კვირა, 26 მაისი, 2013 თბილისის დრო 02:15

ეკონომიკა / საქართველო

საქართველოს ტურისტული პერსპექტივები

ბათუმი
ბათუმი

მულტიმედია

აუდიო
ტექსტის ზომა - +
”ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკური კვლევებისა და კონსულტაციების ცენტრის - ‘ილიაუნი ბიზნესრევიუსა’ ” და ჟურნალ ”ფორბსის” ქართული გამოცემის ინიციატივით მომზადდა კვლევა საქართველოს "საქართველოს ტურისტული პოტენციალი". მან აჩვენა, რომ 2009-დან 2012 წლამდე ტურისტების რაოდენობა თითქმის ორჯერაა გაზრდილი. დაახლოებით 50 პროცენტით მოიმატა სასტუმრო ადგილებისა და სასტუმროების შემოსავლების რაოდენობამ.

ბოლო დროს საქართველოს ხელისუფლების მაღალი რანგის წარმომადგენლები ხშირად ლაპარაკობენ ტურისტების ნაკადის ზრდის პროგნოზებზე. სხვადასხვა განცხადების მიხედვით, წელს საქართველოში ჩამოსული უცხოელი სტუმრების რაოდენობამ 4 მილიონს უნდა მიაღწიოს, გაისად კი 5 მილიონს გადააჭარბოს. იმის გარკვევას, თუ რამდენად რეალისტურია ასეთი პროგნოზები და რა ტემპით ვითარდება ტურისტული სფერო საქართველოში, ”ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკური კვლევებისა და კონსულტაციების ცენტრი” შეეცადა. ამ ორგანიზაციის ექსპერტის გიორგი აბაშიშვილის განცხადებით, კვლევა შეეხება 2009-2011 წლებს:

სასტუმრო "რედისონი" ბათუმშისასტუმრო "რედისონი" ბათუმში
x
სასტუმრო "რედისონი" ბათუმში
სასტუმრო "რედისონი" ბათუმში
გიორგი აბაშიშვილის განცხადებით, კვლევამ აჩვენა, რომ საქართველოს სასტუმროები მზად არიან გაზრდილი ნაკადის მისაღებად. ასევე შენდება ახალი სასტუმროები საქართველოს სხვადასხვა ტურისტულ რეგიონებში.

რა იწვევს ტურისტული ნაკადის ზრდას?

საქართველოში ტურისტული ნაკადის ზრდას რამდენიმე ფაქტორი განაპირობებს. ესენია: ძველი საკურორტო ქალაქების - ისეთის, როგორიცაა ბათუმი და ქობულეთი, -  რეკონსტრუქცია და ახალი საკურორტო ზონების შექმნა, მაგალითად, ანაკლია. ასევე, სამთო-სათხილამურო სპორტისთვის საჭირო ინფრასტრუქტურის განვითარება სვანეთსა თუ გუდაურში. საწყის სტადიაზეა
პერსპექტივა გვაქვს, რადგან რამდენიმე სავაჭრო ცენტრი გაიხსნა და დარწმუნებული ვართ, რომ შოპინგისთვის შემოსული ტურისტების რაოდენობა კიდევ უფრო გაიზრდება...

”სპა” კურორტის წყალტუბოს რეკონსტრუქცია. დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიების შემოსვლაც ტურისტული ნაკადის ზრდის ერთ-ერთ ფაქტორს წარმოადგენს. საგულისხმოა ისიც, რომ ”ილიას უნივერსიტეტის” ”ბიზნესრევიუს” კვლევამ ახალი ტენდენციაც გამოავლინა. კერძოდ, ტურისტების დაახლოებით 8 პროცენტი საქართველოში სავაჭროდ - შოპინგისთვის - ჩამოდის. გიორგი აბაშიშვილი ტურიზმის ამ სფეროს პერსპექტივებზე საუბრობს:

”ამ მხრივ პერსპექტივა გვაქვს, რადგან რამდენიმე სავაჭრო ცენტრი გაიხსნა და დარწმუნებული ვართ, რომ შოპინგისთვის შემოსული ტურისტების რაოდენობა კიდევ უფრო გაიზრდება.”

