ოთხშაბათი, 22 ოქტომბერი, 2014 თბილისის დრო 01:29

საზოგადოება / ადამიანის უფლებები

ვლადიმერ ბედუკაძე: ”მე მიზანს მივაღწიე - ციხეებში წამება შეწყდა”

ელზა ჯმუხაძე, ვლადიმერ ბედუკაძე
ელზა ჯმუხაძე, ვლადიმერ ბედუკაძე

მულტიმედია

აუდიო
რატომ და ვისი დავალებით იღებდა სასჯელაღსრულების დეპარტამენტის მე-8 დაწესებულების თანამშრომელი ვლადიმერ ბედუკაძე ციხის სკანდალურ კადრებს? და რატომ თვლის ის თავს უდანაშაულოდ? მას შემდეგ, რაც ბელგიიდან საქართველოში დაბრუნებული ვლადიმერ ბედუკაძე სასამართლომ 2000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა, მან და მისმა ადვოკატმა პირველი პრესკონფერენცია გამართეს.

ციხის სკანდალური კადრების ავტორს ვლადიმერ ბედუკაძეს საქართველოში დაბრუნების შემდეგ გამართულ პირველ პრესკნფერენციაზე, გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე,  შეიძლება ითქვას, მედიისათვის კონკრეტული არაფერი უთქვამს: ”მე არ მაქვს უფლება ვისაუბრო იმაზე, თუ რა ჩვენება მივეცი გამოძიებას”, ”ამ ინფორმაციის გამჟღავნებისგან თავს შევიკავებ”, ”ვერც დავადასტურებ, ვერც უარვყოფ...” - ასეთი ფრაზებით შემოიფარგლებოდა მისი პასუხები ჟურნალისტების მიერ დასმულ უმეტეს შეკითხვაზე. თუმცა უნდა ითქვას ისიც, რომ ვლადიმერ ბედუკაძემ დაადასტურა გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ პროკურატურას მიაწოდა სროლყოფილი ინფორმაცია, მათ შორის, ვიდეოკადრები, რომლებიც, მისი სიტყვებით, გამოძიებას დაეხმარება: ”ყველა სახის ვიდეომასალა არსებობს, რაც სჭირდება გამოძიებას და რაც დაეხმარება გამოძიებას სრულყოფილად გახსნას საქმე”.
წარმოიდგინეთ, როდესაც პატიმარს აყურებინებენ მისი ოჯახის წევრის გაუპატიურებას. წარმოიდგინეთ შემთხვევა, როდესაც მიწაში ყელამდე ჩაფლული ადამიანის თავზე ბუნებრივ მოთხოვნილებებს იკმაყოფილებენ...


ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ვლადიმერ ბედუკაძე, ციხის სკანდალური და საზოგადოებისათვის უკვე კარგად ცნობილი კადრების გარდა, სხვა, სანახავად გაცილებით მძიმე  კადრებს ფლობდა, ჯერ კიდევ მის ჩამოსვლამდე გავრცელდა. ამ ინფორმაციას მედიასთან საუბარში ვლადიმერ ბედუკაძის ადვოკატებიც ადასტურებდნენ. კიდევ უფრო მძაფრად დაახასიათა ციხეში არსებული არაადამიანური მოპყრობის ფაქტები მთავარმა პროკურორმა არჩილ კბილაშვილმა 20 იანვარს გადაცემა ”პოსტსკრიპტუმში”. მისი სიტყვებით, პროკურატურა ფლობს მასალებს, რომლის, უბრალოდ, გაფიქრებაც კი ადამიანს შეზარავს, თუმცა ისიც უნდა ვთქვათ, რომ მან თავი შეიკავა გაემჟღავნებინა ინფორმაცია იმის შესახებ, ფლობს თუ არა პროკურატურა ამ ფაქტების ამსახველ ვიდეომასალას:

