Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვენის მოლაპარაკებებზე შეთანხმდნენ სირიაში გარდამავალ პოლიტიკურ გეგმაზე


საბრძოლო მოქმედებები სირიის დედაქალაქ დამასკში. 2015 წლის 16 სექტემბერი.
საბრძოლო მოქმედებები სირიის დედაქალაქ დამასკში. 2015 წლის 16 სექტემბერი.

ვენის სამშვიდობო მოლაპარაკებებზე მსოფლიოს ლიდერები შეთანხმდნენ სირიაში გარდამავალ პოლიტიკურ გეგმაზე, რომელიც სამოქალაქო ომის დასრულებას ისახავს მიზნად. შაბათს ჟურნალისტებთან შეხვედრისას აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ჯონ კერიმ გამოაცხადა, რომ 1 იანვარს დაიწყება მოლაპარაკებები სირიის პრეზიდენტ ბაშარ ალ ასადსა და სირიის ოპოზიციას შორის. კერის თქმით, მას შემდეგ, რაც მიღწეულ იქნება შეთანხმება გარდამავალი მთავრობის შესახებ, ექვსი თვის პერიოდში შემუშავდება ახალი კონსტიტუცია და თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები გაიმართება 18 თვის განმავლობაში. თუმცა, ჯერაც არაა გარკვეული რიგი საკვანძო საკითხებისა, მაგალითად, ასადის როლი გარდამავალ პერიოდში. შეხვედრის მონაწილეებმა ვერ შეძლეს შეთანხმება, ექსტრემისტული დაჯგუფების, „ისლამური სახელმწიფოსა“ და „ალ-ყაიდის“ გარდა კიდევ რომელ ჯგუფებზე არ გავრცელდება საზავო შეთანხმება. ვენის მოლაპარაკებებში 20 ქვეყნისა და მსოფლიო ორგანიზაციის ლიდერებმა მიიღეს მონაწილეობა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG