შაბათი, 25 მაისი, 2013 თბილისის დრო 05:11

ბლოგები / ზაზა ბურჭულაძე

აქ და ახლა

x
ტექსტის ზომა - +
ადრეც ვთქვი და ახლაც გავიმეორებ: თუკი თავიდანვე დავთმეთ მილიმეტრი, ხვალ სანტიმეტრს წაგვართმევს ხელისუფლება-მეთქი. ვფიქრობ, ახლავე უნდა დაეთმოს განსაკუთრებული ყურადღება სამ საკითხს.

დღეს გავრცელებული ცნობის თანახმად, საქართველოს საპატრიარქო ეწინააღმდეგება სახალხო დამცველად თამარ გურჩიანის კანდიდატურას. როგორც გაირკვა, საპატრიარქოსთვის ცალსახად მიუღებელია გურჩიანის პოზიცია სექსუალური უმცირესობების დაცვის შესახებ. პატრიარქის მდივანი, მამა მიქაელ ბოტკოველი პირდაპირ აცხადებს: “საპატრიარქოსთვის ყველა ის ადამიანი მიუღებელია, ვინც სექსუალურ უმცირესობების პროპაგანდა-რეკლამირებით იქნება დაკავებული”. ჯერ ერთი, რა იცის ბოტკოველმა, მომავალში ვინ რისი პროპაგანდით იქნება დაკავებული. და მეორე, რაც შეეხება ადიამიანის უფლებების დაცვას, სახალხო დამცველმა უნდა დაიცვას ყველას უფლება, განურჩევლად სექსუალური ორიენტაციისა! ნუთუ საპატრიარქოსთვის სექსუალური უმცირესობების წარმომადგენლები ადამიანები არ არიან? ნუთუ ამ ხალხს საპატრიარქო არაადამიანებად თვლის?

მოგვიანებით გავრცელებულ ცნობაში იგივე ბოტკოველი ამბობს, რომ გურჩიანს არ იცნობს და ამიტომ მასზე ვერაფერს იტყვის. სამაგიეროდ, თვალში მოსდის დიმიტრი ლორთქიფანიძისა და გელა ნიკოლაიშვილის კანდიდატურები. არადა, ეს ის ლორთქიფანიძეა, რომელიც ცოტა ხნის წინ ამბობდა: მამათმავლობა უნდა იყოს დასჯადი. რჯულის კანონში ასე წერია. რჯულის კანონი კი ჩემთვის კონსტიტუციაზე მაღლა დგასო. გელა ნიკოლაიშვილზე კი რა უნდა ითქვას, იგი გაზეთ “ასავალ-დასავალის” მეგობარია. გაზეთისა, რომელიც თითქმის ყოველ გვერდზე ძალადობას ქადაგებს.

ყველაზე მეტად აქ ტენდენციაა თვალში საცემი. მაგალითად, ამავე ხაზის გაგრძელება მგონია რამდენიმე დღის წინ მალხაზ გულაშვილის ვადაზე ადრე გათავისუფლება ციხიდან. ნუთუ არ არის ეს კარტ-ბლანშის მიცემა ქართველ რეაქციონერთათვის და მოფაშისტო ელემენტთათვის?

აქვე უკვე მერამდენედ უნდა ვახსენო თბილისის ზოოპარკი. როგორც ვიცი, საქართველოს დღევანდელ პრემიერ-მინისტრს ცხოველები უყვარს. რამდენი აღარ ითქვა და დაიწერა მის ფარშევანგებსა და პინგვინებზე. მაინტერესებს, რამდენად უყვარს მას ცხოველები და არა, მიაქციეთ ყურადღება, “თავისი ცხოველები”. მაინტერესებს, აქაც კლანური მიდგომა გაიმარჯვებს თუ არა, ანუ გამოარჩევს თუ არა იგი საკუთარ ჩიტებსა და ცხოველებს სხვათაგან? აქ არ ვითხოვ თბილისის ზოოპარკის ბინადრთა გალიებისა და ვოლიერების დემიენ ჰერსტისა და ჯეფ კუნსის ნამუშევრებით შელამაზებას. პირველ ყოვლისა, მათი თბილისის ცენტრიდან სადმე მშვიდ ადგილას გადაყვანაა საჭირო. სასწრაფოდ უნდა გავარიდოთ ისინი სმოგსა და ხმაურს.

ერთხელ გურამ დოჩანაშვილმა ასეთი ამბავი მიამბო. მისი ერთი ნაცნობი მთელი ცხოვრება დიდი უჟმური და ბაიყუში ვინმე ყოფილა. ახლა კი ერთბაშად გამოცოცხლებულს ერთი სული აქვს, შინ როდის მივა, რომ თავის ძაღლთან იყოსო. ადვილი დასაჯერებელია, რომ ცხოველს გაუკეთილშობილებია ის კაცი. დიახ, რაც უფრო მეტად გვეყვარება ცხოველები, მით უფრო ჰუმანურები გავხდებით. არ იქნება ჩვენში ამდენი აგრესია და დაუნდობლობა. ვიმეორებ, სანამ ცხოველთა უფლებებს არ დავიცავთ, მანამდე ადამიანის უფლებებსაც არად ჩავაგდებთ.

დაბოლოს, სამ ნოემბერს გუდიაშვილის მოედანზე საპროტესტო აქცია გაიმართება. როგორც ჩანს, მოედნის ინვესტორს არ ანაღვლებს ხელისუფლების ცვლა და განარძობს შენობების დემონტაჟს. ახლავე თუ არ გავაჩერეთ იგი, ხვალ უკვე დასაცავი იქ არაფერი იქნება. ამ დღესთან დაკავშირებით სოციალური ქსელის მეშვეობით ვრცელდება მანიფესტი. დიახ, ადამიანებთან და ცხოველებთან ერთად შენობებსაც აქვთ უფლებები.

უკაცრავად ავტოციტირებისთვის, მაგრამ აქ ერთი ჩემი რომანიდან მახსენდება ციტატა: “1. რაც იწყება კარგად - მთავრდება ცუდად; 2. რაც იწყება ცუდად - მთავრდება საშინლად; 3. რაც იწყება საშინლად - არასდროს მთავრდება”.

Tags: ბლოგი, ადამიანის უფლებები, ცხოველთა უფლებები, ძეგლთა დაცვა



ყურადღება!
1 ივნისიდან რადიო თავისუფლების ქართული რედაქციის ვებსაიტზე ფორუმებით სარგებლობისთვის აუცილებელი იქნება რეგისტრაციის გავლა. დღეიდან მოქმედებს პარალელური სისტემა: ფორუმში მონაწილეობა შესაძლებელია როგორც რეგისტრაციით, ისე მის გარეშე. მაგრამ 1 ივნისიდან ფორუმებში მონაწილეობა მხოლოდ რეგისტრირებულ მომხმარებლებს შეეძლებათ.

რეგისტრაციის გასავლელად დააჭირეთ ვებსაიტის ზედა მარჯვენა კუთხეში მოთავსებულ ბმულს „რეგისტრაცია“. (რეგისტრაციის გავლის შემდეგ ელექტრონული ფოსტით მიიღებთ ავტომატურ შეტყობინებას. ყურადღება მიაქციეთ, შეტყობინება თქვენი ელექტრონული ფოსტის spam-ში ხომ არ აღმოჩნდა.)
ეს ფორუმი დაიხურა
კომენტარების რიგი
კომენტარები: გვერდი გვერდების რაოდენობა 2
ავტორი: GERMANE
07.11.2012 13:16
ბაჩო ახალაია ციხეში!!!!

ამაზე ბედნიერი გრძნობა დიდი ხანია არ განმიცდია.

ახლა ბატონი რურუას ჯერი დადგა და დაიწმინდება ნაც.მოძრაობა - რათქმაუნდა ამ 2 პიროვნების კლანების განეიტრალებით.
მესამე პირი, რომელიც სადიზმით გამოირჩეოდა - დიდი ხანია საქართველოდან საფრანგეთსი გადაბარგდა - მხედველობაში ოქრუაშვილი მყავს. მისმა ჯალათებმა ბაჩოსთან გადაინაცვლეს.
იმედი მაქვს, რომ ჯალათებმა საქართველოში თავისი დრო მოჭამეს.
იმაზე საშინელება არაფერია, როცა დაჭერილ და უკვე დაკნინებულ ადამიანს ამცირებ, ჩალურჯებამდე სცემ.
იმედი მაქვს, რომ ბაჩო ახალაიას არ მოხვდება ის დუბინკა, თავად რომ იყენებდა.

