ორშაბათი, 20 მაისი, 2013 თბილისის დრო 10:52

საზოგადოება / საქართველო

გაფიცვა თუ საბოტაჟი რკინიგზის პარალიზების მუქარით

თბილისის მახარისხებელი დეპოთბილისის მახარისხებელი დეპო
x
თბილისის მახარისხებელი დეპო
თბილისის მახარისხებელი დეპო

მულტიმედია

აუდიო
ტექსტის ზომა - +
ჭიათურის მაღაროების შემდეგ გაფიცვის ტალღამ საქართველოს რკინიგზაშიც შეაღწია. 24 ოქტომბერს, ხელფასების მომატებისა და შრომის პირობების გაუმჯობესების მოთხოვნით, ორი საათით გაიფიცნენ თბილისის მახარისხებელი დეპოს თანამშრომლები. საქართველოს პროფკავშირების გაერთიანებამ და რკინიგზის პროფკავშირმა გამაფრთხილებელი გაფიცვის მოწყობის გადაწყვეტილება „საქართველოს რკინიგზის“ ხელმძღვანელობასთან გამართული უშედეგო შეხვედრის შემდეგ მიიღეს.

საქართველოს რკინიგზის პირველი სამმართველოს მახარისხებელი დეპო, რომელიც თბილისის გარეუბანში, „აფრიკის“ სახელით ცნობილ დასახლებაში, მდებარეობს, ორი საათით საპროტესტო მოძრაობის ცენტრად იქცა. აქციაში მონაწილე 100-მდე ადამიანმა, ძირითადად მემანქანეებმა, მათმა თანაშემწეებმა და ზეინკლებმა დეპოს სრული პარალიზება მოახდინეს:

„ორი საათით გაჩერდა მოძრაობა. მთლიანად გაჩერდა ხაშურის დეპო, სამტრედია და ჩვენი დეპო. ამ ორი საათის განმავლობაში არც ერთი ელმავალი არ გასულა დეპოდან“, თუმცა, ორი საათის შემდეგ დეპოში კვლავ სამუშაო ატმოსფერო იყო. მაზუთში ამოგანგლული ზეინკლები ალეკო ჭულუხაძე და მამუკა ფერაძე ლოკომოტივის უზარმაზარ ძრავას ჩაჰკირკიტებდნენ.
თბილისის მახარისხებელი დეპოს თანამშრომლებითბილისის მახარისხებელი დეპოს თანამშრომლები
x
თბილისის მახარისხებელი დეპოს თანამშრომლები
თბილისის მახარისხებელი დეპოს თანამშრომლები

„ხელფასების მომატებას ვითხოვთ ზეინკლები. აქ ხდება ელმავლის შეკეთება თავიდან ბოლომდე, არადა, გვაქვს ძალიან დაბალი ხელფასი. წელიწად-ნახევრის წინ დაგვიკლეს. 700-800 ლარამდე გვქონდა, ახლა კი 600 ლარი გვაქვს“, - უთხრა რადიო თავისუფლებას ალეკო ჭულუხაძემ. მამუკა ფერაძემ კი, რომელიც განაგრძობდა ძრავის შეკეთებას, გვითხრა, რომ ზეინკლების გარეშე ელმავლები ვერ იმოძრავებენ:

„ჩვენზეა დამოკიდებული, გავა თუ არა დეპოდან ელმავალი. არადა, ყველაზე დაბალი ხელფასი ჩვენ გვაქვს და, მადლობის მაგივრად, შოლტი ზურგზე...“

გაფიცვაში მონაწილე რკინიგზის თანამშრომელთა კიდევ ერთი მოთხოვნა შრომის პირობების გაუმჯობესებას შეეხება. დეპოს თანამშრომლების თქმით, გარდა იმისა, რომ მძიმე პირობებში უწევთ შრომა, რეგულარულად არ ურიგდებათ სპეცტანსაცმელი.
თბილისის მახარისხებელი დეპოთბილისის მახარისხებელი დეპო
x
თბილისის მახარისხებელი დეპო
თბილისის მახარისხებელი დეპო

„ალბათ, მე-18-მე-19 საუკუნეში იყო შრომის ასეთი პირობები. ყველა ერთ აზრზე ვართ, რომ ასე გაგრძელება არ შეიძლება“, - უთხრეს რადიო თავისუფლებას თბილისის მახარისხებელ დეპოში.

