ოთხშაბათი, 22 მაისი, 2013 თბილისის დრო 15:00

პოლიტიკა / საქართველო

უკან - კრიმინალი და კორუფცია, წინ - უმუშევრობა

მულტიმედია

აუდიო
ტექსტის ზომა - +
პრეზიდენტი განახლებულ მინისტრთა კაბინეტს დასამტკიცებლად 3 ივლისს  პარლამენტის ბიუროს რიგგარეშე სხდომაზე წარადგენს, თუმცა მანამდე დეპუტატებს საშუალება ექნებათ გაეცნონ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის მიერ მომზადებულ მთავრობის სამოქმედო გეგმას, რომელიც უახლოეს ოთხ წელიწადზეა გაწერილი და რომლის საშუალებითაც მთავრობა უმუშევრობის პრობლემის გადაჭრას აპირებს. მთავრობის გეგმა ასევე ითვალისწინებს დასაქმების სახელმწიფო მინისტრის თანამდებობის შემოღებას. როგორ აპირებს მთავრობა უმუშევრობის დაძლევას და რას ფიქრობენ მმართველი პარტიის ოპონენტები მთავრობაში განხორციელებულ ცვლილებაზე?

ვანო მერაბიშვილი დარწმუნებულია, რომ მინისტრად მუშაობის რვაწლიანი გამოცდილება პრემიერ-მინისტრობის მძიმე ტვირთის ზიდვასა და უმუშევრობის წინააღმდეგ ბრძოლაში დაეხმარება. სწორედ უმუშევრობა დაასახელა პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა ქვეყნის ნომერ პირველ პრობლემად 2 ივლისს გლდანში მშენებარე პროფესიულ სასწავლებელში სიტყვით გამოსვლისას. მერაბიშვილის თქმით, სამთავრობო გეგმა ასევე ითვალისწინებს სოფლის მეურნეობის ორჯერ გაზრდას, ჯანმრთელობის დაზღვევის ყველასთვის ხელმისაწვდომობას და თითოეული ოჯახისათვის ათასლარიანი ვაუჩერის გამოყოფას. თუმცა უმთავრესი მაინც უმუშევრობის დაძლევაა:

„მე პირადად ვაპირებ შევებრძოლო საქართველოში უმუშევრობას, ისევე როგორც ვებრძოდი წლების განმავლობაში კრიმინალს და კორუფციას. მინდა საქართველოში მნიშვნელოვნად შევცვალოთ სიტუაცია ამ მიმართულებით. სამწუხაროდ, ჯერ კიდევ არ გვაქვს სრული ინფორმაცია უმუშვერობის შესახებ, თუ რა პროფესიის ადამიანები ვერ პოულობენ საქართველოში სამსახურს. უფრო მეტი, ჩვენ ზუსტად არ ვიცით რა პროფესიის ადამიანებსა და ჩვევებზეა მოთხოვნა საქართველოში.“

ვანო მერაბიშვილის მიერ ჩამოთვლილი ამ ხარვეზების აღმოფხვრაზე იმუშავებს დასაქმების სახელმწიფო მინისტრი, რომლის თანამდებობის შემოღების იდეა პრეზიდენტ სააკაშვილს ეკუთვნის. მერაბიშვილის გადაწყვეტილებით, ამ პოსტს, პარლამენტის მხარდაჭერის შემთხვევაში, დაიკავებს ბიზნესმენი, კომპანია "კავკასუს როუდ პროჯექტის" დირექტორი  პაატა ტრაპაიძე, რომლის სახელი საქართველოში უკანასკნელი წლების განმავლობაში განხორციელებულ მასშტაბურ ინფრასქტრუქტურულ პროექტებს უკავშირდება. მინისტრობის კანდიდატის თქმით,  უმუშევრობის დაძლევის მიზნით ის მზადაა ითანამშრომლოს ნებისმიერ პოლიტიკურ ძალასთან.

ვანო მერაბიშვილი არ არის იმ წონის პოლიტიკური ფიგურა, რომელიც პრემიერ-მინისტრი შეიძლება გახდეს ერთი თვით ან ერთი წლით. „ნაციონალური მოძრაობისათვის“ იწყება მერაბიშვილის ეპოქა ...

დასაქმების სახელმწიფო მინისტრის აპარატის შექმნისა და მისი დაფინანსების საკითხი უკვე განიხილა 2 ივლისს საგანგებოდ შეკრებილმა პარლამენტის ბიურომ, რომლის სხდომაშიც ოპოზიციური „ქრისტიან-დომოკრატიული მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი, პარლამენტის ვიცე-სპიკერი ლევან ვეფხვაძეც მონაწილეობდა. ცნობისათვის, ქრისტიან-დემოკრატები არაერთხელ გამოვიდნენ ინიციატივით შექმნილიყო დასაქმების სააგენტო.

„მაშინ სააკაშვილმა დაგვცინა, ახალი ბიუროკრატიული აპარატის შექმნას გვთავაზობთო, და ახლა თვითონ შექმნა ბიუროკრატიული აპარატი, ოღონდ ისეთი, რომელიც იმ იდეის პროფანაციას ახდენს, რომელიც ჩვენ შევთავაზეთ, ანუ ეს არც სააგენტოა და არც ქმედითი სტრუქტურა. უბრალოდ, ეს არის ბიუროკრატიული სტრუქტურა რამდენიმე ადამიანის დასაქმებისთვის, რომელსაც არანაირი ინსტიტუციონალური დატვირთვა არ ექნება“, უთხრა ლევან ვეფხვაძემ რადიო თავისუფლებას.

რაც შეეხება ვანო მერაბიშვილს, მის პრემიერ-მინისტრობასა და პოლიტიკურ მომავალს, ამასთან დაკავშირებით ლევან ვეფხვაძე ამბობს:

„ვანო მერაბიშვილი არ არის იმ წონის პოლიტიკური ფიგურა, რომელიც პრემიერ-მინისტრი შეიძლება გახდეს ერთი თვით ან ერთი წლით. „ნაციონალური მოძრაობისათვის“ იწყება მერაბიშვილის ეპოქა, თუმცა ქვეყნისთვის დაიწყება თუ არ იგივე ეპოქა, დამოკიდებულია საპარლამენტო არჩევნებზე.“

ლევან ვეფხვაძის ამ მოსაზრებას დიდწილად პოლიტიკის ექსპერტებიც იზიარებენ. ნიკა ჩიტაძის თქმით, ვანო მერაბიშვილის პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე წარდგენით, სულ ცოტა, ორ შეკითხვას გაეცა პასუხი:

ბატონ მერაბიშვილს ორი უდავო პლუსი აქვს ნებისმიერი ხელისუფლებისათვის. პირველი: ის არის ერთგული კაცი და პირნათლად ასრულებს იმ დავალებას ...

„ადრე საუბარი იყო პრეზიდენტსა და შს სამინისტროს შორის დაპირისპირებაზე. იგივე ბატონი ივანიშვილი ცდილობდა მერაბიშვილის გადაბირებას. გვახსოვს მისი განცხადებები და ა.შ. მაგრამ გამოჩნდა რეალურად, რომ დღევანდელი ხელისუფლება არის ერთიანი გუნდი. და კიდევ: ჩემი აზრით, ეს ცვლილება მიანიშნებს იმაზე, რომ პრეზიდენტი არ აპირებს დარჩეს პრემიერ-მინისტრის პოსტზე, რადგანაც ძლიერი პოლიტიკური ფიგურა იქნა წარდგენილი პრემიერ-მინისტრის პოსტზე.“

რამდენად მნიშვნელოვანი და ძლიერი პოლიტიკური ფიგურაა ვანო მერაბიშვილი? - რადიო თავისუფლების ამ შეკითხვას ფსიქოლოგმა მარინა ჩიტაშვილმა ასე უპასუხა:

