შაბათი, 23 აგვისტო, 2014 თბილისის დრო 23:47

რუბრიკები / რეგიონული მაცნე

თელავის რეაბილიტაციას შეწირული ისტორიული მემკვიდრეობა

თელავის ისტორიული მუზეუმის რეაბილიტაცია შეჩერებულია.თელავის ისტორიული მუზეუმის რეაბილიტაცია შეჩერებულია.
x
თელავის ისტორიული მუზეუმის რეაბილიტაცია შეჩერებულია.
თელავის ისტორიული მუზეუმის რეაბილიტაცია შეჩერებულია.

მულტიმედია

აუდიო
საქართველოს კულტურის და ძეგლთა დაცვის სამინისტროსა და  კულტურული მემკვიდრეობის  დაცვის ეროვნულ სააგენტოს  თელავის ისტორიული მუზეუმის იერსახის შეცვლაში ადანაშაულებენ.
საქმე ეხება  ისტორიული მუზეუმის რეაბილიტაციის პროექტს, რომელიც კახეთის განვითარებისა და რეაბილიტაციის ფარგლებში დაიწყო.  
ექსპერტების განცხადებით, რეაბილიტაციას ისტორიული სტატუსის მქონე შენობების ნგრევა მოჰყვა.

რეაბილიტაცია შემდეგ სამუშაოებს მოიცავდა: სამუზეუმო კომპლექსის ტერიტორიაზე ძველი შენობა-ნაგებობების ამორტიზებული ნაწილის დემონტაჟი; სასახლის, ადმინისტრაციული შენობის, ასევე სამხატვრო გალერეისა და  ციხის გალავნის რეაბილიტაცია.  

დაგეგმილი იყო ახალი, თანამედროვე სტილის  მუზეუმის მშენებლობა, ტერიტორიის გამწვანება, შიდა და გარე ელექტრომომარაგებისთვის ახალი ელექტრომოწყობილობის გაკეთება, ასევე გათბობისა და კონდიცირების სისტემების მონტაჟი, თუმცა, როგორც მუზეუმის   ხელმძღვანელი  გურამ ურჩუხიშვილი აცხადებს,  პროექტი  მოულოდნელად შეიცვალა, რასაც ორი ისტორიული ძეგლის სტატუსის მქონე შენობის ნგრევა მოჰყვა:
გალერეისა და ადმინისტრაციული შენობის დანგრევა ყოველგვარი საბუთის გარეშე მოხდა. მეტსაც გეტყვით, გაყალბება მოხდა...

„ჩვენთვის მოულოდნელად, ეს პროექტი შეიცვალა და მოხდა ორივე შენობის დემონტაჟი. ჩვენი ჩართულობა ამ პროცესებში იყო ნულის ტოლი. ეს ყველაფერი უცებ მოხდა. დილით რომ მოვედით, ერთი შენობა უკვე აღარ იყო“.

ბატონის ციხის რეაბილიტაციის პროექტს  დაწყებისთანავე დაუპირისპირდა თელავის მუზეუმის ყოფილი დირექტორი თენგიზ ალდამიძე. მისი განცხადებით, ყოფილმა  ხელისუფლებამ  ”ერეკლეს სასახლის” არა რესტავრაცია,  არამედ  მისი გადაკეთება განიზრახა, რამაც შენობას ისტორიული სახე  და ღირებულება დაუკარგა:

„გალერეისა და ადმინისტრაციული შენობის დანგრევა ყოველგვარი საბუთის გარეშე მოხდა. მეტსაც გეტყვით, გაყალბება მოხდა. 4 ივლისს დანგრეულ და მიწასთან გასწორებულ შენობას ძეგლის სტატუსი მოუხსნეს 31 აგვისტოს“.

თელავის ისტორიული მუზეუმის რეაბილიტაცია შეჩერებულია.თელავის ისტორიული მუზეუმის რეაბილიტაცია შეჩერებულია.
x
თელავის ისტორიული მუზეუმის რეაბილიტაცია შეჩერებულია.
თელავის ისტორიული მუზეუმის რეაბილიტაცია შეჩერებულია.
თელავის ისტორიული მუზეუმის  რეაბილიტაციის პროექტის შეცვლამ  სამეცნიერო საზოგადოებაშიც  დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია. ქართული ხელოვნების ისტორიისა და  ძეგლთა დაცვის კვლევითი ცენტრის მეცნიერი თანამშრომელი ლალი ანდრონიკაშვილი ამბობს, რომ  რეაბილიტაცია ყოველგვარი პროექტისა და გეგმის გარეშე დაიწყო,  რამაც გარკვეული ზიანი მიაყენა სამუზეუმო კომპლექსს.„ერეკლე მეორის“  სასახლის იერსახის დამახინჯებაში ის კულტურის სამინისტროსა და  კულტურული მემკვიდრეობის დაცვის  სააგენტოს ადანაშაულებს:

„სამეცნიერო საზოგადოება არის აღშფოთებული იმით, რაც მოხდა ბატონის ციხეზე. როგორც თვითონ ამბობენ, ფიზიკური სამუშაოების დროს შემოენგრათ. 3 შენობიდან 2-ს ჰქონდა ძეგლის სტატუსი. არანაირად არ შეიძლება შემოგენგრას ძეგლი, თუ შენ წინასწარ იცი, რა საფრთხე ემუქრება მას ფიზიკური სამუშაოს დაწყების დროს“.

