ოთხშაბათი, 19 ივნისი, 2013 თბილისის დრო 01:03

პოლიტიკა / საქართველო

„ოცნება“ კანცელარიაში: ხელისუფლების გადაცემა დაიწყო

მულტიმედია

აუდიო
ტექსტის ზომა - +
5 ოქტომბერს სახელმწიფო კანცელარიაში კოალიცია „ქართული ოცნებისა“ და მმართველი პარტიის წარმომადგენლების პირველი შეხვედრა გაიმართა. ხელისუფლების გადაბარებაზე მომუშავე ჯგუფის გადაწყვეტილებით, 8 ოქტომბრიდან სამინისტროებსა და მნიშვნელოვან სახელმწიფო დაწესებულებებში „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები იმუშავებენ, თუმცა მთავრობის ფორმირებამდე ისინი არც ერთ ოფიციალურ თანამდებობას არ დაიკავებენ. კანცელარიაში გამართულ შეხვედრაზე ასევე გადაწყდა, რომ მმართველი პარტიისა და ოპოზიციის წარმომადგენლები ხელისუფლების საბოლოო შეცვლამდე რეგულარულად შეხვდებიან ერთმანეთს. მორიგი ასეთი შეხვედრა 8 ოქტომბერს უნდა გაიმართოს. „ქართული ოცნების“ ლიდერის ბიძინა ივანიშვილის გადაწყვეტილებით, ასევე 8 ოქტომბერს გახდება ცნობილი საზოგადოებისათვის, თუ როგორი შემადგენლობით იმუშავებს ახალი მთავრობა.

სახელმწიფო კანცელარიაში გამართულ თითქმის ერთსაათიან შეხვედრას „ნაციონალური მოძრაობისა“ და „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებმა ხელისუფლების დემოკრატიული გადაბარებისკენ გადადგმული პირველი წარმატებული ნაბიჯი უწოდეს. საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის გიგა ბოკერიას განცხადებით, ყველა მნიშვნელოვანი მიმდინარე საკითხი კონსტრუქციულ ატომოსფეროში იქნა  განხილული:

„უახლოეს მომავალში - სავარაუდოდ, ორშაბათს - შედგება კიდევ ერთი შეხვედრა და ჩვენ ამ პროცესს გავაგრძელებთ იმისთვის, რომ ეს ტრანზიცია კონსტიტუციის ფარგლებში დასრულდეს სწრაფად და მშვიდობიანად ასეთ საქმიან ატმოსფეროში.“

გიგა ბოკერიას გარდა, სამთავრობო ტრანზიციის კონსულტაციებში ხელისუფლების მხრიდან დავით ბაქრაძე, პავლე კუბლაშვილი და გიგი უგულავა მონაწილეობდნენ, „ქართულ ოცნებას“ კი დავით უსუფაშვილი, სოზარ სუბარი, ირაკლი ღარიბაშვილი და ირაკლი ალასანია  წარმოადგენდნენ.
არ დავუშვათ არავითარ შემთხვევაში არანაირი შეფერხება საზოგადოებრივი წესრიგის დაცვაში, ფინანსური ინსტიტუტების საქმიანობაში, საერთაშორისო ურთიერთობებში ...

„დღეს ყველაზე მნიშვნელოვანია შევინარჩუნოთ სტაბილურობა. ყველა პრობლემა გადაწყდება, ყველა პროცესი გაგრძელდება სამართლებრივ ჩარჩოში. ქვეყნის მომავალი პრემიერ-მინისტრი მოემზადება მთავრობის დაკომპლექტების საკითხებით, რომელიც იქნება რაც შეიძლება სწრაფი, ეფექტური და უმტკივნეულო. ამ საკითხებზე პრინციპული შეთანხმება შედგა“, განაცხადა ირაკლი ალასანიამ.