„ბატონ მერაბიშვილს ორი უდავო პლუსი აქვს ნებისმიერი ხელისუფლებისათვის. პირველი: ის არის ერთგული კაცი და პირნათლად ასრულებს იმ დავალებას, რომელსაც ასრულებს. და კიდევ: მისი ძალისხმევით, შინაგან საქმეთა სამინისტრო, თავისი დაფინანსებითა და რესურსებით, წარმოადგენს თითქმის ანალოგიურს, რაც თავდაცვის სამინისტროა, რაც, თავის მხრივ, ნიშნავს იმას, რომ პოლიციური რეჟიმის არსებობა და მის მიერ ძალაუფლების შენარჩუნება, ფაქტობრივად, გარანტირებული აქვს ‘ნაციონალურ მოძრაობას’.“

თუმცა ვანო მერაბიშვილი ჯერჯერობით მხოლოდ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატია. მთავრობის საპარლამენტო მდივნის გია ხუროშვილის თქმით, ახალი მთავრობის დამტკიცებამდე პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა პარლამენტის ბიუროს უნდა წარუდგინოს სამთავრობო პროგრამა, ხოლო პრეზიდენტმა - მთავრობის ახალი შემადგენლობა.

„ბიურო იმსჯელებს კომიტეტებისა და ფრაქციების სხდომების ჩატარების გრაფიკთან დაკავშირებით და მას შემდეგ, რაც ისინი წარმოადგენენ თავიანთ დასკვნას, დაინიშნება პლენარული სხდომა, სადაც პარლამენტის სრული შემადგენლობის უმრავლესობის მხარდაჭერის შემთხვევაში, გაირკვევა, რომ პარლამენტმა ნდობა გამოუცხადა ახალ მთავრობას“, უთხრა გია ხუროშვილმა რადიო თავისუფლებას.


ყურადღება!
1 ივნისიდან რადიო თავისუფლების ქართული რედაქციის ვებსაიტზე ფორუმებით სარგებლობისთვის აუცილებელი იქნება რეგისტრაციის გავლა. დღეიდან მოქმედებს პარალელური სისტემა: ფორუმში მონაწილეობა შესაძლებელია როგორც რეგისტრაციით, ისე მის გარეშე. მაგრამ 1 ივნისიდან ფორუმებში მონაწილეობა მხოლოდ რეგისტრირებულ მომხმარებლებს შეეძლებათ.

რეგისტრაციის გასავლელად დააჭირეთ ვებსაიტის ზედა მარჯვენა კუთხეში მოთავსებულ ბმულს „რეგისტრაცია“. (რეგისტრაციის გავლის შემდეგ ელექტრონული ფოსტით მიიღებთ ავტომატურ შეტყობინებას. ყურადღება მიაქციეთ, შეტყობინება თქვენი ელექტრონული ფოსტის spam-ში ხომ არ აღმოჩნდა.)
ეს ფორუმი დაიხურა
კომენტარების რიგი
კომენტარები
     
ავტორი: ANNA საიდან გვწერთ: Tbilisi
05.07.2012 11:02
ავტორი: ქართველი საიდან გვწერთ: საქართველო-ს

მაინტერესებს, ეს ეროვნულ-პატრიოტული სპიჩი რა კავშირშია სამართლიანი არჩევნების ჩატარებსთან, ყველა პარტიისათვის თანაბარი გარემოს შექმნასთან და მთელი ქვეყნის მოსახლეობისათვის არასამთავრობო ტელემედიის ხელმისაწვდომობასთან?! ან ციხეებში ადამიანების წამებასთან, ან დონაძე-სალაყაია-მელნიკოვის დაუსჯელობასთან, ან პროკურატურისა და სასამართლო ხელისუფლების სრულ გამოდეგენერატებასთან. ამ ლოგიკით კლინტონი, ნატო-ს მაღალჩინოსნები, ევროკავშირის ხელმძღვანელები და ევროპის ქვეყნების ლიდერები, რომლების მოითხოვენ - სამართლიანი არჩევნები ჩაატარეთ და ადამიანებს უსამართლოდ ნუ სვამთ ციხეშიო - რუსეთისკენ გვერეკებიან?!

