Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

97-მდე გაიზარდა ანკარაში ტერაქტის მსხვერპლთა რიცხვი


ბოლო მონაცემებით 97-მდე გაიზარდა ანკარაში ორი აფეთქების შედეგად დაღუპულთა რიცხვი, 400-მდე კი დაშავდა. 10 ოქტომბერს ორი აფეთქება მოხდა თურქეთის დედაქალაქის ცენტრალური რკინიგზის მახლობლად, სადაც მოქალაქეები „თავისუფლების მარშზე“ შეიკრიბნენ და აპროტესტებდნენ თურქეთის მთავრობასა და ქურთ ექსტრემისტებს შორის ბრძოლებს, რაც მეორე თვეა გრძელდება ქვეყნის სამხრეთ-აღმოსავლეთში. ექიმები, რომლებიც შემთხვევის ადგილზე მეშაობენ, დაღუპულა რაოდენობის გაზრდას არ გამორიცხავენ. თურქეთის მთავრობამ აფეთქებას ანკარაში „ტერორისტული აქტის“ კვალიფიკაცია მისცა, ხოლო თურქეთის პრეზიდენტმა მას „ამაზრზენი დანაშაული“ უწოდა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG