შაბათი, 25 მაისი, 2013 თბილისის დრო 10:55

საზოგადოება / საქართველო

პატიმრების სასტიკი წამება - ფულის სანაცვლოდ თუ რეგულარულად?

თბილისის პროკურატურათბილისის პროკურატურა
x
თბილისის პროკურატურა
თბილისის პროკურატურა

მულტიმედია

აუდიო
ტექსტის ზომა - +
საქართველოს მთავარი პროკურატურა ადასტურებს, რომ ვიდეომასალა, რომელიც პატიმართა წამების შემზარავ ფაქტებს ასახავს, გლდანის მე-8 საპყრობილეშია გადაღებული. თუმცა უწყება ვიდეოკადრებში 2 კატეგორიის დანაშაულს გამოყოფს და ყველაზე სასტიკ ფაქტებს თვითონ გადამღები ჯგუფის მიერ, გასამრჯელოს სანაცვლოდ, განზრახ ჩადენილად აცხადებს. ასეთ მიდგომას არ იზიარებს სახალხო დამცველის აპარატი, რომლის ინფორმაციითაც, ყველაფერი, რაც საზოგადოებამ იხილა, საპატიმროებში უკვე დიდი ხანია ხდება.

თუკი საქართველოს მთავარ პროკურორს მოვუსმენთ, პატიმრების წამებისა და გაუპატიურების ამსახველ ვიდეომასალაში, რომელმაც საზოგადოებას მოსვენება დაუკარგა, სასჯელაღსრულების სისტემის მანკიერებას ამჟღავნებს მხოლოდ ის ფრაგმენტი, სადაც გლდანის მე-8 საპყრობილის თანამშრომლები ჯგუფურად სცემენ პატიმრებს. დანაშაული კატეგორიებად მურთაზ ზოდელავამ 20 სექტემბერს გამართულ ბრიფინგზე დაყო:

”კარანტინიდან პატიმრების განაწილების ფირი, სადაც ბევრი თანამშრომელი ახდენს პატიმრების მიმართ ფიზიკურ ძალადობას, ეს არის პირველი კატეგორიის ფირი, სადაც სახეზეა სისტემური ხასიათის დანაშაული და ამ დანაშაულთან დაკავშირებით დაკავებული არიან მაღალი თანამდებობის პირები, მათ შორის: სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილე, გლდანის მე-8 საპყრობილის დირექტორი, მისი მოადგილე და სხვა მაღალი თანამდებობის პირები.”

რაც შეეხება მე-2 კატეგორიის დანაშაულს, მთავარი პროკურორის თქმით, ეს კატეგორია აერთიანებს სასტიკ ფაქტებს, დაკვეთით ჩადენილსა და გადაღებულს გლდანის მე-8 საპყრობილის ”საკნებში და სხვა ადგილებში”, რისთვისაც, მაგალითად, ამჟამად ძებნილმა ვლადიმერ ბედუკაძემ 2 მილიონი დოლარი მიიღო. ყოფილ მორიგე ინსპექტორთან, ვლადიმერ ბედუკაძესთან ერთად, რომელსაც დაუსწრებლად წარედგინა ბრალი, მურთაზ ზოდელავამ ახსენა მე-8 საპყრობილის უსაფრთხოების განყოფილების უფროსი  ლევან ფურცხვანიძეც, რომელიც ამჟამად დაკავებულია. 2-3 კაციან ჯგუფს პირობითი სახელიც დაერქვა.
ასეთი ფაქტები ამ გადაღებების წარმოებამდეც, რამდენიმე წლით ადრეც ხდებოდა და ხდებოდა რეგულარულად ...

”ჩვენ შეგვიძლია, რომ პირობითად გამოვყოთ და დავარქვათ ამ დანაშაულების ჩამდენ პირებს ბედუკაძე-ფურცხვანიძის დანაშაულებრივი ჯგუფი. ეს დანაშაულებრივი ჯგუფი გამოირჩევა განსაკუთრებული სისასტიკით. ისინი ამ დანაშაულს სჩადიან ანგარებით და ისინი ამ დანაშაულს სჩადიან იმ მიზნით, რომ მასზე ასახული დანაშაული გადასცენ მესამე პირებს. განსაკუთრებული სისასტიკეც, როგორც ჩანს, მიმღები მხარის დაკვეთა იყო”, - განაცხადა 20 სექტემბერს გამართულ ბრიფინგზე მურთაზ ზოდელავამ და იქვე დასძინა, რომ მოძალადე გადამღები ჯგუფი მესამე პირებს თამაზ თამაზაშვილისა და თამაზ ელიზბარაშვილის დახმარებით უკავშირდებოდნენ.  

