ორშაბათი, 24 ნოემბერი, 2014 თბილისის დრო 08:59

საზოგადოება / მსოფლიო

აშშ-ის იუსტიციის სამინისტრო მაუწყებლებს „რუსეთის ხმასთან“ კავშირების თაობაზე შეკითხვებს უსვამს

მოსკოვიმოსკოვი
x
მოსკოვი
მოსკოვი

მულტიმედია

აუდიო
  • აშშ-ის იუსტიციის სამინისტრო მაუწყებლებს „რუსეთის ხმასთან“ კავშირების თაობაზე შეკითხვებს უსვამს

აშშ-ის იუსტიციის სამინისტრო ამ ქვეყანაში მოქმედ ერთ-ერთ კერძო სამაუწყებლო კომპანიას ინფორმაციის მიწოდებას სთხოვს ამ კომპანიის კავშირების თაობაზე რუსეთის მთავრობის მიერ დაფინანსებულ მედიაორგანიზაცია „რუსეთის ხმასა“ და საკუთრივ რუსეთის მთავრობასთან.
„რუსეთის ხმის“ ინგლისურენოვანმა ვებსაიტმა და ასევე გაზეთმა „იზვესტიამ“ 5 თებერვალს გაავრცელეს ცნობა, რომ კომპანია RM Broadcasting-მა იუსტიციის სამინისტროს კონტრდაზვერვის განყოფილებიდან წერილი მიიღო. როგორც იუწყებიან, წერილში კომპანიას სთხოვენ აღწეროს ის მომსახურება, რომელსაც კრემლს უწევს.

ამ ცნობის თანახმად, გამოძიება შესაძლოა იმით დასრულდეს, რომ ეს სამაუწყებლო კომპანია შეიტანონ იმ სამთავრობო სიაში, რომელსაც უცხოეთის აგენტები ეწოდება და, როგორც წესი, ლობისტი კომპანიებისთვის არის ხოლმე განკუთვნილი.

წერილში, რომელიც „რუსეთის ხმის“ ვებსაიტზე გამოქვეყნდა, მოტანილი იყო კომპანიის ხელმძღვანელის ანდრეი ბისტრიტსკის სიტყვები: გამოძიება ჯერ არ დასრულებულა, მაგრამ ამაში საშინელი არაფერია, ყველა ქვეყანას თავისი კანონები აქვსო. თუმცა ამ დროისთვის სტატია ვებსაიტიდან აღებულია.

კომპანია RM-ის პრეზიდენტმა არნოლდ ფეროლიტომ რადიო თავისუფლებას უთხრა, აშშ-ის იუსტიციის სამინისტროსგან წერილი რამდენიმე თვის წინ მივიღეთო. წერილი კი, მისი თქმით, მხოლოდ „ფორმალობას“ წარმოადგენს:
„ეს წერილები ფორმალურ ხასიათს ატარებს. მთავრობებისთვის ნორმალურია ასეთი ნაბიჯები. ჩემმა ადვოკატებმა ამას უკვე გასცეს პასუხი და, როგორც ჩანს, მე არაფრის გაკეთება არ მევალება იუსტიციის სამინისტროსთან მიმართებით. „რუსეთის ხმისთვის“ მე მხოლოდ ერთ-ერთი ფასილიტატორი ვარ. ჩვენ მხოლოდ ტრანსლაციის სერვისს ვთავაზობთ“.

ფეროლიტო, რომელიც რუსეთის მოქალაქეზეა დაქორწინებული, აცხადებს, რომ მისი კომპანია „რუსეთის ხმასთან“ 2010 წლის შემდეგ თანამშრომლობს. ამ კრემლის მიერ კონტროლირებულმა მედიაორგანიზაციამ, „რუსეთის ხმამ“, ვაშინგტონიდან მაუწყებლობა 2011 წლის ივნისში დაიწყო. ის ნიუ-იორკიდანაც მაუწყებლობს. კომპანია თავის მისიას ასე აყალიბებს: „მსოფლიოში რუსეთის იმიჯზე გავლენის მოხდენა, რუსეთის მსოფლიოსთვის წარდგენა და გლობალურ მოვლენებზე მისი მოსაზრებების გავრცელება“.

