შაბათი, 01 ნოემბერი, 2014 თბილისის დრო 08:30

საზოგადოება

დაკიდული ხიდი და სადავო საკუთრება

ახალი ესტაკადა თბილისშიახალი ესტაკადა თბილისში
x
ახალი ესტაკადა თბილისში
ახალი ესტაკადა თბილისში

მულტიმედია

აუდიო
შინაგან საქმეთა სამინისტროს ანტიკორუფციულ სააგენტოში 22 თებერვალს მოწმის სახით დაიკითხა თბილისის მერიის ქონების მართვის სააგენტოს უფროსი, დავით ჭედია. საქმე ეხება ”მათე მოტორსის” მფლობელის საჩივარს, რომლის თანახმადაც მარშალ გელოვანის გამზირზე მას თბილისის მერიამ  უკანონოდ ჩამოართვა მიწის ნაკვეთი.  მერიის საპასუხო განმარტების მიხედვით,  მიწის ნაკვეთის რეალურ მფლობელს, ადგილმონაცვლეობის პრინციპით, ხუთჯერ მეტი ფართობის ნაკვეთი გადაეცა, გარიგება კი შედგა  იმ ეგრეთ წოდებული ”დაკიდული ხიდის” აშენების მიზნით, რომელიც მუნიციპალური განვითარების სააგენტომ ეკონომიკურად გაუმართლებელ პროექტად მიიჩნია და, შესაბამისად,  მისი განხორციელება გადაიფიქრა.

საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის თანახმად, 2012 წელს დაგეგმილი, მაგრამ ეკონომიკურად გაუმართლებელი მასშტაბური პროექტების რიგშია  და ასევე არ განხორციელდება, მაგალითად, ბათუმის 2 კილომეტრიანი სანაპირო ზოლის ეგრეთ წოდებული  ოქროს ქვიშით მომარაგება; არ  აშენდება ხიდი, რომელსაც თბილისი-ლესელიძის გზატკეცილი მცხეთასთან უნდა დაეკავშირებინა და სხვ. რაც შეეხება თბილისში მარშალ გელოვანის გამზირისა და სამტრედიის ქუჩის დამაკავშირებელ ეგრეთ წოდებულ  ”დაკიდულ ხიდს”, მუნიციპალური განვითარების ფონდის თანახმად, იგი აღარ აიგება იმიტომ, რომ მარჯვენა და მარცხენა სანაპიროების დამაკავშირებელი ხიდის აგებით ტერიტორიაზე არსებული საცობების მასშტაბი კიდევ უფრო გაიზრდება და, ამას გარდა, მშენებლობას სამტრედიის  ქუჩის მცხოვრებლები ეწინააღმდეგებიან.  გავრცელებული ინფორმაციით, ხიდის აგების მოწინააღმდეგე 500 მოქალაქის ხელმოწერა არსებობს. საქართველოს რეგიონალური განვითარების მინისტრის მოადგილის შოთა მურღულიას თქმით, ხიდის აშენება ერთ სანაპიროზე თუ მოძრაობას განტვირთავს, მეორე სანაპიროზე, კერძოდ კი, სამტრედიის ქუჩაზე, საცობების წარმოქმნის გარდა, ეკოლოგიურ დაბინძურებასაც გამოიწვევს.

”პლუს ამას, ეს იყო ძალიან ძვირად ღირებული პროექტი და ჩვენ გავაკეთეთ მოკვლევა და დავადგინეთ, რომ, რა თქმა უნდა, ამ ადამიანების გულისწყრომა არის სავსებით სამართლიანი და არ შეიძლება ასე მოსახლეობასთან შეუთანხმებლად მოხდეს ასეთი პროექტების განხორციელება“.
ვეფხისა და მოყმის მიმდებარე ტერიტორია თბილიში ერთ-ერთ ყველაზე მძიმე კვანძს წაროადგენს. ამიტომ ჩვენი იდეა იყო, რომ აშენებულიყო სამანქანო ხიდი, რომელიც მარჯვენა და მარცხენა სანაპიროს დააკავშირებდა...

