კვირა, 19 მაისი, 2013 თბილისის დრო 13:11

საზოგადოება / მედია

გვჭირდება თუ არა რუსულენოვანი ტელევიზია ”პიკი”?

ეკატერინე კოტრიკაძე
ეკატერინე კოტრიკაძე

მულტიმედია

აუდიო
ტექსტის ზომა - +
სჭირდება თუ არა საქართველოს რუსულენოვანი ტელევიზია? - ეს იყო  ”რია ნოვოსტის” საერთაშორისო პრესცენტრში 23 ოქტომბერს გამართული მრგვალი მაგიდის მთავარი შეკითხვა, რომელიც  ტელეკომპანია ПИК-ის დახურვამ გააჩინა. ტელეკომპანიის 400 თანამშრომელი საკუთარი უფლებების დაცვას მოითხოვს, თუმცა ამ დრომდე ცნობილი არ არის, აღდგება თუ არა არხის მაუწყებლობა, რომელიც, საქართველოს ”საზოგადოებრივი მაუწყებლის” ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებით, სატელიტიდან გაურკვეველი ვადით გაითიშა.

”რია ნოვოსტის” საერთაშორისო პრესცენტრში შეკრებილი  არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები, კონფლიქტოლოგები, ბლოგერები, ჟურნალისტები, ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლები თანხმდებიან იმ აზრზე, რომ ტელეკომპანია  ПИК-ი, რომელიც სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯზე შეიქმნა და ამ დრომდე სწორედ ამ ფულით ფინანსდებოდა, არ უნდა დაიხუროს. მან შესაძლოა შეცვალოს საინფორმაციო პოლიტიკა, მაგრამ არხის გაქრობა როგორც საქართველოსა და კავკასიაში, ისე უცხოეთში მცხოვრები რუსულენოვანი მაყურებლისათვის დიდი დანაკლისი იქნება.

”რუსულენოვანი ტელეკომპანია, მე მგონი, ჯერჯერობით აუცილებელია არსებობდეს საქართველოს სატელევიზოო სივრცეში. მას ორი მნიშვნელოვანი ფუნქცია ჰქონდა - ერთი ის, რომ მთელი რეგიონის მასშტაბით მაუწყებლობდა და, ამ თვალსაზრისით, საქართველო კავკასიაში წამყვანი ქვეყანა იყო და, მეორეც, ეს ტელეკომპანია ძალიან მნიშვნელოვანი იყო ეთნიკური უმცირესობებისათვის, რომლებისთვისაც ჯერჯერობით საკომუნიკაციო ენა რუსულია. მოკლედ, მე ვფიქრობ, რომ ფორმატში გარკვეული კორექტივები უნდა შევიდეს, მაგრამ ტელეკომპანია უნდა არსებობდეს”, - გვითხრა ექსპერტმა კავკასიის საკითხებში მამუკა არეშიძემ, რომელიც 23 ოქტომბერს გამართულ შეხვედრაზე სწორედ ამ სტატუსით მივიდა და ხაზგასმით თქვა, რომ ის ამჯერად არ წარმოადგენდა ”ქართულ ოცნებას”, რომლის პოზიციაც ტელეკომპანიის დახურვასთან დაკავშირებით ჯერჯერობით უცნობია.

არხის დახურვას არც კონფლიქტებისა და მოლაპარაკებების საერთაშორისო ცენტრის ხელმძღვანელი გოგი ხუციშვილი ამართლებს. ამბობს, რომ  ПИК-მა საინტერესოდ იმუშავა, თუმცა მას რეორგანიზაცია აუცილებლად სჭირდება:

”ეს, იცით, რაში უნდა გამოიხატებოდეს, რომ იმ საზოგადოებაში, რომელსაც ემსახურება, არ უნდა გაჩნდეს შეგრძნება, რომ ის პროპაგანდას ემსახურება ან ისეთ მესიჯებს გზავნის, რომლებიც კონკრეტული პოლიტიკური ძალისთვის არის ხელსაყრელი. მთავარია, ახლა ახალ ხელისუფლებას მივაწოდოთ ეს აზრი, რომ ასეთი არხის მუშაობა აუცილებელია”.