ეს რუსეთთან ვითომ თქვენი, ვანოს და მიშას გმირული ბრძოლა სწორედ რომ ფასადია, რათა ყოველგარი უმსგავსობა გაამათლოთ და შეგრჩეთ. ამიტომაც დაიწყეს 2008-ში ომი, რომ პატრიოტულ პოზებში დგომის და ქვეყნის დაუსჯელად ძარცვის შესაძლებლობა ჰქონოდათ ამ მართლაც რომ "კანონიერ ქურდებს". ეს მეთოდები ამათი მოგონილი არ არის, ოფდითგანვე ცნობილია, რომ ქვეყნის შიგნით ძალაუფლების განმტკიცების ყველაზე ეფექტური მეთოდი გარეშე მტრის ხატის შექმნა და, თუ საჭირო გახდა, სულაც ომის პროვოცირებაა. დიახაც, ამ ნაძირლებმა დაიწყეს - თან ხარკიც გადაუხადეს რუსებს აფხაზეთის და სამაჩაბლოს სახით, თან თავისი მოძმეებისთვისაც ჩინებული პრეცედენტი შექმნეს ყარაბახის პრობლემის სამომავლო მოგვარებისათვის - პოსტსაბჭოთა სივრცეში ახალი სახელმწიფოების აღიარების პრეცედენტი. ესაა მაგ ომის მთავარი შედეგი და არა ის ტრიუმფალური ფაქტი, რომ მიშა არ ჩამოიჩალა. - სამაგიეროდ - დალპა... იმ რუსმაც მშვენივრად იცოდა სად და როდის შეჩერებულიყო, მიშიკოს რამე რომ არ დამართოდა და დიდხანს ებურჯგნა საქართველო.

ავტორი: ამაომრჩეველი საიდან გვწერთ: უბნიდან ბიულეტენით ხელში
04.07.2012 09:37
1000 ლარიანი ვაუჩერი ამომრჩევლის მოსყიდვა არ არის?

ავტორი: გარემარბი საიდან გვწერთ: აშშ-დან
03.07.2012 19:19
არსებობს მოსაზრება, რომ სააკაშვილი მერაბიშვილს ბოლომდე აღარ ენდობა და პოლიციას ამიტომ ჩამოაშორა წინასააჩევნოდ. ახალაი კიდევ პირადად სააკაშვილისადმი ლოიალური ფიგურაა და მის ნებისმიერ მითითებას შეასრულებს, მათ შორის უკანონოსაც.

ავტორი: ქართველი საიდან გვწერთ: საქართველო
03.07.2012 17:29
ქვეყანა მეცოდება, თორემ ეს ხალხი, რომელიც ვერ ხედავს განსხვავებას 1990 წლების საქართველოსა და დღევანდელ საქართველოს შორის, (ვერ ხედავს რომ უამრავი პრობლემის, მათ შორის უმუშევრობის მიუხედავად, რამდენად გაუმჯობესდა ცხოვრება ქვეყანაში (აიღეთ უსაფრთხოება, კრიმინოგელური სიტუაცია, ადრე ვინც მუშაობდა ხელფასს ისიც კი არ ღებულობდა, თუ თვეში 1 დოლარს ხელფასად არ ჩათვლით, პენსიებზე ხომ ლაპარაკიც ზედმეტია - იცინიან, დღევანდელი პენსია რა არისო, აღარ ახსოვთ რომ არც ისე ახლო წარსულში ესეც არ იყო, არ ახსოვთ კუპონები, რიგები პურისთვის, ხალხის გატაცებები, თვეები დენის მომარაგების გარეშე, კორუფცია ნებისმიერ დაწესებულებაში, გინდა სახელმწიფო სტრუქტურები აიღეთ, პოლიციის ჩათვლით და გინდა უნივერსიტეტები, რაც დღეს მნიშნელოვნად შემცირდა, გაიხსენეთ მილიციონრები ყოველ ნაბიჯზე რომ აჩერედბნენ მანქანებს და ყოველგვარი საფუძვლის გარეშე რომ აჯარიმებდნენ მძღოლებს) მართლაც, ივანიშვილზე უკეთესს არავის არ იმსახურებენ... ისევ შევარდნიძესეული ძველი სახეები ენატრებათ...წარსულს მისტირიან, გაყინულ, ჩაბნელებულ საქართველოს... დიდი მონღოლების რუსეთის სახელმწიფოსთან შეერთებას, და დაუნდობელ, ხანმოკლე ცხოვრებას "ბუნებით მდგომარეობაში"...