სხვაგვარად სვამს საკითხს დედაქალაქის მერი გიგი უგულავა, რომელიც ფიქრობს, რომ არც მერიასთან შეუთანხმებლად შეიძლება  პროექტის შეჩერება. გიგი  უგულავა საქართველოს რეგიონალური განვითარების სამინისტროსა და მუნიციპალური განვითარების ფონდს საყვედურობს იმას, რომ მათ ხიდის მშენებლობის შეჩერების შესახებ გადაწყვეტილება არამართებულად მიიღეს. თბილისის მერი  მოუწოდებს  ამ საკითხის გადაწყვეტაზე პასუხისმგებელ პირებს მერიასთან კონსულტაციები დაიწყონ და პოლიტიკური ამბიციები გვერდზე გადადონ:

”ვეფხისა და მოყმის მიმდებარე ტერიტორია თბილიში ერთ-ერთ ყველაზე მძიმე კვანძს წაროადგენს. ამიტომ ჩვენი იდეა იყო, რომ აშენებულიყო სამანქანო ხიდი, რომელიც  მარჯვენა და მარცხენა სანაპიროს დააკავშირებდა. თუ ვინმეს  ხიდის დიზაინი არ მოსწონს და  ეს დაკიდებული ხიდი ძვირი შესანახი იქნება, რაც სისულელეა, შეგვიძლია მთლიანად მოვხსნათ ეს. როგორი დიზაინისაც გინდა, ისეთი დიზაინის იყოს ეს ხიდი. სამანქანო ხიდი სჭირდება ქალაქს მომდევნო განვითარებისთვის”.

ეგრეთ წოდებული დაკიდული  ხიდი აზიის განვითარების ბანკისა და საქართველოს ბიუჯეტის ერთობლივი დაფინანსებით უნდა განხორციელებულიყო. პროექტის ღირებულება 80 მილიონი ლარი იყო, საექსპლუატაციო ხარჯები კი წელიწადში 5 მილიონ ლარს შეადგენდა. 

”ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთება მომზადებულია ესპანური კომპანიის  მიერ, შემდეგ აზიის განვითარების ბანკში ეს პროექტი უკვე გაიგზავნა და, ასე ვთქვათ, ჩაეშვა წარმოებაში. დეტალური დიზაინიც მომზადდა. დეტალური დიზაინი მოამზადა კორეულმა კომპანია ”დოხვამ.” ხიდი, თავისთავად, - შეხედულებით, აღნაგობით და არქიტექტურულად, - ძალიან  მიმზიდველია. ეს არის 200 მეტრიანი ხიდი მდინარე მტკვარზე, დაკიდულბაგირებიანი, ეგრეთ წოდებული. ასეთი ხიდი ჩვენ თბილისში არ გვაქვს და თანამედროვე ხიდია”, ამბობს საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის  პროექტების ანალიზის სამმართველოს უფროსი თენგიზ ლაკერბაია.
ჩვენ რომ შევაფასებინეთ, შეაფასეს ხუთ მილიონ დოლარად და ვიღაცამ, მერიამ ვინც გამოყო, როგორც ვიცი, 800 000-ად შეაფასა. არ არის სხვაობა? ...

თუმცა, როგორც რეგიონალური განვითარებისა და ინფრაქსტრუქტურის სამინისტროშიც  ითქვა, თავისი გამორჩეული დიზაინისა და მასშტაბურობის მიუხედავად, პროექტის სიძვირის, დიდი საექსპლუატაციო ხარჯებისა და იმის გამო, რომ მოსახლეობისათვის ის, სავარაუდოდ, საზიანო იქნება, ხიდი აღარ აშენდება. მაგრამ  სამინისტრო და მუნიციპალური განვითარების ფონდი მზად არიან მდინარე მტკვარზე ალტერნატიული ხიდი ააშენონ და, შესაბამისად, მერიას სთავაზობენ, მოსახლეობასთან შეთანხმებული ახალი პროექტი მომზადდეს.