გოგი ხუციშვილის შთაბეჭდილებით, ПИК-ის გათიშვა ”საზოგადოებრივ მაუწყებელსა“ და ПИК-ს შორის არსებულ ფინანსურ დავას უკავშირდება, რომლის დეტალები საზოგადოებისათვის ჯერჯერობით ბოლომდე ნათელი არ არის და რომელმაც ტელევიზიის 400 თანამშრომელი უხელფასოდ დატოვა. ”საზოგადოებრივი მაუწყებლისგან” ამ დრომდე ცნობილი გახდა მხოლოდ რამდენიმეპუნქტიანი ოფიციალური განცხადება, რომელშიც წერია, რომ „პიკის“ თანამშრომელთა ერთმა ნაწილმა თვითნებურად, საზოგადოებრივი მაუწყებლის ხელმძღვანელობასთან შეუთანხმებლად,  საზოგადოებრივი მაუწყებლის მესამე არხის ეთერში გამოხატა პროტესტი, ვითომცდა ხელფასების დაგვიანების მიზეზით. ამ გაუგებარ დემარშს დაემატა ისიც, რომ განხორციელდა მაუწყებლის მესამე არხის ტელესიგნალის არასანქცირებული აწევა იმ სატელიტზე,  რომელთანაც „საზოგადოებრივ მაუწყებელს“ შეწყვეტილი ჰქონდა ურთიერთობა (იხ. გზავნილები ,,გლობქასტიდან“). შედეგად, „საზოგადოებრივ მაუწყებელს“ შესაძლოა წარმოექმნას გაუთვალისწინებელი ხარჯები.

თუმცა ПИК-ის საინფორმაციო სამსახურის უკვე  ყოფილი ხელმძღვანელი ეკატერინე კოტრიკაძე აცხადებს, რომ არხი სატელიტიდან გათიშეს მანამ, სანამ „პიკის“ ჟურნალისტები კითხვებს დასვამდნენ და პროტესტს ამ კითხვებზე დუმილით გამოხატავდნენ.

ეკატერინე კოტრიკაძე არხის გათიშვაზე სრულ პასუხისმგებლობას „საზოგადოებრივ მაუწყებელს“ აკისრებს, რომელიც ПИК-ის დონორი გახლდათ და სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილ ფინანსებს მაუწყებლის გავლით ურიცხავდა ტელეკომპანია „პიკს“:

” ‘საზოგადოებრივი მაუწყებელი’ ჩვენი დონორია, სწორედ მას ერიცხებოდა საქართველოს ბიუჯეტიდან ჩვენთვის განკუთვნლი ფული.  ფაქტია, რომ ჩვენ არაფერი დაგვირღვევია. მე ვიცი, რომ, უბრალოდ, მიიღეს გადაწყვეტილება, რომ ”პიკი“ აღარ სჭირდებათ. ჩვენ გვინდა ყველა დონეზე განვიხილოთ ყველა საკითხი, თუნდაც ის, რომ მდუმარე აქცია მიიჩნევა არხის დახურვის მიზეზად. ეს არის „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ დისკრედიტაცია? მე ვფიქრობ, რომ არა. ჩვენ მხოლოდ კითხვები დავსვით, რაც არის კიდეც ყველა ჟურნალისტის მოვალეობა. თუ ამისთვის შენ ტელეკომპანიას თიშავ, ეს უკვე ცენზურას ნიშნავს”.

ეკატერინე კოტრიკაძე ასევე აცხადებს, რომ მისთვის გასაგები იქნება, თუ პარლამენტი იმსჯელებს ტელეკომპანიის არსებობა-არარსებობის მიზანშეწონილობაზე და გადაწყვეტილებაც ამ გზით მიიღწევა. ან თუ დისკუსია შეეხება არხის საინფორმაციო პოლიტიკას, მაგრამ ”საზოგადოებრივი მაუწყებლის” მიერ ერთპიროვნულად  მიღებულ გადაწყვეტილებას, მისი თქმით, ტელეარხის 400 თანამშრომელი ასე ადვილად ვერ შეურიგდება.
23 ოქტომბრის შეხვედრას სხვადასხვა ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებთან ერთად ესწრებოდა სომხური თეატრის რეჟისორი ლევან უზუნიანიც, რომელიც მოგვითხრობს, თუ როგორ დაურეკა მას არხის გათიშვის დღეს ამერიკაში მცხოვრებმა დამ, რომლისთვისაც ПИК-ი ერთ-ერთი მთავარი საინფორმაციო წყარო იყო საქართველოში მიმდინარე მოვლენების შესახებ. თავად ლევან უზუნიანიც მიიჩნევს, რომ არხის პოლიტიკის მიმართულების შეცვლა ყოველთვის შეიძლება, მაგრამ მისი დახურვა გაუმართლებელია:

