ორშაბათი, 22 დეკემბერი, 2014 თბილისის დრო 15:15

პოლიტიკა / საქართველო

ახალი წლის პირველი კვირა

საახალწლოდ მორთული ნაძვის ხე რუსთაველის გამზირზე.საახალწლოდ მორთული ნაძვის ხე რუსთაველის გამზირზე.
x
საახალწლოდ მორთული ნაძვის ხე რუსთაველის გამზირზე.
საახალწლოდ მორთული ნაძვის ხე რუსთაველის გამზირზე.

მულტიმედია

აუდიო
მიმოხილვას დავიწყებთ ახალი წლის ღამით, როცა ტელევიზორების წინ მოკალათებულ საქართველოს დამდეგი ახალი წელი, პატრიარქისა და პრეზიდენტის გარდა, პრემიერ-მინისტრმაც მიულოცა. ბიძინა ივანიშვილმა თავის მიმართვაში მოკლედ შეაჯამა გასული წელი და მომავლის გეგმებზე საუბრისას აღნიშნა, რომ მისი პოლიტიკური გუნდის მიზანი დემოკრატიული, სოციალურად სამართლიანი სახელმწიფოს აშენებაა.

ბიძინა ივანიშვილმა ასევე ილაპარაკა, წინა ხელისუფლების წარმომადგენლების პასუხისმგებლობიდან გათავისუფლების მიზნით, ამნისტიის მსგავსი მექანიზმის შექმნის აუცილებლობაზე. ტელევიზიებმა პრეზიდენტისა და პრემიერ-მინისტრის გამოსვლები განსხვავებული თანამიმდევრობით გაუშვეს. განსხვავებული იყო თავად ხელისუფლების წარმომადგენელთა პათოსიც. თუ ივანიშვილმა ხაზი გაუსვა წინსვლისა და წარმატებების პერსპექტივებს, სააკაშვილმა ქვეყნისთვის საზიანო გადაწყვეტილებების თავიდან აცილების აუცილებლობაზე ისაუბრა. პრეზიდენტმა სააკაშვილმა „ქართული ოცნების“ ლიდერს შესთავაზა ხუთპუნქტიანი გეგმა, რომლის პირველი პუნქტი მთავარ პოლიტიკურ მოთამაშეებს ”ერთმანეთის მიმართ აგრესიული და შეურაცხმყოფელი რიტორიკის” შეწყვეტისკენ მოუწოდებს. სააკაშვილის თქმით, ასევე უნდა შეწყდეს წინა ხელისუფლების წარმომადგენელთა უსაფუძვლო დევნა-დაჭერა.
დღეს ერთი პიროვნება უშლის ხელს საქართველოს კეთილდღეობას. იგი ჩაბღაუჭებულია პრეზიდენტის სავარძელს და, მიუხედავად მისი ვადის გასვლისა, არ გვანებებს თავს ...

მესამე პუნქტი გაერთიანებისკენ მოწოდებაა, რათა არ მოხდეს ”საქართველოს დასავლეთთან ურთიერთობის შერყევა” და არ შეფერხდეს ჩვენი ქვეყნის ინტეგრაცია ევროატლანტიკურ სტრუქტურებში; მეოთხე პუნქტის მიხედვით, უნდა შეწყდეს შეტევა თვითმმართველობებზე და ”შეწყდეს ძალადობისა და საზოგადოებრივი დაპირისპირების წახალისება“; ხოლო ბოლო, მეხუთე პუნქტი გამიზნულია იმისათვის, რომ ქართული ეკონომიკისადმი ნდობა დაუბრუნდეს როგორც საერთაშორისო, ისე ადგილობრივ ბიზნესსაზოგადოებას. ამავე პუნქტში ერთიანდება ”დიდი საერთაშორისო საინვესტიციო კონფერენციის” მოწვევის იდეა. გეგმის მიხედვით, ამ კონფერენციას ერთად უნდა გაუძღვნენ პრემიერი და პრეზიდენტი.