ავტორი: ANNA საიდან გვწერთ: Tbilisi
03.07.2012 13:04
სასაცილოა, რომ მერაბიშვილი სერიოზულ პიროვნებად განიხილება და რაღაც პოლიციის წარმატებულ რეფორმაზეა საუბარი. რა მენეჯერობა უნდა იმას, რომ ყველა შიდა ძალოვანი უწყება გააერთიანო ერთ ხელში - ეს უკვე იყო ენ-კა-ვე-დეს სახით 30-იან წლებში; მერე შეიარაღებულ, პოლიტიზირებულ რაზმს მისცე "ყველა უფლება" ("ვსე პრავა") ვინც უნდა დაიჭიროს, რა თანხაც უნდა ამოიღოს, ვისაც რა უნდა ის შეტენოს, ციხეში როგორც უნდა ისე მოექცეს, აწამოს, ურტყას, რაზეც აწყობს, ხელი იმაზე მოაწერინოს: პარალელურად მისი ოჯახის წევრები და ძმაკაცები ყირაზე გადადიან, ყოველი მათი ქეიფი სკანდალით მთავრდება და ვითომც არაფერი, არც ისჯებიან სათანადოდ უდანაშაულო ადამიანების ცემისა და მოკვლისათვის... ბოლოსდაბოლოს, მაგ კარგი მენეჯერს და რეფორმატორის გაჩალიჩებულია ისეთი ინციდენტი, რომელმაც არნახული სახელისუფლებო და სახელმწიფო კრიზისი გამოიწვია და რომლის გადაფარვის მიზნით ხელისუფლებამ კიდევ უარესი, ქვეყნისათვის საბედისწერო შეცდომები და დანაშაულები ჩაიდინა... და ამ ყველაფერს მსოფლიოს დემოკრატიული ქვეყნების ლიდერები იწონებენ, დემოკრატიულ რეფორმებად აფასებენ, აფინანსებენ, სხვა ქვეყნებს მაგალითად უყენებენ და იქით უკიჟინებენ - მიდი, მიდი, კიდევ უფრო მაგრად გააჭენეო... ესაა მაგარი მრენეჯმენტი?!

მხედრიონისგან რითი განსხვავდება? იმით, რომ გასამრჯელოს ყაჩაღურად კი არ მოიპოვებს, არამედ სისტემატური და ამ ქვეყნის ეკონომიკისათვისა შეუფერებლად მაღალი ხელფასებისა და პრემიების სახით?!

ავტორი: GERMANE
03.07.2012 12:09
"დასაქმების მინისტრი" არის ეკონომიკის მინისტრი.
რა საჭიროა დასაქმების სამინისტრო?
ინვესტიციები (სახელმწიფოებრივი) გააკეთე არა სიყვარულის ხიდებში და ახალ პალასტებში, არამედ ეკონომიკაში:
1.დაარსე ტუალეტის ქარხანა მაინც- 100 მუშა ხო დასაქმდება და ტუალეტის ქაღალდს გერმანიიდან არ შემოიტან, ხეს საქართველოდან არ გაიტან.
2. დაარსე ჩარხმშენებელი პატარა ქარხანა, რომელიც იმ ხელსაწყოებს დაგიმზადებს, რაც ქართულ ნახმარ-საავტომობილო ბაზარს სჭირდება და ნუ სემოიტან "ერთჯერად" ინსტრუმენტებს ჩინეთიდან - ავტოზაპრავკები ყველა ქუჩის ბოლოსაა - გასაღების პრობლემა გექნება? და თუ გექნება, დააწესე გადასახადი უცხოურზე და მიეცი საკუთარ პროდუქტს უპირატესობა - ჯერ არა ვართ ეუ-ს წევრი და გვაქვს უფლება.
3. დააწესე სოფლის მეურნეობის ინვესტიციის ქვოტები და ახალგაზრდობა პრაქტიკებზე გაუშვი სოფლის მეურნეობის სტრუქტურებში, სოფლებში - სახელმწიფო ფულით, ეკლესიების გაოქროვებისა და ეშმაკის ბორბლების მშენებლობის ნაცვლად.
მიეცი ლიბერალური მიწის კანონი საქართველოს მოქალაქეს და მიეცი გრძელვადიანი, სამრეწველო პროდუქტის ან სასუქის ყიდვასთან ასოციირებული კრედიტები და ეს სასუქიც შენ შემოიტანე, სახელმწიფომ და ის ტექნიკაც - ასე ფაქტიურად ერთი კაპიკის მიცემაც არ დაგჭირდება კერძო პირზე და ინვესტიციაც კარგად დაცული იქნება თაღლითობისაგან.