დაგეგმარებისა და რესტავრაციის ცენტრის ხელმძღვანელი, კულტუროლოგი ცირა ელისაშვილი ამბობს, რომ მისი დამოკიდებულება სასახლის ახალი პროექტისადმი თავიდანვე უარყოფითი იყო. ამ საკითხთან დაკავშირებით  ის რამდენჯერმე შეხვდა როგორც ძეგლთა დაცვის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელ ნიკა ვაჩეიშვილს, ისე მსოფლიო ბანკის წარმომადგენლებს თბილისში და დეტალურად აუხსნა მუზეუმის რეაბილიტაციის პროექტის უარყოფითი მხარეები:
ვანო ამ შემთხვევაში არის ნიკა ვაჩეიშვილის მოადგილე და ის ელის ახალ დირექტორს. ამიტომაც ის თავს იკავებს კომენტარისგან...

„ჩემი მხრიდან არაერთი რჩევების მიუხედავად, მან ეს არ გაითვალისწინა. იმის თქმა, რომ არსებულმა სააგენტომ და ნიკა ვაჩეიშვილმა ამის შესახებ არაფერი არ იცოდა, არის ტყუილი“.

ნიკოლოზ ვაჩეიშვილმა თანამდებობა  დატოვა. კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული  სააგენტოს უფროსის მოადგილე  ვანო ვაშაყმაძე კი,  რომელიც რეაბილიტაციის პროექტის ერთ-ერთი კოორდინატორია, ჩვენს კითხვებს არ პასუხობს. სააგენტოს პრესცენტრის ხელმძღვანელის  ნათია მურაჩაშვილის განცხადებით, კითხვებზე სააგენტოს ახალმა  ხელმძღვანელმა უნდა უპასუხოს, რომელიც ჯერ არ დანიშნულა:  

„კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილე ბატონი ვანო ვაშაყმაძე იყო რეაბილიტაციის  პროექტის კოორდინატორი, მაგრამ მე ვერ გითანხმებთ ინტერვიუს. ეს არის მხოლოდ ის, რომ ვანო ამ შემთხვევაში არის ნიკა ვაჩეიშვილის მოადგილე და ის ელის ახალ დირექტორს. ამიტომაც ის თავს იკავებს კომენტარისგან“.

რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში ამბობენ, რომ თელავის ისტორიული მუზეუმის რეაბილიტაცია შეჩერებულია.

„კულტურული მემკვიდრეობისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრომ და ასევე სააგენტომ თავად უნდა განიხილონ პროექტი.  ჩვენ შეგვიძლია გავაკეთოთ პროექტი, მაგრამ ის, თუ რა თანხები ჯდება, რა სჭირდება კონკრეტულად ბატონის ციხეს, სიძველეებს როგორ უნდა შევეხოთ, - ამ ყველაფერს განსაზღვრავს შესაბამისი სამინისტრო და შესაბამისი სააგენტო. ამიტომ ჩვენ მხოლოდ ველოდებით შენიშვნებს, რომ იმ შენიშვნების მიხედვით მოვახდინოთ ამ სამუშაოების განხორციელება“, - ამბობს მინისტრის მოადგილე შოთა მურღულია.

მსოფლიო ბანკის ექსპერტების მოთხოვნის შემდეგ, თელავის ისტორიული მუზეუმისა და ბატონის ციხის რეაბილიტაციით  მისი ისტორიულად შემორჩენილი იერსახე აღარ შეიცვლება, თუმცა რეაბილიტაციის ახალი პროექტი ჯერ მომზადებული არ არის.


ყურადღება!
რადიო თავისუფლების ქართული რედაქციის ვებსაიტზე ფორუმებით სარგებლობისთვის აუცილებელია რეგისტრაციის გავლა.

რეგისტრაციის გასავლელად დააჭირეთ ვებსაიტის ზედა მარჯვენა კუთხეში მოთავსებულ ბმულს „რეგისტრაცია“. (რეგისტრაციის გავლის შემდეგ ელექტრონული ფოსტით მიიღებთ ავტომატურ შეტყობინებას. ყურადღება მიაქციეთ, შეტყობინება თქვენი ელექტრონული ფოსტის spam-ში ხომ არ აღმოჩნდა.) კომენტარის დასაწერად არ დაგავიწყდეთ საიტზე შესვლა.
ეს ფორუმი დაიხურა
კომენტარების რიგი
კომენტარები
     
ავტორი: ანონიმი
27.02.2013 02:48
საბჭოთა დემოკრატიას დემოკრატიზაციის დროს კინაღამ შემოაკვდა საქართველოც! რესტავრატორებს შემოენგრათ ისტორიის და კულტურის ძეგლები. სრულებით ნორმალური საგიჟეთია. პერესტროიკა მოხდა ან მთავრდება,ცოტაც და...განზე გაიწიეთ იქნებ გადარჩეთ გეთაყვა.

თქვენი პუბლიკაციები

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

ყველაზე პოპულარული