოუმზადებელი „მაყურებლები„ თუ გყავს!

არ მჯერა თავდადებული ხალხის.

თუ მოასწრო და ნამუსრევზე ერთი კარგად დასდო თავი, მერე, ქვეყანაც რომ დაინგრეს, ვეღარ ააღებინებ საინიდან!

ამ გახსენებაზე, სიგიზმუნდა რომაა, ისეთი მოურიდებელი და პირდაპირი უნდა იყო, ფკხებზე რომ კიდია პოლიტკორექტულობაც და საერთოდ პოლიტიკა!

როგორ იყო, იმ ნაჯდომი ლეჟავას მორიგი „შედევრის„ პრეზენტაციის შემდეგ მამაპაპურ და ტრადიციულ სუფრაზე რომ დავსხედით ერთი ჯგუფი ამ ჩვენი „ნაღები„, – ნაღები არა, დო და შეჭამანდი – მწერლებისა და დაიწყო ამ უნიჭო ლაშას თამადობით ტრადციული ტყლარჭვა–გრეხვა, აუ, რა ვართ მაინც ეს ქართველები! რა მაგრები! რა ნიჭიერები! რა ლამაზები! რა მშრომელები!..

და რომ აღარ მორჩნენ, ლამაზები და ლამაზებიო, – ერთი წუთითო, ჩვეული პირდაპირობით რომ დაიძახა სიგიზმუნდამ, ყველას ერთდროულად რომ გაგვიყარა თვალებში თავი, თვალი, და ალერსიანად იკითხა, ჩვენ, აქ, ყველანი ქართველები ვართ, ხომ?!

და – რავა გეკადრება, ქართველები ვართ, აბა რა ვართო! – რომ გაიგიჟეს თავი იმ დაბდურა ლაშას თამადობით, ჰოდა, კარგად შეხედეთ, აბა, ერთმანეთსო! – სიგიზმუნდამ.

და რომ შევაშტერდით ერთმანეთს, პირდაღებულები, –

ვინც კიდევ იტყვის, ქართველები ლამაზები ვართო, იმის ასე და ისეო! – მე შენ გეტყვი, გინება არ ეხერხება სიგიზმუნდა უბედურს!..

მდაა!

გამოვარდება ახლა ვინმე უროდი და აგვიკლებს, ლამაზები ვართ, მა რა ვართო!..

ელაპარაკე ამისთანა ვირუსებს!.. სხვათა შორის, კაი თემაა მომავალი ბლოგისთვის, არ დამავიწყდეს, „ვირუსი, როგორც ქართული მეშჩანური საზოგადოების სარკე„.

ლენინიღა მაკლდა!

წავედი ახალა დასაძინებლად, სანამ ლენინს მოყოლია სტალინი და რაღა დამაძინებს მართლა მერე!..

თქმა და შესრულება ერთი იყო.
წავიდა, დაწვა და ორიოდე საათში ისეთი გემრიელი ხვრინვა ამოუშვა, თქვენი მოწონებული.

დილით,
დილით კი რომ გაიღვიძა ზაზა შეძრწუნებულმა, რა ამბავია, რითი ვერ მორჩნენ ხერხვასო, აღმოაჩინა, რომ წუხელის, საკუთარ საწოლში რაღაც საშინელ მორწმუნედ ქცეულიყო.

წამოხტა შეჩქვიფებული, ვაიმე რასა ვგევარ, ეს რა დამმართნია, რას იტყვის ფორუმი, რას იტყვიან, გიგა, გოგი, გიორგი, ზაალ, გერმანე, კოლფილდ?!.

ღმერთო შენ უშველე! ღმერთო შენ უშველე! – გამოვარდა ეგრევე.

გზაშის, სრბოლისას გაახსენდა, პირი არ დამიბანიაო.
რა ეპირებოდა, თუ მაინცდამაინც, სადმე, წყაროსთან დაიბანს, წყაროს სად ნახავ ამ საშინელ ქალაქში, ეეჰ, სოფელო, ჩვენო სოფელო, დაილოცოს შენი მარჯვენა, შენი იალაღები, შენი შეურყვნელი და ნაღდი მთა–ველი, მოსახლეობა, აბა, ისინი ხომ არ დაამადლიდნენ პირდაუბანელს ერთ პეშვ წყალს?!