აქვე ნათიას - ნათია ჩემო, სააკაშვილს რომ საკუთარი დემონები მოეცილებინა (ბევრი არ ჰყავდა - ახლაია, რურუს და კეზერაშვილი), მაშინ ის ახლა იმის შიში არ ექნებოდა, რომ საკუთარი სასახლის დატოვება მოუწევს.
განსაკუთრებიტ საქართველოში ისეთ იდეას, როგორიცაა თავისუფლება, სუვერენობა, ლიბერალიზმი, ტოლერანტიზმი, სეკულარობა, დასავლური ორიენტაცია და ა.შ. ახლაია-რურუების ხელით ვერ განახორციელებ. კანონი დამნაშავისათვისაც კანონი უნდა იყოს.

ავტორი: არგელი საიდან გვწერთ: შენგელია
07.11.2012 09:48
"ავტორი: ანონიმი
01.11.2012 22:13
უუჰ, რა განათლებული მინისტრი ყავს საქართველოს განათლების სისტემას ???
კურიერს თუ უყურეთ? არა?უყურეთ - კარგად იცინებთ, ყველა ანეგდოტს სჯობია !:))"-არ გვეცინება, რადგან ვეროჩკას ეკონომიკურ მდგრადობაზე, შაშკინის-მანდატურმანიაზე, კალმახელიძის ცოცხებზე, ახალაიას , უგულავას, მერაბიშვილის, მიტინგებით "განსახელმწიფოებრიობაზე", ხაჩიძის ველომედოლეობაეკოლოგიურობაზე, დეკანოსიძისა და ტურიზმის დეგენერპარტამენტულობით მწარედ ბევრი გვაქვს განაცინები...ახლა ჩვენი დროა-დიდხანს ველოდით!

ავტორი: ანონიმი
07.11.2012 00:04
ავტორი: ანონიმი
03.11.2012 22:43
"რეზიდენცია ჩაქრება სულ მალე"
---------------------------------------
თბილისი ჩაქრება სულ მალე ( კალაძეა მინისტრი, მაგას ხომ საკუთარ კარში უყვარს გოლების გატანა - მარცხიანია!) ალბათ.
აი, რაზე უნდა ინაღვლო..

რეზიდენციას რა უჭირს - ათი გენერატორი მაინც იქნება.
გაანათებენ.
_______________________________
კალაძეს უყვარს გოელების გატანა. პოლიტიკაშიც გაიტანა ლელო. მიშას საკუთარ კარებში გატანილი გოლებისთვის კი ბოდიში არ უშველის. გენერატორი მაგისთვის ყველაზე პატარა პრობლემა იქნება.

ავტორი: ანონიმი
06.11.2012 18:16
რა ვიცი, ყველაფერზე გაქვთ ხოლმე პასუხი და რაღა ეხლა ხართ გაყურსულები))
ზოოპარკის საყვარელი არსებები ბევრს რომ ჯობიან, იმიტომ არიან საყვარლები.

ავტორი: მიშა
06.11.2012 16:21
ავტორი: ანონიმი
06.11.2012 00:06

ხმოვნების მულტიპლიკაციით ემოციას ხშირად ზოოპარკის ბინადარი, საყვარელი არსებები გადმოსცემენ ხოლმე:)

მათ ხომ არ ბაძავთ ?:)

მე რატომ მეკითხებით "ამეებს" თანაც ასეთი პატივცემული და ინტიმური ტონით საინტერეესოა?!

ავტორი: ანონიმი
06.11.2012 00:06
პააასუუუხიიი.... არ.... აააარიიიის.....

არ იციან რა თქვან და!))

ავტორი: ანონიმი
05.11.2012 19:35
საინტერესოა. საინტერესო ძმაო ხუთკუნჭულა! რაღაც ვეჭვობ ბიძინას ფული ხომ არ აკლია?:))
ისე წელიწადნახევარში ამოქაჩავს ალბათ მაგ270 მილიონსაც....
ვნახოთ პატივცემულნი რას გვიპასუხებენ.

ავტორი: ხუთკუნჭულა
05.11.2012 18:39
ანონიმო, მე არ მეკითხები, მაგრამ შეგახსენებ, ბიძინამ წინა საარჩევნო პერიოდში დაიქადნა, რაც ხელისუფლებამ მაზარალაო, ყველაფერს დავიბრუნებო, თანაც ამ „ზარალში“ საარჩევნო კამპანიის ფულიც „იანგარიშა“ და 350 მილიონიც დაასახელა, ასე რომ 350 მინუს 80, ანუ 270 მილიონი კიდევ შეუვა ანგარიშზე, ალბათ ამას „მორალური“ ზარალიც მიემატება ასე 150 მილიონის სახით, გარდა ამისა, არც ენგურჰესი აღმოჩნდა რუსებზე გაყიდული... ღვთაებრივი ია ანთაძე მაინც „გააპრავებს“ ამ მილიონების აკრობატიკას, ასე რომ ოცნებისტ-დემოკრატ-თავისუფლებისტებისგან პასუხის მიღება პირადად ჩემთვის ინფარქტის საშიშროებას ნიშნავს

ავტორი: ანონიმი
05.11.2012 18:26
პატივცემულო მიშა, პატივცემულო ტუტუცო და კიდო უფრო პატივცემულო გოგია უიშვილო,
თქვენი აზრი მაინტერესებს იმის შესახებ თუ როგორ, რატომ და საიდან დაიბრუნა 80 მილიონი (ჯარიმა!) პრემიერ მინისტრმა.
აკი ამბობდა ნაციონალები ამ 80 მლნ ლარიდან ურემონტებენ სახლებს კახელებსო.

მაშ რა ფულზეა ლაპარაკი?

ავტორი: მიშა
05.11.2012 15:59
ავტორი: GERMANE
05.11.2012 11:50

მართალი ბრძანდებით.
ლეიბორისტების რეაქცია და თბილისის ზღვაზე გადატანის თემა მეც გამახსენდა.
ეგ თემა, როგორც ჩანს მალაევე "გაჩერდა" და ჩანს მეც არ მიმიდევნებია ჯეროვნად ყურადრება.

თანაც, როგორც ისევ ბუნდოვნად მახსოვს გადატანა ცხოველების პირობების გაუმჯობესების მიზნით მგონი არ გაჟღერებულა და არც იმ ტერიტორიის მრავალფუნქციურ, მზიურთან დაკავშირებულ საზოგადოებრივ კულტურულ პარკად გადაკეთების იდეა გამოუთქვამათ.

ავტორი: GERMANE
05.11.2012 12:33
ბატონო მოდერატორო, გთხოვთ ჩემი, როგორც "რადიო თავისუფლების" ბლოგების 3 წლიანი მომხმარებლისა და საერთოდ ამ რადიოს 1983 წლიდან მეხოტბის აზრი გადასცეთ "თავისუფლების" ქართულ რედაქციას.

საქართველოს ალბათ ერთ სულ მოსახლეზე ყველაზე მეტი ექსპერტი ჰყავს (ალბათ 2 ან 3, რადგან ბევრი ექსპერტი რამდენიმე დარგის ექსპერტია!).
ძალიან მინდოდა გამეგო ამ ექსპერტების ანალიზი საქართველოში მიმდინარე ახალ პროცესებზე და კერძოდ შემდეგზე:
სანამ აშკარა გახდებოდა, რომ საქართველოში ნაც-მოძრაობა ოპოზიციის სავარძლებს დაამშვენებდნენ, მანამ ყველგან სიმშვიდე იყო. მას შემდეგ, რაც მთელმა მსოფლიომ ივანიშვილს გამარჯვება მიულოცა, საქართველოში დაიწყო გაფიცვების, შენობების დაკავებების, შიმშილობების, ციხეებში ბუნტისა და პირის ამოკერვების ტალღა იმ მოთხოვნებით, რომელიც წესით და რიგით წინა ხელისუფლების წინააღმდეგ უნდა განხორციელებულიყო.