რამდენი ერთი ჩამოგითვალოთ?????
რომელი ერთი გაკეთდა?????

და ასეთ დროს საჭიროა თუარა დიდი ბიუროკრატიული სამინისტრო, რომლის მიზანიც მხოლოდ ისაა, რომ რაც შეიძლება მეტი დამოკიდებული და მათხოვარი ამომრჩეველი ჰყავდეს ხელისუფალ პარტიას.
ამ კითხვაზე არსებობს კი ორაზროვანი პასუხი?

ჩემო ძვირფასო ანონიმ, მგონი საჭიროა მეტი კრიტიკული თვალი და ხედვა - მე ასე მგონია.

ავტორი: ანონიმი
03.07.2012 09:38
Lia

1) დასაქმება არის N1 პრობლემა საქართველოში
2) მერაბიშვილმა თავისი მინისტრობის პერიოდში ჩატარებული რეფორმების წყალობით წესრიგი დაამყარა ქვეყანაში, და შედეგი სახეზეა
3) ერთიანი დასაქმების სააგენტო ( რომელსაც არაფერი კავშირი არ აქვს აქურ პატარ პატარა კომერციული სახის სააგენტოებთან ანდა ინტერნეტ ვებგვერდებთან, სადაც სამუშაოს ძიება შეუძლებელია, 100 ობით გაგზავნილ სივებს უბრალოდ არავინ კითხულობს ) ნებისმიერ განვითარებულ ქვეყანაშია. ის ფლობს ერთიან ბაზას უმუშევრებისა და პოტენციური დამსაქმებლების შესახებ და ხდება ასევე კონტროლი იმისა თუ რამდენად კეთილსინდისიერია დამსაქმებელი და დასასაქმებელიც
4) დასაქმების სახელმწიფო მინისტრის აპარატის შექმნაც მიუთითებს იმაზე რომ პრობლემა ძალიან მწვავეა და საჭიროა მისი სასწრაფოდ მოგვარება.

მოხერხდა როგორც იქნა და მთავრობამ აღიარა რომ უმუშევრობა არის უმთავრესი გადასაჭრელი პრობლემა და დასახა გზები მის მოსაგვარებლად.. აი თქვენი კომენტარის არსს კი ვერ ჩავწვდი... რა არ მოგეწონათ? სააკაშვილის რა მოგახსენოთ და მე კი გარეკილი მართლა არ მაქვს მაგრამ ადეკვატურად ვერ ვღებულობ თქვენს პასუხს. ეტყობა უმუშევრობა თქვენთვის არაა ისე შემაწუხებელი როგორც მოსახლეობის უმრავლესობისთვის

ავტორი: თეა
03.07.2012 03:21
ავტორი: lia საიდან გვწერთ: tbilisi
გარეკილ და გეღლიტილ პირველები:)))) გილაური აბსაიტშია.

ავტორი: lia საიდან გვწერთ: tbilisi
02.07.2012 20:59
სააკაშვილი სრულიად ამართლებს იმ სახელს რაც ხალხმა შეარქვა: გარეკილ პირველი !!!

ყველაზე პოპულარული