შეიძლება ითქვას, რომ მთავარი პროკურორის მიდგომას, რომ პატიმრების მიმართ ჩადენილი განსაკუთრებული ძალადობა მხოლოდ ერთი კონკრეტული ჯგუფის სათვალავზე მოდის, არ იზიარებენ სახალხო დამცველის აპარატში. როგორც პრევენციისა და მონიტორინგის დეპარტამენტის უფროსმა ნათია იმნაძემ უთხრა 20 სექტემბერს რადიო თავისუფლებას, ვინ და რატომ გადაიღო საზოგადოებისთვის ნაჩვენები შემზარავი კადრები, გამოძიებამ უნდა დაადგინოს, თუმცა ეს ”მეათეხარისხოვანი” საკითხია, რადგანაც ასეთი ფაქტები ყოველთვის მრავლად მოიძებნებოდა სასჯელაღსრულების სისტემაში:

ვლადიმერ ბედუკაძევლადიმერ ბედუკაძე
x
ვლადიმერ ბედუკაძე
ვლადიმერ ბედუკაძე
”ასეთი ფაქტები ამ გადაღებების წარმოებამდეც, რამდენიმე წლით ადრეც ხდებოდა და ხდებოდა რეგულარულად.“

რადიო თავისუფლება: მათ შორის, გაუპატიურების ფაქტებზეც ბრძანებთ?

„დიახ. თუმცა ეს იქნება ყველაზე ძნელი მოსაპოვებელი ინფორმაცია, რადგანაც ძალიან ბევრი პატიმარი, რომელსაც ეს გადახდენია, ვფიქრობ, რომ ამაზე ლაპარაკისგან დღემდე შეიკავებს თავს.“

რადიო თავისუფლება: მაგრამ ასეთი ფაქტები ხდებოდა...

„რა თქმა უნდა.“

რადიო თავისუფლება: ... და სახალხო დამცველის აპარატი ფლობს კონკრეტულ ინფორმაციას?

„დიახ, ოღონდ ყველაფერი არის კონფიდენციური.”
ვიდეოკამერა მომცა პირადად უშუალოდ საპყრობილის დირექტორმა. რა თქმა უნდა, დაწესებულებაში ვიდეოკამერით გადაღება, კანონის თანახმად, აკრძალულია, მაგრამ, დირექტორის სიტყვიერი თანხმობით, ნებართვა მომეცა გადამეღო „საინტერესო“ კადრები ...

პატიმრების სასტიკი წამებისა და არაადამიანური მოპყრობის ფაქტების სიმრავლეზე თავად ვლადიმერ ბედუკაძეც ლაპარაკობს. სავარაუდოდ, ბელგიაში მყოფი ძებნილი არ უარყოფს, რომ ვიდეომასალა, რომელმაც საზოგადოება ბოლო დღეებში ასე აღაშფოთა, მართლაც მისი გადაღებულია და რომ ის დაახლოებით წელიწად-ნახევრის განმავლობაში საპყრობილის ხელმძღვანელის მითითებით მოქმედებდა, რომელსაც, თავის მხრივ, ამას ვიღაცები ”ზემოდან” ავალებდნენ.

”ვიდეოკამერა მომცა პირადად უშუალოდ საპყრობილის დირექტორმა. რა თქმა უნდა, დაწესებულებაში ვიდეოკამერით გადაღება, კანონის თანახმად, აკრძალულია, მაგრამ, დირექტორის სიტყვიერი თანხმობით, ნებართვა მომეცა გადამეღო „საინტერესო“ კადრები, მათთვის საინტერესო კადრები „ზემოთ“სანახავად... ახლა ის ”ზემოთ” ვინ არის და ის ”საინტერესო”, უკვე ნახეთ, რაც არის”, - განაცხადა ბედუკაძემ 19 სექტემბერს „საზოგადოებრივ მაუწყებელთან“ ინტერვიუში. 20 სექტემბერს კი მედიაკავშირ ”ობიექტივისთვის” მიცემულ ინტერვიუში კიდევ ერთი სკანდალური განცხადება გააკეთა - კიდევ ერთი დაკავებულის  საიდუმლოებით მოცული სიკვდილის შესახებ:

”ბატონი სერგო თეთრაძის გარდაცვალება, რომელიც არის დაზვერვის პოლკოვნიკი, რომელიც პირადად, უშუალოდ მოკლა... გაუპატიურებაში შემოაკვდა ალექსანდრე მუხაძეს. დამკვეთი არის ახალაია და მეგის ქარდავა, ხოლო შემსრულებელია ალექსანდრე  მუხაძე.”