ეეჰ, ადამიანებო, ძმანო და დანო, ჩვენო უმცროსო, რა უმცროსო, უფროსო ძმებო, მაიმუნებო, იცანით, თუ რა მცირედი უნდა, ჰყოფნის ამ გაუმაძღარ და ტიალ წუთისოფელში ადამიანსა!

რისთვის ჭამთ ერთმანეთსა? ლანძღავთ, თათხავთ, უთხრით ორმოსა, კლავთ, ხოცავთ, უსწრაფავთ ღვთისგან ნაბოძებ სიცოცხლესა, ისტუმრებთ იმ სიბნელეში, უკუნში, არარაში, არარაობაში, მატლებისა და ჭიების კერძადა!

და რა წვრილმანია, სისულელეა ამ უსასრულო მარადისობაში და სიდიადეში ეს ჩვენი წვრილმანი ვნებები, ქიშპი, შუღლი, გაუტანლობა, ეს ჩვენი ცრუ საწყაული აღუვსებელი!..

სირცხვილი!

სირცხვილი!

სირცხვილი!

და რა ცოტა!

რა ცოტა!
რა ცოტა!
რა ცოტა სჭირდება ადამიანს!
დაილოცოს ღმერთო შენი სამართალი!

რა ამაყად ჟღერს „ადამიანი„!
მგონი უკვე თქვა ვიღაცამ ჩემამდე.
რავა დასწრებაზეა ყველაფერი.

დიახ, სულ ერთი პეშვი, ნუ, ეს ძაან ცოტაა, ერთი ტაშტი წყალი სჭირდება, რომ ცოტა განიწმინდოს იმ ღამეული კოშმარებისგან, აღდგეს ძველებურად.

მწყურვალისათვის მიმატანინე წყალი!

მგონი ესეც ნათქვამია!..

ავტორი: GERMANE
15.11.2012 03:19
უკიდურესობების ერი კიარა ვართ.
ბევრი, ძალიან ბევრი გაუნათლებელი და უწიგნური გვყავს. ერთ სულ მოსახლეზე ყველაზე მეტი უმაღლესი ან საუნივერსიტეტო ცოდნის ადამიანები გვეყოლება ალბათ და წიგნის კითხვა ერთეულებმა იციან.

ეკლესიაში მოსიარულეთა უმრავლესობას სახარებაც არააქვს წაკითხული - გააზრებაზე ხომ საუბარიც ზედმეტია.
რწმენა წარმოსაჩენოებად და სხვისი მარგინალიზაციის საშუალებად გახადეს არა მარტო ანაფორიანებმა, არამედ უბრალო ხალხმაც.

ყველა უბედურების თავი და თავი გაუნათლებლობა და უწიგნურებაა.

ისე კი, აქვე პასუხად - ღმერთმა დამიფაროს მღვდლობისაგან.
წარმოიდგინეთ ამაზე უფრო მეტი თავხდობა და უფლის მკრეხელობა რა უნდა იყოს, რომ შენ, უბრალო ადამიანმა და მოკვდავმა სხვას ექადაგო იმაზე, რაზეც არცერთი მოკვდავი უბრალოდ აზრზრეც არ შეიძლება იყოს.
რომელმა მოკვდავმა, გინდაც უგანათლებულესმა იცის, თუ რაა უფალი, რაა მისი ნება ან რა ხდება მის გარშემო.
ადამიანი საკუთარ თავსაც არ იცნობს წესიერად და უფალს როგორ უნდა გაუგოს არსი და სიღრმე?
უფალს რომ ადამიანი მონა-მორჩილი და მარტო მლოცველი ნდომებოდა, მაშინ რა საჭირო იყო ორი ფეხი და ორი ხელი - ჩასაცუცქად და სალოცველად ერთი ფეხიც იკმარებდა და პიჯვარის საწერად ერთი ხელიც.
ადამიანის აზროვნების უნარი კი იმაზე მიუთითებს რომ ეს უნარი უნდა გამოიყენო. მონობას აზროვნება არ უნდა
ამიტომაც რწმენა მხოლოდ ინდივიდუალური და არა კოლექტიური შეიძლება იყოს.

