სამშაბათი, 18 ივნისი, 2013 თბილისის დრო 11:19

პოლიტიკა / საქართველო

თიბილოვი ქართული სოფლების ნაკვალევის წაშლას აპირებს

სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტი ლეონიდ თიბილოვისამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტი ლეონიდ თიბილოვი
x
სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტი ლეონიდ თიბილოვი
სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტი ლეონიდ თიბილოვი

მულტიმედია

აუდიო
ტექსტის ზომა - +
სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტი ლეონიდ თიბილოვი ცხინვალის ჩრდილოეთით მდებარე ქართულ სოფლებში დარჩენილი სახლების დანგრევას აპირებს. მან ეს განცხადება რუსულ გამოცემა „იზვესტიასთან“ გააკეთა. როგორც თიბილოვმა განაცხადა, სახლების ადგილას სამრეწველო და სოფლის მეურნეობის ობიექტები განთავსდება. დე ფაქტო მთავრობა სოფლებისთვის არც ძველი სახელების შენარჩუნებას აპირებს.

დიდი ლიახვის ხეობის ქართული სოფლები 2008 წლის აგვისტოს ომის დროს დაიცალა, ათასობით ადამიანი დევნილად იქცა. თამარაშენში, ქურთაში, კეხვში, აჩაბეთში და სხვა ქართულ სოფლებში შესულმა რუსმა ჯარისკაცებმა და ოსური ფორმირებების წარმომადგენლებმა ქართველების სახლები ჯერ გაძარცვეს და შემდეგ დაწვეს. ახლაც ცხინვალელების ერთი ნაწილი და ადგილობრივი მოხელეები, რომლებიც ვინაობის დასახელებისგან თავს იკავებენ, აცხადებენ, რომ ომის დროს სახლების დაწვა იმისათვის ხდებოდა, რომ შერიგების შემთხვევაშიც კი ქართულ მოსახლეობას უკან დასაბრუნებელი არ ჰქონოდა. დე ფაქტო პრეზიდენტის თქმით, ჯერ სახლები ბოლომდე აღებული არ არის, თუმცა ისინი გეგმავენ, რომ ტერიტორიები, სადაც სახლების ნანგრევებია, იურიდიულად გააფორმონ, ხვალ და ზეგ ვინმეს მათ მიმართ კითხვები რომ არ გაუჩნდეს. თიბილოვის განცხადებამ ლიახვის ხეობიდან დევნილი მოსახლეობის აღშფოთება გამოიწვია. ნაზი ბერუაშვილი ამჟამად კარალეთის დევნილთა დასახლებაში ცხოვრობს. მისი აზრით, ოსური ხელისუფლება ქართული სოფლების კვალის წაშლას ბოლომდე ვერ შეძლებს, რადგან ამ კვალის წაშლა ისტორიიდან და მათი გულებიდან შეუძლებელია:

„ამას ვერავითარი ძალა ვერ წაშლის. წაშლაც დროებითია, რაღაც მედიდურობაც და მკერდზე მჯიღის ცემაც დროებითია. ყველაფერს თავისი სახელი დაერქმევა, ამას დრო სჭირდება. როგორ უნდა წაშალონ? საიდან უნდა წაშალონ? სად უნდა წაშალონ? რითი უნდა წაშალონ ისე, რომ ფესვმა არ ამოხეთქოს? რა ქიმიური ნივთიერება არსებობს, რომ ეს წაშალონ? ვინ წაშლის ამას?“

ახლა ლიახვის ხეობის ქართულ სოფლებში სახლების ნანგრევებიღა დგას. სახლების ნაწილი მხოლოდ თამარაშენშია გადარჩენილი, სადაც მოსკოვის მერიამ ახალი მიკრორაიონი, „მოსკოვსკი“, ააშენა. თიბილოვი აცხადებს, რომ ამ ტერიტორიებს მთლიანად გაასუფთავებენ და მხოლოდ სამლოცველოებს არ შეეხებიან. ლიახვის ხეობის მაჟორიტარი დეპუტატი ბადრი ბასიშვილი მიიჩნევს, რომ თიბილოვი კრემლის შეკვეთას ასრულებს და ის როგორც ქართველი, ისე ოსი ხალხის წინააღმდეგ მოქმედებს. ბასიშვილის აზრით, საერთაშორისო საზოგადოებამ ამ ვანდალური აქტის წინააღმდეგ ხმა უნდა აიმაღლოს.

„ფაქტია, რომ თიბილოვი ყველანაირ მითითებებს კრემლში იღებს. საუკუნეების განმავლობაში ჩვენ, ქართველები, ვცხოვრობდით და როგორც გინდა მიწასთან გაასწორონ იქაურობა, - მით უმეტეს, სახლებიც დაგვიწვეს და დაანგრიეს, - მაინც ქართულ კვალს ისინი ვერ მოშლიან. იქ არის ჩვენი სალოცავები, ეკლესიები, რომლებიც მე-8, მე-10 საუკუნეებშია აშენებული და ამ ტაძრებს ისინი ვერ დაანგრევენ და მთლიანად ქართულ კვალს ვერ მოსპობენ. თიბილოვს ისეთ რაღაცებს აკეთებინებენ რუსი ოკუპანტები, რომ არ არის გამორიცხული, მან თვითმკვლელობით დაასრულოს სიცოცხლე, ან კიდევ უახლოეს ხანში მას ქართველი და ოსი ხალხი ერთად გაასამართლებს, ვინაიდან მისი პოლიტიკა ოსების წინააღმდეგაც არის მიმართული. მთლიანად გარუსება მიმდინარეობს ცხინვალის რეგიონის და თუ ასე გაგრძელდა, ეთნიკური ოსები აღარ იარსებებენ ცოტა ხანში. ჩვენი წინაპრების საფლავებთან მისვლის უფლებაც კი დაგვაკარგვინეს და ახლა ის დროა, რომ აქტიურად ჩაერთონ როგორც ჩვენი მეგობარი ევროპელები, ისე ამერიკელები და აქტიურად დაუპირისპირდნენ კრემლის ავანტიურას, რომელსაც თიბილოვის ხელით ახორციელებს“, –ამბობს ბადრი ბასიშვილი.