მხარეები ასევე შეთანხმდნენ მნიშვნელოვან სახელმწიფო სტრუქტურებში „ქართული ოცნების“ წარმომადგენლების მივლინებაზე, რათა, როგორც კოალიციის ერთ-ერთმა ლიდერმა, დავით უსუფაშვილმა, განაცხადა, ხელისუფლების გადაბარება ქვეყნისთვის იყოს უმტკივნეულო:

„არ დავუშვათ არავითარ შემთხვევაში არანაირი შეფერხება საზოგადოებრივი წესრიგის დაცვაში, ფინანსური ინსტიტუტების საქმიანობაში, საერთაშორისო ურთიერთობებში, ამიტომ ჩვენი წარმომადგენლები ჩაერთვებიან იმ დელეგაციების მუშაობაში, რომლებიც ჟენევის ფორმატში მუშაობენ, ევროკავშირთან მუშაობენ სხვადასხვა საკითხებზე. ასე რომ, ფორმალურად, ოფიციალურად მთავრობის დამტკიცებამდე, რომელსაც რამდენიმე კვირა დასჭირდება, „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები ყველა ძირითად სტრუქტურაში - მათ შორის, ძალოვან სტრუქტურებში - მიავლენენ თავიან წარმომადგენლებს, რათა უზრუნველვყოთ სტაბილურობა და უმტკივნეულო გადაბარება ყველა საქმის.“

თუმცა, დავით უსუფაშვილის განმარტებით, „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები მთავრობის ფორმირებამდე არც ერთ ოფიციალურ თანამდებობას არ დაიკავებენ. შესაბამისად, მანამდე ქვეყანაში შექმნილ ვითარებაზე - მათ შორის, კრიმინოგენურ მდგომარეობაზე - პასუხისმგებელი იქნება მოქმედი ხელისუფლება, რომლის წარმომადგენლის, დავით ბაქრაძის თქმით, „ნაციონალური მოძრაობა“ სავსებით აცნობიერებს საკუთარ პასუხისმგებლობას და ყველაფერს აკეთებს კრიმინალისაგან თავისუფალი გარემოს შესანარჩუნებლად:
 „ქართული ოცნების“ პასუხისმგებლობის ნაწილია ის, რომ წარმოადგინონ ისეთი კანდიდატურები, რომლებიც შეძლებენ ქვეყნისთვის სიკეთის მოტანას ...

„სანამ არის მოქმედი მთავრობა, იმუშავებს ყველა სამინისტრო, მათ შორის, იმაშავებს შინაგან საქმეთა სამინისტრო. არ მოხდება არც ერთი სტრუქტურის ჩამოშლა და დემორალიზება, და ეს არის ჩვენი პასუხისმგებლობის ნაწილი და ჩვენი ერთობლივი პასუხისმგებლობის ნაწილია ის, რომ ქვეყანაში არ იყოს კრიმინალი, არ იყოს ძალადობა, არ იყოს არეულობა - ეს იყო ერთ-ერთი თემა, რაზეც ვისაუბრეთ და, უნდა გითხრათ, რომ ჩვენ შორის არსებობს სრული თანხმობა და არავის, ვისაც იმედი აქვს, რომ შეიქმნება რაღაცა ტიპის არეულობა და ხელს მოითბობს ამ არეულობით, არ მივცემთ ამის გაკეთების საშუალებას.“

მხარეთა შეთანხმების შესაბამისად, კოალიციის წარმომადგენელთა მივლინება სამინისტროებსა და სხვა სახელმწიფო უწყებებში მომავალი კვირიდან დაიწყება. ამასთან, დავით ბაქრაძის თქმით, კანდიდატების შერჩევაში მოქმედი ხელისუფლება მონაწილეობას არ მიიღებს.

„ჩვენი პასუხისმგებლობის ნაწილია ის, რომ ხელი არ შევუშალოთ ამ პროცესს და არც შევუშლით და დავთანხმდებით ნებისმიერ კანდიდატურას, რომელიც იქნება წარმოდგენილი. „ქართული ოცნების“ პასუხისმგებლობის ნაწილია ის, რომ წარმოადგინონ ისეთი კანდიდატურები, რომლებიც შეძლებენ ქვეყნისთვის სიკეთის მოტანას და იმედი მაქვს, რომ ისინი ამას გააკეთებენ“, განაცხადა დავით ბაქრაძემ.

ასევე მომავალ კვირაში - უფრო სწორად, კვირის დასაწყისში - გაირკვევა იმ ადამიანთა ვინაობაც, რომლებიც ივანიშვილის მთავრობაში შევლენ. ამის შესახებ განცხადება თავად კოალიციის ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა გააკეთა.

„მინისტრი ყველა შეიცვლება, მოადგილეებიდან შეიძლება ბევრი დარჩეს, უფრო ქვემოთ კი არ ვაპირებთ წასვლას. თუ არ იქნება რამე სპეციალური შემთხვევა, საჯარო მოხელეები ყველანი შეინარჩუნებენ თანამდებობას. ხვალ და ზეგ გვაქვს შეხვედრა შიდა ჯგუფში, სადაც შევაჯერებთ მთავრობის წევრთა ჩემს ვარიანტს და ორშაბათს გავაცნობთ საზოგადოებას“, განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.


