ხუთშაბათი, 17 აპრილი, 2014 თბილისის დრო 16:29

ეკონომიკა / მსოფლიო

ევროპაში ჩრდილოვანი ეკონომიკა იზრდება

x

მულტიმედია

აუდიო
ტექსტის ზომა - +
უმუშევრობის ზრდა, რეცესია, ბიუჯეტის შემცირება - ევროპას არყევს ფინანსური მომჭირნეობის ზომები იმ დროს, როცა მთავრობები ცდილობენ გააჯანსაღონ თავიანთი დაავადებული ეკონომიკები. თუმცა არსებობს, სულ მცირე, ერთი სფერო, სადაც ერთგვარი ბუმია. ესაა ჩრდილოვანი ეკონომიკა, რომელსაც სულ უფრო მეტი ადამიანი ეტანება მძიმე საფინანსო პერიოდში თავის რჩენის მიზნით.

იუსუფ აჰმიჩი ბოსნიის ქალაქ ტუზლაში ცხოვრობს. იგი თავს ირჩენს აბაზანის კაფელის დაგებით, რაშიც 5 დოლარს უხდიან კვადრატულ მეტრში. მაგრამ მას მხოლოდ მაშინ აქვს სამუშაო, როდესაც სანტექნიკოსი მეგობრები დახმარებისათვის დაუძახებენ. ამ მძიმე დროში იგი თავს ვერ აძლევს იმის უფლებას, რომ დაარეგისტრიროს თავისი ბიზნესი  -  არ აპირებს რაიმე გადაუხადოს სახელმწიფოს მაშინ, როცა ოჯახის შენახვაც კი უჭირს.

„სახელმწიფო უსარგებლოა, მას მხოლოდ მიაქვს და უკან არაფერს აბრუნებს. არ არსებობს არანაირი სტიმული მცირე ბიზნესისათვის. ასე რომ, მე დაურეგისტრირებლად გავაგრძელებ მუშაობას. თუკი ისინი დამიჭერენ, რა უნდა ვქნა? ვერ შევცვლი ვითარებას, რომელშიც ვიმყოფები“.
გამოიყოფა ორი ჯგუფი, სადაც ყველაზე მაღალი ჩრდილოვანი ეკონომიკაა. აღმოსავლეთ ევროპაში ესაა ბულგარეთი და რუმინეთი ...

აჰმიჩი ერთ-ერთია იმ მრავალთაგან, რომლებიც ევროპის ეკონომიკური კრიზისის გამო ჩრდილოვან ეკონომიკაში ეძებენ თავშესაფარს. ეს არის სამყარო, სადაც ადამიანები კანონიერ საქმიანობას ეწევიან, თუმცა შემოსავლებს სახელმწიფოს უმალავენ. ევროპის საერთაშორისო „ვიზა“ ბანკის მონაცემებით, ჩრდილოვანი ეკონომიკის მოცულობა ევროპაში 2007-დან 2011 წლამდე 5 პროცენტამდე გაიზარდა, რაც  2,2 ტრილიონ ევროს შეადგენს. რაც შეეხება ჩრდილოვანი ეკონომიკის მასშტაბებს, ავსტრიის ლინცის უნივერსიტეტის წამყვანი მეცნიერ-თანამშრომელი ფრიდრიხ შნაიდერი შემდეგ ქვეყნებს ჩამოთვლის:

„გამოიყოფა ორი ჯგუფი, სადაც ყველაზე მაღალი ჩრდილოვანი ეკონომიკაა. აღმოსავლეთ ევროპაში ესაა ბულგარეთი და რუმინეთი, იქ არსებული უვარგისი მმართველობითი სისტემითა და კორუფციის  საკმაოდ მაღალი მაჩვენებლით. ასევეა საბერძნეთში“.

მსოფლიო ბანკის შეფასებით, მიმდინარე წლის სექტემბრის თვეში მთელი ეკონომიკური საქმიანობის 32 პროცენტი ბულგარეთში ჩრდილოვან ეკონომიკაში იყო მოქცეული, რუმინეთში კი 29 %-ს შეადგენდა ჩრდილოვანი ეკონომიკის მოცულობა.  
კარგი გამოსავალია ფიქსირებული გადასახადების შემცირება ოფიციალურ ეკონომიკაში და ამ სახსრების ოფიციალურ სექტორში მიმართვა ...

ადამიანები თავის გადასარჩენად ჩრდილოვან ეკონომიკას აფარებენ თავს, მაგრამ რაც უფრო მაღალია ჩრდილოვანი ეკონომიკის მოცულობა, მით უფრო ზარალდება სახელმწიფოს შემოსავალი, რაც, თავის მხრივ, ვალების კრიზისს უწყობს ხელს. ზოგიერთ ქვეყანაში - მაგალითად, იტალიაში - სახელმწიფო ვალების კრიზისი  უფრო მარტივად და სწრაფად მოგვარდებოდა, თუკი ჩრდილოვანი ეკონომიკა საგადასახადო ადმინისტრირებას დაექვემდებარებოდა. თუმცა, როგორც ლონდონში არსებული ლეგატუმის ინსტიტუტის ეკონომისტი დალიბორ როჰაჩი მიიჩნევს, ჩრდილოვანი ეკონომიკური საქმიანობის დაბეგვრას სახელმწიფოს მხრიდან დრაკონული ზომების განხორციელება დასჭირდებოდა:

„მთავრობის ამოცანა არ არის ძლიერი დამსჯელი ზომებით სცადოს ჩრდილოვან ეკონომიკაში ჩარევა, რადგან მაშინ, ყველაფერთან ერთად, საჭირო გახდება საქონლისა და მომსახურების შეძენა, რაც ჩრდილოვან ეკონომიკაში დასაქმებულ ადამიანებს შემოსავალს მისცემდა. კარგი გამოსავალია ფიქსირებული გადასახადების შემცირება ოფიციალურ ეკონომიკაში და ამ სახსრების ოფიციალურ სექტორში მიმართვა“. 

ეკონომისტის თქმით, ჩრდილოვან ეკონომიკაში დასაქმებული ბევრი ადამიანი მოახდენდა საკუთარი საქმიანობის ლეგალიზებას, თუკი მათ ამის საშუალება მიეცემოდათ. იგულისხმება ბიზნესის სწრაფი რეგისტრაცია და შეღავათიანი კრედიტი. შესაბამისად, სანამ ასეთი რამ არ არსებობს, სურვილის მიუხედავად, არც ტუზლაში მცხოვრები იუსუფ აჰმიჩი ჩქარობს ჩრდილოვანი ეკონომიკიდან გამოსვლას.


ყურადღება!
რადიო თავისუფლების ქართული რედაქციის ვებსაიტზე ფორუმებით სარგებლობისთვის აუცილებელია რეგისტრაციის გავლა.

რეგისტრაციის გასავლელად დააჭირეთ ვებსაიტის ზედა მარჯვენა კუთხეში მოთავსებულ ბმულს „რეგისტრაცია“. (რეგისტრაციის გავლის შემდეგ ელექტრონული ფოსტით მიიღებთ ავტომატურ შეტყობინებას. ყურადღება მიაქციეთ, შეტყობინება თქვენი ელექტრონული ფოსტის spam-ში ხომ არ აღმოჩნდა.) კომენტარის დასაწერად არ დაგავიწყდეთ საიტზე შესვლა.
ეს ფორუმი დაიხურა
კომენტარების რიგი
კომენტარები
     
ავტორი: ცნობისმოყვარე
20.01.2013 22:18
რატომ არ მოახსენებთ თქვენს პატივისმცემელ საზოგადოებას იმას თუ როგორ იპყრობს და ყიდულობს არამარტოევროპას კგბს მიერ მართული პოსტსაბჭოთა მაფია?

ავტორი: ანონიმი
20.01.2013 20:32
მერე ვინ ამბობს რუსეთი ალტერნატივააო, ამ სააკაშვილისტებმა ხუმრობის და ცინიზმის აღქმის შესაძლებლობაც დაკარგეთ. იმიტომ იზრდება ჩრდილოვანი ეკონომიკა რომ სახელმწიფო არაფერს აკეთებს მის გასასხივოსნებლად და ხალხსაც სხვა გზა აღარ აქვს

ავტორი: ანონიმი
20.01.2013 14:18
ევროკავშირის ალტერნატივა რუსეთი ვერანაირად ვერ იქნება. თუ ევროკავშირის ეკონომიკაში პრობლემებია ეს არ არის მიზეზი ორიენტაციის შეცვლისა. წინა მთავრობა მართალი აღმოჩნდა როდესაც ევრორეგულაციების თავსმოხვევას ერიდებოდა.

ავტორი: ანონიმი
20.01.2013 00:02
ხოდა რადგან ევროპის საქმე ცუდადაა და ჩვენც თავი ვერ შევყავით ერთი არჩევნების შემდეგ ევროკავშირში, ამიტომ დროა ქართველებმა რუსეთს ვთხოვოთ მფარველობა

რა იყო, რუსი ეგზარქოსების წყევლა კრულვა მოენატრა ქართველ ერს და ბერს, უკანმოუხედავად რომ მიაშურეს მოსკოვს პირველივე შესაძლებლობისთანავე???

თქვენი პუბლიკაციები

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების ვებსაიტზე შეიქმნა ახალი რუბრიკა „თავისუფალი სივრცე“, რომელშიც შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, თავისი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

ყველაზე პოპულარული