აშშ-ის იუსტიციის სამინისტროს წარმომადგენელმა რადიო თავისუფლებას იმეილით უთხრა: „უცხოეთის აგენტების რეგისტრაციის აქტის (FARA - Foreign Agents Registration Act) ნორმალური ფუნქციების რუტინული სამუშაოს ნაწილია ამგვარი წერილების გაგზავნა ინდივიდებისა და უწყებებისთვის, ინფორმაციის მოპოვების მიზნით, რათა დადგინდეს, ხომ არ არის საჭირო მათი რეგისტრირება იუსტიციის სამინისტროში, უცხოეთის აგენტების რეგისტრირების აქტის ფარგლებში“.

სამინისტროს ცნობით, ამ სიაში რეგისტრირებულებმა პერიოდულად საჯარო უნდა გახადონ უცხოეთში მოქმედ უწყებებთან თავიანთი ურთიერთობის ხასიათი - ისევე როგორც კონკრეტული ნაბიჯები, ანგარიშები და ხარჯები, რომლებიც ამ ნაბიჯებს დასჭირდა.

ჯერჯერობით უცნობია, როდის დაასრულებს სამინისტრო ამ გამოკვლევას.


ყურადღება!
რადიო თავისუფლების ქართული რედაქციის ვებსაიტზე ფორუმებით სარგებლობისთვის აუცილებელია რეგისტრაციის გავლა.

რეგისტრაციის გასავლელად დააჭირეთ ვებსაიტის ზედა მარჯვენა კუთხეში მოთავსებულ ბმულს „რეგისტრაცია“. (რეგისტრაციის გავლის შემდეგ ელექტრონული ფოსტით მიიღებთ ავტომატურ შეტყობინებას. ყურადღება მიაქციეთ, შეტყობინება თქვენი ელექტრონული ფოსტის spam-ში ხომ არ აღმოჩნდა.) კომენტარის დასაწერად არ დაგავიწყდეთ საიტზე შესვლა.
ეს ფორუმი დაიხურა
კომენტარების რიგი
კომენტარები
     
ავტორი: tata საიდან გვწერთ: germania
12.02.2013 21:22
ბოლი ცეცხლის გარეშე არ არსებობს, როგორც რუსები იტყვიან.
ჯაშუშები რუსეთს ყველგან ჰყავს. ისეთ დიდ და დაცულ ქვეყანაშიც კი როგორიც ამეიკაა, ახერხებენ ეგენი საქმის გაფუჭებას .მხოლოდ ჩვენ ხალხს არ სჯერა რუსული აგენტების არსებობა ჩვენს ქვეყანაში.
ბურჯანაძემ პუტინს ფეხები დაუკოცნა-და 26 მაისს ხალხი მის მიტინგზე მივიდა. არჩევნების მერე ყველა ბანდიტი და ჯაშუში პოლიტპატიმრის სტატუსით გარეთ გამოუშვეს და 54% კმაყოფილია.
ასეთია ჩვენი ქვეყნის ბედი.თვითონ, საკუთარი ხელებით საფლავის გათხრა.

სხვა მასალები

აუდიო „გასაღების“ ძებნაში დაკარგული კვირა

გასული კვირის მნიშვნელოვანი პოლიტიკური მოვლენებიდან გამორჩეული იყო ფარული მიყურადების შესახებ კანონპროექტის საჯარო განხილვა, რამაც უკიდურესად დაძაბა ვითარება პრემიერ-მინიტრ ღარიბაშვილსა და არასამთავრობო ორგანიზაციებს შორის.
გაგრძელება

აუდიო ორი პოზიცია უმრავლესობაში და აუგად ნახსენები მესამე სექტორი

პარლამენტში დარეგისტრირებულ ორ კანონპროექტს შორის უნდა გაკეთდეს არჩევანი, რომელიც ელექტრონული კომუნიკაციების საშუალებით ფარულ თვალყურის დევნებას უკავშირდება.
გაგრძელება

აუდიო კახა ბენდუქიძის კვალი საქართველოს განვითარებაზე

დღეს თბილისში დაკრძალეს კახა ბენდუქიძე, საქართველოში განხორციელებული რეფორმების ერთ-ერთი მთავარი ავტორი.
გაგრძელება

თქვენი პუბლიკაციები

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

ყველაზე პოპულარული