ყურადღება!
1 ივნისიდან რადიო თავისუფლების ქართული რედაქციის ვებსაიტზე ფორუმებით სარგებლობისთვის აუცილებელია რეგისტრაციის გავლა.

რეგისტრაციის გასავლელად დააჭირეთ ვებსაიტის ზედა მარჯვენა კუთხეში მოთავსებულ ბმულს „რეგისტრაცია“. (რეგისტრაციის გავლის შემდეგ ელექტრონული ფოსტით მიიღებთ ავტომატურ შეტყობინებას. ყურადღება მიაქციეთ, შეტყობინება თქვენი ელექტრონული ფოსტის spam-ში ხომ არ აღმოჩნდა.) კომენტარის დასაწერად არ დაგავიწყდეთ საიტზე შესვლა.
ეს ფორუმი დაიხურა
კომენტარების რიგი
კომენტარები
     
ავტორი: I Am Georgian საიდან გვწერთ: London-GB.
08.10.2012 10:17
გენაცვალე ჭკუაში! თათა-გერმანიიდან. ბოლო სამი წელია, ვწერ <თავისუფლებაში>, ყოველივე იმის შესახებ, რაც თქვენ ჩამოაყალიბეთ. უმრავლესი ქართველების უბედურება, მდგომარეობს, მთავარი არსის ვერ დანახვით კონკრეტულ დროით სიტუაციაში, არაგადამწყვეტი დეტალების გამოყოფით სამოქმედოდ, ცრუ დეტალების გადამწყვეტად ყურადღების გამახვილებაში, შესაბამისად, არჩეული გეზიდან გადახვევით ან სულაც წაღმა სვლით. ურთიერთშურის, გამდიდრების, ძალაუფლების, უტვინოდ ქმედებისის დაუოკებელი წყურვილით, სტრატეგიულად გაუთვლელად, ქვეყნითვის არათუ წინსვლის,გამანადგურებელი ნაბიჯების გადადგმით შემდგომში.კონკრეტული მაგალითი: დღეს დილით, 8 ოქტომერს <თავისუფლებას>, მიჰყავს გადაცემა. ხაზზეა ქუთაისი, რეფორტიორი ქუთაისიდან ყვება ძალიან მნიშვნელოვანზე, შეინარჩუნებს თუ არა ქუთაისი ქვეყნისათვის, სტრასბურგის სტატუსს, თუ კვლავ ბრიუსელში-თფილისში დააბრუნებენ ევრო-საქართველოს ძალაუფლების საკითხების გადაწყვეტას.უცებ აუდიო კადრს მიღმა, მეორე ხმა, ძაღლის ყეფა ჩაერთო,ალბათ ტექნიკურად არ,ვერ გათვალისწინებული, უნებლიედ. რეფორთიორების ყურადღება, ნანა წამიერად გადაერთო, ამ ყეფის ანალიზზე, არაფრის გადამწყვეტ, ეთერში შემოჭრილ, ნეიტრალურ ხმაურზე, გარეშე სულდგმულის ყეფაზე.ამგვარადვე ხდება სრულიად საქართველოს მასშტაბითაც.და კიდევ უფრო დიდი, ჩვენი ქართველთა უბედურება ის არის,რომ ზოგიერთი ქრთველები.უმრავლესობა<ვითომ,<თავიანთი გაგებით> ბუმბერაზები და საქართველოზე გადამკვდარნი:მსახიობები, ბიზნესმენები, სახელმსიფო მოღვაწეები, სფორტსმენები, ჟურნალისტები, მთელი თავისი ცხოვრების განმავლობაში, ვერ აცნობიერებენ, რომ მათდამი შეგნებული თუ შეუგნებელი ქმედებებით, თავისივე ღვიძლი ქვეყნის თავისუფლებას კი არ ემსახურებოდენ და ემსახურებიან, არამედ, ასრულებდენ და ახორციელებენ ცხოვრებაში, სხვა, უფრო ჭკვიანი და ნასწავლი ერების ნაფიქრალს და მათი ქვეყნების, საქართველოს დამთრგუნველ, ინტერესებს ატარებდენ, და ამჟამადაც,მათვე ემსახურებიან, ნებაყოფლობით, ვიღაცის მიერ გადმოგდებული სახრავი ძვლის გამო.ამ საიტზე, ოთხი წელი დამწერი აღარ ვარ, სათქმელი, გამგონისთვის, დვწერე, ამომწურავად.