”მართალია, ჩემი საუბარი კადრებით არ იქნება თანხლებული, მაგრამ შემიძლია გითხრათ: წარმოიდგინეთ, როდესაც პატიმარს აყურებინებენ მისი ოჯახის წევრის გაუპატიურებას. წარმოიდგინეთ შემთხვევა, როდესაც მიწაში ყელამდე ჩაფლული ადამიანის თავზე ბუნებრივ მოთხოვნილებებს იკმაყოფილებენ... მთავარი პროკურორი რომ ვარ და ვფლობ ამ ინფორმაციას და ვსწავლობთ და ვმუშაობთ, ამიტომ ვამბობ ამას. მინდა ვთქვა, რომ ავადმყოფური ქცევის ფანტაზიის საზღვარი აქ არ არის”, - ამბობს არჩილ კბილაშვილი.
სულ რომ არასწორი მიმართულებით წავიდეს გამოძიება და სულ რომ სასჯელი მომესაჯოს, მე მაინც კმაყოფილი ვარ. მე მიზანს მივაღწიე, ციხეებში წამება შეწყდა...


რატომ და ვისი დავალებით იღებდა სასჯელაღსრულების დეპარტამენტის მე-8 დაწესებულების თანამშრომელი ვლადიმერ ბედუკაძე ციხის სკანდალურ კადრებს? და რატომ თვლის ის თავს უდანაშაულოდ? - ეს კითხვები ჟურნალისტებმა „პრაიმ-ტაიმის“ პრესკლუბში მისულ ციხის ყოფილ თანამშრომელს არაერთხელ დაუსვეს. როგორც ის ირწმუნება, კადრების გადაღებას მას საპყრობილის დირექტორი ალექსანდრე მუხაძე ავალებდა. ის არ მოქმედებდა საკუთარი ნებით. მისივე თქმით, თუკი ის წამების კადრებს არ გადაიღებდა, მასზე შესაძლოა სხვადასხვა სახის ზეწოლა განხორციელებულიყო. ვლადიმერ ბედუკაძის თქმით, პატიმართა წამების კადრებს მხოლოდ ის არ იღებდა და ამას პენიტენციარულ სისტემაში ერთგვარი სისტემური ხასიათი ჰქონდა შეძენილი. ზეწოლა კი ძირითადად ე.წ. პოლიტპატიმრებსა და ქურდული მენტალიტეტის მქონე პატიმრებზე ხორციელდებოდა. ის ასეევ საუბრობს იმის შესახებ, რომ პატიმართა წამებაში არაერთხელ მიუღია მონაწილეობა ბაჩო ახალაიას. თუმცა ვლადიმერ ბედუკაძე არაფერს ამბობს იმაზე, არსებობს თუ არა ამ ფაქტების დამადასტურებელი ვიდეომასალა.

”ეს იყო მუშაობის სტილი. ხდებოდა მსჯავრდებულებზე მსგავსი ტიპის მასალის შეგროვება და შემდეგ გამოყენება როგორც ციხეში, ასევე ციხიდან გასვლის შემდეგ. სულ რომ არასწორი მიმართულებით წავიდეს გამოძიება და სულ რომ სასჯელი მომესაჯოს, მე მაინც კმაყოფილი ვარ. მე მიზანს მივაღწიე, ციხეებში წამება შეწყდა”, - ამბობს ვლადიმერ ბედუკაძე.
მე ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ეს იყო ერთადერთი შანსი და საშუალება, რომ ამ ადამიანს მოეპოვებინა ეს კადრები და შემდეგ საზოგადოებისთვის გაეცნო...


სამართლებრივი სიკეთე - ასე აფასებს ვლადიმერ ბედუკაძის ადვოკატი ელზა ჯმუხაძე მისი დაცვის ქვეშ მყოფი პიროვნების საქციელს და ამბობს, რომ არსებულ სიტუაციაში ვლადიმერ ბედუკაძეს სჭირდებოდა ეთამაშა ისეთი როლი, რომელიც ციხის ადმინისტრაციას მის ერთგულებაში დაარმწუნებდა და, საბოლოოდ, მისივე სიტყვებით, ფარდას ახდიდა იმ სისასტიკეს, რაც ციხეებში ხდებოდა. სწორედ ამით ამართლებს ის ბედუკაძის თანამონაწილეობას სკანდალური კადრების გადაღებაში:

”მე ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ეს იყო ერთადერთი შანსი და საშუალება, რომ ამ ადამიანს მოეპოვებინა ეს კადრები და შემდეგ საზოგადოებისთვის გაეცნო”, - ამბობს ელზა ჯმუხაძე.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს მთავარმა პროკურატურამ, პატიმრების წამებისა და არაჰუმანური მოპყრობის ფაქტზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი წამებისთვის ვლადიმერ ბედუკაძეს ბრალი ციხის სკანდალური ფაქტების გამოქვეყნებიდან რამდენიმე დღეში, გასული წლის სექტემბრის ბოლოს, წაუყენა. იმ დროისათვის ბელგიაში მყოფ ბედუკაძეს აღმკვეთი ღონისძიების სახით დაუსწრებლად შეეფარდა დაპატიმრება და მის მიმართ გამოცხადდა ძებნა ინტერპოლის წითელი ცირკულარით.
ვლადიმერ ბედუკაძევლადიმერ ბედუკაძე
x
ვლადიმერ ბედუკაძე
ვლადიმერ ბედუკაძე
მიმდინარე წლის 16 იანვარს კი ვლადიმერ ბედუკაძის მიმართ საერთაშორისო ძებნა შეწყდა, რის მიზეზადაც პროკურატურამ ვლადიმერ ბედუკაძის გამოძიებასთან თანამშრომლობა დაასახელა. ციხის სკანდალური ვიდეოკადრების ავტორი ვლადიმერ ბედუკაძე თბილისში ბელგიიდან 18 იანვარს დაბრუნდა. ის სამართალდამცავებმა საერთაშორისო აეროპორტში დააკავეს, თუმცა მეორე დღესვე 2000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ მოსამართლემ ბედუკაძე სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლა.

ვლადიმერ ბედუკაძის ადვოკატის თქმით, ამ დროისათვის ცნობილი არ არის, როდის ჩაინიშნება მომდევნო სასამართლო სხდომა. ის იმედს გამოთქვამს, რომ ვლადიმერ ბედუკაძეს ბრალი მოეხსნება.


ყურადღება!
რადიო თავისუფლების ქართული რედაქციის ვებსაიტზე ფორუმებით სარგებლობისთვის აუცილებელია რეგისტრაციის გავლა.

რეგისტრაციის გასავლელად დააჭირეთ ვებსაიტის ზედა მარჯვენა კუთხეში მოთავსებულ ბმულს „რეგისტრაცია“. (რეგისტრაციის გავლის შემდეგ ელექტრონული ფოსტით მიიღებთ ავტომატურ შეტყობინებას. ყურადღება მიაქციეთ, შეტყობინება თქვენი ელექტრონული ფოსტის spam-ში ხომ არ აღმოჩნდა.) კომენტარის დასაწერად არ დაგავიწყდეთ საიტზე შესვლა.
ეს ფორუმი დაიხურა
კომენტარების რიგი
კომენტარები
     
ავტორი: NeMo საიდან გვწერთ: Tbilisi
18.02.2013 14:50
რათქმაუნდა, ერტადერთი საშუალება ამ კადრების მოპოვების, წლების განმავლობაში ხალხის წამება იყო. ეხლა კი, ამ კადრების გამოქვეყნებამ ბედუკაძე განწმინდა და ანგელოზად აქცია

"დამპალი თესლიდან აღმოცენებული დამპალი ნაყოფი უმალ უნდა გაანადგურო რათა მან ეს სიდამპლე ირგვლივმყოფთ არ გადასდოს"

ესეა ბედუკაძის საქმეც

ავტორი: ანა საიდან გვწერთ: პრაღა
24.01.2013 23:40
მარაზმია ამ ადამიანის გარეთ გამოშვება. თურმე მადლობაც უნდა ვუთხრათ ამ არამზადას..

ავტორი: კი მე ვარ
23.01.2013 22:36
ავტორი: ანონიმი
23.01.2013 13:49-მაგას 20 წელი უნდა მიუსაჯონ საზოგადოების შეცდომაში შეყვანისათვის...ასეთივე დონის იურისტია მიშაც- ასეთი "დანაშაულისათვის" ადმინისტრაციული ჯარმაც კი არ არსებობს... მაქსიმუმ ბოდიშდის მოხდა შეიძლება მოთხოვო....სხვა საქმეა (ცალკე საუბრის თემაც) ცილსწამება...ასეთი "მიდგომის" შედეგია, ფოტოგრაფის მიერ დამქირავებელი სააგენტოსათვის მიტინგის სურათების გადაცემის ფაქტის -"შპიონაჟად" გასაღება და ა.შ.

ავტორი: ანონიმი
23.01.2013 13:49
მაგას 20 წელი უნდა მიუსაჯონ საზოგადოების შეცდომაში შეყვანისათვის. ეგეც ცოტაა ასეთი ფულზე გაყიდული არამზადისათვის.

ავტორი: ნეიტრალური საიდან გვწერთ: ობიექტურობიდან
23.01.2013 11:25
ავტორი: ანონიმი
22.01.2013 13:55-"რას ბრუტუნობ" -ესაა არგუმენტი?-ეჭვი არავის გვეპარება, რომ ხალხს აწამებდნენ მიშას პირადი მითითებით! "....მაინც ამბობ(ს) ჩემი ჯობსო, უცილობდე(ს) ვითა ჯორი"

ავტორი: ანონიმი
22.01.2013 22:04
ვლადიმერ ბედუკაძე: ”მე მიზანს მივაღწიე - ციხეებში წამება შეწყდა”

რახან ეს ფრაზა თქვით უკვე მჯერა თქვენი. უკვე დაგიჯერეთ.

ავტორი: ანონიმი
22.01.2013 14:42
ბელგიაში კრემლის აგენტურას მაგრად აქავთ გადგმული ფესვები ქართული ღვინის მასიურად დაქცევაც,როგორც უვარგისი სასმელისა,რუსის მიერ ინსცინირებული,დიდი ფულის ხარჯვით, ორიოდე წლის წინ,და კიდევ ჩვენი დამოუკიდებლიობის წინააღმდეგ ამ ქვეყანაში განახორციელებული სხვა აქტები,რუსული სამსახურების მიერ. საჭიროა ნოტა გაეგზავნოს ამ ქვეყნის მთავრობის გასაგონად,სანამ მიშაა სათავეში,ჩვენგან გაფრთხილებით.ბიძინა რომ ამგვარ ნაბიჯს არ იკისრებს,ყოფილი საბჭოთა მწერლის ქალიშვილთან ერთად,დღესავით ნათელია.აშშში და ბრიტანეთში,რუსებისათვის სანატრელ ვიდეო მასალების შეგდების მცდელობას,ამგვარი რეზონანსი, რომ არ ექნებოდა,როგორც ბელგიაში და რუსეთში შედგომი ატაცება-გაძლიერებით, ესეც ნათელია.სისულეებს რომ იძახის,მიზანს მიღწეული ადამიანივით,წამება ავღკვეთეო ციხეებშიო,მსოფლიოს ციხეებში მოიკითხოს რა ხდება,კონკრეტულად რუსეთში, და მერე იამაყოს,სხვათა ინტერესების გამტარებელმა,უჭკუო იარაღმა

ავტორი: ანონიმი
22.01.2013 13:55
ნეიტრალურო,
არ ვიცი შენ რას ბრუტუნობ, მაგრამ ის რომ დადგმული სცენებია და რომ ეგ ბედუკაძე გარეწარი ფულისტია, მაგაში ეჭვი არავის ეპარება.

ავტორი: ნეიტრალური საიდან გვწერთ: ობიექტურობიდან
22.01.2013 10:26
ავტორი: ანონიმი
22.01.2013 01:01-"ნატია"ლონდონიდან, სასაცილოა, როცა ორი ერთნაირი "ნიკნაიმით" შინაარსით რადიკალურად საპირისპირო 2 კომენტარი ქვეყნდება, "გახსენი ფრჩხილები" და ადრინდელი ნიკით გამოგვეცხადე, ვიცით მიშისტი ბრძანდებით, იმდენად ფანი, რომ ამ (ავტორი: ანონიმი
22.01.2013 01:18) კომენტარზეც კი შეგიძლია დაწერო-"ეგ ყველაფერი ოცნებისტების ოინებია ! მაგას ყველა ხვდება !" აბა ჰე, მიდი, "დადე" საპირისპირო არგუმენტები!