აფხაზეთის ომის ვეტერანი, სამხედრო-საჰაერო ძალების ყოფილი მაღალჩინოსანი, პოლკოვნიკი სერგო თეთრაძე თავდაცვის სამინისტროს  სამხედრო პოლიციის წარმომადგენლებმა გასული წლის 17 სექტემბერს საკუთარ სახლში დააკავეს და გაურკვეველი მიმართულებით წაიყვანეს. ერთი კვირის შემდეგ კი ოჯახის წევრებს შეატყობინეს, რომ სერგო თეთრაძე გლდანის საპყრობილეში გულის შეტევით გარდაიცვალა. თეთრაძის სიკვდილთან დაკავშირებით განგაში მალევე ატეხა კოალიცია ”ქართულ ოცნებაში” შემავალი პარტიის - „თავისუფალი დემოკრატების“ - ლიდერმა ირაკლი ალასანიამ და საპროტესტო აქციაც გამართა. 20 სექტემბერს ალასანიამ თქვა, რომ სერგო თეთრაძე ღირსების დაცვისთვის ბრძოლას შეეწირა.


ყურადღება!
1 ივნისიდან რადიო თავისუფლების ქართული რედაქციის ვებსაიტზე ფორუმებით სარგებლობისთვის აუცილებელი იქნება რეგისტრაციის გავლა. დღეიდან მოქმედებს პარალელური სისტემა: ფორუმში მონაწილეობა შესაძლებელია როგორც რეგისტრაციით, ისე მის გარეშე. მაგრამ 1 ივნისიდან ფორუმებში მონაწილეობა მხოლოდ რეგისტრირებულ მომხმარებლებს შეეძლებათ.

რეგისტრაციის გასავლელად დააჭირეთ ვებსაიტის ზედა მარჯვენა კუთხეში მოთავსებულ ბმულს „რეგისტრაცია“. (რეგისტრაციის გავლის შემდეგ ელექტრონული ფოსტით მიიღებთ ავტომატურ შეტყობინებას. ყურადღება მიაქციეთ, შეტყობინება თქვენი ელექტრონული ფოსტის spam-ში ხომ არ აღმოჩნდა.)
ეს ფორუმი დაიხურა
კომენტარების რიგი
კომენტარები
     
ავტორი: Jimi საიდან გვწერთ: Praha
23.09.2012 14:11
ვლადიმერ ბედუკაძე დანშაულია მონაწილეა, მის შემხედვარეს ალბათ არ გაუწირდებოდა ასეთი ფაქტების ცოდნა და არხეინად დადიოდა. რა მნიშვნელობა აქვს ნიმ მისცა ზემოდან შეკვეთა. მას პირადა ის უფრო უნდა ადარდებდეს, რომ დანაშაული პირდაპირ ეთერში აღიარა.

ავტორი: ანონიმი
21.09.2012 15:49
ორი რამ მაინტერესებს, ხელისუფლებას როგორ ყოფნის თავხედობა მტკიცებულებების სხვადასხვა კატეგორიებზე ილაპარაკოს და ყველაზე სასტიკ ფაქტები გადამღები ჯგუფის მიერ, გასამრჯელოს სანაცვლოდ, დადგმულად გამოაცხადოს? და მეორე, ვინმეს ჯერა ამ ვერსიის?

ავტორი: ი.ჭ.
21.09.2012 14:05
ქედდრეკილი, მადლიერი
უშფოთველი,ქვემძრომელი,
რიგიანი,წესიერი,
ყოვლად მთმენი,ვით ჯორ–ცხენი
ნახედნი და ღონიერი.
ყველა უნჯი, ყველა მუნჯი
გულჩვილი და ლმობიერი,
თვალაბმული,თავაკრული
პირს ლაგამი ზომიერი,
ყველა ყრუი,ყველა ცრუი
ჭკვადამჯდარი,გულხმიერი
მცირე,დიდი – ყველა ფლიდი,
ცუღლუტი მანკიერი.

მტრის არმცნობი, მოყვრის მგმობი
მ ტ რ ი ს ა რ მ ც ნ ო ბ ი, მ ო ყ ვ რ ი ს მ გ მ ო ბ ი (!!!)
გარეთ მხდალი,შინ ძლიერი.....

