კვირა, 21 დეკემბერი, 2014 თბილისის დრო 10:51

მსოფლიო

ჯაშუშობისთვის მსჯავრდებული რუსი მეცნიერის ისტორია

ვალენტინ დანილოვივალენტინ დანილოვი
x
ვალენტინ დანილოვი
ვალენტინ დანილოვი

მულტიმედია

აუდიო
რუსი ფიზიკოსი ვალენტინ დანილოვი, რომელიც ჩინეთის სასარგებლო ჯაშუშობაში იხდიდა სასჯელს, ათწლიანი პატიმრობის შემდეგ საპყრობილიდან გათავისუფლდა. მეცნიერი გასულ კვირაში პირადი თხოვნის საფუძველზე შეიწყალეს. როგორც ჩვენი რადიოს კორესპონდენტი კლერ ბიგი ფიქრობს, მისი გახმაურებული საქმე იმ „ჯაშუშომანიის“ შემადგენელი ნაწილია, რამაც რუსეთში 2000-იან წლების დასაწყისში იჩინა თავი და რომლის მსხვერპლი ათობით მეცნიერი და სწავლული გახდა.

ვალენტინ დანილოვი, სასამართლოს გადაწყვეტილებით, 24 ნოემბერს გათავისუფლდა საპატიმრო დაწესებულებიდან. ჯაშუშობისათვის მსჯავრდებულმა კრასნოდარის სახელმწიფო ტექნიკური უნივერსიტეტის სითბური ფიზიკის ცენტრის ყოფილმა დირექტორმა საპყრობილეში 10 წელი გაატარა. საპატიმროდან მისი ვადამდე-პირობით გათავისუფლებას მიესალმა ბევრი უფლებადამცველი, რომლებიც ჯაშუშობის მუხლით დანილოვის დაპატიმრებას პოლიტიკურად მოტივირებულს უწოდებდნენ. 2002 წელს მეცნიერის უფლებას იცავდა ვეტერანი უფლებადამცველი ქალი ლუდმილა ალექსეევა, რომელიც პროცესის დაწყებიდანვე დარწმუნებული იყო დანილოვის უდანაშაულობაში:

„მან ჩემზე მოახდინა შთაბეჭდილება როგორც ძალიან გულწრფელმა, ძალიან მიმნდობმა ადამიანმა, რამაც არსებითად ითამაშა კიდეც საბედისწერო როლი მის საქმეში. მაგრამ მან, ალბათ, არ გააკეთა ყველაფერი, რაც შესაძლებელი იყო, იმისათვის, რომ დაეცვა საკუთარი თავი ბედის ამგვარი უკუღმართობისგან“.
იგი შეპყრობილი იყო იდეით, რომ შეექმნა იმ სითბური ენერგიის გადამამუშავებელი ქარხნები, რომლებსაც გამოყოფენ მუშაობის პროცესში ალუმინის გადამამუშავებელი ქარხნები... სურდა მოეხდინა ამ სითბური ენერგიის უტილიზება ისე, რომ ამით შესაძლებელი ყოფილიყო დიდი ქალაქების გათბობა...


ვალენტინ დანილოვის საქმე ერთ-ერთია ჯაშუშთა იმ ათობით გახმაურებული სასამართლო პროცესიდან, რომლებიც ვლადიმირ პუტინის პრეზიდენტობის პირველ წლებს დაემთხვა. უფლებადამცველებმა სასამართლო პროცესები ფართოდ დაგმეს, როგორც „ჯაშუშომანია“, რაც ძირითადად მიზნად ისახავდა აღეკვეთა რუსი მეცნიერების კავშირები სხვა ქვეყნებთან. ბევრი რუსი დაბალანაზღაურებადი მეცნიერის მსგავსად, რომლებზეც მოთხოვნა არ არსებობდა, დანილოვმა გადაწყვიტა უცხოურ კონტრაქტებზე ემუშავა. 

