პარასკევი, 31 ოქტომბერი, 2014 თბილისის დრო 11:37

ეკონომიკა / საქართველო

საჯარიმო პოლიტიკა რბილდება

საგადასახადო კოდექსისაგადასახადო კოდექსი
x
საგადასახადო კოდექსი
საგადასახადო კოდექსი

მულტიმედია

აუდიო
საგადასახადო კოდექსში შესული ცვლილებების მიხედვით, ახალი წლიდან სალარო აპარატის გამოყენების წესის დარღვევის გამო საჯარიმო სანქცია ლიბერალური ხდება. სალარო აპარატის გამოყენების წესების დარღვევისთვის დადგენილი ჯარიმის ოდენობა 500-დან  200-ლარამდე შემცირდება, ამ წესების პირველად დარღვევის შემთხვევაში კი სანქციის მაგივრად შესაძლებელი იქნება, უბრალოდ, გაფრთხილება. საგადასახადო კოდექსში ცვლილებები პარლამენტმა 28 დეკემბრის რიგგარეშე სესიაზე დაამტკიცა. როგორ აფასებენ საგადასახადო კოდექსში საჯარიმო სანქციების შერბილებას თავად მეწარმეები და ექსპერტები?
 
ბესიკ შუბითიძეს ქალაქის ცენტრალურ უბანში პატარა სასურსათო მაღაზია აქვს. გასულ წელს  გაყიდული 10 -თეთრიანი  საღეჭი რეზინისთვის სალარო აპარატიდან ჩეკის დაგვიანებით ამობეჭდვის გამო 500 -ლარიანი ჯარიმა დაეკისრა. ბესიკის სიტყვებით, ამ ოდენობის თანხა ისეთი პატარა ბიზნესისთვის, რომელიც მას აქვს, ძალიან მძიმე ტვირთია, შესაბამისად, საჯარიმო სანქციების ლიბერალიზაციას ის მიესალმება, მით უმეტეს, როგორც ბესიკი ამბობს, უნებლიე შეცდომისგან დაზღვეული არავინაა:

”მქონდა გასულ წელს ეგეთი შემთხვევა და მომიწია იმ 500-ლარიანი ჯარიმის გადახდა სულ რაღაც 10 -თეთრიანი კევის გულისთვის. იყო ხალხმრავლობა, ვიღაცამ დადო ხურდა, აიღო კევი - იქვე დევს, დახლთან, მისი ვიტრინა - და გავიდა. გამყიდველმა ვერ მოასწრო ჩეკის ამობეჭდვა. კი ამოიღო მერე, მაგრამ მოგვიანებით, და დავჯარიმდი და მომიწია თანხის გადახდა. რას ვიზამთ, კანონს ვემორჩილებით ყველანი”.
მთავარი ისაა, რომ ჩვენი საგადასახადო პოლიტიკა ასცდა იმ გეგმას, რაც გაცხადებული იყო და კონსტიტუციურად აღიარებული, რომ უნდა შემცირებულიყო საშემოსავლო გადასახადი ...

საგადასახადო კოდექსში ცვლილება გულისხმობს საჯარიმო სანქციების ლიბერალიზაციას. მაგალითად, სალარო აპარატის გამოყენების წესების დარღვევისთვის დადგენილი ჯარიმის ოდენობა 500-დან  200 ლარამდე შემცირდება, ამ წესების პირველად დარღვევის შემთხვევაში სანქციის მაგივრად შესაძლებელი იქნება გაფრთხილების გამოყენება. სასაქონლო ზედნადების გარეშე საქმიანობის პირველად გამოვლენისას პირი  1000 ლარის ნაცვლად 500 ლარით დაჯარიმდება, ზედნადების გარეშე საქმიანობის მეორედ გამოვლენისას 10 ათასი ლარის ნაცვლად 5 ათასი ლარით დაჯარიმდება, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების გადავადების ერთწლიანი ვადა გაიზრდება 3 წლით.