გიორგი აბაშიშვილის აზრით, საქართველოში ტურისტების ნაკადის ზრდას ხელს უწყობს ქვეყნის ლიბერალური სავიზო რეჟიმი და რუსეთთან სავიზო რეჟიმის ცალმხრივად გაუქმება.

ლიბერალური სავიზო რეჟიმი და რუსი ტურისტები

მართლაც, სავიზო რეჟიმის გაუქმების შემდეგ რუსეთიდან შემოსული ტურისტების რაოდენობამ საგრძნობლად იმატა. ეს ხდება, ოფიციალური მოსკოვის უარყოფითი განცხადებების მიუხედავად, ამბობს საქართველოს ტურიზმის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელი მაია სიდამონიძე:

მაია სიდამონიძემაია სიდამონიძე
x
მაია სიდამონიძე
მაია სიდამონიძე
”მას მერე, რაც გაუქმდა ვიზები რუსეთის მოქალაქეებისთვის, უკვე სამჯერ გაიზარდა და დღევანდელ დღეს პირველ ათეულში რუსეთი უკვე მეოთხე ადგილზე არის და მეოთხე ადგილზე გადმონაცვლება მოხდა სულ რაღაც 3 თვის განმავლობაში.”

მაია სიდამონიძის მიერ ნახსენები ტენდენციის შესაბამისად, სულ უფრო იზრდება რუსი ბლოგერების ჩანაწერების რაოდენობა. მათში ასახულია საქართველოში მოგზაურობის დეტალები. ბლოგერების დიდი ნაწილი აღტაცებას ვერ ფარავს, თუმცა გამოითქმის კრიტიკული შენიშვნებიც. მათი უმრავლესობა დაკავშირებულია ინფრასტრუქტურის გაუმართაობასთან და იმ კონტრასტთან, რომელიც იქმნება აღდგენილ და ჯერ კიდევ განუახლებელ ქუჩებსა და ქალაქებს შორის.
მეჩვენება, რომ საქართველო ოჯახთან ერთად დასვენებისთვის კარგი ადგილია. ის, რაც კეთდება ბათუმში და როგორც ბათუმი გამოიყურება, როგორი პლაჟებია, როგორი ბულვარი, როგორი ძველი ქალაქი, ეს ძალიან ლამაზია. სადაც არ უნდა გაიხედო, ყველგან თვალს უხარია...

მაგალითად, ღამით თბილისის რკინიგზის ჩაკეტილი ვაგზალი და მისი მიმდებარე ტერიტორია არ მოეწონა და ლამის უკან გაბრუნება გადაწყვიტა ოჯახთან ერთად რუსეთის ქალაქ სარატოვიდან ჩამოსულმა ალექსეიმ. მე მას ბათუმში 6–დღიანი დასვენებიდან სამშობლოში დაბრუნების შემდეგ ტელეფონით დავუკავშირდი და შთაბეჭდილებების გაზიარება ვთხოვე. პასუხი ასეთი იყო:

”შთაბეჭდილებები დამრჩა სხვადასხვაგვარი - არის მინუსები, არის პლუსები, მაგრამ, მთლიანობაში, ვნახე ის, რასაც ველოდებოდი. ამიტომ დადებითი შთაბეჭდილება დამრჩა. მეჩვენება, რომ საქართველო ოჯახთან ერთად დასვენებისთვის კარგი ადგილია. ის, რაც კეთდება ბათუმში და როგორც ბათუმი გამოიყურება, როგორი პლაჟებია, როგორი ბულვარი, როგორი ძველი ქალაქი, ეს ძალიან ლამაზია. სადაც არ უნდა გაიხედო, ყველგან თვალს უხარია.”