რუსული გამოცემა სტატიის ბოლოს აღნიშნავს, რომ რუსეთის პრემიერ-მინისტრი დმიტრი მედვედევი ცხინვალში ვიზიტისას აუცილებლად ნახავდა ქართული სოფლების ნასახლარებს, სადაც მისმა კორტეჟმა ორჯერ გაიარა. ექსპერტები არ გამორიცხავენ, რომ ამ ტერიტორიების მთლიანად გაწმენდის გადაწყვეტილება თიბილოვმა სწორედ მედვედევთან კონსულტაციის შემდეგ მიიღო.


ყურადღება!
1 ივნისიდან რადიო თავისუფლების ქართული რედაქციის ვებსაიტზე ფორუმებით სარგებლობისთვის აუცილებელია რეგისტრაციის გავლა.

რეგისტრაციის გასავლელად დააჭირეთ ვებსაიტის ზედა მარჯვენა კუთხეში მოთავსებულ ბმულს „რეგისტრაცია“. (რეგისტრაციის გავლის შემდეგ ელექტრონული ფოსტით მიიღებთ ავტომატურ შეტყობინებას. ყურადღება მიაქციეთ, შეტყობინება თქვენი ელექტრონული ფოსტის spam-ში ხომ არ აღმოჩნდა.) კომენტარის დასაწერად არ დაგავიწყდეთ საიტზე შესვლა.
ეს ფორუმი დაიხურა
კომენტარების რიგი
კომენტარები
     
ავტორი: tata საიდან გვწერთ: germania
16.08.2012 22:22
და ვინ გაძლევთ იმის გარანტიას რომ ეკლესიებს არ შეეხებიან? რუსები და მისი მონები ყველაფერს იკადრებენ. რა არ უკადრიათ აქამდე თუ რა?
და ამის შემდეგ ის ქართველი, რომელიც ომის დაწყებას საქართველოს დააბრალებს და რუსეთზე სიტყვა არ დასცდება, ნაძირალა არ არის?

ავტორი: ela
16.08.2012 22:21
ვახ დედასა???რა საშინლად გრძელდება საქართველოს ისტორია???ნეტა როდესმე გამთლიანდება საქართველო??ყოველთვის ჩვენი უვიცი პოლიტიკით დავკარგეთ ყველა მიწა.აი თუნდაც დღესაც კი სამხრეთ ოსეთს ვუწოდებთ სამაჩაბლოს და ვაკანონებთ ჩვენი შერქმეული სახელით ამ კუთხეს ოსების კუთხედ არადა დაწყევლილი როკის გვირაბის აშენების შემდეგ გამრავლდნენ ოსები სამაჩაბლოში და აი დღეს ფაქტის წინაშე ვდგავართ. უფალს ვთხოვოთ ,რომ გვეღირსოს გამთლიანებული სამშობლო.

ავტორი: tutci საიდან გვწერთ: satutucetidan
16.08.2012 21:30
საინტერესოა ვინ წამოჭრა ეს ტაო-კლარჯეთის თემა, არასერიოზულია, ჯერ იყო და ხალხმა თვითონ მამაოების ანაფორას-ამოფარებულებმა იკივლა- არავითარი ტაძრების აღდგენა ტაოში თუ აქ აზიზეს მეჩეთი აგვიგესო :)) ეხლა კიდევ ტაოს თემას აღვივებენ, არ მესმის რატომ, ამიხსენით ვინმემ რა სიბნელესთან გვაქვს საქმე

ანონიმი მართალია, კიდევ ბევრი, ბევრზე ბევრი სურპრიზი ელის შტერებს ;)

ავტორი: დავით სოსლანი
16.08.2012 19:57
არ შეიძლება რომ რუსულად და ინგლისურად გამოთქმით იკითხოთ ზაქარია ჭიჭინაძის წიგნი ქართლში ოსების ჩამოსახლებაზე და ქართველების მიერ მათთვის გაწეულ ღვაწლზე? ღმერთი რჯული არ ყოფილა ზაქარია ჭიჭინაძე პროვინციელი ფაშისტი!!! მერე რა რომ ჰიტლერი წარადგინეს ნობელის პრემიაზე და ბეჩავი ზაქარია არა,ისიც ხომ კაცია!!!

ავტორი: ხუთკუნჭულა
15.08.2012 23:26
აბა, ჰე, ნინო ბურჯანაძეს და მისი პატრიოტობით კმაყოფილ ივანიშვილს მივანდოთ ქვეყანა და ტაო კლარჯეთსაც დაგვაბრუნებინებენ ერთმორწმუნე რუსები

ავტორი: ანონიმი
15.08.2012 22:48
ჯაყოები გააჩინა ერისთავების ხევისთავებად გადაგვარებამ და არჩევნების კგბს და ცრუს სკოლებში პოპულარული სუნ ძუს მეთოდით გაბოროტებულ ჯგუფებად დაქსაქსული ხალხის ცივი და ცხელი ომების მონაცვლეობად გადაგვარება კიდევ ბევრ სიურპრიზს უმზადებს შტერებს!

ყველაზე პოპულარული