ჩემი კითხვაა - ეს ხალხი ისევ მათი მაწამებლების (ანუ ნაც.მოძრაობის) მიერ ისევ და ისევ თუ იმართება, მაშინ რატომ ამხელენ ნაც. მოძრაობას ყოველგვარ სისაძაგლეში და რატომ იფიცებიან ახალი ხელისუფლების წინააღმდეგ?
ამ ხალხს არ ყოფნით ან ჭკუა ან მოთმინება?
მაგალითად ციხეებში - დირექტორები იცვლება, სიტუაცია უფრო ადამიანური ხდება და მაინც პირს იკერავენ?
ეგებ სულ სხვა პროცესები მიმდინარეობს და ჩვენ, უბრალო მკითხველებს ამას არავინ გვეუბნება?
არსებობს თუარა ჟურნალისტთა ჯგუფი ან საერთაშორისო ორგანიზაციათა წარმომადგენლობის ჯგუფი, რომელიც ამ ხალხს პირისპირ, გინდაც ანონიმურად გაესაუბრა და ნამდვილი ინტენცია ამ აქციებისა გაიოგო?
მე არ მსურს არც I- და II არხს და არც მაესტრო - მეცხრე არხს ვენდო, რადგან ახლა ყველა ერთხმად ერთსა და იგივეს ქადაგებს - რომ თითქოსდა ამ ხალხს მოთმინების ფიალა მაშინ ამოეწურათ, როცა ბნელი ტუნელის ბოლოს როგორც იქნა შუქი გამოჩნდა.
მე ეს მართლა არ მჯერა და ეს ყველაფერი უფრო კომპლექსური მგონია.
მე ვფიქრობ, რომ დროა ისეთი პოლიტიზირებული და თავისუფლებისმოყვარე ინსტიტუცია, როგორიც "რადიო თავისუფლებაა" (მე მთლიანად ამ რადიოს იდეას ვგულისხმობ!) უნდა იყოს დაინტერესებული ამ მართლაც საოცარი განვითარების კულუარების ანალიზით და ინფორმაციის მიწოდებით.

დიდი მადლობა წინასწარ და ვრჩები ისევ და ისევ თქვენი რადიოს იდეის ერთგული.
მე ვფიქრობ, რომ თავისუფლება არის ის, რომ თავს უფლება მისცე დასვა კითხვები. მე ვისურვებდი, რომ ამ რადიოს საინტერესო კითხვები დაესვას და ამ კითხვებზე საპასუხოდ საინტერესო ექსპერტები მოეწვიოს.

საინტერესო ისიც კია, სკოლა 10 თუ 11 წლიანი იქნება, მაგრამ, უფრო მწვავედ ახლა დგას საკითხი, თუ რა ხდება საქართველოში და არის თუარა ეს პროცესი ისეთივე ჩვეულებრივი მოვლენა, როგორც კარალიოკის სიმწიფე სექტემბერში (ბატონ ლეჟავას, თანამედროვე მწერალსა და ციხის ექსპერტს თუ დავესესხებოდი!) და არ საჭიროებს არავითარ ახსნა -კომენტარს.
თუკი რომელიმე სახელოვანი ექსპერტი ასე ფიქრობს - ამასაც დავყაბულდებოდი.

მადლობა და ნაყოფიერი კვირა მისურვებია.

პატივისცემით გერმანე

ავტორი: GERMANE
05.11.2012 11:50
ზოოპარკის გადატანა - ამ თემას, ბატონო მიშა, მე დაახლოებით 8 წელია ვადევნებ თვალყურს.
ყველაზე კონკრეტულად ამაზე საუბარი მერიაში იყო 2009 წლის სექტემბერში. ითქვა ფირმები და თანხებიც.
გადაწყვეტილება ეხებოდა ზოოპარკის გადატანას თბილისის ზღვის მიდამოებში - ძალიან კონკრეტული დისკუსია იყო.
მერე საქართველოს ბევრმა გაზეთმა ეს თამა გააპოლიტიკურა და დაგმო - მათ შორის "ასავალ-დასავალი", "ალია", "კვირის პალიტრა", და საერთოდ ბევრმა ვებ-გაზეთებმა და საინფორმაციო საშუალებებმა. იყო ნამდვილი კამპანია - "ზოოპარკი დარჩეს იქ, სადაცაა" ოღონდ გაფართოვდესო.
მერე ისე მოხდა, როგორც კარგ პოლიტ-ტრილერში. მერიამ გასხვისების დისკუსიები გადასდო (ვითომდა საზ.აზრს გაუწიაო ანგარიში) და ტერიტორიების "გაფართოებაზე" ანუ აქ მყოფ მებაღეთა საკუთრებაზე (რომელიც მართალია არ იყო სუფთად გაფორმებული, მაგრამ ის ხალხი ამ მიმდებარე ტერიტორიებით თითქომის 40 წელია სარგებლობდნენ!) კარგად მიიტანა ხელი და ყველაფერი გადააბულდოზერა.

აი მაგალითად ერთ-ერთი სტატია გაზეთ "კვირის პალიტრისა, რომელიც 2009 წლის 2 ნოემბერს გამოქვეყნდა:

"საქართველოს ლეიბორისტული პარტია'' ზოოპარკის თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე გადატანას აპროტესტებს. პარტიის ერთ-ერთი ლიდერის, კახა
ძაგანიას თქმით, თბილისის მერიამ ზოოპარკის თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე გადატანა იმიტომ გადაწყვიტა, რომ ზოოპარკის ტრადიციული ადგილმდებარეობა კომერციული თვალსაზრისით სარფიანია და ქალაქის მერმა ფულის სიყვარულის ცდუნებას ვერ გაუძლო. "

ასე რომ, ეს საკითხი არაერთხელ და კონკრეტულადაც იდგა დღის წესრიგში.
არ ვიცი, მაშინ ხელისუფლებამ ვის და რას გაუწია ანგარიში - ეგებ მართლაც შეეშინდა დემონსტრაციებისა.

ავტორი: მიშა
04.11.2012 18:03
ავტორი: GERMANE
01.11.2012 19:39

"ბატონო მიშა, არ ვიცი ეს ბლოგი მართლა ზოოპარკს თუ ეხება პირდაპირი გაგებით!!!!"

ეს ბლოგი ჩემი აზრით, უფრო ეხება ხელისუფლების მიერ ერთპიროვნულ, გაუსაჯაროებელ და ხშირად კანონდარღვევით მიღებულ ამა თუ იმ გადაწყვეტილებას.
მაგალითად, დაწყებული ქალაქის იერსახის უხეში ცვლილებით დამთავრებული ადამიანის ფუნდამენტური უფლებების უხეში დარღვევით.

კომენტარი ბლოგის მთავარ თემას უშუალოდ ნამდვილად არ ეხებოდა. თუმცა, იერ-სახის ცვლილებასთან დაკავშირებითაც მიწერია ორი სიტყვა.

თქვენს მიერ ხსენებული ერთგვარი "კომპრომატები"
შეიძლება ნამდვილც იყოს, მაგარამ რეალური ფაქტების გარეშე არაფრის მთქელია. თანაც ზოპარკის გადატანა, თუნდაც მხოლოდ ინციატივის სახით, მე რაც მახსოსვს არასდროს გამხდარა ქართული პოლიტიკაში რაიმე მსჯელობის საგანი. მათ შორის, არც ტერიტორიის გასხვისება.

მთელი ფართობის 200 მილიონად "გაყიდვა"ასეთი დაანგარიშება ასევე არა რეალისტურია, თანაც მაშინ, როცა იქ მოქმედი ზოპარკი არსებობს და ცხოველები არიან.

საკითხის მერიის მხრიდან ასეთი დასმა ფაქტიურად უკვე კანონდარღვევაა.

ტერიტორიის გასხვისებაში მე არავითარ შემტხვევაში არ ვგულისმობ მთლიანად, რომელიმე კომპანიაზე მიყიდვას გნებავთ იჯარას.
მსგავსი პროექტი მერიამ და ქალაქის არქიტექტურის ორგანომ ერთობლივად უნდა დაამუშავოს.
შეადგინოს მკაფიო გეგმა. სად იქნება მაგალითად,
სკულპტურების პარკი, სად მუზეუმი/გამოფენა, სად ტანსაცმლის სავაჭრო ცენტრები, სად კაფე-რესტორნები,სად კინოთეატრი, სად გამწვანება და ა.შ.

ანუ, ტერიტორიის გასხვისება, ან იჯარა ვთვლი, რომ აუცილებლად უნდა მოხდეს ნაწილ-ნაწილ, შესაბამის წინასწარ მკაცრად განსაზღვრული ფართობების და არა მთლიანად ერთი კომპანიისთვის მიყიდვა/მიქირავება.
ერთმა კომპანიამ შეიძლება გააკეთოს, ხსენებული
ზონის შესაქმნელად ნაკვეთის მომზადება და კულტივაცია. თუმცა აქაც საჭიროა ტრანსპარენტული, ღია ტენდერი თუ, რომელი კომოპანია მოკიდებს ამას ხელს.

ეს ნიუანსებია, სადაც შეიძლება მრავალი საინტერესო კომბინაცია არსებობდეს.
მაგრამ, მთავარია არ მოხდეს ტერიტორიის ერთიანი და მთლიანი გასხვისება რაიმე კომპანიაზე, კორპორაციაზე.

