კვირა, 20 აპრილი, 2014 თბილისის დრო 15:13

პოლიტიკა / საქართველო

პოლიტიკური ვიზიტებისა და ინიციატივების კვირა

x

მულტიმედია

აუდიო
ტექსტის ზომა - +
გასული კვირის მნიშვნელოვანი მოვლენების მიმოხილვა  დავიწყოთ
ამნისტიის შედეგად გათავისუფლებული პოლიტიკური პატიმრის სტატუსის მქონე პირთა გეგმების შესახებ საუბრით. მათი ნაწილი აპირებს სასამართლოში უჩივლოს ხელისუფლებას და მატერიალური თუ სხვა სახის ზარალის ანაზღაურება მოითხოვოს. ამასთან, ვითარებაში მეტი სიცხადის შეტანის მიზნით, საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლები მიიჩნევენ, რომ მთელ რიგ საქმეებს უნდა მოეხსნას გრიფი „საიდუმლო“,  რასაც საპარლამენტო უმცირესობა არ იზიარებს.

გასული კვირის სამშაბათს საზოგადოების ნაწილის პროტესტი მოჰყვა  ქურდობის ფაქტთან დაკავშირებით 16 წლის მუსიკოსის, ბექა გოჩიაშვილის, მოწმის სტატუსით დაკითხვის შედეგად განვითარებულ მოვლენებს.   ბექა გოჩიაშვილის დაკითხვას მისი მამა ვალერიან გოჩიაშვილიც ესწრებოდა. მოგვიანებით მან ტელკომპანია „რუსთავი 2“-ისთვის მიცემულ კომენტარში განაცხადა, რომ ბექაზე ფსიქოლოგიური ზეწოლა ხორციელდებოდა, ხოლო მის უფროს ძმას, ლაშას, სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდნენ და ფიზიკური ანგარიშსწორებით ემუქრებოდნენ:

„ბავშვი რომ გამოვიდა, ტუჩები ჰქონდა გალურჯებული და კანკალებდა. რომ ვკითხე, რა მოგივიდა-მეთქი, მიპასუხა, მაგინეს და ისეთი შეურაცხყოფა მომაყენეს, რომ ენა მეყლაპებოდაო. ძალიან დათრგუნული იყო“.

ბექა გოჩიაშვილის მხარდასაჭერად საზოგადოების ნაწილმა პოლიციის ვაკე-საბურთალოს მეხუთე განყოფილებასთან საპროტესტო აქცია გამართა. აქციის მონაწილეთა განცხადებით,  ბექა გოჩიაშვილის მხარდაჭერა მიზნად ისახავს  ზოგადად პოლიციის ძალადობის პრევენციას. მოგვიანებით ბექა გოჩიაშვილს საქართველოს პრეზიდენტიც ესაუბრა ტელეფონით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ კი საქმეზე მოკვლევა დაიწყო და მისი დასრულების შემდეგ განცხადებაც გამოაქვეყნა, რომელშიც ვკითხულობთ:

ბექა გოჩიაშვილიბექა გოჩიაშვილი
x
ბექა გოჩიაშვილი
ბექა გოჩიაშვილი
”ირკვევა, რომ ბექა გოჩიაშვილთან ჩატარებულ დაკითხვას და ყველა საგამოძიებო მოქმედებას ესწრებოდა მისი მშობელი და მათი მხრიდან არც დაკითხვის მსვლელობისას და არც დაკითხვის დასრულებისას არანაირი სახის შენიშვნას ან პრეტენზიას ადგილი არ ჰქონია”.

გასულ კვირაში საზოგადოების ნაწილის მხრიდან კრიტიკა დაიმსახურა მთავარმა პროკურატურამაც, რომელმაც ტელევიზიების მეშვეობით სექსუალური შინაარსის კადრები გაავრცელა. პროკურატურის განმარტებით,  საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის ყოფილი  უფროსის, მეგის ქარდავას, დავალებით, მაღალი თანამდებობის პირები აგროვებდნენ ინფორმაციას სექსუალურ უმცირესობას მიკუთვნებულ მამაკაცებზე, ფარულად და უკანონოდ იღებდნენ მათი პირადი ცხოვრების ამსახველ ვიდეომასალას, რის შემდეგაც, კომპრომეტაციის მუქარით, აშანტაჟებდნენ მათ და სპეციალურ სამსახურებთან ფარულ თანამშრომლობას აიძულებდნენ. კადრების გავრცელების გამო  რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციამ პროტესტი გამოხატა, არასამთავრობო ორგანიზაცია ”იდენტობის” წარმომადგენელმა ირაკლი ვაჭარაძემ პროკურატურა ადამიანის ღირსების შელახვაში დაანაშაულა:

”პრიორიტეტი ადამიანი კი არ არის, არამედ არის პოლიტიკა, ფი-არ-ი და  ა.შ., იმიტომ რომ მსხვერპლზე და მის ემოციურ და ფსიქიკურ ჯანმრთელობასა და უსაფრთხოებაზე არ იზრუნა პროკურატურამ, არ დაფიქრდა, რა სახის შურისძიების მსხვერპლი შეიძლება გახდეს ამ ვიდეოების გამოქვეყნების შემდეგ ის ადამიანი, ვინც უკვე იყო, ასე ვთქვათ, ”დავერბოვკებული” და კლიენტები აჰყავდა”.

მთავარმა პროკურორმა არჩილ კბილაშვილმა კი განაცხადა,  რომ ნაჩვენებ კადრებში ადამიანთა იდენტიფიცირება შეუძლებელია და, შესაბამისად, მათი გავრცელებით არ შელახულა  პიროვნებების ღირსება და არ დარღვეულა მათი უფლებები.

გასულ კვირაში ამნისტიის კანონით ისარგებლა და საქართველოში დაბრუნდა ”დემოკრატიული მოძრაობის” ლიდერის ნინო ბურჯანაძის მეუღლე, საზღვრის დაცვის დეპარტამენტის ყოფილი თავმჯდომარე ბადრი ბიწაძე, რომელსაც 2011 წლის  26 მაისის აქციის დროს პოლიციისათვის წინააღმდეგობის ორგანიზებაში ედებოდა ბრალი.
ლაპარაკია იმაზე, რომ ფართოვდება ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს განსჯადობა თანამდებობის პირებზე, - თანამდებობის პირთა ჩამონათვალი კი განისაზღვრება კანონით ...

გასულ კვირაშივე საქართველოს პარლამენტმა მხარი დაუჭირა "სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში" შესატან ცვლილებათა პროექტს, რომლის საფუძველზეც, ყოფილ თუ მოქმედ სახელმწიფო თანამდებობის პირებთან დაკავშირებულ სისხლის სამართლის საქმეებს ნაფიც მსაჯულთა სასამართლო განიხილავს. გარდა ამისა, გაფართოვდება ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს მოქმედების არეალი, რომელიც თბილისსა და ქუთაისთან ერთად ბათუმსაც მოიცავს. პარლამენტის გადაწყვეტილებით, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ასევე შევიდა ცვლილება (332-ე, 1-ელი მუხლი), რომლის თანახმად, სასამართლო ვალდებულია უზრუნველყოს პროცესების აუდიო-ვიდეოჩაწერა.

იუსტიციის მინისტრის მოადგილემ ალექსანდრე ბარამიძემ მხარდაჭერილი კანონპროექტის შესახებ შემდეგი განაცხადა:

”ლაპარაკია იმაზე, რომ ფართოვდება ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს განსჯადობა თანამდებობის პირებზე, - თანამდებობის პირთა ჩამონათვალი კი განისაზღვრება კანონით „საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ საქართველოს კანონით“, - ასევე სხვა პირებზე, რომლებიც ამ თანამდებობის პირებთან იყვნენ ერთ საქმეზე ბრალდებული“.