კრასნოდარის სახელმწიფო ტექნიკური უნივერსიტეტის სითბური ფიზიკის ცენტრის ყოფილმა დირექტორმა დაკავების დროს განაცხადა, რომ მან მიიღო ოფიციალური ნებართვა ემუშავა იმ ჩინურ ფირმასთან ისეთი საცდელი სტენდის შესაქმნელად, რომელზეც მოხდებოდა კოსმოსური სივრცის ზემოქმედების მოდელირება დედამიწის ხელოვნურ თანამგზავრებზე. სასამართლო პროცესებზე დანილოვმა წარმოადგინა დოკუმენტები, რომლებიც ადასტურებდნენ, რომ მონაცემები, რაც მან მიაწოდა ჩინურ მხარეს, დეკლასიფიცირებული იყო და მათი მოპოვება ღია წყაროებითაც შეიძლებოდა.

ცნობილმა მეცნიერებმა - როგორც რუსეთში, ისე მის საზღვრებს გარეთ - წამოიწყეს კამპანია დანილოვის გასათავისუფლებლად. მათ შორის იყვნენ ვეტერანი უფლებადამცველი ლუდმილა ალექსეევა და ნობელის პრემიის ლაურეატი ვიტალი გინზბურგი. ისინი ამბობდნენ, რომ „სასკოლო სახელმძღვანელოებშიც“ შეიძლება იმ ინფორმაციის ამოკითხვა, რაც დანილოვმა ჩინელებს მიაწოდა. საპატიმროს თანამშრომლებმა და პატიმრებმა დანილოვს „პროფესორი“ შეარქვეს. დანილოვმა ციხიდან წერილი მისწერა ალექსეევას, რომელშიც სამეცნიერო მუშაობას მოწყვეტილი მეცნიერი, როგორც უფლებადამცველი ქალი იხსენებს, დემორალიზებული ჩანდა:

„ის ღვთისგან არის დაჯილდოებული მეცნიერის ნიჭით. მისი თავი ყოველთვის სავსეა იდეებით, რომელთა შემუშავებაც სურს. მაშინ იგი შეპყრობილი იყო იდეით, რომ შეექმნა იმ სითბური ენერგიის გადამამუშავებელი ქარხნები, რომლებსაც გამოყოფენ მუშაობის პროცესში ალუმინის გადამამუშავებელი ქარხნები კრასნოიარსკსა თუ რუსეთის სხვა ქალაქებში. სურდა მოეხდინა ამ სითბური ენერგიის უტილიზება ისე, რომ ამით შესაძლებელი ყოფილიყო დიდი ქალაქების გათბობა. ის ცდილობდა ჩემთვის, რომელსაც ამაში არაფერი გამეგებოდა, აეხსნა ეს ყველაფერი“.
იგი უნდა შეხვდეს ოჯახს და უნდა შეეგუოს ხელახლა ცხოვრებას. დანილოვი დიდი ხნის განმავლობაში იმყოფებოდა საპყრობილეში და მოწყვეტილი იყო საზოგადოებას. ამ ხნის განმავლობაში მისი შვილიშვილი გაიზარდა, წავიდა სკოლაში და მის ოჯახში მოხდა ბევრი რამ, რასაც იგი უნდა შეეგუოს...


ვიტალი დანილოვი, რომელიც 60 წლისაა, მგზნებარედ ამტკიცებდა საკუთარ უდანაშაულობას და, როგორც მისი ადვოკატი ელენა იევმენოვა ამბობს, ჯაშუშობისთვის მსჯავრდებული დანილოვი არ კარგავს იმედს, რომ გამართლდება. თუმცა, პირველ რიგში, ციხიდან გათავისუფლებულ ადამიანს გარკვეული დრო სჭირდება ცხოვრების მოსაწესრიგებლადო, ამბობს ადვოკატი იევმენოვა:

„იგი უნდა შეხვდეს ოჯახს და უნდა შეეგუოს ხელახლა ცხოვრებას. დანილოვი დიდი ხნის განმავლობაში იმყოფებოდა საპყრობილეში და მოწყვეტილი იყო საზოგადოებას. ამ ხნის განმავლობაში მისი შვილიშვილი გაიზარდა, წავიდა სკოლაში და მის  ოჯახში მოხდა ბევრი რამ, რასაც იგი უნდა შეეგუოს“.

