ოთხშაბათი, 22 მაისი, 2013 თბილისის დრო 04:44

საზოგადოება / საქართველო

რუსულენოვანი ტელეკომპანია ПИК-ი სამუდამოდ გაითიშა?

x

მულტიმედია

აუდიო
ტექსტის ზომა - +
რუსულენოვანი ტელეკომპანია ПИК-ი („პირველი საინფორმაციო კავკასიური“) სატელიტიდან გაურკვეველი ვადით გაითიშა. ამის მიზეზი გახდა ტელეკომპანიის დამკვეთის - “საზოგადოებრივი მაუწყებლის” ხელმძღვანელობის - გადაწყვეტილება, რომელიც ПИК-ის თანამშრომელთა მიერ გასულ კვირაში მოწყობილ საპროტესტო აქციასა და არხის ხელმძღვანელობის არასანქცირებულ ქმედებას მოჰყვა. ამის შესახებ ნათქვამია „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ გენერალური დირექტორის გიორგი ჭანტურიას საგანგებო განცხადებაში, რომელიც 20 ოქტომბერს გამოქვეყნდა. ПИК-ის სიგნალის არასანქცირებულმა გაშვებამ იმ სატელიტზე, რომელთანაც „საზოგადოებრივ მაუწყებელს“ შეწყვეტილი ჰქონდა ურთიერთობა, გიორგი ჭანტურიას განცხადებით, შესაძლოა არხს „გაუთვალისწინებელი ხარჯები“ დააკისროს. ამჟამად, ПИК-ის გენერალური დირექტორის თხოვნით, კომპანიის პარტნიორებთან შეთანხმებით, შეჩერებულია მაუწყებელსა და ПИК-ს შორის არსებული ხელშეკრულებები, – ნათქვამია გიორგი ჭანტურიას განცხადებაში. ურთიერთობის გაწყვეტას ადასტურებს ПИК-ის ხელმძღვანელობა, თუმცა გენერალური დირექტორი ეკატერინე კოტრიკაძე არ იზიარებს გიორგი ჭანტურიას პრეტენზიებს. "ჩვენ ოფიციალურ, დამოუკიდებელ აუდიტს ვითხოვთ, რათა გაირკვეს პირობის რა მუხლები დავარღვიეთ და რას გვაბრალებენ. თუ რამე პრობლემები იყო, რატომ ადრე არ გაგვაგებინეს?", - განაცხადა ეკატერინე კოტრიკაძემ ახალი ამბების სააგენტო "ინტერპრესნიუსთან" საუბარში. შესაბამისად, უცნობია, თუ რა ბედი ელის ტელეკომპანია ПИК-ს და რა ფორმით გააგრძელებს მაუწყებლობას „პირველი საინფორმაციო კავკასიური“, რომელიც ეთერში 2011 წლის 25 იანვარს გავიდა.


ყურადღება!
1 ივნისიდან რადიო თავისუფლების ქართული რედაქციის ვებსაიტზე ფორუმებით სარგებლობისთვის აუცილებელი იქნება რეგისტრაციის გავლა. დღეიდან მოქმედებს პარალელური სისტემა: ფორუმში მონაწილეობა შესაძლებელია როგორც რეგისტრაციით, ისე მის გარეშე. მაგრამ 1 ივნისიდან ფორუმებში მონაწილეობა მხოლოდ რეგისტრირებულ მომხმარებლებს შეეძლებათ.

რეგისტრაციის გასავლელად დააჭირეთ ვებსაიტის ზედა მარჯვენა კუთხეში მოთავსებულ ბმულს „რეგისტრაცია“. (რეგისტრაციის გავლის შემდეგ ელექტრონული ფოსტით მიიღებთ ავტომატურ შეტყობინებას. ყურადღება მიაქციეთ, შეტყობინება თქვენი ელექტრონული ფოსტის spam-ში ხომ არ აღმოჩნდა.)
ეს ფორუმი დაიხურა
კომენტარების რიგი
კომენტარები
     
ავტორი: არჩილ საიდან გვწერთ: გარიყულადან
21.10.2012 19:21
რა კავშირია ჭანტურიასა და ივანიშვილს შორის? არავითარი! მიშას და მის ბუღალტრებს მოკითხეთ ეგ ამბავი თორემ თანხები რომ ჰქონდეთ უარს როგორ იტყოდნენ რუსეთის ჩამოშლისთვის ზრუნვაზე? აქედან ჩანს რომ რუსული დემოკრატიის მხარდაჭერა მაგათ ფეხებზე კიდიათ როცა თავის თავი გასჭირებიათ...