ავტორი: >>> საიდან გვწერთ: tbilisi
15.11.2012 02:10
ერთი უკიდურესობიდან მეორეში ვეშვებით ...
რა ხალხი ვართ რა გვინდა?
ვითომ ვიღაცამ მოგვახვია თავს, მაშინ როცა ვანგრევდით ეკლესიებს . ეხლა ვაშენებთ ისტერიულად და გვჯერე რომ ეს"ხალხს" სურს. :დ ..უბედურია ერი რომელსაც ამდენი ლოცვა და მონანიება ჭირდება..რომელსაც ამდენი ტაძარი არ ყოფნის და რაც აქვს ძველი ისიც თავზე ენგრევა...

ავტორი: naturali
14.11.2012 23:16
ყურადღებით გავეცანი ფანტასტომაგორიულ ფანტაზიებს

დასკვნა

ჯერჯერობით გამწვავება არ აღენიშნება

რჩევა მოკეთეებს

მოარიდეთ ქვები და წვეტიანი საგნები

ყოველ შემთხვევისთვის მოიმარაგეთ ბროწეულის ოყნები

ავტორი: ფანტაზიორი აკიბა
14.11.2012 21:27
2.

ამ ხალხისა მიკვირს და მერე და მერე მთლად განვცვიფრდები ალბათ მთავრად, მოიცა, როგორაა?.. განსაცვიფრებლად არის მთავარი! რა? ჰო, განსაცვიფრებელი გაკვირვება დამეუფლება ალბათ; ასეთი და ისეთი... არაისეთი მწერალი ხარ, შენს ნაგ, ნაგრძნობ–ნაფიქრს რა წამაკითხებსო, პასტერნაკზე და სოლჟენიცინზე რომ იძახდნენ ანალოგიურად, არ წაგვიკითხავს, მაგრამ არ ვარგა და ვგმობთ და მიწასთან ვასწორებთო!

შე, პატრონიანო, თუ არ წაგიკითხავს, თუ არ გევასები, ესე იგი, როგოც ხელოვანი, მწერალი და მოღვაწე, ეხლა ამაზე შემჭამენ, მოფუსფუსე, რა გინდა, რას მემართლები, მე საცოდავს და პატარას, ჯერ ერთი წლისაც არა ვარ, შრშანწინ როგორ მნახეო?! ვაა, ეს სად გადავვარდი, კაცო, სულ გამაგიჟეს, ამათი! ეს წერეთელი ხომ საერთოდ გამოტვინდა და, ეს წერეთელი არა, ახლა ამის მოქსევა, მოვარდნა და ფეხთა მისთა უხეში ბაგა–ბუგი მინდა?! თითქოს ცოტა მოვმჯობინდი, მურმანოო, მითხარ, მითხარ, შენსა მზესაა, ეთერ ქალი რაიგია?!. უკვდავების წყალსა გთხოვდეეე, წახვიდოდეე, მომიტანდეეე, ეგეეებ ცოტა მოვმჯობინდეე!..

ახლა კი გულმა მაცნობააა, ბედი გექნება მწარეეეეოოო!.. ამაღამდელო ღამეოო, ნუ გათენდები მალეოოო....

ტატტაა!... დაიწვა შენი დამწველი!..

თუ მურმანი არა სჯობდეს იმ გაყიზვინებულ აბესალომს და რა ვიცი!..

ისე, რა მინდოდა ამ ჟულიკებში, შურიანებში, შულერებში და ფინაჩებში?! იმისი არ იყოს, წვენებში?!.

დასკდნენ ალბათ სიხარულით, ზაზა უბერტყიათ გემოზეო!

