ორშაბათი, 20 მაისი, 2013 თბილისის დრო 10:17

საზოგადოება / მედია

„მაესტროს“ ჟურნალისტები მუშაობის საშუალებას ითხოვენ

Loading
12:00:00 / -:--:--
ჩამოტვირთეთ

მულტიმედია

აუდიო
ტექსტის ზომა - +
ტელეკომპანია „მაესტროს“ 20-მდე ჟურნალისტი პარლამენტის შენობის წინ კიბებზე დადგა - მათ ხელში თაბახის ფურცლები ეჭირათ, ქართულ და ინგლისურენოვანი წარწერით ”მოგვეცით მუშაობის შესაძლებლობა”. ასე  ტელეკომპანია „მაესტროს“ ჟურნალისტები სატელიტური თეფშების დაყადაღებას და „მაესტროს“ ირგვლივ განვითარებულ პროცესებს აპროტესტებდნენ. შეგახსენებთ, რომ, პროკურატურის მიერ 11 ივლისს გავრცელებული განცხადების თანახმად, ”მაესტრო" მოსახლეობისთვის ანტენების დარიგებას უსასყიდლოდ აპირებდა. განცხადების მიხედვით, "სატელევიზიო ანტენების უსასყიდლოდ გადაცემით ამომრჩეველთა მოსყიდვის ფაქტებზე 2012 წლის 20 ივნისს დაწყებული გამოძიების ფარგლებში, დადგენილ იქნა, რომ, პოლიტიკურ ორგანიზაცია "ქართულ ოცნებასთან" დაკავშირებული კომპანია "ელიტა ბურჯის" ხელმძღვანელ პირთა დავალებით, კომპანია "მაესტრომ" საქართველოში შემოიტანა დიდი ოდენობით ანტენები“. თბილისის საქალაქო სასამართლომ პროკურატურის შუამდგომლობა ტელეკომპანია "მაესტროს" მიერ შემოტანილი ანტენების დაყადაღების თაობაზე 12 ივლისს დააკმაყოფილა.

ტელეკომპანია „მაესტროს“ გადაცემა ”არგუმენტების” ავტორმა და წამყვანმა თეა სიჭინავამ პარლამენტის შენობის  წინ კიბიდან გააცნო საზოგადოებას თავისი და ტელეკომპანიის სხვა ჟურნილისტების განცხადება:

”მოგვეცით მუშაობის შესაძლებლობა! მოხსენით ყადაღა! დაუშვით "მაესტრო" ყველა ოჯახში! ჩვენთვის წართმეული თქვენ მაინც დაარიგეთ! ეს არის ყველა ის პრინციპი, რის გამოც ჩვენ, "მაესტროს" თანამშრომლები, დღეს აქ შევიკრიბეთ. მოქალაქეებს აქვთ უფლება იცოდნენ, აქვთ უფლება მიიღონ ინფორმაცია, აქვთ უფლება მოისმინონ განსხვავებული აზრი. ყველა ამ პრინციპს ჩვენ ყოველდღიურად ვიცავთ. გვსურს ყოველივე ეს მაყურებელს შეუფერხებლად მიეწოდოს. მოგვეცით შესაძლებლობა შევასრულოთ ჩვენი პროფესიული მოვალეობა და დავიცვათ მოქალაქეების უფლება მიიღონ ინფორმაცია. ინფორმაციის შეზღუდვა მავნებელია!"

ბუნებრივია, ჩავენი სურვილია რაც შეიძლება ფართო იყოს აუდიტორია და მეტ ადამიანამდე მივიდეს განსხვავებული, მრავალმხრივი ინფორმაცია და ის, რაც მივიღეთ ჩვენ ...

ტელეკომპანია „მაესტროს“  გადაცემა ”სუბიექტური აზრის” ერთ-ერთი წამყვანი, დიანა ტრაპაიძე, ამბობს, რომ აქცია, რომელიც მიზნად ისახავდა საზოგადოების ფართო ფენებისთვის ხელმისაწვდომი გაეხადა ”მაესტრო”, წააწყდა დაბრკოლებას პროკურატურის დაუსაბუთებელი  გადაწყვეტილების გამო:

”ბუნებრივია, ჩავენი სურვილია რაც შეიძლება ფართო იყოს აუდიტორია და მეტ ადამიანამდე მივიდეს განსხვავებული, მრავალმხრივი ინფორმაცია და ის, რაც მივიღეთ ჩვენ, - პროკურატურის გადაწყვეტილება, შემდეგ სასამართლოს გადაწყვეტილება პროკურატურის მიმართვაზე, - ეს პირადად ჩემთვის და ჩვენთვის წონად არგუმენტებს არანაირად არ შეიცავს.”

