კვირა, 26 მაისი, 2013 თბილისის დრო 04:21

საზოგადოება / საქართველო

ვისთვის გაიაფდა და ვისთვის გაძვირდა მუნიციპალური ტრანსპორტი

x

მულტიმედია

აუდიო
ტექსტის ზომა - +
15 სექტემბრიდან თბილისში, მუნიციპალური ტრანსპორტით - მეტროთი და ავტობუსით - მგზავრობის არსებული სისტემის ნაცვლად, ახალი სატარიფო სისტემა ამოქმედდა. თბილისის მერია ამას ფასდაკლების ახალ სისტემას უწოდებს.   ცვლილება შეეხებათ იმ მგზავრებს, რომლებიც ელექტონულ ბარათს - ”მეტრომანს” - იყენებენ  და აგრეთვე იმათ, ვინც შეღავათებით სარგებლობს. პირველი მგზავრობის საფასურის - 50 თეთრის - გადახდის შემდეგ, მომდევნო  საათ-ნახევრის განმავლობაში მეტროსა და ავტობუსში, სხვა მარშრუტზე გადაჯდომისას, "მეტრომანის"მომხმარებლები უფასოდ იმგზავრებენ. აქამდე არსებული სისტემით, პირველი მგზავრობა 50 თეთრი ღირდა, მომდევნო ორი კი, შესაბამისად, 30 და 20 თეთრი, სტუდენტები და პენსიონერები ნებისმიერი რაოდენობით მგზავრობისთვის 20 თეთრს იხდიდნენ, სოციალურად დაუცველები კი - 10-ს. ვისთვის გაიაფდა  და ვისთვის გაძვირდა მუნიციპალური ტრანსპორტით მგზავრობა? 

საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობის ფასდაკლების ახალ სისტემას, რომლის იდეის ავტორადაც საიტზე www.chemitbilisi.com თბილისის მერი გიგი უგულავაა მითითებული, მხარი 15 ათასზე მეტმა მომხმარებელმა დაუჭირა.
არც საიტზე და არც სარეკლამო რგოლში, რომელიც მუნიციპალურ  ტრანსპორტში ტრიალებს, არსადაა ნახსენები, რომ ე.წ. ფასდაკლების სისტემა უკვე არსებული სისტემის ნაცვლად ამოქმედდება. შეგახსენებთ, რომ  არსებული სისტემის  მიხედვით, ელექტრონული ბარათით - "მეტრომანით" - პირველი მგზავრობა 50 თეთრი ღირდა, მომდევნო ორი კი, შესაბამისად, 30 და 20 თეთრი, სტუდენტები და პენსიონერები ნებისმიერი რაოდენობით მგზავრობისთვის 20 თეთრს იხდიდნენ, სოციალურად დაუცველები კი - 10-ს. როგორც თბილისის მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის უფროსი აკაკი ჯოხაძე ამბობს, ახალი სისტემა ევროპულია, მგზავრზეა ორიენტირებული და ის მუნიციპალური ტრანსპორტით მოსარგებლე 285 ათასი ადამიანიდან უმრავლესობისთვის, ანუ 85%-ისთვის, ტრანსპორტის გაიაფებას ნიშნავს:

”ახალი ფასდაკლების სისტემა ვრცელდება აბსოლუტურად ყველა მგზავრზე. თუ ის იხდის მგზავრობის ღირებულებას ელექტრონული გადახდის საშუალებით, ანუ ე.წ. ელექტრონული ბარათით, მაშინ ის საათ-ნახევრის განმავლობაში, გადაჯდომის შემთხვევაში, აღარ იხდის მგზავრობის ღირებულებას დამატებით. სტატისტიკურად, მუნიციპალურ ტრანსპორტში 85%-ზე მეტი მგზავრი გამოიყენებს საათ-ნახევრის განმავლობაში მინიმუმ 2-ჯერ მუნიციპალურ ტრანსპორტს. შესაბამისად, ეს ფასდაკლების სისტემა ორიენტირებულია მგზავრთა უმრავლესობაზე.”
მგზავრთა უმეტესობა დილით მიდის სამსახურში და საღამოს უკან ბრუნდება. შესაბამისად, ეჭვი მეპარება ამ ორ მგზავრობას შორის საათნახევრიანი ინტერვალი იყოს ...