გასული კვირის მნიშვნელოვან მოვლენათა შორის უნდა მოვიხსენიოთ ამბავი, რომელიც მოჰყვა სომხეთისა და აზერბაიჯანის ელჩებთან საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მაია ფანჯიკიძის   კითხვა-პასუხს ლიტვაში გამართული ვიზიტისას. საქართველოს საპარლამენტო უმცირესობა საგარო საქმეთა მინისტრ მაია ფანჯიკიძეს მისი კომენტარების გამო პარლამენტშიც იბარებდა და პრემიერ- მინისტრს მის გადაყენებას სთხოვდა.  თავად მაია ფანჯიკიძემ  კი თქვა, რომ მისი სიტყვები არასწორად იყო ინტერპრეტირებული და, დატვირთული სამუშაო გრაფიკისა და შეტყობინების დაგვიანებით მიღების მოტივით, პარლამენტში არ მივიდა.
დიდი მადლობა მინდა გადავუხადო საქართველოს პრემიერ-მინისტრს იმისათვის, რომ ქართული მხარის პოზიცია ყარაბაღის საკითხთან დაკავშირებით გაწონასწორებულია ...

აქვე ვთქვათ, რომ მთიანი ყარაბაღის თემასთან დაკავშირებული გაუგებრობის თემა 17 იანვარს  საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის სომხეთში ვიზიტის დროსაც წამოიჭრა, როდესაც კითხვა ამ საკითხზე საქართველოს პრემიერ- მინისტრს ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის კორესპონდენტმა დაუსვა. ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ საგარეო საქმეთა მინისტრის სიტყვები ქართულ მედიაში დამახინჯებით განმარტეს. გავიმეორებ, რომ საუბარი ეხება 10 იანვარს, ლიტვის პარლამენტში გამართული შეხვედრისას, მაია ფანჯიკიძის მიერ გაკეთებულ კომენტარს, რომ საქართველო მხარს უჭერს აზერბაიჯანის ტერიტორიულ მთლიანობას. მიუხედავად იმისა, რომ მინისტრს ამ გამოსვლაში საერთოდ არ უხსენებია მთიანი ყარაბაღი, საკითხი მედიამ სწორედ ამ მიმართულებით წაიყვანა. საგარეო საქმეთა მინისტრი მიიჩნევს, რომ მავანს ხელს აძლევდა სიტუაციის დაძაბვა საქართველოს პრემიერ-მინისტრის სომხეთში ვიზიტის წინ, თუმცა ეს არ გამოუვიდათ.

17 იანვარს გამართულ პრესკონფერენციაზე სომხეთის პრემიერ-მინისტრმა სწორედ ამ საკითხთან დაკავშირებით გამოხატა მადლიერება საქართველოს დაბალანსებული და სწრაფი რეაქციის გამო:

ბიძინა ივანიშვილი და ტიგრან სარქისიანიბიძინა ივანიშვილი და ტიგრან სარქისიანი
x
ბიძინა ივანიშვილი და ტიგრან სარქისიანი
ბიძინა ივანიშვილი და ტიგრან სარქისიანი
”დიდი მადლობა მინდა გადავუხადო საქართველოს პრემიერ-მინისტრს იმისათვის, რომ ქართული მხარის პოზიცია ყარაბაღის საკითხთან დაკავშირებით გაწონასწორებულია. უნდა აღინიშნოს, რომ ძალიან ხშირად ხდება ამ საკითხის დამახინჯება და ამიტომ მადლიერი ვარ, რომ თბილისმა ოპერატიულად იმოქმედა ამგვარი დამახინჯების საწინააღმდეგოდ და ძალიან სწრაფად გამოხატა საქართველოს პოზიცია”.

საქართველოს პრემიერ- მინისტრის სომხეთში ვიზიტის პარალელურად, თბილისში ფართო დისკუსია და არაერთგვაროვანი შეფასებები მოჰყვა საკითხს, რომელიც საქართველო-სომხეთს შორის ურთიერთობათა გაღრმავების ჭრილში განიხილება.  ეს არის საქართველოს რკინიგზის აფხაზეთის მონაკვეთის აღდგენის თემა. თუ სომხეთის პრემიერის  ტიგრან სარქისიანის სიტყვებით ვიმსჯელებთ, ეს საკითხი საგანგებო მნიშვნელობისაა და ამიტომ განსაკუთრებულ ძალისხმევას მოითხოვს როგორც ქართული, ასევე სომხური მხარისგან. საკითხის დადებითად გადაწყვეტას ბიძინა ივანიშვილი შესაძლებლად მიიჩნევს, თუმცა ძირითად ხელშემშლელ ფაქტორად რუსეთსა და საქართველოს შორის ჯერ ისევ არსებულ დიდ პრობლემებს ასახელებს.

