საპარლამენტო არჩევნები და უცხოეთში მყოფი ამომრჩევლების პოლიტიკური უფლებების უზრუნველყოფა
ლელა ტალიური, ირაკლი მელაშვილიx
ლელა ტალიური, ირაკლი მელაშვილი
საქართველოს ”საარჩევნო კოდექსის” თანახმად, ამომრჩეველთა ერთიანი სია არაერთი სხვა მონაცემის გარდა, დგება იმ მონაცემების საფუძველზეც, რომელსაც მას გადასცემენ საქართველოს საკონსულო დაწესებულებები იმ ამომრჩეველთა შესახებ, რომლებიც საქართველოს საკონსულო აღრიცხვაზე არიან. ”საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის” (და, არა მხოლოდ მათი) ყურადღება მიიქცია საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 11 ივლისის ბრძანებამ, რომლითაც საკონსულო აღრიცხვაზე მოქალაქის დაყენებისთვის სავალდებულო ხდება ”საზღვარგარეთ საცხოვრებელი ადგილიდან” ცნობის წარდგენაც. არასამთავრობო ორგანიზაცია ამ საკითხს ამომრჩეველთა რეგისტრაციის დამაბრკოლებელ ფაქტორად თვლის. სწორედ ”საიას” ამ პოზიციის განმარტებით იწყება საუბარი, რომელშიც მონაწილეობენ ”საიას” იურისტი ლელა ტალიური და კოალიციის - ”არჩევნის თავისუფლებისთვის” წარმომადგენელი ირაკლი მელაშვილი. საუბარს ნინო გელაშვილი უძღვება.
ყურადღება!
1 ივნისიდან რადიო თავისუფლების ქართული რედაქციის ვებსაიტზე ფორუმებით სარგებლობისთვის აუცილებელი იქნება რეგისტრაციის გავლა. დღეიდან მოქმედებს პარალელური სისტემა: ფორუმში მონაწილეობა შესაძლებელია როგორც რეგისტრაციით, ისე მის გარეშე. მაგრამ 1 ივნისიდან ფორუმებში მონაწილეობა მხოლოდ რეგისტრირებულ მომხმარებლებს შეეძლებათ.
რეგისტრაციის გასავლელად დააჭირეთ ვებსაიტის ზედა მარჯვენა კუთხეში მოთავსებულ ბმულს „რეგისტრაცია“. (რეგისტრაციის გავლის შემდეგ ელექტრონული ფოსტით მიიღებთ ავტომატურ შეტყობინებას. ყურადღება მიაქციეთ, შეტყობინება თქვენი ელექტრონული ფოსტის spam-ში ხომ არ აღმოჩნდა.)