მაშინ როცა თბილისის მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის უფროსი, აკაკი ჯოხაძე, უმრავლესობისთვის მგზავრობის საფასურის გაიაფებაზე ლაპარაკობს, ეკონომისტი მერაბ ჯანიაშვილი ამბობს, რომ ახალი სისტემის დანერგვით რეალურად მუნიციპალური ტრანსპორტით სარგებლობა ადამიანთა გარკვეული ჯგუფისთვის ძვირდება.  თუ ძველი სისტემის მიხედვით ”მეტრომანით” მოსარგებლე და შეღავათების არმქონე მოქალაქეებისთვის სამი მგზავრობის საფასურის ჯამი შეადგენდა 1 ლარს, ახლა ორი მგზავრობისა 1 ლარს გაუტოლდება, თუკი  მათ  შორის ინტერვალი საათ-ნახევარზე მეტი იქნება. როგორც მერაბ ჯანიაშვილი ამბობს, იმ ადამიანისთვის, ვინც მუნიციპალურ ტრანსპორტს დღეში ორჯერ - სამსახურში წასასვლელად და უკან დასაბრუნებლად - იყენებდა, მგზავრობის საფასური საშუალოდ 80 თეთრი იყო,  ახლა კი მათ ორი მგზავრობა 1 ლარი დაუჯდებათ:

”ჩემი აზრით, მგზავრთა უმეტესობა დილით მიდის სამსახურში და საღამოს უკან ბრუნდება. შესაბამისად, ეჭვი მეპარება ამ ორ მგზავრობას შორის საათნახევრიანი ინტერვალი იყოს. შესაბამისად, ამ ახალ ფასდაკლების სისტემას მე უფრო გაძვირებად მივიჩნევდი, ვიდრე გაიაფებად.”
მთელი ეს გააქტიურება მთავრობის და ადგილობრივი მუნიციპალიტეტისა წინასაარჩევნო პერიოდში, რა თქმა უნდა, დაკავშირებულია არჩევნებთან და იმასთან, რომ მოსახლეობა უფრო კმაყოფილი იყოს ...

როგორც მერაბ ჯანიაშვილი ამბობს, ახალ სისტემას ფასდაკლება კი ჰქვია, მაგრამ რამდენად არის ის არსებულზე უკეთესი, რამდენიმე ხანში გამოჩნდება.
მერიის ახალი ინიციატივის შეფასებისას, ”საერთაშორისო  გამჭვირვალობა -  საქართველოს” აღმასრულებელი დირექტორი ეკა გიგაური ამბობს, რომ თუ ინიციატივა, მართლაც, ტრანსპორტით მოსარგებლეთა უმრავლესობისთვის მომსახურების გაიაფებას ნიშნავს და  ეს ინიციატივა წინასაარჩევნოდ აქტიურდება, ეს არის მცდელობა მთავრობისა მოიპოვის საზოგადოების კეთილგანწყობა, ხოლო  რადგან საქართველოში ხელისუფლებასა და მმართველ პარტიას შორის ზღვარის გავლება ძალიან ძნელია, ამბობს ეკა გიგაური, შესაძლოა ეს ინიციატივა წინასაარჩევნო ნაბიჯად ჩაითვალოს, თუმცა, განაგრძობს ის, აქ საქმე არ გვაქვს ამომრჩევლის მოსყიდვასა და ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებასთან:

„მთელი ეს გააქტიურება მთავრობის და ადგილობრივი მუნიციპალიტეტისა წინასაარჩევნო პერიოდში, რა თქმა უნდა, დაკავშირებულია არჩევნებთან და იმასთან, რომ მოსახლეობა უფრო კმაყოფილი იყოს.” 

თბილისის მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის უფროსი აკაკი ჯოხაძე გამორიცხავს ინიციატივის არჩევნებთან კავშირს და ამბობს, რომ ახალი სატარიფო გეგმის დანერგვა მთლიანად მგზავრზეა მორგებული და მისი ამოქმედება შესაძლებელი გახდა სატრანსპორტო სფეროში ტექნოლოგიების განვითარების მეშვეობით.

რადიო თავისუფლებამ თბილისში მუნიციპალური ტრანსპორტით მოსარგებლეებს ჰკითხა აზრი  გადახდის ახალ სისტემაზე. რესპონდენტების ერთი ნაწილი ფიქრობს, რომ ტრანსპორტი  მხოლოდ მათთვის გაიაფდება, ვინც ხშირად მგზავრობს, სხვების აზრით კი, თუ მერიას სატარნსპორტო მომსახურების გაიაფება სურდა, უბრალოდ, მგზავრობის ფასი უნდა დაეწია.


ყურადღება!
1 ივნისიდან რადიო თავისუფლების ქართული რედაქციის ვებსაიტზე ფორუმებით სარგებლობისთვის აუცილებელი იქნება რეგისტრაციის გავლა. დღეიდან მოქმედებს პარალელური სისტემა: ფორუმში მონაწილეობა შესაძლებელია როგორც რეგისტრაციით, ისე მის გარეშე. მაგრამ 1 ივნისიდან ფორუმებში მონაწილეობა მხოლოდ რეგისტრირებულ მომხმარებლებს შეეძლებათ.

რეგისტრაციის გასავლელად დააჭირეთ ვებსაიტის ზედა მარჯვენა კუთხეში მოთავსებულ ბმულს „რეგისტრაცია“. (რეგისტრაციის გავლის შემდეგ ელექტრონული ფოსტით მიიღებთ ავტომატურ შეტყობინებას. ყურადღება მიაქციეთ, შეტყობინება თქვენი ელექტრონული ფოსტის spam-ში ხომ არ აღმოჩნდა.)
ეს ფორუმი დაიხურა
კომენტარების რიგი
კომენტარები
     
ავტორი: მგზავრი საიდან გვწერთ: ავტობუსიდან
20.09.2012 10:17
ძველი ანეკდოტი გამახსენდა:გურულს ჰკითხეს საზაფხულო დროზე საათის გადაწევამ რა ეფექტი მოგიტანაო?"აფერი ძამა! ლოგინში ასადგომი ავტობუსში მიდგებაო"-ისეა ეს ცვლილებაც, ნათესავის მონახულებაზე საათნახევარი დრო მაქვს -პატიმარივით...სამსახურში ხომ ნუ იტყვი - 24 სამუშაო დღეზე 8 ლარი და 80 თეთრით მეტი უნდა გადავიხადო-ისე გვერდები არ აუდგა მაგათ-მაინც დავუძვრები კონტროლს....

ავტორი: გულისა უფლებოვა
16.09.2012 16:30
მოდერატორს!

მადლობა თქვენ, რომ არ გაბრაზდით და გაასწორეთ, თან მადლობა გვიძღვენითა.

აიიიიიიი, სტატიის სათაური კი გაასწორეთ, მაგრამააააა რუბრიკის სახელწოდება "მუნიციპალური ტრანსპორტრი" კიდევ არ გაგისწორებიათ.

უკაცრავად ჩაძიებისთვისა!!!

ავტორი: ზვიადი საიდან გვწერთ: თბილისი
16.09.2012 14:44
კიდევ ერთი გენიალური იდეა ნაგვის დენზე მიბმის შემდეგ,გიხაროდენ.ღმერთმა არ ქნას ამათი დარჩენა თორემ გაიაფება მერე ნახეთ:D

ავტორი: დავითი საიდან გვწერთ: თბილისი
16.09.2012 13:44
სამგზავრო აბონემენტებიც რომ იყოს როგორც ადრე იყო ერთთვიანიდან ერთწლიანის ჩათვლით ნამდვილად კარგი იქნება, უფრო ადვილად დაიგეგმება თვითოეული ოჯახის ბიუჯეტი. მადლობთ

ავტორი: ნუნუ კამეჩავა საიდან გვწერთ: რადიო "გულისუფლება"
16.09.2012 13:31
მეგობრებო,

ტრანსპორტ-რ-ი არა, ... ტრანსსსსს-პორრრრ-ტიიიიიი.
პასუხი

ავტორი: მოდერატორი
16.09.2012 14:12
დიდი მადლობა, გავასწორეთ.

ავტორი: დავითი საიდან გვწერთ: თბილისი
15.09.2012 20:38
საშინელებაა, გაძვირდა აბა რა, ავტობუსით მოვდიოდი ეხლა და ყველა ამას ამბობს...სულ საათზე უნდა იყურო ადამიანმა....რაღაცა ლოხოტრონის მონაწილე მგონია თავი

ყველაზე პოპულარული