ასეთი ქმედება არის არა დემოკრატიული და ამავდროულად ეკონომიკურადაც უყაირათო, არა ეფექტური.

მთლიანი ფართის ფასის წინასწარ დაანგარიშება ვფიქრობ არასწორია, რადგან უკვე მოწყობილ მკაფიო ფუნქციის მქონე ზონაში თითოეული გაქირავებული, გაყიდული, ან გრძელვადიანი იჯარით გაცემული კომერციული ობიექტის ღირებულება გაცილებით მაღალია, ვიდრე ერთად აღებული უფუნქციო, "უდაბური" ტერიტორიის.

რაც შეეხება უცხოეთის დაფინანსებას, არ ვიცი ეს რამდენად განხორციელებადია. არ მაქვს ამაზე ინფორმაცია.
ზოოპარკის გადატანა იაფი ნამდვილად არ არის და მხოლოდ კეთილი მიზნებით ვინ გადაიხდის, ან ვინ შეიძლება გადაიხადოს თანხები ვერაფერს ვიტყვი.

პრეტენზია, რომელსაც ხელისუფლებას უყენებთ, ან უყენებდით ეხებოდა წინა მთავრობას, ქალაქის მერიას.
დღევანდელი როგორ იმოქმედებს მალე გამოჩნდება.
ფაქტია, რომ ეს თემა საჯარო განხილვის საგანი ზაზა ბურჭულაძის ბლოგის გარდა არასად გამხდარა.

ავტორი: ანონიმი
03.11.2012 22:43
"რეზიდენცია ჩაქრება სულ მალე"
---------------------------------------

თბილისი ჩაქრება სულ მალე ( კალაძეა მინისტრი, მაგას ხომ საკუთარ კარში უყვარს გოლების გატანა - მარცხიანია!) ალბათ.
აი, რაზე უნდა ინაღვლო..

რეზიდენციას რა უჭირს - ათი გენერატორი მაინც იქნება.
გაანათებენ.

ავტორი: ანონიმი
03.11.2012 04:06
ჩაქრობაზე როგორ არ მაქვს გართულება ჩემო ნათია. მიშას რეზიდენცია ჩაქრება სულ მალე. ხშირად არ იმეორო ეგ სიტყვა, მაგას ვარსკვლავიც არ ჩაუქრეს, ვარსკვლავი:)))))უკაცრავად ქალბატონო, კითხვაში ხელი შეგიშალეთ:)))))

ავტორი: NATIA
02.11.2012 22:13
ააა, "ჩაქრი"-ზე გაქვს გართულება?:))
იიი, შენც ჩაქრი აჰჰჰა!:))
თქვენი მინისტრებს თუ გადავხედავთ, "ჩაქრით თქვენას" დონეზე ხართ და აბა როგორ გელაპარაკოთ?:))

რაც შეეხება მოთხრობას... შენ ეგ უნდა ნახო რა ენითაა დაწერილი.

ავტორი: ტანკისტი
02.11.2012 22:06
ზაზკა კასკა დაიხურე კასკა!!!

გამოარჩევს აბა არ გამოარჩევს?თავისმა ცხოველებმა 41 შემოხაზეს,ზოოპარკის ცხოველებმა 5....ამიტომ ან დაკლავს,ან დაფინანსებას შეუძღუდავს,)))როგორც ზედმეტ ხარჯებს ბიუჯეტში))) ამიტომ იმ ცხოველებს,ვისაც ჭკუა აქვს ჭორველას ზოოპარკში მოუწევს გადაბარგება,გააცნობიეროს უნდა რეალობა)))

მე პირადათ გადაბარგება-გადმობარგებას, საბოტაჟი და ბომბების დამზადება მიმაჩნია)))))
არადა რა კარგად გამომდის,როგორ მიჯერებს ყველა!!!!)))

ავტორი: ანონიმი
02.11.2012 20:59
ძალიან მშურს ნაცი-ნათი შენი. "Of Mice and Men" -ში აი ამას ამოიკითხავდი :"ანონიმო ჩაქრი შენა აჰააა :)"
:)))))))))))
გააგრძელე კითხვა. არ მოცდე.

ავტორი: NATIA
02.11.2012 17:46
ავტორი: ანონიმი
01.11.2012 22:1
------------------------------
უ, შე საბრალო, შენააა...:))))
შენ იკითხე ( პირდაპირი და გადატანითი მნიშვნელობითაც!)თორემ მე, ახლა ამ წუთში ჯონ სტეინბეკს ვკითხულობ დედანში...

"Of Mice and Men"
ARROW FICTION, UK £4.99
cover illustration by Pete Viccars

რა იყო, შეგშურდაააა ..:)

ავტორი: ანონიმი
02.11.2012 15:27
ავტორი: ანონიმი
01.11.2012 22:1

ნაცი-ნათიას ვკითხოთ, საერთოდ თუ აქვს ერთი წიგნი მაინც წაკითხული?

ავტორი: ანონიმი
01.11.2012 22:13
უუჰ, რა განათლებული მინისტრი ყავს საქართველოს განათლების სისტემას ???
კურიერს თუ უყურეთ?
არა?
უყურეთ - კარგად იცინებთ, ყველა ანეგდოტს სჯობია !:))

ავტორი: მიწიერი საიდან გვწერთ: სიშქარიდან
01.11.2012 19:45
ქრისტე ჩემი ყველაზე დიდი ღმერთია მაგრამ წესიერებას ვეთაყვანები! და ევგენი ჩემი ძმაკაცი

ავტორი: GERMANE
01.11.2012 19:39
ბატონო მიშა, არ ვიცი ეს ბლოგი მართლა ზოოპარკს თუ ეხება პირდაპირი გაგებით!!!!

თუმცა, რახან თემა წამოიწყეთ - გეტყვით:
ზოოპარკის გადატანის ფინანსური პრობლემა არ არსებობს - ამის თანხას თუ საჭირო გახდა გერმანელი საქართველო გაიღებს და ევროგაერთიანების თანხებსაც შეიძლება მობილიზირება გაუკეთდეს - არაა ეს პრობლემა, სახელმწიფოს ამაში ერთი თეთრიც კი არ დაეხარჯება და არც გადატანის დაფინანსებელი მოითხოვს ამ ყოფილი ტერიტორიის ადგილას რაიმე ფართს.
საქმე და პრობლემა ისაა, რომ ამ საკითხში ბევრი "ხვეულებია" და თბილისის ცენტრის ტერიტორიაზე უდიდესი და ულამაზესი ფართის გასხვისებას ვერეავინ ვერ ახერხებს - ინვესტორს და პოტენციურ მყიდველს ეშინია - წამართმევენ მერეო და ამ ადგილის იაფად გასხვისება კი არავის სურს. აი ესაა პრობლემა.
მე პირადად ვიცი, რომ ეს ტერიტორია 2006 წელს შეაფასებინა თბილისის გამგეობამ რამდენიმე დამოუკიდებელ საერთაშორისო ექსპერტს და მაშინ 200 მილიონ დოლარამდე შეფასდა მთლიანი ღირებულება ამ ნაკვეთისა. ეს ფასი არარეალურია, თუკი ვინმე უდიდეს ინვესტორს არ მოიზიდავ, ეს დიდები კი რატომ არ მოდიან - ამაზე უკვე გითხარით.
თანაც არის პრობლემა 2005 წლის გაფართოების შემდეგ მოხდა ისე რომ ბევრი იქ შემოგარენში მცხოვრები აყარეს და დღემდე არც არაფერი მიუციათ - ესენი არალეგალურად იყვნენო. ამ ხალხს კიდე ეს მიწა და იქ პატარა სახლები 30-40 წელია ჰქონდათ - ესეც ხელს იშლის პრობლემის გადაწყვეტას.
მე სამწუხაროდ ამ საკითხებს კარგად ვიცნობ, რადგან აგერ უკვე 12 წელია გერმანული ორგანიზაცია "ნაბუ" არის ცხოველთა ბედით და ამ ტერიტორიის ბედით დაინტერესებული. თითქმის ყოველწლიურად ახალი იურიდიული პრობლემებიაო, თუკი ჰკითხავთ ოფიციალურად.
ჩემი პირადი ვარაუდი და შთაბეჭდილება კი მაინც ისაა, რომ ყველაფერი ფულის საკითხია და მერიას თუ ნაც. მოძრაობასაქამდე არ სურდა პოტენციურად ამდენი ფულის დაკარგვა - ამიტომაც საერთოდ დატოვა სტატუს ქვო.