ავტორი: მელანქოლიკოსი
07.10.2012 16:37
მომბეზრდა ბატონებო და ქალბატონებო ჩეკისტოკრატიის არმიის,მაფიის და სპეცსამსახურების თარეში მთელ დიად პოსტსაბჭოეთში და მის საზღვრებს გარეთ,მაგალითად ლოს ანჯელესშიც და არა მარტო საქართველოში. და ბოდიში და უნდა გამოვტყდე რომ ამათ ხელში რუსებიც და ამერიკელებიც მეცოდება.

ავტორი: tatas - germaniidan საიდან გვწერთ: თბილისი
07.10.2012 12:48
"იმას არავინ ამბობდა მეტს ვიმუშავებ და გადასახადსაც გადავიხდი და ქვეყანას ფეხზე წამოვაყენებო"
და რატომ გგონიათ, რომ ხალხს მუშაობა არ უნდა? მაგრამ სად უნდა იმუშაო, ან რამდენი უნდა იმუშაო, რომ საქართელოში თავისრჩენა სეძლო? გერმანიიდან ადვილია რატრატი, მაგრამ როცა ქანცგამწყვეტ სამუშაოშიც კი ხელფასი მაქსიმუმ300-400 ლარია, ამითი რა მკვდარი უნდა დაიმარხოს? გადასახახები რომ ზედმეტად გაზრდილია, ამის მისახვედრად საქართველოში უნდა იცხოვროთ ცოტა ხანს მაინც, ქალბატონო!
რაც შეეხება მსახიობებს და კუნთმაგარ სპოტსმენებს - რაო, თქვენ მოწონებულ "დემოკრატიულ შუქურად" წოდებულ მთავრობას პარლამენტში რომელი აკლდა - მსახიობები, მომღერლები თუ კუნთმაგარი სპორტსმენები? რატომ ამგაზე არ ამბობთ არაფერს?
მე პირადად, არც წინა მთავრობის მეხოტბე ვიყავი და არც ახლად მოსულისა, მაგრამ ჯერ რომ არაფერი გაუფუჭებია, იმ მხარეს რატომ ლანძღავთ? და საერთოდ, ეს სტილი ქართულია თუ გერმანიაშჳც მიღებულია? "უვიცი ბიძინა" - ეს თქვენს ინტელექტს რამეს ჰმატებს? "მიშაზე" რა ეპითეტს გაიმეტებდით, ქალბატონო? სირცხვილია, წასულხართ საქართველოდან, გარიდებიხართ აქაურ ყოფას და მანდედან არიგებთ ჭკუას ქართველ ხალხს. ჩამობრძანდით აქ, იცხოვრეთ და მერე ილაპარაკეთ.

ავტორი: რუბენა საიდან გვწერთ: ავლაბრიდან
07.10.2012 03:15
ტატა-ჯან, "იმსფრასტრუქტურამ" მაგრად გაასწორა, ელი!

ავტორი: ქართველი საიდან გვწერთ: საქართველო
06.10.2012 21:43
ავტორი: ანონიმი
05.10.2012 22:33
---------------
არ მოგბეზრდათ რუსებით შეშინება?! არ მოგბეზრდა ამ გაზულუქებული "დემოკრატიის მშენებელი" მთავრობის ყურება და მოსმენა?!