” როგორი უნდა იყოს ”პიკი” - ეს სხვა ამბავია, ჩემი გადასაწყვეტი არ არის, მაგრამ რომ უნდა იყოს, ეს ფაქტია, რადგან რუსულენოვანი მაყურებელი მას მხოლოდ საქართველოსა და კავკასიაში კი არა, მთელ მსოფლიოში ჰყავს”.

შეგახსენებთ, რომ ტელეკომპანია "პიკის“ ჟურნალისტებმა, მხარდაჭერის მოთხოვნით,  სპეციალური მიმართვები გაავრცელეს პარლამენტის თავმჯდომარის  დავით უსუფაშვილის, დეპუტატებისა და საქართველოში აშშ-ის ელჩის რიჩარდ ნორლანდის სახელზე. მათ პასუხები ჯერჯერობით არ მიუღიათ. 23 ოქტმბერს კიდევ ერთი მიმართვის მომზადება დაიგეგმა, ამჯერად ეთნიკური უმცირესობების სახელით. ხუთშაბათს კი, 25 ოქტომბერს,  ”პიკის“ ჟურნალისტები და ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლები მორიგ საპროტესტო აქციას უკვე ქუთაისში, საქართველოს პარლამენტის შენობასთან, გამართავენ.


ყურადღება!
1 ივნისიდან რადიო თავისუფლების ქართული რედაქციის ვებსაიტზე ფორუმებით სარგებლობისთვის აუცილებელი იქნება რეგისტრაციის გავლა. დღეიდან მოქმედებს პარალელური სისტემა: ფორუმში მონაწილეობა შესაძლებელია როგორც რეგისტრაციით, ისე მის გარეშე. მაგრამ 1 ივნისიდან ფორუმებში მონაწილეობა მხოლოდ რეგისტრირებულ მომხმარებლებს შეეძლებათ.

რეგისტრაციის გასავლელად დააჭირეთ ვებსაიტის ზედა მარჯვენა კუთხეში მოთავსებულ ბმულს „რეგისტრაცია“.
ეს ფორუმი დაიხურა
კომენტარების რიგი
კომენტარები
     
ავტორი: ალეკო საიდან გვწერთ: თბილისი
27.10.2012 18:48
არხი არ უნდა გამოირთოს. შინაარსი და ფორმატი უნდა შეიცვალოს და რეგიონში, რომელიც ჩრდილოეთ და სამხრეთ კავკასიას მოიცავს, სანდო ინფორმაციის მიღების წყარო, ერთგვარად კარგი ჟურნალიზმის მაგალითი გახდეს.