ესენი არიან კოლეგები, თანამოკალმეები, ჰუმანისტები, სხვათა ჭირთა გულთმიმტანნი?!

ისე!..

გაგაგიჟებენ მთლად ეს ვირგლები, მერე ლექსიკონში ვნახო, არ დამავიწყდეს, რაც მარტო ამ ბლოგებში ბუნდოვანს, დეფის და ლეჟავას გენიოსები, დანტეები, ალეგიერები, მიქელანჯელოები, პროსპერ მერიმეები, ეს ვიღაა? ჰომეროსოები, გოეთეები და რა ვიცი კიდევ ვეძახე და რომ ვიფიქრე, ერთი–ორ ტკბილ სიტყვას მეც შემაწევენ, ნუ, ბოლო–ბოლო ბალზაკს და კაფკას მაინც დამიძახებენ–თქვა, და ონორე და ზამზა კი არა, მთათხეს და მლანძღეს უშვერად და უგვანად იმ ტეტიებმა! ვინც იმათ მწერლობა დააბრალა!..

ეს ლეჟავა მთლად ვერ ყოფილა თავის ძრავაზე!

საწყალი მშიერია, გაუხარელი, რეციდივისტი–თქვა, ვაცოდე და ვაცოდე მკითხველებს, ეგება ნაჯღაბნები გავასაღებინო მეთქი და მართლა მწერალივით არ იტკიცა, რაის მშიერი, გენეტიკურად არ ვსუქდები, თვარა ჩემზე მეტს ვინ ჭამსო!

ეცი კაცს პატივი!

დეფიზე ლაპარაკიც არ ღირს, „თავისი „მაღალი„ ყურადღების ღირსადაც არ ჩამთვალა იმ მდაბიომ!

დეფი არა დეფისი! გამომივიდა ესეც მარკიზ დე სადი!

ჰო, წავსულიყავი, მემღერა, რა წერამ ამიტანა?!

ეს ხმა არ დამეწუნება და... რასაც მე აბანოში ვმღერივარ ხოლმე და ყველა სიამოვნებით მისმენს!..

ბათუმში კიდევ, „ქეთო და კოტეში„ ცუდად გამოვედი?!

დაინგრა მთელი ოპერა ტაშითა და აპლოდისმენტებით, ბრავო და ბრავო ბურჭულაძეო! მართალია, რატომღაც „ბრავო პაატა!„–საც ყვიროდნენ, მაგრამ რა ჩემი ბრალია, იმათ ზაზა და პაატა თუ ვერ გაურჩევიათ ერთმანეთისგან?!.

ავტორი: ანონიმი
14.11.2012 21:26
ავტორი: GERMANE
14.11.2012 13:02

შენ ნაღდად სამშობლოდან და ეკლესიიდან მოკვეთილი ლიბერტიანელი მღვდელი ხარ.

ავტორი: NATURALI
14.11.2012 21:05
კარგად კითხულობ შენ ყველაფერს აკიბა და მოეშვი ფარმაზონობას.

რაც შეეხება მწერალს პერსონაჟებს და ფლობერს. მწერალის სული მრავალპლასტიანი უნდა იყოს თითქოს მასში უამრავი სხვადასხვა ადამიანი სახლობს. მის აზროვნებაში და სულში უამრავი ურთიერთსაწინაარმდეგო აზრი და იდეა ირეოდეს და ამას უნდა აკონტროლებდეს ანუ მისივე ნაღდი იპოსტასი უნდა ზეობდეს თორემ გაუბერავს.

როცა წერს ცხადად უნდა განიცდიდეს როგორც აღწერილ სიტუაციას ასევე მისი პერსონსჟების სულიერ თუ ფიზიკურ მდგომარეობას. პლიუს უშრეტი ფანტაზია და მთავარი ღვთიური მადლი თუ ნაპერწკალი ასევე ცხოვრების ცოდნა და განათლება. ვისაც რა დონით გააჩნია ეს ინგრედიენტები ისეთივე დონის მწერალია. ამ გაგებით თქვა ალბათ ფლობერმა მადამ ბოვარი მე ვარო ჩემში მადამ ბოვარიც ცოცხლობს და წერაში ის მეხმარებოდაო.