ავტორი: tata საიდან გვწერთ: germania
06.10.2012 17:21
«ვულოცავ « ოცნებისტებს, მაგრამ არა მთელ საქრთველოს რუსული ფულის გამარჯვებას ქართულ სახელმწიფოობრიობაზე. მერამდენედ ვუშვებთ შეცდომას და არ გვესმის, რომ როცა თავისუფლებასა და პურს შორის ამ უკანასკნელს ირჩევ, ერთსაც კარგავ და მეორესაც.
საქართველოდან გუშინ ჩამოვფრინდი, თვენახევრის განმავლობაში მქონდა საშუალება დავკვირვებოდი მიმდინარე წინასაარჩევნო მდგომარეობას, ხალხის მსჯელობას და მართლა გავოცდი.ოცნების მხარდამჭერებისგან მხოლოდ ის მესმოდა,რომ ბიძინა გადასახადებს შეუმცირებს ან სულ მოუხსნის, პენსიებს 250 ლარამდე გაუზრდის და რუსეთთან ურთიერთობას გაანახლებს.თითქოს დააზეპირებინესო. ნუთუ ეს არის დამოუკიდებლობის ფასი.ვნახოთ სითაც წაიყვანს ეს უვიცი ბიძინა და მისი "ძვირფასი "გარემოცვა ქვეყანას.
იმას არავინ ამბობდა მეტს ვიმუშავებ და გადასახადსაც გადავიხდი და ქვეყანას ფეხზე წამოვაყენებო.
მთავრობას აბრალებდენ ძალადობას და რასაც ოცნებისტები აკეთებდნენ ,როგორ ატერორებდნენ ხალხს, ჩემი თვალით ვნახე გურიაში და თბილისში. ამაზზრზენი იყო სამღვდელოების მოქმედებაც. ისინი კარგად გაიშიფრენ, ლუსტრაცია მოხდა. ეს უვიცი, შუა საუკუნეებში ჩარჩენილი მამოები,რომლებიც კრიმინალებისგან არაფრით განსხვავდებიან,თავის კგბ-ს მუშაკ წინამძღოლთან ერთად კარგად მუშაობდნენ ქვეყნის რუსული ორიენტაციისკენ წასაყვანად და გამოუვიდათ კიდეც.
საუბედუროდ ქვეყანას რუსულ რელსებზე გადასვლა არ ასცდება, ოცნებისტების ხელში. გაუნათლებელი ბიძინა და მისი უსინდისო გარემოცვა, ამისთვის იღწვოდა და სამწუხაროდ მიაღწიეს კიდეც.პუტინის ოპერაცია ცინიკური სახელწოდებით «ქართული ოცნება»,შედგა.
პარლამენტში რა ხალხი მოიყვანეს, ყველაფერზე წამსვლელი მსახიობები, კუნთმაგარი სპოტსმენები (კურტანიძე რად ღირს, მაგის ძალადობა რატომღაც ძალადობად არ აღიქმება), წითელი ინტელიგენცია, და სინდისგარეცხილი ვაი-პოლიტიკოსები( ალასანია,სანიკიძე,ხიდაშელი და ა.შ).
თურმე საზღვარგარეთაც დიდი ფული დახარჯეს, განსაკუთრებით გერმანისა და საბერძნეთში .
დიდი დამსახურება აქვთ ამ საქმეში და დაუფასდებათ ალბათ ბიძინასგან ისეთ კაცთმოძულე სატელევიზიო არხებს,როგორიცაა მაესტრო და მე-9 არხი. ოო, რადიო თავისუფლების ვითომ ადამიანების უფლებებზე გულშემატკივარ და « სამართლიანობისთვის « მებრძოლ ჟურნალისტებსაც ერგებათ ადგილები, როგორც ამბობენ.
90-იანი წლები განმეორდა, ოღონდ საბედნიეროდ უსისხლოდ.კიდევ ერთხელ აირჩია ხალხმა ჭაობში დაბრუნება.
მადლობა კი ნამდვილად ეთქმის ჩვენს მთავრობას, მათ შეძლეს არჩევნების სამართლიანად ჩატარება და ხელისუფლების უმტკივნეულოდ გადაცემასაც შელებენ.ნამდვილად მეამყება აშენებულ გზებს, შენობებსა და სხვა იმფრასტრუქტურასთან ერთად,ეს დემოკრატიული მონაპოვარი.
წარმატებას გისურვებ ჩემო ქვეყანა, მიუხედავად ნაძირალა ოცნებისტების სათავეში მოსვლისა, იმედი არასოდეს უნდა დავკარგოთ, ქვეყნის დამოუკეიდებლობის და დასავლეთზე ორიენტაციის დათმობას ასე ადვილად ვერ შევეგუებით და ვიბრძოლებთ ბოლომდე, სადაც არ უნდა ვიყოთ.

ავტორი: ანონიმი
05.10.2012 22:33
ურა, ურა,ტაში და ხარახურა, საბჭოთა ზარბაზანთან ერთად საქართველოს დემოკრატიზატორი ბოკერია ხელისუფლებას გადასცემს საბჭოთა ზარბაზანთან ერთად საქართველოს დემოკრატიზატორ ხაინდრავას. მაგათთვის ყველაფერი ოკეია,ვნახოთ საქართველოსთვის რა იქნება. სამწუხაროა რომ ბატონი ვარდიკო ნადიბაიძე თავისი მეგობარი სალდათებით ვერ იღებს მონაწილეობას ამ ზეიმში.