ავტორი: სოლომონი საიდან გვწერთ: თერნალი
26.10.2012 10:40
რუსულენოვანი არხი საქართველოს, ჩემი აზრით, სჭირდება.
მაგრამ სხვა საკითხია, სჭირდება თუ არა საქართველოს რუსულენოვანი არხი, სადაც 400 თანამშრომელია? სჭირდება თუ არა საქართველოს არხი, რომელიც მისი თავდაპირველი სტრატეგიით კავკასიის რეგიონში რუსეთის ხელისუფლების პოლიტიკის განეიტრალების კონტრპროპაგანდისტული არხი უნდა ყოფილიყო? სჭირდება თუ არა საქართველოს ისეთი არხი, რომლის საინფორმაციო დირექტორი - აბსოლუტურად ანგაჟირებული და სააკაშვილის თვალებში მოციცინე და ძალიან მაღალაანაზღაურებადი ჟურნალისტი ეკატერინე კოტრიკაძე იყო? და სჭირდება თუ არა საქართველოს არხი, სადაც სააკაშვილის პოლიტიკურ შეკვეთებს ასრულებდნენ ასევე ანგაჟირებული და ძალიან მაღალანაზღაურებადი ჟურნალისტები ოლეგ სანდრო პანფილოვი და მატვეი განაპოლსკი? ძალიან მაინტერესებს, როგორც დასახელებული ჟურნალისტების ხელფასები, ასევე ვინ და რამდენს იხდის მათ საცხოვრებელ, ტრანსპორტის, კომუნიკაციის, სამივლინებო და სხვა ხარჯებში? ეშმაკი დეტალებშია და როცა მიხეილ სააკაშვილმა აშკარა პოლიტიკური და პროპაგანდისტული მიზნებით 15 მილიონი გადაქაჩა პირველი არხიდან "პიკზე", ჩემთვის აშკარა გახდა, რომ ეს არხი პირადად მიხეილ სააკაშვილის და ნაცმოძრაობის დაკვეთების შესასრულებლად შეიქმნა და არა - საქართველოს მოსახლეობის ინტერესების გათვალისწინებით. რუსეთის ხელმძღვანელობაზე პოლიტიკური გავლენის მოსახდენად და რუსეთის მოსახლეობისათვის სწორი და სამართლიანი ინფორმაციის მისაწოდებლად ამერიკის ხელისუფლება რადიო "თავისუფლებას" აფინანსებს და მას ამის კეთების პოლოტიკური მოტივაციაც აქვს და ფინანსური რესურსებიც ( და ასეთი ნაბიჯის რისკების განეიტრალების სერიოზული მექანიზმიც). არა მგონია, საქართველოს, თუნდაც უფრო მცირე რეგიონისათვის, მსგავსი ამბიციების ფინანსური მხარდაჭერა შეეძლოს და მსგავს ამბიციებზე რუსეთის ხელმძღვანელობის მხრიდან მოსალოდნელი პოლიტიკური რისკები ასეთი ავანტიურის გამართლების საშუალებას იძლეოდეს. საქართველოს წინა ხელისუფლება მთელ მსოფლიოში დემოკრატიული რევოლუციური პროცესების მებაირახტრედ ცდილობდა ჩამოყალიბებას. ძაღლი შინ არ ვარგოდა და გარეთ გარბოდაო, ამაზეა ნათქვამი (განსაკუთრებით, გივი ჩე თარგამაძის კომიკურ-დესტრუქციული ფიგურის "მოღვაწეობის" შედეგებს თუ გავიხსენებთ).
იმედია, ახალი ხელისუფლება უფრო რეალისტურ პოლიტიკას გაატარებს ამ საკითხში.
მე პირადად, ერთადერთი, რასაც "პიკს" ძალიან დიდ პლიუსად ვუთვლი, იყო მის მიერ 2011 წლის 26 მაისის სისხლიანი დარბევის ოპერატიული გაშუქება! მაგრამ ეს მგონი, რობერტ პარსონსის, როგორც ობიექტური ჟურნალისტის დამსახურებაა და არა კოტრიკაძის, რომლის სააკაშვილისადმი სერვილანტური დამოკიდებულება აბსოლუტურად ლუსტრირებული იყო ყოველთვის. პარსონი რომ მიხვდა, ვისთან და რასთან ჰქონდა საქმე, კიდეც დაახვია "პიკიდან".