საჯარიმო სანქციების ლიბერალიზაციაზე საუბრის დაწყებამდე ”ახალი ეკონომიკური სკოლის” პრეზიდენტი პაატა შეშელიძე ამბობს, რომ სინამდვილეში ამით მიკრო და მცირე მეწარმეებისთვის საგადასახადო ტვირთი  კი არ მცირდება, იზრდება, თუ გავითვალისწინებთ, რომ პარლამენტი მხარს უჭერს საშემოსავლო გადასახადის 18-დან 20 პროცენტამდე გაზრდას.  თუმცა თავისთავად საჯარიმო სანქციების შემცირებას პაატა შეშელიძე დადებით ტენდენციად მიიჩნევს:

”დაგეგმილია, რომ საჯარიმო სანქციები შემსუბუქდეს, რაც, რა თქმა უნდა, მისასალმებელია და ძალიან წინ გადადგმული ნაბიჯი იქნება, მაგრამ მთავარი ისაა, რომ ჩვენი საგადასახადო პოლიტიკა ასცდა იმ გეგმას, რაც გაცხადებული იყო და კონსტიტუციურად აღიარებული, რომ უნდა შემცირებულიყო საშემოსავლო გადასახადი და მოგების გადასახადი 2015 წლიდან და, ცოტა არ იყოს, ერთმანეთს ეწინააღმდეგება ეს ორი გადაწყვეტილება და დასანანია, რომ გარკვეულწილად ერთმანეთს აბათილებს კიდევაც”.
მოგების გადასახადი და დამატებითი ღირებულების გადასახადი თითქოს დაბალი განაკვეთებია, მაგრამ პრაქტიკულად ბრუნვის გადასახადად არის ქცეული ორივე, ეს არის სრულიად მიუღებელი რამ ...

პაატა შეშელიძის სიტყვებით, არ არის გამორიცხული საჯარიმო სანქციების შემცირების პარალელურად იმავე საშემოსავლო გადასახადის გაზრდა ბიუჯეტის დაბალანსების პოლიტიკით იყოს ნაკარნახევი.

საგადასახადო კოდექსში  საჯარიმო სანქციების თანხის შემცირებაზე საუბრისას აუდიტორი ირაკლი შავიშვილი  ამბობს, რომ ეს შესაძლოა მართლაც მივიჩნიოთ საგადასახადო კოდექსის ლიბერალიზაციისკენ გადადგმულ ნაბიჯად, თუმცა, მთლიანობაში,  არსებული საგადასახადო კოდექსის ლიბერალიზაციის  შესაძლებლობას ის ვერ ხედავს და ამბობს, რომ არსებული საგადასახადო კოდექსი, მასში არსებული ძალიან მძიმე ხარვეზების გამო, მთლიანად თავიდანაა დასაწერი:

”ის, რომ, პრაქტიკულად, მოგების გადასახადი და დამატებითი ღირებულების გადასახადი თითქოს დაბალი განაკვეთებია, მაგრამ  პრაქტიკულად ბრუნვის გადასახადად არის ქცეული ორივე, ეს არის სრულიად მიუღებელი რამ. ის, რომ ქონების გადასახადი არის საშემოსავლო გადასახადის ნაირსახეობა სინამდვილეში, ის, რომ პირდაპირ კონსტიტუციის საწინააღმდეგო საგადასახადო ვალდებულებებია საგადასახადო კოდექსში, მაგალითად, ეს დაკავშირებულია იმავე იძულების ღონისძიებების განხორციელებასთან - ეს იქნება ინკასო, ყადაღის დადება, დაგირავება, სახელმწიფო საკუთრებაში ქონების მოქცევა და ა.შ... ეს პირდაპირ ანტიკონსტიტუციური დებულებებია და ამიტომ აქ რაღაცის გაუმჯობესებაზე, უბრალოდ, ძალიან რთულია ლაპარაკი”.

გამოსავლად  ირაკლი შავიშვილი გადასახადის გადამხდელსა და სახელმწიფოს შორის  ურთიერთობის  შეცვლას მიიჩნევს. მისი აზრით, როდესაც საგადასახადო კოდექსში არის მუხლი, რომლის სახელწოდებაცაა ”სხვა ჯარიმები”, ამით  კანონმდებელი ამბობს, რომ მას ეზარება ჩამოთვლა საჯარიმო სანქციების, მაგრამ თუ რაიმე დარღვევაზე გამოიჭერს მეწარმეს, მას ნებისმიერ სადავო საკითხზე დააჯარიმებს.