დიანა ტრაპაიძე გულისხმობს  ტელეკომპანიის პრომოაქციას „’მაესტრო’ ყველა ოჯახში”, რომლის  განხორციელებაც  ერთი კვირის წინ დაიწყო - აქციის ფარგლებში, საქართველოს მასშტაბით ასობით ათასი სატელიტური თეფში უნდა დამონტაჟებულიყო. ”მაესტროს” ხელმძღვანელობის  ინფორმაციით, ამ გზით ტელეკომპანიას მოგებაც უნდა მიეღო. სხვაგვარად ფიქრობს პროკურატურა.  როგორც მთავარი პროკურატურის  ანტიკორუფციული დეპარტამენტის თავმჯდომარის ზაზა ქაჩიბაიას მიერ  12 ივლისსს მედიისთვის გაკეთებული კომენტარიდან ირკვევა, გამოძიების მიერ მოპოვებული მტკიცებულებების მიხედვით:

”უდავოდ დადასტურებულია, რომ შპს ”სტუდია მაესტროს” მიერ  საჯაროდ გაცხადებული პროექტი სატელიტური ანტენების უფასოდ დარიგების შესახებ სინამდვილეში თვალთმაქცობაა და იგი წარმოადგენს ამომრჩეველთა მოსყიდვის მიზნით შემუშავებული დანაშაულებრივი სქემის გაგრძელებას. ეს სქემა შემუშავებული იყო კოალიცია ”ქართული ოცნების” მიერ შპს „გლობალ კონსალტინგის“ გამოყენებით.”

ასევე გამოძიების ხელთ არსებული ინფორმაციით, სატელიტური ანტენების რეალური მესაკუთრის დაფარვის მიზნით, შპს "ელიტა ბურჯი" მზად იყო ანტენების ეტიკეტების ხელახლა დასამზადებლად და შესაფუთად გადაეხადა რამდენიმე ასეული ათასი ამერიკული დოლარი, რათა არ გამჟღავნებულიყო რეალური მესაკუთრის - "ელიტა ბურჯისა" და "გლობალ კონტაქტ კონსალტინგის" - მონაცემები.

არ ვიცი, შეიძლება რაიმე საიდუმლო ორგანიზაცია მუშაობს ”მაესტროში” ისე, რომ მე არ ვიცი. აბსურდულია ეს განცხადება, რადგან როგორ შეიძლება ერთმა შპს-მ მეორეს შპს-ს რაიმე დავალება მისცეს ...

გამოძიების მიხედვით, ასევე დასტურდება, რომ განბაჟების პროცესს ახორციელებდა შპს "ელიტა ბურჯის" რამდენიმე წარმომადგენელი და არა შპს "მაესტროს" შესაბამისი პირი, რაც დამატებით ადასტურებს გარიგებების თვალთმაქცობას.

ტელეკომპანია „მაესტროს“ დამფუძნებელი მამუკა ღლონტი რადიო თავისუფლებასთან საუბარში აბსურდულს უწოდებს პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებას ტელეკომპანია ”მაესტროსა” და ”ქართული ოცნების” ფარულ კავშირზე:

”არ ვიცი, შეიძლება რაიმე საიდუმლო ორგანიზაცია მუშაობს ”მაესტროში” ისე, რომ მე არ ვიცი. აბსურდულია ეს განცხადება, რადგან როგორ შეიძლება ერთმა შპს-მ მეორეს შპს-ს რაიმე დავალება მისცეს ხელშეკრულების არარსებობის პირობებში. შესაბამისად, სრულიად აბსურდულად მიმაჩნია ეს განცხადება”, - ამბობს მამუკა ღლონტი.

შეგახსენებთ, რომ 12 ივლისს ”მაესტროს” სატელიტური ანტენების დაყადაღებას  არასამთავრობო და მედია ორგანიზაციები გამოეხმაურნენ და  მომხდარი  შეაფასეს როგორც პლურალისტური მედიაგარემოს ხელშემშლელი ფაქტი.

რადიო თავისუფლება ”მაესტროს” ჟურნალისტების აქციაზე მისულ მოქალაქეებსაც გაესაუბრა. თათა ღოღელიანი ამბობს, რომ ტელეკომპანია მისთვის ობიექტური ინფორმაციის წყაროა და სურს რეგიონებში მცხოვრებლებსაც ჰქონდეთ მისი ყურების საშუალება:

” ძალიან მიყვარს ეს კოლექტივი. არ იფიქრონ ახლა, რომ მომისყიდეს და მოვედი. უკვე გეშინია ადამიანს, მაგრამ სულ არ მეშინია, თუ უნდათ მოვიდნენ და თუ აკლიათ თეფშები, თეფშებსაც ვაჩუქებ.”

