პარასკევი, 19 დეკემბერი, 2014 თბილისის დრო 08:38

ეკონომიკა / საქართველო

დაუბეგრავი მინიმუმი ახალი წლიდან ამოქმედდება

ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური პარლამენტში ბიუჯეტის წარდგენისას. 20 დეკემბერი 2012 წ.
ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური პარლამენტში ბიუჯეტის წარდგენისას. 20 დეკემბერი 2012 წ.

მულტიმედია

აუდიო
წლის ბოლოს დამტკიცებული 2013 წლის ბიუჯეტის კანონის მიხედვით, მოქალაქეები, რომელთა წლიური შემოსავალი 6 ათას ლარს არ აღემატება, დაუბეგრავი მინიმუმის შეღავათით ისარგებლებენ. აღნიშნული მოქალაქეები წლის ბოლოს უკან დაიბრუნებენ წლის მანძილზე საშემოსავლო გადასახადის სახით გადახდილი საარსებო მინიმუმის 20 პროცენტს. რა მოცულობის ეკონომიას აძლევს მოსახლეობას ამგვარი ცვლილება და რა თანხა დააკლდება სახელმწიფო ბიუჯეტს? 

პირველი ოქტომბრის არჩევნების შემდეგ მოსულმა ახალმა ხელისუფლებამ 2013 წლის ბიუჯეტის პროექტი ისე გადაამუშავა, რომ ქვეყნის მოსახლეობას გადასახადების შემცირების ნაცვლად დაუბეგრავი მინიმუმი შესთავაზა. კერძოდ, ბიუჯეტის პირველი პროექტის მიხედვით, საშემოსავლო გადასახადი 20-დან 18 პროცენტამდე მცირდებოდა, ასევე უნდა გაუქმებულიყო დივიდენდის 5 პროცენტიანი გადასახადი. ახალმა მთავრობამ უფრო მიზანშეწონილად მიიჩნია შეღავათი მიეცა იმ მოქალქეებისთვის, რომელთა თვიური შემოსავალი 500 ლარზე ნაკლებია. ამ ცვლილების შესახებ ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური ამბობს:

”2013 წლიდან მნიშვნელოვანი სიახლე იქნება საშემოსავლო გადასახადში დაუბეგრავი მინიმუმის შემოღება, კერძოდ, მოსახლეობის იმ ნაწილს, რომლის წლიური შემოსავალი არ აღემატება 6 000 ლარს, შესაძლებლობა ექნება ხელფასის სახით მიღებული შემოსავლიდან 1 800 ლარზე გადახდილი საშემოსავლო გადასახადი დაიბრუნოს წლის დასრულების შემდგომ”.
და რა დააშავა, მაგალითად, ადამიანმა, რომელსაც აქვს ჯიხური და შემოსავალი აქვს 500 ლარი, ან რა დააშავა ადამიანმა, რომელიც სახლს აქირავებს და შემოსავალი აქვს 500 ლარი ...

ფინანსთა მინისტრ ნოდარ ხადურის ეს ინიციატივა ჯერ კიდევ პარლამენტში დამტკიცებამდე გააკრიტიკა საპარლამენტო უმცირესობამ. ”ნაციონალურმა მოძრაობამ” მმართველ უმრავლესობას დაუბეგრავი მინიმუმის გადასახადის პრინციპის უფრო ფართო ფენებზე გავრცელება შესთავაზა. დეპუტატი გიორგი ვაშაძე უმცირესობის ინიციატივას განმარტავს:

”და რა დააშავა, მაგალითად, ადამიანმა, რომელსაც აქვს ჯიხური და შემოსავალი აქვს 500 ლარი, ან რა დააშავა ადამიანმა, რომელიც სახლს აქირავებს და შემოსავალი აქვს 500 ლარი, ან კიდევ, მაგალითისთვის, ბაზრობაზე მდგომი ადამიანი, რომელსაც შემოსავალი აქვს 500 ლარი. ანუ ვფიქრობთ, რომ ეს ინიციატივა უნდა გავრცელდეს აბსოლუტურად ყველა კატეგორიაზე. და მეორე, ჩვენ ვფიქრობთ, მილიონამდე ოჯახმა რომ მყისიერი შედეგი იგრძნოს შემოსავლების ზრდის თვალსაზრისით, პარალელურ რეჟიმში 18 პროცენტამდე შემცირდეს საშემოსავლო გადასახადი”.

გიორგი ვაშაძის აზრით, გადასახადების ამგვარი შემცირება უფრო მეტ სტიმულს მისცემდა ინვესტორებს, რაც დამატებითი სამუშაო ადგილების შექმნისა და ეკონომიკის ზრდის საფუძველია. უმცირესობის წინადადება უმრავლესობამ არ გაიზიარა და ბიუჯეტის კანონი ისე დაამტკიცა, რომ დაუბეგრავი მინიმუმის შეღავათი მხოლოდ ხელფასის მიმღებ მოქალაქეებზე გავრცელდება და უცვლელი დარჩება საშემოსავლო გადასახადის განაკვეთიც.
გადავიანგარიშეთ რამდენი იქნება ეს დღიურად. გამოდის სადღაც 98 თეთრი, რასაც უკან მიიღებენ ეს ბენეფიციარები ...