თუმცა ძალიან სუსტია იმედი იმისა, რომ ვალენტინ დანილოვი შეძლებს სამეცნიერო კარიერის გაგრძელებას, რადგან  ჯაშუშობის ბრალდებით გასამართლებულმა მეცნიერებმა სამუშაო რუსეთში ვერ იპოვეს. მიუხედავად იმისა, რომ დანილოვმა შეწყალებას კანონიერი გზით მიაღწია, საპატიმროდან ჯაშუშობისათვის მსჯავრდებული მეცნიერის ვადამდე გათავისუფლებას ბევრი უკავშირებს კრემლის განზრახვას, დაამშვიდოს საზოგადოება, რომელიც აღშფოთებულია ახალი კანონის მიღებით, რითაც ღალატის ცნება გაფართოვდა. 

ოპონენტების თქმით, უცხოელებთან კონტაქტის გამო ახალი კანონი რისკის ქვეშ აყენებს ნებისმიერ ადამიანს და შესაძლოა ეს ფაქტი კრიტიკოსების გაჩუმებისათვის იქნეს გამოყენებული. ვლადიმირ პუტინმა სადავოდ ქცეულ კანონს ხელი 14 ნოემბერს მოაწერა, ერთი დღით ადრე კი სასამართლომ ჯაშუშობისათვის მსჯავრდებული დანილოვი ციხიდან გაათავისუფლა.


ყურადღება!
რადიო თავისუფლების ქართული რედაქციის ვებსაიტზე ფორუმებით სარგებლობისთვის აუცილებელია რეგისტრაციის გავლა.

რეგისტრაციის გასავლელად დააჭირეთ ვებსაიტის ზედა მარჯვენა კუთხეში მოთავსებულ ბმულს „რეგისტრაცია“. (რეგისტრაციის გავლის შემდეგ ელექტრონული ფოსტით მიიღებთ ავტომატურ შეტყობინებას. ყურადღება მიაქციეთ, შეტყობინება თქვენი ელექტრონული ფოსტის spam-ში ხომ არ აღმოჩნდა.) კომენტარის დასაწერად არ დაგავიწყდეთ საიტზე შესვლა.
ეს ფორუმი დაიხურა
კომენტარების რიგი
კომენტარები
     
ავტორი: ანონიმი
01.12.2012 20:54
მოსკოვის კრემლის დაბომბვისკენ რომ მოუწოდებდა დემოკრატების ვიცე პრეზიდენტი და არც ისე დემოკრატების პრეზიდენტი რუცკოი ცოცხალია თუ იცით? მისთვის ძეგლი არ დაუდგიათ?

სხვა მასალები

აუდიო საახალწლო სამზადისი სამხრეთ კავკასიაში

რადიო თავისუფლების ქართული, სომხური და აზერბაიჯანული სამსახურების ერთობლივი ყოველკვირეული პროგრამის, "კავკასიური გზაჯვარედინის", თემაა საახალწლო სამზადისი სამხრეთ კავკასიის ქვეყნებში.
გაგრძელება

აუდიო „რაჭველი ვარ და ჩემს სოფელსა და ხვანჭკარას ვიცავ“

საპროტესტო აქცია გაიმართა ამბროლაურის რაიონის სოფელ ჭრებალოში. აქციის მონაწილეებმა ხელისუფლებას მოუწოდეს, უარი თქვან მდინარე რიონზე ჰესების კასკადის მშენებლობის პროექტზე.
გაგრძელება

აუდიო არჩილ სულაკაურის თბილისი და თბილისელები

არჩილ სულაკაურის „თბილისურ ჩანახატებში“ შესული 14 ამბავი ამ სახით მისმა ვაჟმა, ლაშა სულაკაურმა გააერთიანა და შარშან გამოსცა, ავტორის გარდაცვალებიდან 16 წლის შემდეგ.
გაგრძელება

თქვენი პუბლიკაციები

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

ყველაზე პოპულარული