ავტორი: 13X საიდან გვწერთ: mzis sistema
01.11.2012 19:27
მაგის ავტორი "ბოლშევიკ" არ არის.....ტუმცა არ მგონია იცოდე მაგ სიტყვის მნიშვნელობა...ხოდა ესე, წადი ეხა დედა ეკლესია გიხმობს....იქ არ არიან ბოლშევიკები....:)))

ავტორი: მიშა
01.11.2012 16:49
ადრეც დაგეთანხმეთ, და კვლავ დაგეთანხმებით.

თბილისის ზოოპარკი, თავის პატარა გალიებით ნამდვილად
საცოდაობაა. ამის შემხედვარე ბავშვებვი კარგს ვერაფრეს ისწავავლიან (ბავშვები, რადგან უმეტეს წილად ზოოპარკის სტუმრები ყოველთვის ბავშვები არიან) .

ზოოპარკის ქალაქგარეთ გატანა, პირველ რიგში დიდი ფინანსების გამო, შეიძლება რთულად წარმოსადგენი იყოს. თუმცა როგორც უწინ ავღნიშნე ვფიქრობ არსებობს გზები პრობლემის გადაწყვეტისა.

მაგალითად, თუ მოხდება ზოპარკის ტერიტორიის სავაჭრო და დასასვენებელ კომბინირებულ პარკად გადაკეთება, თუ ის საფეხმავლო და საველოსიპედო გზებით დაუკავშირდება მზიურს და ეს ტერიტორია ცნობილ ბრენდებზე(მაგ. თუნდაც ტანსაცმლის დიდი სავაჭრო ცენტრი) იჯარით ან ქირით გაიცემა,
პლუს ამას სხვა შემოსავლიანი პროექტებიც დაემატება(მაგალითად ღია კინო-თეატრი, თანამედროვე გამოფენა-მუზეუმები, კაფე-რესტორნები)
კარგი დაგეგმვის პირობებშიო რეალისტურია ზოოპარკის გადატანის ხარჯების დიდი ნაწილი, ან ასევე მთლიანადაც დაიფაროს. მეტიც, საწყის ეტაპზე სანამ ახალი ზოოპარკი მთლიანად კეთილმოეწყობა მის დაფინასებასაც შეძლებს.

ამით მოხდებოდა მდინარე ვერეს და მისი ხეობის შენარჩუნებაც. რომელიც დატერასების შემთხვევაში კიდევ დამატებით ფართობს იძლევა კომბინირებული რეკრეაციული და სავაჭრო მიზნების განსახორციელებლად.

ეს ფართი ასევე დაიტევდა მსუბუქი კონსტრუქციების თანამედროვე არქიტექტურულ ნაგებობებს, ან სკულპტურებს.
თბილისის მასიური "მოდერნული სტილის" განაშენიანებაც ხომ ფაქტიურად ამ წერტილიდან, გმირთად მოედნიდან იწყება.
და არა, რიყის პარკიდან. როგორც ამას უხეიროდ და კანანოდარღვევებით აკეთებდა წინა ხელისუფლება.

ავტორი: ანონიმი
01.11.2012 14:47
ავტორი: რატის დიდი გულშემატკივარი
01.11.2012 13:28
----------------------------
გაიხარეთ, ბევრი ვიცინე! "მეოცნებე ჯენტლმენები-ჩინგაჩგუკიც" ნახეთ..

ავტორი: რატის დიდი გულშემატკივარი
01.11.2012 13:28
http://www.youtube.com/watch?v=jtiz9n1PxAk რიგში მდგომო, ხედავ რა ბიჭია ჩემი რატი? შენ კიდევ რა დაწერაო, ამბობ!

ავტორი: რატის გულშემატკივარი
01.11.2012 09:27
მოგიკვდეთ ჩემი თავი, ეს რა დღეში ყოფილხართ, ჰა? პირდაპირ ცრემლი მომადგა! ასე არ შეიძლება ხალხნო, ცოტა დაზოგეთ თავი, ოთხი წელი არ გინდა ამის გაძლება? მარა ყოჩაღ, ბიჭებო, ყოჩაღ!!! ასე უნდა მაგათ!!! ასწავლეთ და დაანახეთ მუშაობა. ერი დაგიფასებთ, ერი!!! p.s.გუბაზი და კობაც ამ დღეში არიან ნეტა? რა ხალხს ვყვარებივართ და ამდენი წელი ვერ დაგვიფასებია!!!!!

ავტორი: orbit bez saxara
01.11.2012 02:07
ავტორი: მოდერატორი
31.10.2012 14:03
დიახ, დიახ, ბატონო ორბიტ, სწორად მიმხვდარხართ...
-------------------------
გმადლობთ:)
--------------------------
ავტორი: ევგენი
31.10.2012 18:50
მოდერატორს:ორბიტი ქალბატონი უნდა იყოს)
----------------------------------------
შენ დაწყნარდი რა, მოდერი თვითონ მიხვდა რატომ ასე ლაითად და ირონიით.. ...

ავტორი: margo matsa
01.11.2012 00:26
დასასრულს ციტატა ძალიან შთამბეჭდავი იყო :) ანუ საშველი არ არის? ეს ერთი. მეორე: რატომ მოგყავთ საკუთარი რომანიდან ციტატა რაიმეს არგუმენტად? მესამე: ადამიანის განსჯა მხოლოდ იმის მიხედვით, ვინ ან რატომ უჭერს მას მხარს, უმართებულოა.

ავტორი: თამუნა
31.10.2012 23:29
საპატრიარქო საერთოდ არ უნდა ჩაერიოს სახალხო დამცველის კანდიდატურის შერჩევაში, ამას როგორღაც მაინც გაართმევს ერი თავს! თუ, არასრულწლოვანია ჩვენი ერი ჯერაც, კეთილი და ბორიტი ჯერაც ვერ გაუცნობიერებია და პასუხისმგებელი პირისგან დაკვალიანებას საჭიროებს, რომ გზიდან არ გადაცდეს? თუ ერევა შერჩევაში, მაშინ წამოაყენონ ბარემ საკუთარი კანდიდატურა, რომელიც ალბად ლოგიკურად ერთ ერთი მამაო უნდა იყოს. დააა, მამაო ჩადგება საერო სამსახურში... აქ, ცოტათი ლოგიკას ხომ არ გადავცდი?

ავტორი: maia
31.10.2012 20:29
ჩამოართვით ეკლესიას მატერიალური ღირებულება(მათ თავინთი სულიერი სიმდიდრეც ეყოფათ) და დაურიგეთ პატარებს, რომლებიც არასრულფასოვნად იკვებებიან. ამ მაგალითზე ბავშვები ისწავლიან, თუ რა არის ჭეშმარიტი ღირებულებები და სიქველე. ეკლესიის მხრიდან ზომაზგადასული მატერიალური ზრუნვები ფრიად სათაკილოდ მიმაჩნია.
საკუთარ თვალში დირეს ვინც ვერ ხედავს...
ეს საკუთარი რომანებიდან ციტირებაზე გამახსენდა: რაც იწყება კარგად შესაძლოა კარგად ან ჩუდად დამთავრდეს, მაგრამ სასრული ყველაფერს აქვს, შესაძლოა ღმერთსაც კი, რომელმაც თვითლიკვიდაცია უკვე გამოაცხადა, ჩვენმა შემყურემ.
გენდერული სხვაობა არც ისე ადვილი აღსაქმელია, როგორც ჩანს დამას ორგანოების სხვადასხვაუბაზე ნუ დაიყვანთ, განიხილეთ ადამიანი როგორც კომპლექსური არსება. ეს დიდ დროს წაიღებს, მაგრამ მერწმუნედ ძალზე წაგვადგება თუ ჰუმანური საზოგადოების აშენებას ვაპირებთ.

ავტორი: რატი საიდან გვწერთ: აკიბათიდან
31.10.2012 19:45
ავტორი: რიგში რატის შემდეგ მდგომი საიდან გვწერთ: სარეტეთიდან
31.10.2012 16:34

ვაჰ, რა ხალხია. მე უკვე ვნანობ ამათ ხმა რო მივეცი. ჯერ ერთი მინისტრის მოადგილედ არ დამნიშნეს, ტყუილად ჩავიხლიჩე ხმა. მოადგილეობა კი არა მგონი სამსახურსაც აღარ მაძლევენ. რო უთხარი რატოთქო, მითხრა შენ კი არა რატისაც ვერ მივეცი მოადგილეობაო. მე ვუთხარი რატი ვინ ოხერიათქო და მწერალიაო....რა დაწერათქო და რავიცი რა დაწერაო.:))
ვინმემ თუ იცით იმ ვიღაცა რატიმ რა დაწერა, სათაური მითხარით,რააა?
––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
პატივცემულო ინტერესიანო, ვჩქარობ რა, გაგახაროთ, მოგახსენებთ დაუყოვნებლივ, რომ მე, და აგრეთვე მთელი მინისტრთა ახალი, ჭეშმარიტად და საყოველთაოდ სახალხო, დემოკრატიული, სულ განათლებული, ერუდირებული, მონდომებული, კომპეტენტური, საქმიანი, პროფესიონალური, სპორტული, ფილოსოფიური და სხვ. კაბინეტი უკვე ვმუშაობთ და ვშრომობთ მთელის ენერგიით, მთელის უშურველობით და ა.შ.