ავტორი: ანონიმი
22.01.2013 01:18
ხო, დაუკვეთეს, აბა, რააა. ეგ რო გლდანში იღებდა, ორთაჭალაში, რუსთავში და ქსანში რეპეტიციებს გადიოდნენ, ბედუკაძე რო მოვა კამერით მომზადებულები უნდა დავხვდეთო:((( სად იყო ბედუკაძე არასრულწლოვნებს ცემაში რომ ხდიდნენ სულს? ან ქსანში იყო? ან რუსთავში იყო? კარგით რააა...

ავტორი: ანონიმი
22.01.2013 01:01
მერე პროცესს ვინ ატარებს? - ვინც დ ა უ კ ვ ე თ ა და როგორ ფიქრობ გაამტყუნებს ?

ეგ ყველაფერი ოცნებისტების ოინებია !

მაგას ყველა ხვდება !

ავტორი: მართალი საიდან გვწერთ: თბილისიდან
21.01.2013 23:40
ავტორი: Sherlock Holmes
21.01.2013 23:26-მიშაც კი ვერ დაწერს მსგავს დემაგოგიას-რა დაუკვეთე? რის დაუკვეთე-შენ ხომ არ გაჟრიალებს? კაცმა სიცოცხლე, ოჯახი, რისკზე დადო....ფულს შენ აიღებდი და ყველა შენნაირი ნუ გგონია! მალე იქნება მაგათი პროცესი და შენ საკუთარი თავის შეგრცხვება (ამისათვის ერთი პირობაა საჭირო-ნამუსი უნდა გქონდეს!)

ავტორი: ანონიმი
21.01.2013 23:31
ნეტა ეხლა ქართველმა ხალხმა მიაღწიოს ჩეკისტოკრატიისგან განთავისუფლების მიზანს: ჩეკისტოკრატიის ჯარები დგას ენგურთან და თბილისიდან 40-ოდე კილომეტრში სხვათა შორის !!!

ავტორი: Sherlock Holmes
21.01.2013 23:26
დაგიკვეთეს.
დიდ ფულს დაგპირდნენ.
შენ სხვებს დაუკვეთე.
იმ სხვებს შენ შეპირდი ფულს.
იმ სხვებმა სცენა დადგეს.
შენ გადაიღე.
მერე შენ ფული აიღე.

ფულის გამო რას არ გააკეთებს კაცი არა, ვლადიმირ?

ავტორი: ადამიანი საიდან გვწერთ: ადამიანურობიდან
21.01.2013 23:19
ბედუკაძე, დიდხანს იცოცხლე, დიდხანს იცოცხლოს ყველა შენმა ნათესავმა და ცხონდეს ყველა შენი მიცვალებული. იმ ადამიანების მადლით, რომელთა ცემ–ტყეპაც და არაადამიანური წამება იმ კადრების გავრცელებისთანავე შეწყდა, თქვენ არასოდეს არაფერი არ უნდა გაგიჭირდეთ. რა მიზნითაც არ უნდა გაგევრცელებინათ ეს კადრები და ფულიც რომ აგეღოთ, ღმერთმა შეგარგოთ. ერთი არასრულწლოვნის უწამებელი ღამეც კი ღირს ბევრი მილიონი, იმ არასრულწლოვნების, რომლებითაც თურმე "ბურთაობდნენ" ციხის თანამშრომლები. თუ ვინმე ფიქრობს, რომ ამ კადრებით სახელმწიფო ინტერესები შეიბღალა, ის, უბრალოდ, სახელმწიფოს მტერია, რადგან სახელმწიფო ის ადამიანებიც არიან, რომელთა დღეები და ღამეები ადამიანისთვის წარმოუდგენელი, უბრალოდ, წარმოუდგენელი ჯოჯოხეთით იყო გარშემორტყმული... და სახელმწიფოა ის ადამიანებიც, რომლებმაც დაუშვეს, რომ ამ საძაგლობების კეთების უფლება ჰქონდათ და სანამ ამისთანების ასეთ ადგილებზე დანიშვნის შანსი არის, მანამდე უნდა ილაპარაკონ ე.წ. ციხის კადრებზე. დაბოლოს, ის, თუ რამდენად იქნება ბედუკაძის უსაფრთხოება დაცული, იმდენად მალე შეიცვლება ეს საზოგადოება: გაჩნდება იმის შანსი, რომ მომავალში ერთი მხრივ, წესიერი ადამიანი რისკზე წავიდეს და მსგავსი სისაძაგლეები გაახმოვანოს (ნუ იქნება კიდე წესიერი, რა, მთავარია, ასეთი საშინელება არ დამალოს); მეორე მხრივ კი ამ საზიზღრობის ჩამდენი ფიქრობდეს, რომ არ შერჩება!!! აი, ამ ყველაფრის მერე ვილაპარაკოთ სახელმწიფო ინტერესებზე...