გასულ კვირაში ხუთი წელი შესრულდა უკანასკნელი საპრეზიდენტო არჩევნებიდან. 2008 წლის 5 იანვარს გამართულ რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებულმა მიხეილ სააკაშვილმა ფიცი 20 იანვარს დადო. შესაბამისად, არასამთავრობო ორგანიზაციათა გაერთიანება „ერთსულოვნება ადამიანის უფლებებისათვის“ მიიჩნევს, რომ სწორედ 20 იანვარს უმთავრდება პრეზიდენტ სააკაშვილს უფლებამოსილების ვადა და, როგორც ორგანიზაციის თავმჯდომარე მიხეილ ანდღულაძე ამბობს, პრეზიდენტი უნდა გადადგეს:

„დღეს ერთი პიროვნება უშლის ხელს საქართველოს კეთილდღეობას. იგი ჩაბღაუჭებულია პრეზიდენტის სავარძელს და, მიუხედავად მისი ვადის გასვლისა, არ გვანებებს თავს. 4 იანვარს თბილისში ავლაბრის რეზიდენციასთან, რეგიონებში კი გამგეობების შენობებთან, დღის 13.00 საათზე ხალხი დააფიქსირებს უდიდეს ერთსულოვნებას სააკაშვილის გადადგომის მოთხოვნით და თუ ხალხის შეძახილი გაუგებელი დარჩება, 20 იანვარს მთელი საქართველო ჩამოვა თბილისში და ერთხელ და სამუდამოდ წერტილს დაუსვამს სააკაშვილის ბოგინს“.

საპროტესტო აქცია პრეზიდენტის სასახლესთანსაპროტესტო აქცია პრეზიდენტის სასახლესთან
x
საპროტესტო აქცია პრეზიდენტის სასახლესთან
საპროტესტო აქცია პრეზიდენტის სასახლესთან
20 იანვრამდე, გამაფრთხილებელი აქცია პრეზიდენტის სასახლესთან 4 იანვარს გაიმართა, თუმცა ამას ხელი არ შეუშლია მიხეილ სააკაშვილისათვის გამოეწვია ის ელჩები, რომელთა შესახებაც გადაწყვეტილება მთავრობასთან კონსულტაციის საფუძველზე იქნა მიღებული. საგარეო საქმეთა მინისტრის მაია ფანჯიკიძის თქმით, ლაპარაკია 9 ქვეყანაში აკრედიტებულ ელჩებზე:

„ეს არის მნიშვნელოვანი საელჩოები, რომლებიც მნიშვნელოვანია დაკომპლექტებული იყოს ისეთი ხალხით, რომელიც ახალი მთავრობის პოლიტიკას სწორად გაატარებს და რომელიც არ ემსახურებოდა „ნაციონალური მოძრაობის“  პარტიულ ინტერესებს, ანუ ის ადამიანები, რომლებიც თავის დროზე დანიშნული იყვნენ პარტიული ნიშნით, ხოლო ის კარიერული დიპლომატები, რომლებიც სამინისტროში მოღვაწეობენ მრავალი წლის განმავლობაში, ისინი ყველანი რჩებიან ადგილზე, თუკი მათ არ გასდით როტაციის ვადა“.

საპარლამენტო უმრავლესობისა და ათასობით პატიმრის მოლოდინის მიუხედავად, გასულ კვირაში კვლავ არ ამოქმედებულა ამნისტიის შესახებ კანონი, რომელზეც პრეზიდენტის მიერ დადებული ვეტო პარლამენტმა 91 ხმით დაძლია. საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი წევრის, თინათინ ხიდაშელის თქმით, თუ პრეზიდენტი კანონს არ დაამტკიცებს 11 იანვრამდე, ის ძალაში პარლამენტის თავმჯდომარის ხელმოწერით შევა.

ამნისტია,სულ, 17 ათასამდე მსჯავრდებულსა და პატიმარს შეეხება, თუმცა, კანონის ამგვარი მასშტაბურობის მიუხედავად, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრმა სოზარ სუბარმა განაცხადა, რომ ყველა უწყება მზადაა კანონის მყისიერი აღსრულებისათვის.