დღე დღევანდელმაც, მაგალითად, ჩაიარა დღე გუშინდელივით, შრომასა და გარჯაში, რა თქმა უნდა, ასევე, მუშაობაში, ნაყოფიერსა და შემოქმედებითად პროდუქტიულში, ცარიელ ჩაისა და უსტრიცებზე/რაღა დაგიმალოთ და ჩვენც კაცნი ვართ, ადამიანნი, ეს ოხერი ხორცი თავისას მოითხოვს და ხანდისხან თუ არა, ხანგამოშვებით მაინც იძულებულნი გახლავართ ყურადღება მაინც მივაქციოთ მის ამ მოთხოვნებსა და მოთხოვნილებებს და ზაზას, ბურჭულაძეს თუ არ ეზყინება, დავიცვათ ეს, ხორციელი უფლებები.

ისე, თქვენ უსტრიცები და ხამანწკები ეძახეთ და ყველაზე მეტად ამ საკითხში გვიჭირს. არადა, ბატონ ბიძინას უყვარს.
მოგეხსენებათ, ეროვნული კადრებით ვართ დაკომპლექტებული მთელი კაბინეტი, ხაშზე, ხარჩოზე, ხაშლამაზე, ხარის ბეჭზე, რამდენი ხეები გამომივიდა, ელარჯზე, ჩახოხბილზე, ჩაქაფულზე, საცივზე, კუპატზე გაზრდილები, და გაგვიჭირდა ხამანწკების ათვისება და მოთვინიერება.

ზოგი იმისთანა უბედური შეგხვდება, არაფრით არ ეხსნება პირი, ბაკანია თუ რაღაც ჯანდაბა.

დანით რომ არაფერი გამოდის ხოლმე, მაკრატლის წვერს შევუგდებთ და ატვიორკას. იმდენი გახარება თქვენ და ჩვენ, რამდენჯერაც გრძელი მახათიც შეგვიყრია და გაგვიყრია.

კაროჩე, გავხსნით, რავარც იქნება და იმ რაღაც სლიპინას გადაყლაპვა არ გინდა?!. როგორ გეკადრებათ, გენაცვალე, იმას ვინ დაღეჭავს! ისე, შეიძლება, ვითომ?! ვცდით მაგასაც.

მოკლედ, ვწვალობთ და ვირჯებით, რაც შეგვიძლია, სამშობლოს და მამულს დღეს ასე სჭირია და როცა საჭირო და სხვა გზა, სხვა არჩევანი არ იყო, არანაკლებზე წასულან ცოტნე დადიანი, დემეტრე თავდადებული, ბერი თევდორე, გია ხუხაშვილს რა ენაღვლება, მაგი არაა ქაშერი, არ მეჭმევაო, გამოაცხადა და არის თავისთვის ბედნიერად, წრუპავს ყავას, აყოლებს ხიზილალიან ბუტერბროდებს კოხტად და იყურება მაღლა ჭერში, ვითომც აქ არაფერიო.

რაღა არაფერი, ამასწინათ იყო, კაკრაზ, საწყალმა ირაკლიმ, სესიაშვილმა, სხვა
რომ ვერაფერი მოტფიქრა, ჩაქუჩით სცადა გახსნა, დასცხო გამწარებულმა და კინაღამ თითები ჩაიწყვიტა. აბაა?!

ყავას რაც შეეხება, არც მაგია ახლა დიდი ოჯალეში, ხვანჭკარა, ცოლიკაური და ალადასტური, მაგრამ, ასე თუ ისე, ნავარჯიშები ვართ ოჯახებში, პრეზენტაციებზე და ამ მხრივ არა გვიშავს...

არადა, ვმუშაობთ და აგრეთვე ვშრომობთ რომელია, დღე და ღამე გასწორებული გვაქვს.

ავტორი: ევგენი
31.10.2012 18:50
მოდერატორს:ორბიტი ქალბატონი უნდა იყოს)
პასუხი

ავტორი: მოდერატორი
31.10.2012 18:56
არ არის გამორიცხული :-)

ავტორი: რიგში რატის შემდეგ მდგომი საიდან გვწერთ: სარეტეთიდან
31.10.2012 16:34
ვაჰ, რა ხალხია. მე უკვე ვნანობ ამათ ხმა რო მივეცი. ჯერ ერთი მინისტრის მოადგილედ არ დამნიშნეს, ტყუილად ჩავიხლიჩე ხმა. მოადგილეობა კი არა მგონი სამსახურსაც აღარ მაძლევენ. რო უთხარი რატოთქო, მითხრა შენ კი არა რატისაც ვერ მივეცი მოადგილეობაო. მე ვუთხარი რატი ვინ ოხერიათქო და მწერალიაო....რა დაწერათქო და რავიცი რა დაწერაო.:))
ვინმემ თუ იცით იმ ვიღაცა რატიმ რა დაწერა, სათაური მითხარით,რააა?



ავტორი: ANNA საიდან გვწერთ: Tbilisi
31.10.2012 15:58
დაუბრუნეთ ეკლესიას კომუნისტების მიერ ჩამორთმეული ქონება - შენობებიც, მიწებიც და საუნჯეებიც - და თვითონ ირჩენს თავს. მერე ვნახოთ, ვის მეტი აქვს ტურისტებისთვის საჩვენებელი - მიშას თუ ეკლესიას...

ავტორი: orbit bez saxara
31.10.2012 13:51
ბატონო მოდე(გენე)რატორო ჩემი კომენტარი ფრიიიიი? ;DDD
პასუხი

ავტორი: მოდერატორი
31.10.2012 14:03
დიახ, დიახ, ბატონო ორბიტ, სწორად მიმხვდარხართ...

ავტორი: მამალი საიდან გვწერთ: ქანდარიდან
31.10.2012 13:24
მგონი ასეა არაა: ერთმა წესიერმა მამაომ,რომელმაც დუმილის აღთქმა დადო, ყველაზე დიდი სიმართლე თქვაო...
პ.ს. აბა თუ მიხვდებით ვიის?

ავტორი: ბიჭიკო
31.10.2012 13:17
ასევე საინტერესოა, რატომ უნდა აფინანსებდეს სახელმწიფო საპატრიარქოს, რომელთაც ღვთის მსახურება განცხრომად და სამსახურებად გაიხადეს: ამ გაჭირვებულ ქვეყანაში. მგონი ერთმა ღვთის მადლითა და შარავანდედით მოსოლმა მამაომ ამ საცოდავ ქვეყანას მილიარდებიც მოთხოვა და მერე აღარ გვინდა თქვენი დაფინანსებაო.აშკარაა, რომ ჭკვიანი არის, მაგრამ წესიერი თუ არის და მაგალითის მიმცემი?

ავტორი: შიოლაანთბიჭი საიდან გვწერთ: ფუფუნების სასახლიდან
31.10.2012 13:07
ეკლესია უნდა მოვთოკოთ ცოტა. კარგი იქნება პროტესტანტი მისიონერები შემოვიდნენ! იქნებ ეს წარმართ-მუსულმანობა მოვიშოროთ!!! სულ დააზომბეს ჯოგი ამ კაბიან წვერიანმა კაცებმა. ყველაზე დიდი მარაზმი რა არის იცი ხალხო? შიოლაშვილი სამშობლოს ქადაგებს!! მუდმივად საქართველო, საქართველოს გაიძახიან... არადა, ქრისტეს სამშობლოს სიყვარულია რ უსწავლებია ჩვენთვის. ქრისტემ რომაელთა მონობიდან არ დაიხსნა ებრაელები. რატომ? იმიტომ, რო სამშობლო ემპირიაშია. ის დაიწვება დედამიწასთან ერთად. ადამიანმა, მხოლოდ საკუთარ სულზე უნდა იზრუნოს. სამშობლო აქ არაფერ შუაში არ არის!

ანუ, თუ იესოს გწამს, სამშობლოს არ უნდა გადააკვდე. ეს ისე, მორწმუნეთათვის დავწერე.