ალექსეი, რომელსაც ოჯახთან ერთად ბევრგან უმოგზაურია, ამბობს, რომ ბათუმის განახლებული სანაპირო უფრო მოვლილია, ვიდრე, მაგალითად, კანისა და ნიცის მუნიციპალური პლაჟები. მისი აზრით, საქართველოში დასვენება გაცილებით უმჯობესია, ვიდრე რუსეთის კურორტებზე -კრასნოდარის მხარეში, სოჭსა და ანაპაში. ამის თქმის საფუძველს გამოცდილ მოგზაურს აძლევს ქართული სტუმართმოყვარეობა, ქართული სამზარეულო, სიიაფე, მშვიდი გარემო და კიდევ ბევრი ფაქტორი, რომელთა შესახებ ალექსეი თავის ბლოგში წერს.


ყურადღება!
1 ივნისიდან რადიო თავისუფლების ქართული რედაქციის ვებსაიტზე ფორუმებით სარგებლობისთვის აუცილებელი იქნება რეგისტრაციის გავლა. დღეიდან მოქმედებს პარალელური სისტემა: ფორუმში მონაწილეობა შესაძლებელია როგორც რეგისტრაციით, ისე მის გარეშე. მაგრამ 1 ივნისიდან ფორუმებში მონაწილეობა მხოლოდ რეგისტრირებულ მომხმარებლებს შეეძლებათ.

რეგისტრაციის გასავლელად დააჭირეთ ვებსაიტის ზედა მარჯვენა კუთხეში მოთავსებულ ბმულს „რეგისტრაცია“. (რეგისტრაციის გავლის შემდეგ ელექტრონული ფოსტით მიიღებთ ავტომატურ შეტყობინებას. ყურადღება მიაქციეთ, შეტყობინება თქვენი ელექტრონული ფოსტის spam-ში ხომ არ აღმოჩნდა.)
ეს ფორუმი დაიხურა
კომენტარების რიგი
კომენტარები
     
ავტორი: uf საიდან გვწერთ: if
30.07.2012 13:32
2.
სწორება ნიცაზე ძალზედ სასაცილოდ გამოიყურება და კვლევების ავტორების არამეცნიერულობასა და პოლიტიკურ ანგაჟირებულობაზე მიუთითებს და გათვლილია ქართველ ობივატელზე.
ნიცის განხილვა კოტ დაზურის კონსტექსტიდან ამოგლეჯილად სასაცილოა. ნიცა და მისი რეგიონი გარდა იმისა, რომ საკურორტო არქიტექტურის საუკეთესო და ერთ-ერთი უძველესი ნიმუშია, ასევე მდიდარია როგორც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებით, ასევე უმნიშვნელოვანესი მუზეუმებით, ფესტივალებითა თუ სხვა კულტურული ინსტიტუციებით. გარდა ამისა გააჩნია მკაფიოდ გამოხატული სამზარეულო და ყოველდღიური ცხოვრების სტილი. თუმცა ეს კრიტერიუმები შეგნებულადაა იგნორირებული ამ კვლევაში. რთული იქნებოდა ამ ყველაფრის ფონზე რაიმე პოზიტივის დაფიქსირება საქართველოს კულტურული ლანდშაფტიდან.
რაც შეეხება იაფიან ავიაკომპანიებს თუ არ მეშლება არცერთი ფლაგმანი იაფიანი ავიაბიზნესიდან ჩვენთან არ შემოსულა, და შესაბამისად ფასებსაც რთულია დაარქვა იაფი. ალბათ სიტყვა იაფზე, ილია უნის კვლევის მონაწილეებს ცოტა ბუნდოვანი წარმოდგენა აქვთ.
და რაც მთავარია ტურიზმის ბევრ სახეობაზე საერთოდ ერთი სიტყვაც არ თქმულა, ესეც ალბათ არაპოლიტკორექტულობის ბრალია...
წინასააერჩევნო სიტუაციაში კრიტიკა ნამდვილად მიუღებელია...
ასე, რომ ტურიზმი ყვავის და მალე საქართველო გადაიქცევა ნეოლიბერალურ სამოთხეთ, მე კი ამასობაში საქართველოს მთავრობას ვეპატიჟები დღის 12 საათიდან საღამოს 6 საათამდე რიყის პარკში სასეირნოდ... ხეივნების ჩრდილი და საამო სიგრილე დადებითად აისახება მათი ტვინების მუშაობაზე. იმედია მსურველებს ილია უნიდან უარს ერთობლივ სეირნობაზე არ ეტყვიან...
სასიამოვნო დასვენებას გისურვებთ მეგობრებო!!!