გასული კვირის მიწურულს შესაბამისი პატივით დაკრძალეს ავღანეთში დაღუპული სერჟანტ გიორგი კიკაძის ცხედარი. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, გიორგი კიკაძე 19 დეკემბერს ავღანეთში გაუჩინარდა. 10 დღის განმავლობაში მიმდინარეობდა ძიება-გადარჩენის ოპერაცია, რომელიც 29 დეკემბერს ქართველი სერჟანტის ცხედრის პოვნის შემდეგ დასრულდა. გიორგი კიკაძე საქართველოში 1-ელ იანვარს ჩამოასვენეს. დაკრძალვის შემდეგ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამ განაცხადა, რომ ყველაფერი გაკეთდება იმისთვის, რომ მომავალში დაცული იყოს ავღანეთში მყოფი ჩვენი შეიარაღებული ძალების კონტინგენტის უსაფრთხოება   და ასეთი ტრაგედია აღარ განმეორდეს.


ყურადღება!
რადიო თავისუფლების ქართული რედაქციის ვებსაიტზე ფორუმებით სარგებლობისთვის აუცილებელია რეგისტრაციის გავლა.

რეგისტრაციის გასავლელად დააჭირეთ ვებსაიტის ზედა მარჯვენა კუთხეში მოთავსებულ ბმულს „რეგისტრაცია“. (რეგისტრაციის გავლის შემდეგ ელექტრონული ფოსტით მიიღებთ ავტომატურ შეტყობინებას. ყურადღება მიაქციეთ, შეტყობინება თქვენი ელექტრონული ფოსტის spam-ში ხომ არ აღმოჩნდა.) კომენტარის დასაწერად არ დაგავიწყდეთ საიტზე შესვლა.
ეს ფორუმი დაიხურა
კომენტარების რიგი
კომენტარები
     
ავტორი: ანონიმი
07.01.2013 09:33
აქ მთავარი სიახლე ნაძვის ხეზე ჩამოკიდებული ხატები იყო,რაც არ გამოპარვიათ რადიო თავისუფლების მახვილ თვალს.. :)

ავტორი: ანონიმი
06.01.2013 16:28
ამ კონცერტს ჩაუშესკუ ჩაუშესკუს ღრიალიც თუ დაემატა მთლა ყველაფერი კიდევ ერთხელ ოკეი იქნება. ბევრი ოხერი ერთ პიროვნებას მოიშორებს და ისევ და ისევ ა.შ.

სხვა მასალები

ირაკლი ალადაშვილი ქართველ მეომრებზე უკრაინაში

22 დეკემბერს რადიო თავისუფლების დილის გადაცემაში ჩართვისას სამხედრო-ანალიტიკურ ჟურნალ „არსენალის“ მთავარმა რედაქტორმა ირაკლი ალადაშვილმა უკრაინის ომში ქართველი მეომრების მონაწილეობაზე ილაპარაკა.
გაგრძელება

აუდიო კორნელი კაკაჩია უკრაინა-საქართველოს ურთიერთობაზე

22 დეკემბერს რადიო თავისუფლების დილის გადაცემის სტუმარი იყო კორნელი კაკაჩია, პოლიტოლოგი.
გაგრძელება

აუდიო ევროკავშირთან ასოცირებისა და საყდრისის მცველთა კვირა

ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმების რატიფიცირება ბოლო ათწლეულების მთავარ მოვლენად შეფასდა.
გაგრძელება

აუდიო საახალწლო სამზადისი სამხრეთ კავკასიაში

რადიო თავისუფლების ქართული, სომხური და აზერბაიჯანული სამსახურების ერთობლივი ყოველკვირეული პროგრამის, "კავკასიური გზაჯვარედინის", თემაა საახალწლო სამზადისი სამხრეთ კავკასიის ქვეყნებში.
გაგრძელება

თქვენი პუბლიკაციები

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

ყველაზე პოპულარული