ავტორი: აკიბა
31.10.2012 12:53
გაგრძელება.

გაყვანას რაც შეეხება, ადამიანური ჰუმანისტი მგონიხართ და ალბათ არ გეწყინებათ, სმოგსა და ხმაურს თუ გავარიდებთ და სადმე მშვიდ ადგილას აგრეთვე მთელი თბილისის მოსახლეობას გადავიყვანთ!

„ერთხელ გურამ დოჩანაშვილმა ასეთი ამბავი მიამბო. მისი ერთი ნაცნობი მთელი ცხოვრება დიდი უჟმური და ბაიყუში ვინმე ყოფილა. ახლა კი ერთბაშად გამოცოცხლებულს ერთი სული აქვს, შინ როდის მივა, რომ თავის ძაღლთან იყოსო. ადვილი დასაჯერებელია, რომ ცხოველს გაუკეთილშობილებია ის კაცი. დიახ, რაც უფრო მეტად გვეყვარება ცხოველები, მით უფრო ჰუმანურები გავხდებით. არ იქნება ჩვენში ამდენი აგრესია და დაუნდობლობა. ვიმეორებ, სანამ ცხოველთა უფლებებს არ დავიცავთ, მანამდე ადამიანის უფლებებსაც არად ჩავაგდებთ„.

აბა, თუ არაფერს ნიშნავს საკუთარი ცხოველი!

იმ საწყალ ბაიყუშს, მთელ დღეებს, როგორც ჩანს სხვის ძაღლებში/ან ძაღლთან/ რომ ატარებს, ბოლოს გული თურმე მაინც თავის ძაღლთან მიუწევს, რომ – სავარაუდოდ – დაკბენილ–დატკვერილი გვერდით მიუწვეს და მისი მშობლიური და ნაზი ენით იარები დაიამოს!

ისე კი, ცხოველები, თავისი ძაღლი ჰიტლერსაც უყვარდა.

პ. ს.

ზემოთ ნახსენები „ორეული„ უნდა იკითხებოდეს „ორუელად„.

პ. ს. ს.

კინაღამ დამავიწყდა:

ავტორს კი უნდა მოეხსენებოდეს, რომ პინგვინებთან, ფარშევანგებთან და სხვა ჩიტებთან ერთად გუშინდელ ოპოზიციონერ და დღევანდელ პოზიციონერ ივანიშვილს ჰყავს ზებრები/ორი. სავარაუდოდ დედალ–მამალი. დანამდვილებით ეცოდინება გუშინდელ ფსიქოანალიტიკოს და დღევანდელ გენერალურ პროკურორ არჩილ კბილაშვილს/.

ნეტა რას უნდა ნიშნავდეს?

ავტორი: ANNA საიდან გვწერთ: Tbilisi
31.10.2012 11:14
"ავტორი: ანონიმი საიდან გვწერთ: mzis sistema
30.10.2012 20:24 ჰოფობებო, ქსენოფობებო და ზოგადად ბანძებო: კომენტებს მაინც ნუ ტოვებთ რა!!! "

აი, ამის დამწერი ახლა ფიქრობს რომ ევროპელია და პროდასავლელი, თან დემოკრატი...

ამ დროს, ჩვეულებრივი ბოლშევიკია...

ისე, ჩემი მეორე კომენტარი რატომ არ გამოაქვეყნეთ, რაიმე უხერხულობაა? საერთოდ, უხერხულობები მოსულა თანამედროვე ლიბერალებში...

შეგახსენებთ, ავტორს ვურჩიე - გუდიაშვილის მოედნისა და ზოოპარკის საკითხზე თბილისის მოქმედ მერს მიმართოს, გიგის, უგულავას... ეს მისი კომპეტენციაა... იქვე გამოვთქვი რწმენა, რომ პირადად იცნობს მერს და არ გაუჭირდება ამ პრობლემების მოგვარება... აი, რატომ ვფიქრობ რომ იცნობს, ალბათ, სწორედ ამის ჩემეულმა ახსნამ გააღიზიანა.

მიკვირს, ესოდენ ლაღი, კომპლექსებისგან თავისუფალი, თანამედროვედ მოაზროვნე ლიბერალები, პირადად რომ შეეხები, როგორ დაიმორცხვებენ და ვინმე ხეპრე, ღიპიანი, მოქეიფე ტრადიციონალისტივით ამოიფარებენ ხოლმე დიიიდ ლეღვის ფოთოლს... მეტი ღიაობა და გამჭვირვალობა, ბატონები, უფრო მეტად გაშიშვლდით საზოგადოებვის წინაშე...
პასუხი

ავტორი: მოდერატორი
31.10.2012 12:48
ANNA, ამ ფორუმზე თქვენი გამოუქვეყნებელი კომენტარი არ არის. სხვაგან ხომ არ გაგზავნეთ?

ავტორი: აკიბა
31.10.2012 10:32
ადრეც ვთქვი და ახლაც გავიმეორებ: ძალიან გრძელ ბლოგს წერს, ეს უკვე მეორედ, პატივცემული ზაზა. და აქ, რასაკვირველია,ზაზაევიჩი გამახსენდა, ორი სათაური რა საჭიროაო. და ხომ წარმოგიდგენიათ, ზაზას ეს სამსიტყვიანი სათაური რომ ეხილა?! ხომ კიდევ უფრო მეტად არ წაიკითხავდა?!

ვითომ, ერთსიტყვიანი არ იკმარებდა?! – „არახალაია„,/საპატრიარქო და მისი პოზიცია აქ და ყოველთვის/, „ახალაია„,/გასაგებია, რისი სიმბოლოც/, „დაახალა„/დ. ლორთქიფანიძემ/ და ა.შ.

საინტერესოა, როგორ წარმოუდგენია ავტორს სახაზავიდან სანტიმეტრის წართმევა?! თანაც ხელისუფლების მხრიდან! ჰა–ჰა–ჰა! როგორც იტყოდა ფანტომასი.

„როგორც გაირკვა, საპატრიარქოსთვის ცალსახად მიუღებელია გურჩიანის პოზიცია სექსუალური უმცირესობების დაცვის შესახებ„.

როდის აქეთ გახდა საპატრიარქო ცალსახოვანი? ერთსახოვანი და თუნდაც ორსახოვანი/იანუსი აქ და ახლა არაფერ შუაშია/ კი არა, სამსახოვანი მაინცაა იგი/აბა, გაიხსენეთ მთავარი დოგმატი მისი... არა, პატივცემულო, ჯიპი არა, ილარიონ შევარდნაძის ცნობილი სადღეგრძელო გაიხსენეთ მურადაზე ნადირობის დროს/.

„ნუთუ საპატრიარქოსთვის სექსუალური უმცირესობების წარმომადგენლები ადამიანები არ არიან? ნუთუ ამ ხალხს საპატრიარქო არაადამიანებად თვლის?„.

ზაზა, აქაც და ახლაც გავიწყდებათ, ვისთან გაქვთ საქმე. საპატრიარქოსთვის სექსუალური უმცირესობების წარმომადგენლები/მართლა, ბოლოსდაბოლოს, ვის გულისხმობთ თქვენც და სხვებიც აღნიშნულ უმცირესობებში, ტრადიციულის თუ არატრადიციულის მიმდევრებს?/, შეიძლება ადამიანები არ არიან, მაგრამ მრევლი ხომაა?! /განსაკუთრებით, როცა იქ სანთლებს, მღვდლებს, უკაცრავად, და სხვა რაღაცეებს ყიდულობენ, ფულს სწირავენ და ა.შ./

„როგორც ვიცი, საქართველოს დღევანდელ პრემიერ-მინისტრს ცხოველები უყვარს. რამდენი აღარ ითქვა და დაიწერა მის ფარშევანგებსა და პინგვინებზე„.

საინტერესოა, ვის გულისხმობს ავტორი ამ უკანასკნელებში?

„მაინტერესებს, რამდენად უყვარს მას ცხოველები და არა, მიაქციეთ ყურადღება, “თავისი ცხოველები”. მაინტერესებს, აქაც კლანური მიდგომა გაიმარჯვებს თუ არა, ანუ გამოარჩევს თუ არა იგი საკუთარ ჩიტებსა და ცხოველებს სხვათაგან?„.

ზაზა, თუ არ დაგიწერიათ, არ წაგიკითხიათ მაინც, რომ ადამიანს თავისი ცოლიც შეიძლება უყვარდეს და სხვისი ცოლიც/ცოლებიც კი! აბაა!/?! საქართველოს დღევანდელ პრემიერ–მინისტრს რაც შეეხება, რატომ ართმევთ მას უფლებას/ისიც ხომ ადამიანია?!/, ორეულისა არ იყოს, უყვარდეს თავისი ცხოველების ფერმა?! და საერთოდ, ადვილია კაცობრიობის სიყვარული, ძნელია ადამიანის სიყვარული.