კვირის ბოლოს კი საქართველოს პრეზიდენტი სამი საკანონმდებლო ინიციატივით წარდგა საზოგადოების წინაშე. ინიციატივები შეეხება  ეკონომიკური დანაშაულის დეკრიმინალიზაციას, პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობასა და სამხედრო მოსამსახურეთა სოციალურ გარანტიებს. ოპონენტებმა პრეზიდენტის ინიციატივები  ცინიზმად, პლაგიატად და პოპულიზმად მიიჩნიეს.


ყურადღება!
რადიო თავისუფლების ქართული რედაქციის ვებსაიტზე ფორუმებით სარგებლობისთვის აუცილებელია რეგისტრაციის გავლა.

რეგისტრაციის გასავლელად დააჭირეთ ვებსაიტის ზედა მარჯვენა კუთხეში მოთავსებულ ბმულს „რეგისტრაცია“. (რეგისტრაციის გავლის შემდეგ ელექტრონული ფოსტით მიიღებთ ავტომატურ შეტყობინებას. ყურადღება მიაქციეთ, შეტყობინება თქვენი ელექტრონული ფოსტის spam-ში ხომ არ აღმოჩნდა.) კომენტარის დასაწერად არ დაგავიწყდეთ საიტზე შესვლა.
ეს ფორუმი დაიხურა
კომენტარების რიგი
კომენტარები
     
ავტორი: ანონიმი
21.01.2013 18:20
კიდევ კარგი ის მაინც გაირკვა თუ ვინაა ხელისუფლება. თორე ამ საბჭოთა დემოკრატებმა სულ აგვრიეს. ქურდული დემოკრატიზააცის შემდეგ ფულისტომრული დემოკრატიზაციის გავლით თუ სული შეგვრჩა იქნებ სადმე მივიდეთ. თბილისის გუბერნიაში ილია და მისი წრე გაჩნდა და საბჭოეთმა დამოუკიდებელ საქართველოს ხაინდრავები და ლანა ლევანოვნა უბოძა. ისევ იქ მინდაა... თბილისის გუბერნიაში....

ავტორი: ანონიმი
20.01.2013 23:31
ერთი ეს გამაგებინეთ რუსეთმა რაღა უნდა დაგვმართოს საიმისოდ რომ ქართველებმა გული ავიცრუოთ მაგ წუმპე და ბოროტ ქვეყანაზე

ავტორი: tutuci
20.01.2013 16:33
იმგვარად მოგვნატრებია რუსი ეგზარქოსების წყევლა-კრულვა ქართველ ერს და ბერს, რომ პირველივე შესაძლებლობის გამიჩენისთანავე მოსკოვს მივაშურეთ უკანმოუხედავად

მაინტერესებს რაზე უნდა ისაუბროს პატრიარქმა კა-გე-ბე-შნიკ კოლეგასთან, აფხაზეთ-სამაჩაბლოს რუსულ ეპარქიებად გამოცხადების უარყოფაზე?

მაგათ ბევრი კირი აქვთ მოსკოვში მორჩენილი და ახალი ათონის და სხვა ქართული სიწმინდეების გადათეთრება არ გაუჭირდებათ, დიდი ხანია თავს იწონებენ ამით

ავტორი: ანონიმი
20.01.2013 14:21
იმედია რომ საბჭოთა არტილერისტების და დივერსანტების დახმარებით საქართველოს მარბიელი და დემოკრატებად გამოცხადებული პირები ეხლა მაინც იზრუნებენ ქართველების ფსიქო-ფიზიკურ ჯანმრთელობაზე. იმედით კვდება ადამიანი. ყველა ასეთი დემოკრატი ჯერ ხო არ დაუკრძალიათ დიდუბის პანთეონში თქვე კაი ხალხო.

თქვენი პუბლიკაციები

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების ვებსაიტზე შეიქმნა ახალი რუბრიკა „თავისუფალი სივრცე“, რომელშიც შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, თავისი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

ყველაზე პოპულარული