თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, თურქეთის და აშშ-ის ოფიციალურმა პირებმა დაასრულეს „ტექნიკური მოლაპარაკება“ ექსტრემისტული ჯგუფის, „ისლამური სახელმწიფოს“ საწინააღმდეგო ოპერაციებზე. მევლუდ ჩავუშოღლუმ ჟურნალისტებს 25 აგვისტოს განუცხადა, რომ თურქეთის და აშშ-ის სამხედრო ოფიციალურმა პირებმა შეთანხმებას მიაღწიეს ტექნიკურ დეტალებზე და პროცედურებზე. ჩავუშოღლუს არ დაუკონკრეტებია დეტალები, თუმცა წარსულში მას ნათქვამი აქვს, რომ სავარაუდოდ მალე დაიწყება ფართომასშტაბიანი და კოორდინირებული ოპერაცია ექსტრემისტული ჯგუფის წინააღმდეგ. ყოყმანის მიუხედავად, თურქეთი საბოლოოდ დათანხმდა „ისლამური სახელმწიფოს“ საწინააღმდეგო ოპერაციებში უფრო აქტიურად ჩართვას. მან საჰაერო რეიდები განახორციელა სირიაში „ისლამური სახელმწიფოს“ სამიზნეების წინააღმდეგ და აშშ-ის ხელმძღვანელობით მოქმედ კოალიციას საშუალებას აძლევს თავდასხმებისთვის გამოიყენოს სირიის საზღვართან მდებარე მისი საჰაერო ბაზა. თურქეთის ამ ნაბიჯების ფონია სირიის საზღვართან ივლისში თვითმკვლელი მოიერიშის მიერ განხორციელებული თავდასხმა, რომელსაც 33 ადამიანი ემსხვერპლა. თავდასხმაზე პასუხისმგებლობას „ისლამურ სახელმწიფოს“ აკისრებენ.
სხვა მასალები
ყველაზე პოპულარული
1
დაწერეთ კომენტარი