ჩვენისთანა ბედნიერი კიდევ არის სადმე ერი!?

ავტორი: I Am Georgian საიდან გვწერთ: GB
21.09.2012 12:17
თაგვმა თხარა, თხარაო, კატა გამოთხარაო. ვიყავით რუსების მონები და დავრჩებით, მათ მიერ მიწებ წართმეულნი და მათთან ვასალურად ჩახუტებულნი. ვბრუნდებით, ქურდების, მეკრთამეების, და უვიცი მლიქვნელების ხანაში. ქართველს ქართველი თუ მოსთხრის, მტერი არ გვესაჭიროება. მართლა, რომ ისევ რუსულ განავალში ჩაგვახრჩობენ, ვანიას მოდგმის შვილები, მაშინ დაგვემართება გარდუვალი, ეროვნული გამოუსწორებელი ისტერიკები. ძალაუფლებაში ყველა ხერხით მოსვლის და საქართველოს თავისუფლების და ერთიანობის ფეხებზედამკოდველო, მსურველებო, მადრამ გვიანი იქნება იდაყვებზე კბენანი. მცირე ერებს, თავის უფლების შანსი, ამ ძალის და გაუთავებრლი ბრძოლის სამყაროში, საუკუნეების განმავლობაში, ერთი-ორჯელ თუ ეძლევათ. თავისუფლება ლომთა ხვედრია და ერის ურთიერთ მხარში დგომის-მუდმივად, ნაყოფია.

ავტორი: ხუთკუნჭულა
21.09.2012 10:04
ეს დანაშაული ყველაზე ცოტა საუკუნეა ხდება საქართველოში, უახლესი დიდოსტატი სადიზმისა შევარდნაძეა და მისი ინწილიგენცია-კრიმინალური საყრდენი, 90-იან წლებში ღიად რომ მოუწოდებდნენ ამა ქვეყნის ძლიერებს, ჩაექოლათ „ზვიადისტები“.
ახლა იგივე გამოცდილი სადისტები სადიზმის მამხილებლის როლში მოგვევლინნენ, რომ ქულები დაიწერონ და სადიზმის დიდოსტატები ხალხის ბედით გულდათუთქულ ჰუმანისტებად გვაზეიმონ...
არაფერი გვეშველება, სანამ ბოღმა გვამოძრავებს და ერთი ფიასკოგანცდილი მთავრობის ფონზე თვალთმაქცთა და სადისტთა კასტას განვადიდებთ, ახალაიაზე დაბოღმილები თუ ისევ ქურდებს პატივს მივაგებთ, თუ ეკლესიას პასუხს ვერ მოვთხოვთ, რომელიც საპყრობილეებში საპატიო სტუმრისა თუ ზედამხედველის სტატუსითაც დაბრძანდებოდა და მესაიდუმლეც იყო, ოღონდ როგორც ვხედავ, ისევ ჯალათების სასარგებლოდ, როგორც ჯაბასა და ედუარდას დროს...