თუმცა ერთია თავად ხიდის მშენებლობის მიზანშეწონილობა, მეორე კი ამ ხიდის საკითხზე მიმდინარე ქონებრივი დავა. კომპანია ”მათე  მოტორსის” მფლობელი გელა ბარკალაია  აცხადებს, რომ თბილისის მერიამ  მარშალ გელოვანის პროსპექტზე არსებული 1600 კვადრატული მეტრი  ფართობის მიწა მას იძულების წესით გადააცვლევინა დავით აღმაშენებლის ხეივანში არსებულ 8000 კვადრატულ მეტრ მიწაში. ბარკალაიას მიერ ტელემედიისთვის გაკეთებული განცხადებებით,  იმ ნაკვეთის ღირებულება, რომელიც მას თბილისის მერიამ საკუთრებაში არსებული ნაკვეთის სანაცვლოდ გადასცა, რეალურ ღირებულებასთან შედარებით  ბევრად  მცირეა:

”ჩვენ რომ შევაფასებინეთ, შეაფასეს ხუთ მილიონ დოლარად და ვიღაცამ, მერიამ ვინც გამოყო, როგორც ვიცი, 800 000-ად შეაფასა. არ არის სხვაობა? ბიზნესი გაქვს, ბიზნესს აკეთებ და უცებ რომ გაგიჩერებენ ბიზნესს, ძალიან ძნელია ამ ბიზნესის დაწყება”.

გელა ბარკალაიას ბრალდებას მერია კატეგორიულად არ ეთანხმება და პროტესტს გამოხატავს იმ ფაქტის გამო, რომ დაკიდული ხიდის გარშემო ქონებრივი დავის საქმის წარმოება დაიწყო. შეგახსენებთ, რომ ამ  საქმეზე შინაგან საქმეთა სამინისტროს ანტიკორუფციულ სააგენტოში 22 თებერვალს მერიის ქონების მართვის სააგენტოს უფროსი დავით ჭედია დაკითხეს.


ყურადღება!
რადიო თავისუფლების ქართული რედაქციის ვებსაიტზე ფორუმებით სარგებლობისთვის აუცილებელია რეგისტრაციის გავლა.

რეგისტრაციის გასავლელად დააჭირეთ ვებსაიტის ზედა მარჯვენა კუთხეში მოთავსებულ ბმულს „რეგისტრაცია“. (რეგისტრაციის გავლის შემდეგ ელექტრონული ფოსტით მიიღებთ ავტომატურ შეტყობინებას. ყურადღება მიაქციეთ, შეტყობინება თქვენი ელექტრონული ფოსტის spam-ში ხომ არ აღმოჩნდა.) კომენტარის დასაწერად არ დაგავიწყდეთ საიტზე შესვლა.
ეს ფორუმი დაიხურა
კომენტარები
     
ამ ფორუმში კომენტარი არ არის. დაწერეთ პირველი კომენტარი

სხვა მასალები

აუდიო მოსკოვი და კიევი გაზის თაობაზე შეთანხმდნენ

მიუხედავად ორმხრივი დაძაბული ურთიერთობისა, კიევმა და რუსეთმა, ევროკავშირის შუამავლობით, მოახერხეს გადამწყვეტი ხელშეკრულების ხელმოწერა გაზის სფეროში.
გაგრძელება

აუდიო 1 თვით მოსმენაზე ხელი ისევ შსს-ს მიუწვდება

პარლამენტმა მხარი დაუჭირა პრეზიდენტის შეთავაზებას, მომავალი წლის 28 თებერვლის ნაცვლად, 2014 წლის 1 დეკემბრამდე ჰქონდეს შინაგან საქმეთა სამინისტროს კანონიერი ფარული მიყურადების უფლება.
გაგრძელება

აუდიო აქცია ძალადობის წინააღმდეგ

​ძალადობის წინააღმდეგ ზუგდიდში, კინოთეატრ „ატრიუმთან“, მშვიდობიანი აქცია გაიმართა. მოქალაქეებმა ქალთა მიმართ გახშირებული ძალადობა სხვადასხვა ფორმით დაგმეს.
გაგრძელება

თქვენი პუბლიკაციები

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

ყველაზე პოპულარული