ავტორი: uf საიდან გვწერთ: if
30.07.2012 13:28
1.
რა თქმა უნდა საქართველოს ტურისტული პოტენციალი "გრანდიოზულად" გამოიყურება და მისი ძირითადი მომხმარებელი ულაპარაკოდ იქნება რუსეთი და სხვა განუვითარებელი საზოგადოება. ქვეყანა, რომელიც ნელ-ნელა კიჩის განსხეულება ხდება, ძნელია მაღალი დონის ტურიზმზე ექნე პრეტენზია.
ძალიან საინტერესოა ილია უნის კვლევა...
თუმცა მათ გამორჩენიათ ისეთი მნიშვნელოვანი ფაქტორი ტურიზმისათვის, როგორიცაა კულტურა, კულტურული მემკვიდრეობა და სოფლის მეურნეობა (რომელიც ასევე ჩვენი ქვეყნის კულტურული მემკვიდრეობის ნაწილს წარმოადგენს), თუმცა არ დავიწნიათ, მაგალითად სულ ახლახან აშენენებული სავაჭრო ცენტრები, რომლის წყალობითაც ქვეყანაში შოპინგ-ტურები განვითარებულა და აგერ უკვე 8% ყოფილა საერთო ტურისტების ნაკადისა. საინტერესოა რატომ არ გამოიკვლიეს, თუ რამდენ პროცენტიანი ზრდა გამოიწვია ტურისტების ნაკადის მაგალითად ბათუმის ოპერის გახსნამ და იქ დადგმულმა შედევრმა ქეთო და კოთემ, რომელშიდაც ვერდასაბერებელი ნანი და სხვა ქართველი "ვარსკვლავები" მონაწილეობენ, და კოსტიუმები თვით მეორე კოკო შანელმა შექმნა. საინტერესო იქნებოდა ასევე ახალაშენებული ბაგრატის ტაძრის დადებითი ზეგავლენის კვლევა ტურიზმზე. ასვე ესაინტერესო იქნებოდა ის დადებითი ტენდენციები ტურიზმში რასაც უპირობოდ გამოიწვევს გაისად ბაგრატის
ამორიცხვა იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხიდან. თუმცა ბევრს რიომ არ მივედ მოვედოთ, განვიხილოთ ქალაქ ბათუმის მაგალითი:
ბათუმის ბულვარი. ახალ ბულვარში ლანდშაფტი მინიმალური, სამაგიეროდ ბევრი ბეტონი და ბეტონის იმიტაციები (იქნება ეს ხის, თუ ქვის ფაქტურები)- ძირითადი მუსიკა რასაც იქ ადამიანი გაიგონებს თურქული მუსიკაა...
ესეიგი ვღებულობთ თურქეთს, უფრო სწორედ მის სუროგატს, და რაც მთავარია ძვირიან თურქეთს.
ტურისტს, რომელმაც მიუხედავად თურქეთთან შედარებით ფასების სიძვირისა, მაინც საქართველოში დასვენება გადაწყვიტა, საქართველოს ნაცვლად ვახვედრებთ თურქეთს! არ გეგონოთ ამას ნაციონალისტური მოსაზრებებიდან ვწერდე, უბრალოდ თუ არ იციან ილია უნის კვლევების მონაწილეებმა, შევახსენებ, თუ რაოდენ დიდი მნიშვნელობა ენიჭება ტურიზმში ქვეყნის გამორჩეულ იდენტობას, რითაც საქართველოს ტურისტული პოლიტიკა ნამდვილად ვერ დაიკვეხნის. გარდა იმისა, რომ ბათუმს არ გააჩნია კულტურული ცხოვრება, მას ასევე აღარ აქვს ქალაქური ცხოვრების სტილი... მაგალითად, ბათუმური კულტურისათვის დამახასიათებელი სილაზე მოდუღებული ყავა და "სათითურებით" კონიაკი, უკვე დიდი ხანია დავიწყებას მიეცა, ხოლო ადგილობრივი მოსახლეობა იმდენადაა დაბეჩავებული, რომ ძნელია მათმა მაყურებელმა რაიმე გემო ჩაატანოს "დასვენებას"...
რაც შეეხება ქალაქის იერსახეს, ევროპული ბათუმი დაემსგავსა თურქულ თუ არაბულ ქალაქს, თავისი უგემოვნო, კიჩური არქიტექტურით, შავი შუშებითა და ზოგადად ძალიან ბევრი შუშებით, ბევრი ასლებით მსოფლიო არქოტექტურის ნიმუშებისას, თუმცა აქ სიზუსტეზე არცაა საუბარი, მინიმალურ მსგავსებასა და უიაფესი მასალების სინთეზზე მოგახსენებთ. (ამაზე იმდენი დაწერილა, რომ არც ღის უკვე ამაზე ყურადღების გამახვილება)