ასე რომ მწერლის გაიგივება მისსავე პერსონაჟთან გარკვეულწილად შეიძლება. კი მაგრამ რაც არ გიფიქრია ის როგორ უნდა დაწერო. არ მითხრათ ტრანსში ვარდება მწერალი და არ უწყის რას წერს რომ გამოიფხიზლებს მერე შეიცხადებს დიტუ ეს რა დამიწერიაო.

კარგი იდეა აკიბას. ფანტაზიორი შეშფოთებილი გამშიფრველი აღშფოთებული გახარებული და მრავალსხვა თიკუნიანი აკიბა. რადგანაც ანბანის ნებისმიერ ასოზე მოიძებნება შენი თიკუნი. სჯობს არ იწვალო ყოველი პოსტის წინ და ასე დაწერე სულ.

ალფავიტური აკიბა. აკუნა მატატა სიმონ.

ავტორი: ფანტაზიორი აკიბა
14.11.2012 20:02
1.

... და გასულიყო ამდენ ლანძღვა–გინებიან, წყევლა–კრულვიან პოსტთა შეჭირვებულ კითხვაში დღეი ესე უსიხარულოი, მწარეი, მწუხარეი... ვაჰ, სოფელო, სოფელო არა იხვის ვინიგრეტი, ვახ, ქალაქო, ესეც ნიტო, ვაახ დედაქალაქო, რა ზნე და უშობელი გჭიირს, ტოო, ასეთი უსაშველოი, შენი მენტალობისა და დისკურსისა რა ვთქვა, როო, რა შიგანი გიძლებს ამისთანა დისკრიმინაციის და დისკრედიტაციის მოწმე–მონაწილესა?!

რას ერჩიან, რასა, ეს სამგლეები, განა?!

რა დაწერა, რა, ამისთანა უნახავი და კალმით დაუწერელი?!
არა აქვს, განა, უფლებაი, ბუნებით მინიჭებული, როგორც ყველა არსებასა ამ მრავალ ფეროვან, თვალხატულა და ჟუჟუნა საქართველოს ქვეყანაზედა, მსოფლიოს ქვეყანაზე რომ აღარაფერი ვთქვათ, დაწყებული პატარა შარხანი ვეფხვითა და დამთავრებული დიდი ხოჭოთი?!

ეეჰ, წერე და იკითხე, მისახედია ზოოპარკი თავის საცოდავ ბინადრებიანადაო! ვინ, ვინ მიუტანს იმ საწყლებსა, გარიყულებსა საზოგადოებიდანა, ესეც თუ საზოგადოებაა, მოძულებულებსა, მოშიებულებსა, მოწყურებულებსა?

ეეჰ რჩებია ხმაი ესე მღაღადებლისადა შეუსმენლადა ამ ყრუ და პირქუშ ქალაქშიდა, გაუტანელსა და არაჰუმანურსა, არატოლერანტულსა, ის ტოტლებენიც კაი ხვითო იყო და ტალეირანი ხო, ვინ მიუტანს პურსა და თუნდაც ხორცსა არსობისასა იმ ბედისაგან დაჩაგრულებსა?! მართლა, თახვი ხორცისმჭამელია თუ ძუძუმწოვარი?! ვაა, ეს რა ასოციაციები უჩნდება, კაცოო?! ჰოო, ესეც ხომ კაცია–ადამიანი?! ამასაც ხომა აქვს უფლებაი, თქვას და მოუწოდოს, მიდით, მიხედეთ ცხოველებსაო?! ან ეკლესიებზედა, პატრიარქზედა... რომის პაპი ხომ არ არის, კაცო?!.

ამათ კი, ამათი, მოინანიეო!

რა მოინანიოს, რა?!

თუმცა არა, ინანიებს კი!