„აქ არ ვითხოვ თბილისის ზოოპარკის ბინადრთა გალიებისა და ვოლიერების დემიენ ჰერსტისა და ჯეფ კუნსის ნამუშევრებით შელამაზებას. პირველ ყოვლისა, მათი თბილისის ცენტრიდან სადმე მშვიდ ადგილას გადაყვანაა საჭირო. სასწრაფოდ უნდა გავარიდოთ ისინი სმოგსა და ხმაურს„.

დალოცვილო, რახან ასე გაისარჯეთ, ბარემ მათი სურსათ–სანოვაგით მომარაგებაც მოგეთხოვათ, ვფიქრობ, დემიენ ჰერსტისა და ჯეფ კუნსის ნამუშევრებით გალიების შელამაზებაზე მეტად ყუათიანი და შესაფერისი საჭმელი სჭირდებათ.

ავტორი: მიწიერი საიდან გვწერთ: ხანაც ყველა მხრიდან
30.10.2012 23:25
უკვე მოსულმა სწორი მიმართულებით წასულმა და შემდგომ გზა აცდენილმა ეს ერთი წესით უკვე ამ დრომდე გადაწყვეტილი საქმე ქრისტეს პერანგად გიქციათ.წინა 'დროს': მარტივად, ისტორიული ტოლერანტობა შეგახსენათ და აჭარაში ერთი შეხედვით რთული მეჩეთის მშენებლობის საკითხი გადაწყვიტა.არა სამთავრობოებმა სახალხო დამცველის კანდიდატურა წამოაყენეს:მაშასადამე პასუხისმგებლობაც სრულებით გაიზიარეს(რაც ლოგიკურია) და სხვა შემთხვევაში ვინ უნდა აღოს პასუხისმგებლობა საპატრიარქომ?ანუ ჩვენს უკანალზე ფიქრით თავი არ უქმნიათ,როცა ცოცხებს გვიკეთებდნენ(მაშინ თავი უძლურად გვაჩვენა) და ეხლა უნდა იფიქროს?
პ.ს.ამას არ დავწერ...

ავტორი: miseenabyme საიდან გვწერთ: planeta venera
30.10.2012 21:05
orbit bez saxara -ს, არსებობს კი, ბატონო, ულამაზო და არა სექსუალური ( ფრიგიდულს და ასექსუალურს შეგნებულად არ ვხმარობ) ქალი? მაშინ გამოდის, რომ პიკასოს, ფროიდს ( ლუსიან), მურს, ბეკონს, თუნდაც ჩვენს გუდიაშვილს, ქობულაძეს, ფიროსმანს და ა.შ. სულ ტყუილად უშრომიათ. ესთეტიკის თვალსაზრისით, მგონი, XX -ს და XXI-ს ვინ ჩივის, XIX - საც კი ვერ ქაჩავთ. წარმომიდგენია რა მკაცრი იქნება თქვენი სილამაზის და სექსუალურობის ეტალონი, ჯოლიზე და ბელუჩიზე ნაკლები არა:) ტიპური მომხმარებელი ხართ, როგორც ჩანს:)

ავტორი: ანონიმი საიდან გვწერთ: mzis sistema
30.10.2012 20:24
ჰოფობებო, ქსენოფობებო და ზოგადად ბანძებო: კომენტებს მაინც ნუ ტოვებთ რა!!!

ავტორი: პროსპერო საიდან გვწერთ: ქარიშხლიდან
30.10.2012 17:07
რა თქმა უნდა, სექსუალური უმცირესობებისა, ცხოველთა და კულტურული მემკვიდრეობის დაცვა მთავრობის მნიშვნელოვან პრიორიტეთთა სიის განუყოფელი ნაწილი უნდა გახდეს. თუმცა, მოქელაქეთა მიერ მათ გათავისებას დრო დასჭირდება. რომელ ტოლერანტულობასა და თანაგრძნობაზე შეგვიძლია ვილაპარაკოთ იქ, სადაც ადამიანს საკუთარი აზრი ვერც კი გამოუთქვამს ისე, რომ მისგან განსხვავებული აზრის მქონე მხარისგან შეურაცმყოფელი პასუხი არ მიიღოს. ქართველები ვფიქრობთ, რომ ევროპელები ვართ, მაგრამ გვავიწყდება ის ელემენტალური, რომელიც ნამდვილ ევროპელს ძვალსა და რბილში აქვს გამჯდარი: საკუთარი "მე"-ს ლიმიტის გაცნობიერება, რაც ინდივიდუალური და სხვისი ღირსების შენარჩუნებას გულისხმობს. რაც არ უნდა მიუღებელი იყოს ევროპელისთვის მისი მოწინააღმდეგის აზრი ან არგუმენტი, მას უშვერი სიტყვებით არ შეამკობს, რადგან პირველ რიგში, საკუთარ თავს ცემს პატივს. კრიტიკად არ ჩამომართვათ, და ზაზა ბურჭულაძეს, ჩემს საყვარელ მწერალს, რომ ასავალ დასავალის წარმომადგენელთან საუბრისას ბოლომდე შეენარჩუნებინა სიმშვიდე (რაც ვაღიარებ, რომ ურთულესი იყო), უკეთესად დაიცავდა საზოგადოებისათვის იმ უმნიშვნელოვანეს ინტერესებს, რომელთა გამოთაც ის იქ მივიდა.

ავტორი: ANNA საიდან გვწერთ: Tbilisi
30.10.2012 13:10
ეს კაცი ნამდვილი ბოლშევიკია. საერთოდ წარმოდგენა არა აქვს სამართლის და კანონის ცნებაზე. მალხაზ გულშვილი კანონის დაცვით და სამართლიანი ბრალდებით იჯდა ციხეში?! აბა კაცო, ვისაც არ მოწონს ჰომოსექსუალისტები, ყველა ციხეში უნდა იჯდეს? თანაც მოგონილი და შეთითხნილი ბრალდებებით? მალე მოითხოვენ, ისინიც ჩასვან ციხეში, ვინც წინააღმდეგობას გაუწევს მანიაკებს და აღტკინებულ ჰომოსექსუალებს, იქნებ ისიც გვთხრათ, თქვენივე ხელით მოგვიყვანეთ ბავშვები - დიად თავისუფლებებს უნდა ვაზიაროთო... იქნებ პირქით გავაკეთოთ და თქვენნაირები ჩავსვათ ციხეებში სამშობლოს ღალატის, შეთქმულების, შეიარაღებული სახელმწიფო გადატრიალების ბრალდებით. მიშას პოლიტიკა ხომ მაგიტომ მოგწონდათ და ბურჭულაძისნაირებზე რომ გამოვცადოთ, არ მოსულა?!

ავტორი: ანონიმი
30.10.2012 12:39
ავტორი: ანონიმი
30.10.2012 01:11 კაცზე იტყვიან ასეც: რაზეც ფიქრობსო გამუდმებით, ის არისო თვითაც.... ამიტომაც ხარ
მართალიც, რომ თბილისის დემოკრატიზაციას საბჭოთა ზარბაზნით ამყარებდნენო ქადაგებ მალმალე, ოღონდ არ დაგავიწყდეს ამ საბჭოურივე ზარბაზნებით როგორ თავგანწირვით ვიცავდით ეროვნულად-მშობლიურ საბჭოთა დიქტატურას საბჭოთა დემოკრატ მეზარბაზნეთაგან..

ავტორი: caulfield საიდან გვწერთ: ჭვავის ყანიდან
30.10.2012 09:53
ვერ მივხვდი, ე.ი. საპატრიარქოს წარმომადგენლების აზრით ომბუდსმენმა არც კი უნდა განიხილოს სექსუალურ უმცირესობათა განცხადებები? მაგალითად, ციხეში რომელიმე გეი რომ აწამონ უნდა ჩავთვალოთ, რომ მისი დაცვა ჰომოსექსუალიზმის პროპაგანდაა? იქნებ განმარტება მაინც მოაყოლონ პატივცემულებმა რა შემთხვევაში შეიძლება მათი დაცვა და რა შემთხვევაში არა, თორემ ეს განცხადება, თუ გურჩიანს არ აირჩევენ , ამ ადამიანებზე ნადირობის გამოცხადებას ნიშნავს.
კომენტარები: გვერდი გვერდების რაოდენობა 2

ყველაზე პოპულარული