უნდა ითქვას, რომ 24 ოქტომბრის გამაფრთხილებელ აქციას წინ უძღოდა რამდენიმედღიანი საპროტესტო გამოსვლა და პროფკავშირების წარმომადგენელთა მოლაპარაკება „საქართველოს რკინიგზის“ მესვეურებთან. შეხვედრის დასრულების შემდეგ საქართველოს რკინიგზის სახელით განცხადება კომპანიის ფინანსურმა დირექტორმა გიორგი გაგნიძემ გააკეთა:

„დამატებით 11 მილიონი ლარით სახელფასო ფონდის ზრდა იწვევს კომპანიის ღირებულების შემცირებას 100 მლნ ლარზე მეტი თანხით. ამიტომ აღნიშნულ საკითხზე გადაწყვეტილების მისაღებად აუცილებელია სახელმწიფოს ჩართულობა როგორც აქციონერისა.“
არ ველოდებოდი რკინიგზის თანამშრომლების გაფიცვას. არ გამოვრიცხავ, რომ იქ გარკვეული ტიპის საბოტაჟიც კი იყო, რადგანაც იქ ხელფასები გაცილებით მაღალია, ვიდრე სხვა სფეროებში, თუმცა ესეც უნდა განვიხილოთ...

მოგვიანებით „საქართველოს რკინიგზამ“ ოფიციალური ვებსაიტის საშუალებით გაავრცელა განცხადება, რომლის მიხედვითაც, იმის გამო, რომ ყოფილი გენერალური დირექტორის უფლებამოსილება შეჩერებულია, ახლის დანიშვნამდე დირექტორთა საბჭო ვერ შეიკრიბება და, შესაბამისად, ვერც ბიუჯეტის პარამეტრებს  შეცვლის. განცხადებაში ასევე ვკითხულობთ:

„თანამშრომლებს კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ, სიფრთხილით მოეკიდეთ გარდამავალ პერიოდს და თავი შეიკავეთ რადიკალური ქმედებებისგან. პასუხისმგებლობით მოეკიდეთ საკუთარ ვალდებულებებს, რადგანაც საქართველოს რკინიგზის 85% ტვირთებისა არის საერთაშორისო, შემოდგომა არის სპეცტვირთების, მათ შორის, ხორბლის იმპორტის პერიოდი და საჭიროა გეგმაზომიერი მომსახურება. გარდა ამისა, საქართველოს რკინიგზა არის ინვესტორების ინტერესის ქვეშ, ნებისმიერი შეფერხება კი საქართველოს რკინიგზისა და სახელმწიფოსათვის საფრთხის შემცველი და ზიანის მომტანია.“

24 ოქტომბერს, სააგენტო „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას, მსგავსი შინაარსის განცხადება გააკეთა ეკონომიკის მინისტრის მოადგილეობის კანდიდატმა დიმიტრი ქუმსიაშვილმაც, რომლის თქმითაც,  უახლოეს დღეებში დაინიშნება რკინიგზის ახალი ხელმძღვანელი, რომელიც მაქსიმალურად სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს. რკინიგზელთა მოთხოვნებსა და გაფიცვას გამოეხმაურა  პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი ბიძინა ივანიშვილი, რომელიც 24 ოქტომბერს პარლამენტში უმცირების მიწვევით იმყოფებოდა:

„არ ველოდებოდი რკინიგზის თანამშრომლების გაფიცვას. არ გამოვრიცხავ, რომ იქ გარკვეული ტიპის საბოტაჟიც კი იყო, რადგანაც იქ ხელფასები გაცილებით მაღალია, ვიდრე სხვა სფეროებში, თუმცა ესეც უნდა განვიხილოთ...“
ჩვენ ვასახელებთ კონკრეტულ პროცენტებს, კონკრეტულ სახელფასო განაკვეთებს და იმას, თუ როგორ უნდა განხორციელდეს ხელფასების ზრდა. გვაქვს შესაბამისი შეთავაზებები და მივუთითებთ იმ რესურსს, რომელიც ხელფასების ზრდის საშუალებას იძლევა...

სწორედ ამ განხვილვის შემდეგ გადაწყვეტენ პროფკავშირების წარმომადგენლები გააგრძელონ თუ არა სამომავლოდ გაფიცვა. პროფესიული კავშირების გაერთიანების ხელმძღვანელის ირაკლი პეტრიაშვილის თქმით, ყველა მათი მოთხოვნა მკაფიოდაა არგუმენტირებული.

„ჩვენ ვასახელებთ კონკრეტულ პროცენტებს, კონკრეტულ სახელფასო განაკვეთებს და იმას, თუ როგორ უნდა განხორციელდეს ხელფასების ზრდა. გვაქვს შესაბამისი შეთავაზებები და მივუთითებთ იმ რესურსს, რომელიც ხელფასების ზრდის საშუალებას იძლევა. ამ თემაზე პროფკავშირების იურისტები და ეკონომისტები თვეობის განმავლობაში მუშაობდნენ“, - უთხრა ირაკლი პეტრიაშვილმა რადიო თავისუფლებას.

ირაკლი პეტრიაშვილი იმედოვნებს, რომ მოლაპარაკების შემდგომი რაუნდის შედეგი  ისეთი იქნება, რომ რკინიგზელებს არ მოუწევთ მუქარის შესრულება და გაფიცვის სრულმასშტაბიან ფორმაზე გადასვლა.