ავტორი: აგრიკოლალ საიდან გვწერთ: ტერა იბერია
30.07.2012 10:08
ავტორი: tutuci საიდან გვწერთ: satutucetidan
28.07.2012 23:08-საქართველოსათვის ტურიზმი მოფიქრებულია ქართველთა არაკეთილმოსურნეთა მიერ: უბრალო მატემატიკური გაანგარიშებით-ამ დარგით პირდაპირ სარგებელს, სარჩო სახით (მხოლოდ)მიიღებს მოსახლეობის 10-ჰა ,ჰა- 20%. არაპირდაპირი- მთავრობის ბობოლების ჯიბეებში, ან მათ "სერვისებში" წავა.აი -სოფლის მეურნეობის განვითარება კი წაადგებოდა საქართველოს მოსახლეობას, მაგრამ აქ იგი მხოლოდ პიარ კომპანიის ნაწილია-10 წლის განმავლობაში, მაგალითად ჩაი ახლაღა "გაახსენდა" მთავრობას, ისიც არჩევნებამდე...მერე დაიკიდებენ და საბაზრო ეკონომიკის დამარეგულირებელ თვისებებზე "ბალამუტით" გაგვიჭედავენ ყურებს...ტურისტული პოტენციალი ის სატყუარაა. რომელიც საქართველოში მოსახლეობის უღატაკეს მდგომარეობაში ყოფნის, საზღვარგარეთ გასული მოსახლეობის დაუბრუნებლობისათვის "გვიგდებენ"-ასეთი ხალხის მართვა უფრო იოლი და იაფი ჯდება, ვიდრე მოსავლიანი მიწის მფლობელისა და მუდმივი სამუშაოს მქონებლისა!-ესაა ტურიზმის მთელი "ეშმაკობა" საქართველოსათვის....

ავტორი: tutuci საიდან გვწერთ: satutucetidan
28.07.2012 23:08
საქართველოს ტურისტული პოტწნციალი რომ გრანდიოზულად დიდია ამას მტკიცება არ სჭირდება, უბრალოდ სერვისი არ გვივარგა, მაღაზიაში ბოდიშის მოხდით უნდა გამოითხოვო რამის ყიდვა თორემ შეიძლება ცოცხალმა ვერ გამოაღწიო გარეთ

ბარ-რესტორნებშიც სიფრთხილეა საჭირო, მაინც იმდენი კაი ბიჭის და და თვითონ ძველი გოგო მუშაობს რომ შეიძლება საყვედურის თქმისას ერთ-ერთი ჩანგალი თქვენს თვალში აღმოჩნდეს

სასტუმროებზე აღარაფერს ვამბობ და იქ მომუშავე პერსონალზე, ან უნდა შეგაწუხონ ყურადღებით ან კიდევ შენ უნდა ეძებო რომ გასაღები ჩააბარო ან რამ ითხოვო

სერვისი უნდა დაიხვეწოს წარმატების მისაღწევად

ჩემი თვალით ვხედავ თითოეული ჩვენი სტუმრის თვალებში აღტაცებას ჩვენი საოცრად ლამაზი და თბილი ქვეყნით.

ყველაზე პოპულარული