საგულისხმოა, რომ 27 დეკემბერს ბიზნესმენებთან გამართულ შეხვედრაზე ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა განაცხადა, რომ სახელმწიფოს ბიზნესთან მიმართებით ჩასაფრებული პოზიცია აღარ ექნება.


ყურადღება!
რადიო თავისუფლების ქართული რედაქციის ვებსაიტზე ფორუმებით სარგებლობისთვის აუცილებელია რეგისტრაციის გავლა.

რეგისტრაციის გასავლელად დააჭირეთ ვებსაიტის ზედა მარჯვენა კუთხეში მოთავსებულ ბმულს „რეგისტრაცია“. (რეგისტრაციის გავლის შემდეგ ელექტრონული ფოსტით მიიღებთ ავტომატურ შეტყობინებას. ყურადღება მიაქციეთ, შეტყობინება თქვენი ელექტრონული ფოსტის spam-ში ხომ არ აღმოჩნდა.) კომენტარის დასაწერად არ დაგავიწყდეთ საიტზე შესვლა.
ეს ფორუმი დაიხურა
კომენტარების რიგი
კომენტარები
     
ავტორი: prokuror
05.01.2013 23:16
მიშა ბიზნესმენებს იჭერდა რომ გაეწეწა, თან რეკეტიორობდა.

და კიდე 2012 წლის 21 დეკემბერს მსოფლიოს აღსასრული დგებოდა.

რა ვქნათ, ვიჭორაოთ?

ნამდვილ სახელმწიფოებრივ საქმეში და გმირობაში ჩაგეთვლებოდათ, თუ გასაცოდავებულ პროკურატურას და იუსტიციას, რომელიც ჯერ იჭერს და მერე ფიქრობს მტკიცებულებზე, დაეხმარებოდით, რომ ეს ბრალი წაეყენებინათ. ამის პატიება წარმოუდგენელია.

ეს ერთი დაპირება მაინც გააკეთონ ცოტა პროფესიონალურად.

სხვა დაპირებების იმედი ნელ-ნელა ქრება. თუ არ ჩავთვლით იმას, რომ დემოკრატიით ევროპას გავაკვირვებო, რომელიც შეიძლება ჩავთვალოთ უკვე შესრულებულად.

ავტორი: tutuci
04.01.2013 16:39
მოხუცს რომ ჯიბის ფულს ამოაცლის ქურდი, მაგათთვის ციხე გვაქვს მგონი ხომ? და არავინ ამბობს ეგეთ ხალხს ხელს არ ვახლებთო

გამომძალველი რომ უნდა დაიჭირო და ბრალის დამტკიცების შემთხვევაში უფრო მკაცრად რომ უნდა დასაჯო ვიდრე ჯიბის ქურდი, ამაზე თუ ამბობს ვინმე უარს?

მაგრამ მიშამ ჯიბის ქურდი ხომ დაიჭირა და დაიჭირა

ლამის ზედ მიაყოლა "ურჩი გადამხდელი" პენსიონერი 15 ლარის გადახდა რომ ვერ შეძლო

ქურდიც ციხეში ჩასვა და ის ბიზნესმენიც გვერდზე მიუსვა რომელსაც ქურიდ გუშინ წეწავდა

იმიტომ მიუსვა გვერდით რომ დღეს თვითონ მოუნდა მისი გაწეწვა ;)

ქუცა წავიდა, მიშა მოვიდა - რეკეტს რომ ვგულისხმობ ჩემზე უკეთ ხვდები, ვიცი ;)

ამიტომ საქმე გვინდა რომ გაკეთდეს და არა სულელური პი-არი-ი

ავტორი: prokuror საიდან გვწერთ: tb
04.01.2013 15:35
ჯარიმა და გადასახადები, როგორც გამიგია არც ერთ ქვეყანაში არ სიამოვნებთ და ამ შემთხვევაში ჩვენც მათთნაირები ვართ. იმისათვის, რომ აღიქვა ამ ხალხის უკმაყოფილება, მათ ადგილას უნდა იყო ან წარმოიდგინო.