ტელევიზორში იმ ფაშისტური „ასავალ–დასავალის„ ნაცისტ ჟურნალისტს მაიმუნი რომ ეძახა!

ბოდიშს, წრფელს და დიდს გიხდი შე ასე უსამართლოდ გატრიზავებულო მაიმუნო!

მაშ, შენ მაიმუნი უნდა გერქვას და იმას და აურაცხელს ადამიანი?!

რად გაჩნდი მაიმუნად, რატომ არ მოხველ კაი ყმად?!

კარგ ყმად ვინა ვთქვათ ვაჟებო?

სად არიან ყმები ამ მონებში, ერთი!

ეეხ, თითქოს სიტყვიერი არა კმაროდეს, ეს ფიზიკური რაღა წესი და უბედურებაა, ამათი, შეურაცხოფა?!. რამდენი ნეკნი აქვს, მართლა, ადამიანს? ეხლა რამდენი მაქვს? მერე დაითვლის, მე ნეკნებს მათვლევინებენ, სერვანტესს მარჯვენა მოჭრეს, არსაკიძეს მკლავი, გუმილიოვი დახვრიტეს, იქ რა მიმარბენინენბს, ჯავახიშვილი, ტიციანი, პაოლო, მიქელაძე... რამდენი, რამდენი... ამ დეისაძეს რატომ არ ასილაქებენ?! ლაშამ რომ იკადრა და დაწერა, საცემი კი არა, გასალახი იყო, მარა კია ბულკივით ფეხშეუხებელი... ასეთია მწერლისა და ხელოვანის ბედი ამ უდაბნოსფერ ქვეყანაში!... გინახავთ თქვენ ფერი გალახულ მწერლის? ეეხ, დაილოცოს ბუნებავ შენი სამართალი... ბედი უნდა, ბედი, ყველაფერს და კაი, გამგები მკითხველი კიდევ... შენი რომანის პერსონაჟი გინდა თუ არა შენა ხარო! ესაა მკითხველი საზოგადოება?! აბა, ფლობერი რომ ამბობდა, მადამ ბოვარი მე ვარო, ესე იგი, ფლობერი იყო ქმრის მოღალატე პროსტიტუტკა?!.

ავტორი: ანონიმი
14.11.2012 19:22
ჩემი აზრით ილია II ტალიბანის ქრისტიანული ექვივალენტია. ისენი ბუდას ძეგლებს აფეთქებენ, ეს ბუდა ბარებს ააფეთქებს. ისენი ქალებს განათლებას უკრძალავენ, ეს "ქუხნიდან" გასვლას აუკრძალავს და ქმრების ფეხების ბანას უბრძანებს. ისინი თავის სისასტიკეს "აპრავებენ", ესეც ჩვენსას "გააპრავებს" (ციხის კადრები) და გვეტყვის რომ ასეთები ყველგან ხდება და ამიტომ ჩუმად უნდა ვიყოთ.

ავტორი: Kvarkvare I საიდან გვწერთ: USA
14.11.2012 19:15
ეკლესიების სიმრავლე ხალხის სიბნელის და ჩამორჩენილობის მაჩვენებელია: ეს ნაპოლეონის სიტყვებია. შვედეთში მოკმედ ეკლესიას ვერ ნახავ ადამიანი არადა ქრისტიანები არიან, შვედურ ციხეები ცარიელია იკ არავინ უზიტ გასამარტლებული.

ავტორი: l.j.
14.11.2012 18:13
ნეტავ მართლა პატრიარქი "შეგჯენოდა" ... (ისე, ცნობისთვის, "შეჯენა" კი არა, "შეჩენა" იხმარება ამ კონტექსტში) რა უბედურებაა, ქართველმა ვითომ მწერალმა ქართული ენა არ იცი, ისტორიაც არა ალბათ, რადგან ცუდად ახსენებ ეკლესია მონასტრებსა და სასულიერო პირების ჩარევას საქვეყნო საქმეში.. არა და მე-9 კლასში უნდა გესწავლა "გრიგოლ ხანძთელის ცხოვრება"..