ავტორი: ANNA საიდან გვწერთ: Tbilisi
25.10.2012 12:19
ესენი მართლა ვერ არიან და მართლა ტუტუცები - მეგონა ხუმრობენ ან რამე შეეშალათ-მეთქი და თურმე მართლა ივანიშვილს აბრალებენ ამ არხის დახურვას, ჯერ "ეხო მოსკვიზე" გაუშვეს რაღაც გაურკვეველი ინფორმაცია - ექსპერტები ფიქრობენ, რომ არხის დახურვა ხელისუფლების ცვლილებს უკავშირდებაო; მერე ეს სულგაყიდული ეკატერინე კოტრიკაძე იძლევა გაუგებარ ინტერვიუებს რუსულ პრსაში - სიტყვასაც არ ძრავს არც ჭანტურიაზე და არ იმაზე, რომ "საზმაუ" ნაციონალების კონტროლის ქვეშაა, რომ ჭანტურია მიშას მონაა და მას და მის ბორდს ლამის 22-ე საუკუნემდე ხელს ვერავინ ახლებს, აგერ კიევშიც კი აქციას აწყობენ - ეს ახალი ხელისუფლების სირცხვილიაო, სახელი გაუტყდებაო... კითხვაც კი არ ისმის, მერე რას შვება ჩვენი მსოფლიო დემოკრატი სააკაშვილი, რომელიც ჯერ კიდევ მოწქმედი პრეზიდენტია, თან მსოფლიოს ყველა მთავრობასა და პარლამენტზე დიდი უფლებებით - არავინ ითხოვს მისგან, ჩაერიოს, დაუქნიოს თითი ჭანტურიას, გახელაძეს და მის ბორდს, გამოუყოს ფული თავისი სახელგანთქმული ფონდიდან, რომლის გაკონტროლების უფლებაც ყველას ჩამოართვა. ან ამ უკონტროლო ფონდზე და საერთოდ პრეზიდენტის ბოლოდროინდელ გადაწყვეტილებებზე, რომლებშიც აშკარსად იკითხება პერსონალური ძალაუფლების განმტკიცების და და დიდძალი საბიუჯეტო თანხების მითვისების სურვილი, რატომ არ გაყვირიან ჩვენი ცნობილი ენჯეოები ისეთივე აგრესიულობით, როგორც კახი კალაძის ან დარახველიძის თაობაზე. ისიც არ გამიკვირდება, თუ აღმოჩნდა, რომ ბევრ საკითხზე, რომელშიც სააკაშვილის ბანდა უკვე მხილებულია, ენჯეოების რაღაც ნაწილი ქვეყნის შიგნით, ანუ ჩვენს გასაგონად უფრო კრიტიკული იყოს, ხოლო საერთაშორისო დონეზე უფრო არბილებდეს პოზიციას, რათა იქ პრობლემები არ შეუქმნას თავს იდეურ მოკავშირეებს. ბოლოსდაბოლოს, მათი დიდი ნაწილი ხომ თავისუფლების ინსტიტუტის პირმშოა და ბოკერია-რამიშვილის მიერ კონტროლდება...

ავტორი: ექვთიმე თაყაიშვილი საიდან გვწერთ: ლევილი
23.10.2012 22:44
რუსულმა ოცნებამ,რუსული შეკვეთების განხორციელებას,უმალ მიჰყო ხელი,ქართველთა საუბედუროდ,გაცოცხლდენ ფელშერ-აკუშერი ორჯონიკიძეები და მოუძღვებიან მეთერთმეტე განმანთავისუფლებელ რუსულ არმიას,სისხლისმღვრელი ფერის დროშით,საქართველოსაკენ

ავტორი: tutuci საიდან გვწერთ: satutucetidan
23.10.2012 21:37
მე არ მჭირდება, მაგრამ ჭირდება ჩემს ბევრ მეზობელს და ახლობელს

საქართველოს ყველა მოქალაქე უნდა ფლობდეს ქართულ ენას თავისუფლად, მაგრამ მაინც არიან ისეთები ვისაც რუსული ან ინგლისური ტელეარხი უფრო გააბედნიერებს

აი კიდევ ერთ ჩვენ ბარსელონაში მცხოვრებ კომენტატორს სჭირდება ეგ არხი... ერთგან გამლანძღა და ბიძინაც გალანძღა, რუსული ტელეარხების აქილევსის ქუსლი (!), პუტინიადის წინააღმდეგ ქართულ საზოგადოებაში შეგზავნილი ინტელექტუალური ტროას ცხენი(!), ქართულ-ოსურ-აფხაზური ურთიერთობების აღდგენისა და დემოკრატიის ქვაკუთხედი (!), სამამულო ჟურნალისტიკის ფლაგმანი ტელეარხი PIK როგორ მოსპო მაგ გადასაშენებელმაო.

და მერე რუსულენოვანი არხის "მომსპობებს" მე (!?) და ბიძინას პრო-რუსულობაში დაგვდო ბრალი :D

მოკლედ ჩემი ღრმა რწმენით რუსული კი არა, აფხაზური ტელეარხი რომ შეიქმნას და ოსური ეგეც ძალიან კარგია ჩვენთვის

აუ ანონიმებო არ დამლანძღოთ რა ეხლა რაააა.... ნუ მჩაგრავთ რა ტო!...

თორე ბიძინა წარსულში გვაბრუნებს და ჩაკუზულზე "გებაზრებით" ქურდებთან ყველას

ყველაზე პოპულარული