რაც შეეხება თავად ”მაესტროს” ჟურნალისტებს, ისინი ერთობლივად გადაწყვეტენ  რა სახით განაგრძონ პროტესტის გამოხატვა.


ყურადღება!
1 ივნისიდან რადიო თავისუფლების ქართული რედაქციის ვებსაიტზე ფორუმებით სარგებლობისთვის აუცილებელი იქნება რეგისტრაციის გავლა. დღეიდან მოქმედებს პარალელური სისტემა: ფორუმში მონაწილეობა შესაძლებელია როგორც რეგისტრაციით, ისე მის გარეშე. მაგრამ 1 ივნისიდან ფორუმებში მონაწილეობა მხოლოდ რეგისტრირებულ მომხმარებლებს შეეძლებათ.

რეგისტრაციის გასავლელად დააჭირეთ ვებსაიტის ზედა მარჯვენა კუთხეში მოთავსებულ ბმულს „რეგისტრაცია“.
ეს ფორუმი დაიხურა
კომენტარების რიგი
კომენტარები
     
ავტორი: უიშვილი საიდან გვწერთ: გოგიეთიდან
18.07.2012 09:53
ავტორი: tata საიდან გვწერთ: germania
15.07.2012 04:16 -შენი კომენტარი რომ წავიკითხე, გული დამწყდა...აკლია ერთი პასაჟი:არის საფუძვლიანი ეჭვი რომ "შეთქმულებს" გადაწყვეტილი აქვთ გვირაბის გათხრა ბომბეიდან ლონდონამდე, ყვითელი ჰიბრიდული სიმინდის სათესლე მასალა დათესვამდე მალულად მოხარშონ, ამით უმოსავლიანობა და შიმშილობა გამოიწვიონ. ექიმები მოისყიდონ, ჩვენი მხსნელი და დიდი აღმაშენებელი მოწამლონ....მოკლედ რა შენ და რა ეჟოვ- ბერია-ქობულოვ-კრიმიანის 37-იანი წლების საგამოძიებო სისტემა! ისე სხვათა შორის-უცხოეთში სასწავლებლად წასული და ისე, ემიგრაციიდან დაბრუნებული ხალხი "შეკვრა-შეკვრად" დახვრიტეს მაშინდელმა უმრავლესობამ (ბოლშევიკებმა) ესენი მათი სულიერი ძმები არიან-ასე რომ ფრთხილად იყავი, შენ რომ რაიმე მოგივიდეს ხომ დავიღუპეთ!

ავტორი: tata საიდან გვწერთ: germania
15.07.2012 04:16
GERMANE - არა უშავს, არც მე მესმის თქვენი მსჯელობის.)) ისე რა მნიშვნელობა აქვს,რომელ ქვეყანაშია ადამიანი, თუ ინფორმაციას ყველა კუთხიდან ეცნობა.
არავინ უარყოფს, რომ კარგი იქნება (და არა სავალდებულო,როგორც ახლა უნდათ) თუ ყველა ტელე-არხს უყურებს საქართველოს მოსახლეობა.მე მაგალითად "მაესტროს" ყურებამ კიდევ უფრო მეტად დამარწმუნა რა საფრთხის წინაშე ვდგევართ, როგორ ცდილობს რუსეთი ივანიშვილ-ხიდაშელ-ალასანიებით, წითელი "ინტელიგენციით" და რა თქმა უნდა დემოკრატიის ლოზუნგებს ამოფარებულ ტელევიზიების მეშვეობით, იგივე სქემებით ქვეყნის გატეხვას. ტელევიზიებს განსაკუთრებული დავალებები ექნებათ. რაც უფრო მოახლოვდება არჩევნები კიდევ უკეთ დავინახავთ ამას.
საერთოდ როცა ტელევიზია პოლიტიკაში ძალიან აქტიურად ერთვება ეს თავად მისთვის არის საზიანო და იმიტომაც იდგა სწორედ 20 კაცი პარლამენტთან. მაგრამ მამუკა ღლონტს ბოღმისა და ფულის იქით არაფრის დანახვა არ სურს და ...
ბიძინას მაქინაციებს ის ასე აშკარად აგრძელებს და თან უსინდისოდ გვატყუებს,რომ ოლიგარქთან არანაირი კავშირი არ აქვს და თანაც თურმე ასეთი ობიექტურები არიან.ჩემთვის ეგ უბრალოდ უზნეობაა და არა სამართლიანობისა და პლურალიზმისთვის ბრძოლა.
ამიტომაც სხვა აზრი მაქვს თქვენს "ობიექტურ" ტელევიზიაზე, მას ხალხისთვის სიმართლის მიწოდება კი არა, უფრო პროვოკაციების გაღვივება უნდა.
ან აქტიურ ტელევიზიას რას ეძახით?სადაც ჟურნალისტები უპასუხისმგებლოდ ბოღმას ანთხევენ?