ავტორი: კენჭისყრა დასრულებულია
14.11.2012 16:03
მე ამ ტექსტის დამწერი ბატონი ბურჭულაძე ნაკლებად მაღელვებს. არც მისი ლანძღვა ღირს (და არც ქება - მაქებართაგან).
"თავისუფლების" პოზიცია ჩემთვის ბევრად დამაფიქრებელია.
ათასნაირი აზრი არსებობს ქვეყანაზე და რახან რედაქცია იმ ათასისგან ამ ტექსტ არცევს გამოსაქვეყნებლად (და შედეგად - გასავრცელებლად) - ეს მოვლენა ბევრად ინფორმაციულია ჩემთვის.

ავტორი: ნინა საიდან გვწერთ: ბიბლიოთეკიდან
14.11.2012 15:49
ვაკეში ახალი ტაძარი რომ შენდება, მეც გამიკვირდა კი, მაგრამ ფული ადრე არ გაღელვებდათ ძალიან და ვგრძნობ გაღელვებთ უფრო და უფრო.. ქრიასტიანულ ნარატივს ვიცი იზიარებთ, ვკითხულობ თქვენს ყველაფერს რაც მხვდება და დარწმუნებული ვარ ბოლომდე; და დარწმუნებული ვარ გაბოროტებულიც კი არ ხართ ისე ძაან, როგორც ამ სტატიაში ცდილობთ :) ქონდეთ მეტი ფული კლერიკოსებს, ხალხს ნაკლებად ემათხოვრებიან და ბოლოს თქვენც მოგეცემათ...კულტურის სამინისტროს, ბიძინას კონტემპორარი მოსწონს ;)

ავტორი: tekla საიდან გვწერთ: saprangeti
14.11.2012 15:47
კრისტემ,გიყვარდეს,მოყვასი სჰენიო და არა ეკლესიები სჰენიოოოო! ეკლესიის ცინ,ამდენ მატხოვარს რა უნდა, რას აკეტებს,ეკლესია? ამდენი, პული რისტვის ცჰირდებატ, მარგალიტ, ბრილიანტ, ლალოვანი, ჯვრები, რომ გაიკეტოოონ? ევროპასჰი, არაა ეკლესიომანია, სამაგიეროდ,ბევრი ასოციაციებია, გაცჰირვებულს, ხელს,რომ უცვდის და ეხმარება!!!!! ეს,კრისტიანობა არააა რაც ცჰვენ გვცჰირს. ეკსტრემისტები გავხდიტ, ტალიბანებივიტ, ისლამისტებივიტ, ვახაბისტებივიტ ვაროვნებტ!!!! ტვალი გაახილეტ, რა დგესჰი ვარტ! პსიკო, პარანოიამ სჰეგვიპყრო, ერტმანეტს ვერ ვიტანტ, სასჰინელი სიტყვები ამოგვდის ერტმანეტის სალანდზგავად პირიდან!! გაუტანლობა, სჰური, ცჰორი, აგრესიააააა! გეკიტხებიტ: რა აზრი აკვს, ეკლესიასჰი, მუხლებზე ხოხიალს, და მიცაზე ტავის რახუნს? რა,მადლი აკვს, იმ დანტებულ სანტელს? აგსარებაზე, რას ვამბობტ,ყოველტვის ერტი და იგივეეეს, მასჰინ რა აზრი აკვს იმ,ახსარებას?ამდენი ეკლესიის პატრონი,რიტი გავხდიტ,უპრო კეტილები,მოცყალენი და ერტმანეტის მოყვარულნი? დაპიკრდიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიტ!!! დზალა მოგცემოდეტ, გაგებისა და გაანალიზებისა!!!!!!

ავტორი: ავთანდილი საიდან გვწერთ: ქუთაისი
14.11.2012 14:05
ზაზა, მართლაც ეშმაკი გყავს შემჯდარი დიდი ხანია, ორგინალური გინდა რომ იყო, მაგრამ არ გამოგდის.......