ყურადღება!
1 ივნისიდან რადიო თავისუფლების ქართული რედაქციის ვებსაიტზე ფორუმებით სარგებლობისთვის აუცილებელი იქნება რეგისტრაციის გავლა. დღეიდან მოქმედებს პარალელური სისტემა: ფორუმში მონაწილეობა შესაძლებელია როგორც რეგისტრაციით, ისე მის გარეშე. მაგრამ 1 ივნისიდან ფორუმებში მონაწილეობა მხოლოდ რეგისტრირებულ მომხმარებლებს შეეძლებათ.

რეგისტრაციის გასავლელად დააჭირეთ ვებსაიტის ზედა მარჯვენა კუთხეში მოთავსებულ ბმულს „რეგისტრაცია“.
ეს ფორუმი დაიხურა
კომენტარების რიგი
კომენტარები
     
ავტორი: პატიოსანი რკინიგზელი საიდან გვწერთ: სახლიდან
26.10.2012 12:43
ბატონებო,მოთმინება იქონიეთ, ვინაიდან არ იცით რა ხდება რკინიგზაში მოგვისმინეთ გულდასმით და დასკვნები შემდეგ გააკეთეთ.საქმე შემდეგშია ის რომ რკინიგზის ფინანსისტი გამოდის და ამბობს სახელფასო ფონდი რამდენჯერმე გაიზარდა ეს მართალია, მაგრამ არ აკონკრეტებს ვის მოემატა ამით ხელფასი.ხელფასი მოემატა მას და მთლიანად თანამდებობის პირებს,ჩვენ კი დაგვაკლდა ამას ჩვენ დავამტკიცებთ.ყველა პრივილეგიები წაგვართვეს აბსოლიტურად თუ რამე გაგვაჩნდა არაფერი ჩვენ არ დაგვიტოვეს, ამასაც დავასაბუთებთ,არანაირი განსხვავებული აზრის მოსმენა არ უნდოდათ,ყველანაირი უფლება აყრილები ვიყავით ამასაც დავასაბუთებთ. რაც შეეხება საბოტაჟს არა ბატონებო, არ დაიჯეროთ უბრალოთ ვიგრძენით სამართლიანი მოთხოვნისთვის ,განსხვავებული აზრისთვის სამსახურიდან ვეღარ გაგვათავისუფლენ როგორც ადრე ხდებოდა, ამიტომ სამართლიანობა უნდა აღსდგეს ამის დიდი იმედი გვაქვს და ამ იმედებს ნ უ გაგვიცრუებთ.აღარაფერს ვამბოფ სამუშაო პირობებზე რომელიც 0ია. იმედია მოგვეცემა იმის საშუალება რომ ახალ ხელისუფლებას და მთლიანად საქართველოს დაუმტკიცოდ ვინ ვართ საიდან მოვდივართ და საით მივდივართ!.

ავტორი: ქეთი საიდან გვწერთ: თბილისიდან
25.10.2012 12:06
თეიმურაზ, თუ ეს საბოტაჟი არ არის, 1 თვის მერე არ შეიძლებოდა?

ავტორი: მემანქანე საიდან გვწერთ: დეპოდან
25.10.2012 09:09
ბიძინამ ზუსტად გამოიცნო:საბოტაჟი, ავტორი მერაბიშვილისა და ბოკერიასაგან კონტროლირებადი პეტრიაშვილი.იგი ახალ ხელისუფლებას პრობლემებს უქმნის, მთავრობისა (და ხალხისაც) ყურადღება სხვა საგანზე გადააქვს. ჩადენილი "კაიკაცობებისათვის"პასუხისმგებლობას აცილებს ნაცმოძრაობას, კორუმპირებულ ელიტას. გაითიშება და დაქსაქება ნაცებით უკმაყოფილო მასა. მოთხოვნების დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში რკინიგზაში დასაქმებულთა დიდი რიცხვი "ოცნებით" უკმაყოფილო გახდება. დაკმაყოფილების შემთხვევაში რკინიგზის მომსახურება გაძვირდება. ორივე შემთხვევაში ნაცები რჩებიან მოგებულნი!

ავტორი: თეიმურაზ ბერაძე საიდან გვწერთ: საქართველოს რკინიგზა
25.10.2012 01:32
არანაირი საბოტაჟი ეს არის დგევანდელ რკინიგზის ხელმძღვანელობასთან მოთხოვნა რომ შეასრულონ ძველი თითქმის 5 წლის დანაპირები ხელფასის მომატება და დასასვენებელი პირობების გაუმჯობესება

ავტორი: ანონიმი
24.10.2012 19:52
ეეჰ,საბჭოთა ზარბაზნით საქართველოს დემოკრატიზაციის დამგეგმავების და მათ შორის ცეკოზავრი შევარდნაძის მიერ როგორც გაბოროტებულ და აგრესიულ ისე დაბეჩავებულ და თავში ჩარტყმულ ჯგუფებად დაშლილი არამარტოქართველობა კიდევ დიდხანს ვერ დაწყნარდება და იმედია რომ სულ არ გადაშენდება.თქვენ მაინც იცოცხლეთ და გაიხარეთ.

ყველაზე პოპულარული