ავტორი: ანონიმთუხუცესი საიდან გვწერთ: საუთჰემპტონიდან
21.01.2013 22:29
ავტორი: ანონიმი
21.01.2013 21:42 გამართული ქართულისა და აზრის ცხადად გადმოცემის უიშვიათესი ნიმუში!

ავტორი: სემიორკა საიდან გვწერთ: თბილისიდან
21.01.2013 21:57
მავრი სტრასბურგშია-მას ერთადერთი-საბოლოო მონოლოგი დარჩა სათქმელი, რომლის ბოლო ასეთია "....და დავკალ ასე", ხანჯალს ჩაიცემს და მის მიერვე დახრჩობილ დეზდემონას(საქართველოს) ზედ დააკვდება....მაგრამ ამას დეზდემონასადმი ოტელოსნაირი სიყვარული სჭირდება, რომელიც მას მხოლოდ ნარცისული, საკუთარი თავისადმი აქვს, საკუთარ სკამს და პოპულარობას ანაცვალებს ყველაფერს...

ავტორი: ანონიმი
21.01.2013 21:42
ბელგიაშიც სრაფად წააცუნცულეს მოღალატე კრემლის ქართვე3ლების შტატში მყოფი.რუსეთის საელჩოც მძლავრად დაეხმარა იქ თავისი ვიდეოებით ხმაურიანი ხმაურის ასატეხად,ბლომად ფულებით დაეხმარენ წინახაზებზე მასმედიებში მოსახვედრად.ძალიან ემოციურად გულუბრყვილონი ვართ ქართველები,სტუდენტობაც რომ აღარ ფიქრობს ტვინით.ესეიგი ცოდნის დაბალი დონეა საქართველოში,კვლავ

ავტორი: ანონიმი
21.01.2013 21:20
კრემლის რუსი შესტორკა რომაა,ნუთუ არ ესმის?კარგადაც ესმის .მავრს საქმე გააკეთებინეს ივანიშვილებმა ხაინდრავებმა გიორგაძებმა და მავრი წავიდა და ჩამოვიდა

სხვა მასალები

აუდიო უსახლკაროები დახმარების მოლოდინში

​ქუთაისის სკვერებსა და პარკებში უსახლკარო ადამიანები ღამეს ღია ცის ქვეშ სკამძელებზე ათევენ. მერიის საბინაო ინფრასტრუქტურის მართვისა და განვითარების სამსახურის მონაცემებით, ადგილობრივ თვითმმართველობას 900-ზე მეტმა ადამიანმა მიმართა.
გაგრძელება

აუდიო საძოვრის გარეშე დარჩენილი სოფელი

​ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ბოლქვის მოსახლეობა საძოვარს ითხოვს. ადგილობრივები გვეუბნებიან, რომ მიწა დაახლოებით ორი წლის წინ ფარულად გაიყიდა და მას შემდეგ სოფელში მსხვილფეხა საქონლის საბალახოდ ადგილი არა აქვთ.
გაგრძელება

აუდიო ზუგდიდის მერიის ყოფილი თანამშრომელი ნარკოდანაშაულშია მხილებული

​ზუგდიდის მერიის ზედამხედველობის სამსახურის მთავარი სპევიალისტის მოვალეობის შემსრულებელი ნარკოდანაშაულის ბრალდებით დააკავეს.
გაგრძელება

აუდიო კრემლი მოლდავეთს აფრთხილებს

რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა ევროპის კავშირი გააფრთხილა, რომ მოლდავეთში უკრაინის სცენარის გამეორებამ შეიძლება სავალალო შედეგი იქონიოს.
გაგრძელება

თქვენი პუბლიკაციები

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

ყველაზე პოპულარული