ავტორი: მედეა საიდან გვწერთ: კოლხეთის ჭაობი
14.11.2012 13:57
გულახდილი რომ ვიყო ეს გაქრონიკულებული ეკლესიათმშენებლობა არც მე მომწონს, რაღაც აკვიატებას უფრო გავს ეს ყველაფერი, რადგან საქართველოში ასეთი სინათლის სიჩქარით მრევლის ზრდას ვერ ვამჩნევ:) ან ზაზას პოსტები რატომ გაკვირვებთ და გაღიზიანებთ, რადგან მთელი დედააზრი ამ პოსტების იმაშია, რომ გაღიზიანება გამოიწვიოს,აბა რაღაცით მუდმივად ხომ უნდა რჩებოდეს ყურადღების ცენტრში, მისი ეს ქმედება აბსოლუტურად გასაგებია ჩემთვის და არც ზაზა პირველი და არც უკანასკნელი ვინც მსგავს ხერხებს მიმართავს, გადასარევად არიან ჩამოკიდებული " ნათელი გონების" საკიდზე და ფასიჩ მითითებულია, თუ პროდუქტი ფასთან ხარისხით შეუსაბამობაში მოდის, უბრალოდ ვკიდებთ ადგილზე( და ამ შემთხვევაში ჯიბე არაფერ შუაშია-ხარისხია მთავარი!) ისე ბაქტერიების ხსენებაზე, რატომღაც უმარტივესები ამომიტივტივდნენ, რას უნდა დავაბრალო ნეტავ ეს?:) იცით, როდის შეეშვება არაეფექტური პოსტების წერას ზაზა და ა.შ.როდესაც მის ამ ჩანახატს არანაირი გამოხმაურება არ მოჰყვება არც სოციალურ სივრცეში და არც ჯურნალ-გაზეთებში, მანამ სანამ საზოგადოების გარკვეული ნაწილი ამ ყველაფერზე რეაგირებს (ჩანაფიქრშივე პოსტი გათვლილია უარყოფით შეფასებაზე), იქამდე ზაზა+ კიდევ ბევრი არ მოეშვება ასეთი პოსტების რეციდივებს. მე ზაზას პოსტები არ მაღიზიანებს არანაირად, რადგან ზაზაა და ამით ყველაფერი ნათქვამია.გისურვებთ გქონოდეთ ნაკლები ინტერესი უმარტივესებისადმი!
კომენტარები: გვერდი გვერდების რაოდენობა 2

ბლოგერები

სხვა მასალები

აუდიო უსახლკაროები დახმარების მოლოდინში

​ქუთაისის სკვერებსა და პარკებში უსახლკარო ადამიანები ღამეს ღია ცის ქვეშ სკამძელებზე ათევენ. მერიის საბინაო ინფრასტრუქტურის მართვისა და განვითარების სამსახურის მონაცემებით, ადგილობრივ თვითმმართველობას 900-ზე მეტმა ადამიანმა მიმართა.
გაგრძელება

აუდიო საძოვრის გარეშე დარჩენილი სოფელი

​ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ბოლქვის მოსახლეობა საძოვარს ითხოვს. ადგილობრივები გვეუბნებიან, რომ მიწა დაახლოებით ორი წლის წინ ფარულად გაიყიდა და მას შემდეგ სოფელში მსხვილფეხა საქონლის საბალახოდ ადგილი არა აქვთ.
გაგრძელება

აუდიო ზუგდიდის მერიის ყოფილი თანამშრომელი ნარკოდანაშაულშია მხილებული

​ზუგდიდის მერიის ზედამხედველობის სამსახურის მთავარი სპევიალისტის მოვალეობის შემსრულებელი ნარკოდანაშაულის ბრალდებით დააკავეს.
გაგრძელება

აუდიო კრემლი მოლდავეთს აფრთხილებს

რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა ევროპის კავშირი გააფრთხილა, რომ მოლდავეთში უკრაინის სცენარის გამეორებამ შეიძლება სავალალო შედეგი იქონიოს.
გაგრძელება

თქვენი პუბლიკაციები

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

ყველაზე პოპულარული