ეკონომისტების გათვლებით, დაუბეგრავი მინიმუმის წესის დამკვიდრებით სახელმწიფო ბიუჯეტს დაახლოებით 170 მილიონი ლარი დააკლდება, ხოლო ის მოქალაქენი, რომლებსაც შეღავათი შეეხება, დღეში საშუალოდ 1 ლარს დაზოგავენ. დაუბეგრავი მინიმუმის უფრო დეტალური ანალიზი ”ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის” ექსპერტმა ლაშა დოლიძემ მოამზადა:

”გადავიანგარიშეთ რამდენი იქნება ეს დღიურად. გამოდის სადღაც 98 თეთრი, რასაც უკან მიიღებენ ეს ბენეფიციარები. მიუხედავად იმისა, რომ ასეთი ინიციატივა საკმაოდ კარგია და ნორმალურია, საბოლოო ჯამში, რეალური სარგებელი 98 თეთრით რომ განისაზღვრება, ეს საკმაოდ ცოტაა. იმის თქმა მინდა, რომ ამ შემთხვევაში საბიუჯეტო მანევრირების საშუალება არ იყო, არც ექნებოდა ხელისუფლებას და, საბოლოო ჯამში, ასეთი შეღავათი შეიძლება იყოს არსებითი, მაგრამ არა განმსაზღვრელად არსებითი ზოგადად საბიუჯეტო პროცესისთვის და დასაქმების თვალსაზრისით.”

ლაშა დოლიძე დასაქმების ზრდას არა სოციალურად ორიენტირებულ, არამედ უფრო მეტად ინფრასტრუქტურულ პროექტებზე მიმართულ ბიუჯეტში ხედავს. 

რაც შეეხება დაუბეგრავი მინიმუმის შეღავათს, წლის მანძილზე ერთი მოქალაქის გადასახადებიდან ფინანსთა სამინისტროში მაქსიმუმ 360 ლარი დაგროვდება. მისი მიღება შესაძლებელი იქნება სათანადო დეკლარაციის შევსების შემდეგ. გამოთქვამენ ვარაუდს, რომ შედარებით მცირეშემოსავლიანი მოქალაქენი, მცირე თანხის უკან დასაბრუნებლად ბიუროკრატიულ პროცედურებს მოერიდებიან და შეღავათით არ ისარგებლებენ.


ყურადღება!
რადიო თავისუფლების ქართული რედაქციის ვებსაიტზე ფორუმებით სარგებლობისთვის აუცილებელია რეგისტრაციის გავლა.

რეგისტრაციის გასავლელად დააჭირეთ ვებსაიტის ზედა მარჯვენა კუთხეში მოთავსებულ ბმულს „რეგისტრაცია“. (რეგისტრაციის გავლის შემდეგ ელექტრონული ფოსტით მიიღებთ ავტომატურ შეტყობინებას. ყურადღება მიაქციეთ, შეტყობინება თქვენი ელექტრონული ფოსტის spam-ში ხომ არ აღმოჩნდა.) კომენტარის დასაწერად არ დაგავიწყდეთ საიტზე შესვლა.
ეს ფორუმი დაიხურა
კომენტარების რიგი
კომენტარები
     
ავტორი: n
01.01.2013 12:41
როგორ უნდა მოხდეს დღგ-ს დაბრუნება? თვითონ სამსახური იზრუნებს, რომ დასაქმებულს ჩაერიცხოს ეს თანხა წლის ბოლოს?იქნებ უფრო დეტალურად დაგეწერათ?!

ავტორი: tutuci
30.12.2012 19:53
ანანო, მოიცა ცოტაც, აგერ ტერაქტი ხო მოხდა გორში

ხოდა მიშა ხო იძახის საგანგებო მდგომარეობაო

ხოდა მოიცა ცოტაც, აგე ნახე, რურუამ მეტი კი არაფერი იცის, იქ ტერაქტი აქ საგანგებო მდგომარეობა

ახალი მთავრობა ვერ ახერხებს ქვეყნის მართვასო და მალე, ზალიან მალე მაგ 503 ლარს კი არა, გვერდებში ამოწნულ რეზინის ხელკეტსაც მოგვანატრებენ

არ გინდა ნუ იკლავ ტავს სხვებზე ფიქრით მაინც მალე ჩვენზე დიადი მძლავრი ნეო-ნაცისტური რეჟიმი იზრუნებს

დაწყებული აქვთ უკვე: ერთი ტერაქტი მოხდა, აწი კიდევ მოხდება

და რაც მთავარია, ეს ყველაფერი ხალხის სიყვარულით

პუტინი... ჰმ პუტინი მონაგონი იქნება მალე

ავტორი: ანანო საიდან გვწერთ: სამსახურიდან
30.12.2012 17:47
სკოლის სერიფიცირებულ მასწავლებელს 503 ლარი რომ აქვს დარიცხული ხელფასი და ხელზე რომ 400 ლარს იღებს შეღავათი არ ეკუთვნის?

სხვა მასალები

აუდიო პუტინი აკრიტიკებს დასავლეთს, უკრაინის კონფლიქტში ადანაშაულებს კიევს

კრემლში, ყოველწლიურ პრესკონფერენციაზე, რუსეთის პრეზიდენტმა პირობა დადო, რომ რუსეთის ეკონომიკა აუცილებლად გაჯანსაღდება.
გაგრძელება

აუდიო სამრეწველო პროდუქციის მწარმოებელთა ფასების ინდექსი საქართველოში

ლარის კურსის ცვალებადობამ ბოლო თვის განმავლობაში გააჩინა კითხვები საქართველოში ფასწარმოქმნის პრინციპებსა და ინფლაციურ პროცესებთან დაკავშირებით.
გაგრძელება

ევროპარლამენტმა დაამტკიცა ასოცირების შეთანხმების სარატიფიკაციო დოკუმენტი

შეთანხმების რატიფიცირებას მხარი დაუჭირა 490-მა პარლამენტარმა, წინააღმდეგი იყო 76, თავი შეიკავა 57-მა. სულ ხმის მიცემაში 623 ევროპარლამენტარი მონაწილეობდა.
გაგრძელება

თქვენი პუბლიკაციები

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

ყველაზე პოპულარული