ავტორი: Jimi საიდან გვწერთ: Praha
21.10.2012 12:32
არხი, რომელიც არაფერს ახალს არ გადმოსცემდა, გარდა ჰოლივუდიდან გადმოწერილი ფილმების

ავტორი: ANNA საიდან გვწერთ: თბილისი
21.10.2012 11:58

რაო, გია ჭანტურია ივანიშვილის გუნდში გადავიდა?! ვგიჟდები ამ რუს დემოკრატებზე, ისეტ რამეს გაიგებ ხოლმე მათგან:

http://echo.msk.ru/news/942717-echo.html

В ГРУЗИИ РАЗВИВАЕТСЯ СКАНДАЛ ВОКРУГ ЕДИНСТВЕННОГО В СТРАНЕ РУССКОЯЗЫЧНОГО ТЕЛЕКАНАЛА ПИК, КОТОРЫЙ ПРЕКРАТИЛ СВОЕ ВЕЩАНИЕ

20 октября 2012 | 20:31
Его журналисты требуют провести независимый аудит, чтобы выяснить, куда исчезли бюджетные деньги. Об этом сообщила бывший руководитель информационной службы телеканала Екатерина Котрикадзе. ПИК внезапно прекратил работу этим утром. Контракт с телеканалом разорвал Общественный вещатель Грузии. Поскольку ПИК был создан по инициативе Михаила Сакашвили, то эксперты не исключают, что телеканалу отказали в эфире из-за смены правительства.

ჰა, როგორია, დემოკრატი და კავკასიის გამაერთიანებელი მიშას მიერ შექმნილი ტელევიზია ივანიშვილს დაუხურავს... არ გამიკვირდება, მალე ევროპიდანაც რომ შემოსძახონ ახალ მთავრობას - რატომ ხურავთ ტელეარხებს და გადაცემებსო... მით უფრო ერთადერთ რუსულენოვან არხს... მიშისტებს რა დალევს ამ ქვეყნად.
არც ის გამიკვირდება თუ ის ცნობილი 10 არასამთავრობო ორგანიზაციაც, რომელიც თავისუფლების ინსტიტუტის ძუძუმ გამოზარდა, ხვალ ბიძინას მოსთხოვს, შენ დააფინანსე განაპოლსკი, თორემ ეს ეროვნული უმცირესობების სეგრეგაციად ჩაითვლებაო...

ისე, პრეზიდენტი რას ფიქრობს, ხომ დაიმტკიცა ფონდების ხელშეუხებლობა და გაუმჭვირვალობა, ახლა ამ ტელეარხზეც გამოსცეს ერთი დადგენილება...

ავტორი: elen
21.10.2012 10:38
სულაც არ არის კარგი ეს ამბავი. პიკი ერთადერთი რუსულენოვანი, მაგრამ ქართული არხი იყო, რომელსაც საქართველოში მცხოვრები სომხები და აზერბაიჯანელებიც უსმენდნენ. ეს იყო პატარა სარკმელი, საიდანაც ისინი საქართველოს კულტურულ და პოლიტიკურ ცხოვრებაში იჭყიტებოდნენ და ესეც მივუხურეთ...

ავტორი: ha ha ha საიდან გვწერთ: aqaidan
20.10.2012 23:17
აბა რას ელოდებოდით? ხომ აირჩია დიდმა და ბრიყვმა ქართველმა ერმა ივანივილი?! როგორც ერთმა, თავად რუსმა ანალიტიკოსმა განაცხადა: ქართველებმა გააკეთეს ის, რისი გაკეთებაც ვერ შეძლო პუტინმა.
ო, ბრიყვი და საცოდავი საქართველო!!!

ყველაზე პოპულარული