ავტორი: დავითი საიდან გვწერთ: თბილისი
14.07.2012 22:51
არც ერთი ტელევიზია არაა იდეალური მაგრამ თუ კანონის ფარლებში მოქმედებს იყოს თანაბრად ხელმისაწვდომი ყველასთვის, თუ არა და ჩამოართვან ლიცენზიაა, ნებართვაა თუ რაც არის. მადლობთ

ავტორი: GERMANE
14.07.2012 19:12
ტატა, მასესტროს ივანიშვილთანაცა აქვს კავშირი და სააკაშვილტან - ეს ხომ მას. მედიის საშუალებაა და პოლიტიკა უნდა გააშუქოს?
ტელევიზიას რომ სურვილი ჰქონდეს ყველა უცქერდეს - ამაშიც რაა გასაკვირი? მეტი მაყურებელი ნიშნავს მეტ ფულს რეკლამაში - ეს რა სადაოა?
სააკაშვილი და მისი მონა-რიჯგვინები თავად გაიბამენ თავს მახეში. რომ არასწორად იქცევიან ამას ვერ ხვდები?
სამარცხვინო საქმეა.
სააკაშვილს ასულელებენ მისივე მომხრეები და მიწას უთხრიან, სისხლიან დიქტატორად გადააქცევენ მალე, თუკი გონს არ მოუხმო. სააკაშვილმა იმდენი დადებითი რამე გააკეთა და ახლა თავისივე მომხრეები ამ დებილობით და რიჯგვინა თავებით ყველაფერს მიწას აყრიან.
სააკაშვილმა რომ ნორმალური და სამართლიანი არჩევნების პროპაგანდა ატაროს და სხვასაც მისცეს საარჩევნო კამპანიის საშუალება, მაშინ მოიგებს არჩევნებს. ასეთი საქციელი კი მას არჩევნებს წააგებინებს - მოგებულ არჩევნებს.
"მაესტროს" 2 მილიონამდე ადამიანი უყურებს და ერთადერთი პოლიტიკურად აქტიური ტელევიზიაა. ამ ტელევიზიისთვის პრობლემების ხელოვნურად შექმნა სულ მცირე 700-800 ათასი ხმის დაკარგვას ნიშნავს - აი ეს უნდა გაიაზროთ სააკაშვილის მეხოტბეებმა.
"მაესტროს" შეუზღუდველი არსებობა ნიშნავს სააკაშვილისათვის "დემოკრატიის ილუზიას, დემოკრატიის ალიბს" ესეც თუ გააფარჩაკა, მაშინ გადაირჩევენ კიარა, შევარდნაძეზე უარესს მოელოდეს.
თავის ბელგიელ სამრჩევლო ფირმას მაინც ჰკითხოს, წლიურად რომ უკვე 50 მილიონიან ჩეკებს აძლევს, რას აკეთებს და რა უნდა გააკეთოს - იმ ხალხმა გაჩაჩანაკებულ ბუშს, არჩევნების წაგების შიშით რომ ძველებურად ალკოჰოლიზმში გადაეშვა (ლუკმა გადასცდა და წაიქცაო - ასე გვითხრეს მაშინ!!) მეორე არჩევნები მოაგებინა.

ეხ ტატა, საქართველოში მცხოვრებთაგან არაფერი მიკვირს - არც ის, რომ მაესტროს მხარდასაჭერად 20 კაცი მივიდა. მე გერმანიაში მცხოვრებისაგან მიკვირს ამგვარი შეფასება.

ავტორი: tata საიდან გვწერთ: germania
14.07.2012 03:48
ობიექტურობის რაღაც ნატამალიც რომ გააჩნდეთ, ალბათ გაუჩნდებოდა ადამიანს მათთან სოლიდარობის სურვილი, მაგრამ ხალხის გასულელება და იმის მტკიცება,რომ "მაესტროს" ივანიშვილთან არავითარი კავშირი არ აქვს, უბრალოდ ცინიზმია.
გადაცემებს უყურეთ და ნახავთ რა დღეში არიან ეს თქვენი "ობიექტური" ჟურნალისტები.
პროკურატურას კი იმედია ექნება სათანადო სამხილები,რომ ბიძინას დაფინანსებული "თეფშები" და მაესტროს "საქველმოქმედო" ღონისძიებისთვის გამიზნული, ერთი და იგივე იყო.

ყველაზე პოპულარული