ავტორი: ზ.ს.
21.09.2012 08:48
"ისე არსად ჩანს ერის ხასიათი, როგორც მის საპატიმროებში" არ იცოდით, რომ ყოველ სამ დღეში პატიმარს კლავდნენ ქართულ საპატიმროებში? არ იცოდით, რომ მგლების ქვეყანაში ცხოვრობდით? მაინდამაინც ეს შემზარავი კადრები უნდა გენახათ, რომ ასე აღშფოთებულიყავით? არ იცოდით, რომ კომუნისტების დროსაც ქართული საპატიმროები და შსს გამოირჩეოდნენ პატიმრების წამებით : ბოთლზე დასმა, ელექტრო შოკი, გაუპატიურება-- განსაკუთრებით "მანქურთ" შევარდნაძის პერიოდში. შევარცხვინე ასეთი ქვეყანა და ხალხი, სადაც არასოდეს დასჯილან სადისტი, მანიაკი ხელისუფალნი. თუ ეს "ტრადიცია" გაგრძელდა და ეს კაცობრიობის დანაშაული ისევე ჩაივლის როგორც სხვა ბოროტება, იგივე განმეორდება ყოველთვის და ღირსეული კაცები აღარ დარჩებიან ასეთ უღირს ქვეყანაში. არ იცოდით, რომ გულგრილობა უფრო მეტი დანაშაულია და ბადებს უფრო მეტ არაადამიანურობას და ბოროტებას . უბედურება ის არის რომ დღევანდელი ქართველობის უმრავლესობა, მორალურათ მზად არის რომ ჩაანაცვლოს ჯალათი. ბროცკის არ იყოს, "ამბივალენტობა" არის ერთ-ერთი სენი, მე ვფიქროფ ქართველობისაც (ზეპირად შეიძლება ვერ გავაკეთო ზუსტი ციტირება) " ჩვენში ყველაზე საცოდავი მსხვერპლიც კი მორალურათ დასაშვებათ მიიჩნევს, რომ ის შეძლებდა ყოფილიყო ჯალათი". ბევრი ჩემი ახლობელი შეეწირა თქვენს გულგრილობას ქართველებო, მართალია ბოროტებას არა აქვს ეროვნება, მაგრამ ასეთ ყველა ზღვარს გადასულ ბოროტებასაც არ აქვს ანალოგი. რამდენი მკვლელი არაკაცი ვიცი რომელიც ქუჩაში დადის და ეფერება თავის შვილებს და შვილიშვილებს. ამ მოსეს თაობას მხოლოდ მამულიშვილების, ერისკაცების დევნა და მკვლელობა ხელეწიფება. არცერთი "მანქურთი" არ დაუსჯია ერს სიცოცხლეში. ამ კადრების შემდეგ მაინც გამოდით და მოითხოვეთ სამართალი. ჩვენ რომ ოდნავი ღირსება მაინც რომ გვქონდეს დარჩენილი, ათასი კაცი კია არ უნდა იდგეს, მილიონი უნდა გამოვიდეს, ერი თუ ბერი ყველამ უნდა მოვთხოვოთ ამ კრიმინალურ ხელისუფლებას პასუხი. "ნულოვანი ტოლერანტობის" აპოლოგეტი ხელისუფლება ცინიზმის წარმოუდგენელ რა დონეზე უნდა იყოს, რომ აქაც კატასავით ოთხ ფეხზე ფიქრობს დახტომას და ამბობს ; თურმე საცოდავი პატიმარი ვინმე თამაზ თამაზაშვილი ყოფილა ამ ყველაფრის ორგანიზატორიო :) მარტო ამით ჩანს ამ ხელისუფლების დამოკიდებულება საზოგადოებისადმი. ნახირად თვლიან ხალხს ეს არამზადები. მე როგორც ერთი ქართველი მოვუწოდებ ხალხს გამოღვიძებისკენ, დროა ქართველები დავფიქრდეთ თუ საით მივდივართ, გადარჩენის ინსტინქტმა მაინც უნდა გამოგვაფხიზლოს. ჩვენი შვილების მომავლისთვის უნდა მოვითხოვოთ ამ სადისტი ხელისუფლების გადადგომა და დასჯა. ისევე როგორც 91-93 წლების პუტჩისტების. რომლის შედეგსაც დღეს იმკის საქართველო. პრეცედენტი უნდა შეიქმნას სახემწიფო დამნაშავეების დასჯის, სხვა შემთხვევაში ეს საშინელება არასოდეს დასრულდება. ბოლომდე ვერ ვუყურე ამ ბავშვების ტანჯვას, ლამის სისხლი ჩამექცა ტვინში ახლაც ვერა ვარ გონზე მოსული მაკანკალებს ამას რომ ვწერ არ მიტირია წლებია და ამ ბავშვების საცოდაობამ ამატირა. რა დონეზე იქნება ამ ბავშვების ფსიქიკა წარმოგიდგენიათ? თუ ამასაც დავივიწყებთ, როგორც სხვა მრავალ ბოროტებას მაშინ საქართველოს საშველი აღარ იქნება და უფლის რისხვისგან აღმოვჩნდებით, როგორც აქამდე მრავალი სხვა ერი ისტორიის სანაგვეზე.

ავტორი: ანონიმი
21.09.2012 07:42
ეს რა სათაურია, რას კითხულობთ, რა აზრს უდებთ ხალხს თავში. აღარ უნდა მორჩეთ მიშას თამაშის თამაშს? აღარ გეყოფათ?

ავტორი: ანონიმი
21.09.2012 04:04
"პატიმრების სასტიკი წამება - ფულის სანაცვლოდ თუ რეგულარულად?"
ამ სათაურმა ერთი თეთრი ანეკდოტი გამახსენა: ორი ჩიტი მოფრინავდა. ერთი - შავი და მეორე - მარჯვნივ.

ყველაზე პოპულარული