მაგრამ არის მეორე მხარეც, რომელთა ადგილზედაც უნდა ვეცადოთ წარმოვიდგინოთ თავი:

პენსიონერი მოხუცი, რომელმაც თავისი მთელი პენსია წაიღო ბაზარში, ვერაფრის ყიდვა ვერ გაბედა, უკან წამოვიდა და ავტობუსში ქურდბაცაცამ უკლებლივ ამოაცალა.

ქათმების მომვლელი, რომელიც უმრავლეს შემთხვევაში პენსიონერია ან სხვა არაფერი შემოსავალი არ აქვს, უვლის, ადრე დგება, ვერ იმეტებს თავისთვის და უცებ ერთ მშვენიერ დილას აღარ ხვდება.

ბიზნესები, რომლებთაც მუდმივად ფულს აწერენ და „წეწავენ“ ათასი ჯურის „კაი ბიჭები“, ხოლო ურჩებს უკეთეს შემთხვევაში„აუთოებენ“.

მოაგვაროს სახელმწიფომ ეს საკითხი თუ გააგრძელოს ხალხმა თვითონ ერთმანეთთან ურთიერთობს გარკვევა? როგორ უბრძანებთ?

ალბათ შემსუბუქებას და მეტ დიფერენცირებას მოითხოვს ხალხი: ქათამი 1 წელი, ღორი-2 წელი, ძროხა-5 და აშ.

ასე გამოვა?

ავტორი: tutuci
03.01.2013 20:32
ანუ სააკაშვილის მონაპოვარი - შიშის ქვეშ ემყოფებინა ყველა და ყველაფერი თავისი უსაზღვრო ჯარიმებით

ლამის საციცოცხლოდ მნიშვნელოვანი 15 ლარით დაეჯარიმებიათ პენსიონერი მოხუცები ყვითელ ავტობუსში უფულოდ მგზავრობისთვის

10 ანდა 15 წლით, ლამის კატორღაზე გაემწესებინათ ქათმის ქურდი

მთელი ბიზნესი წაერთმიათ გადასახადის გადაუხდელობისთვის, როცა ახალ კანონებს ჩუმად აქვეყნებდნენ შესაბამის ვებ-საიტებზე და მერე წეწავდნენ ბიზნესმენებს

და კიდევ სხვა მრავალი დემოკრატიული მონაპოვარი წყალში უნდა გადაყარონ ამ ოროსნებმა?!!!!!!!!

მდააა, ასე არ გამოვააააა

სხვა მასალები

აუდიო ნავთობზე ფასების კლება

​ივნისიდან მოყოლებული, საფონდო ბირჟებზე ნავთობის ფასი 20 პროცენტით დაეცა, რამაც დიდი საფრთხე შეუქმნა ისეთ ექსპორტიორ ქვეყნებს, როგორიცაა რუსეთი და ირანი.
გაგრძელება

ადვოკატით სარგებლობის უფლება

აზერბაიჯანელი უფლებადამცველი, ამჟამად პატიმრობაში მყოფი ლეილა იუნუსი აცხადებს, რომ მოუხსნეს თავისი ადვოკატით სარგებლობის უფლება.
გაგრძელება

აუდიო მეცნიერება და ღმერთზე მსჯელობა

2012 წელს შვეიცარიაში, ცერნის დიდ ჰადრონულ ამაჩქარებელზე, ჰიგსის ბოზონის მსგავსი ნაწილაკის აღმოჩენა ვერ მოხდებოდა და, შესაბამისად, ვერც ნობელის პრემია გადაეცემოდათ პიტერ ჰიგსს და ფრანსუა აგლერს, რომ არა დიდი საუნივერსიტეტო გამოთვლითი ცენტრები, რომელთაგან ერთ-ერთის ჯგუფის წევრი არის ერეკლე მაღრაძე.
გაგრძელება

აუდიო პატიმრები ციხის შემდეგ

რა გარემო ხვდება ყოფილ პატიმარს, როდესაც ის სასჯელაღსრულების დაწესებულებას ტოვებს? არსებობს რამდენიმე ორგანიზაცია, რომელიც ყოფილი პატიმრების რეაბილიტაციით არის დაკავებული.
გაგრძელება

თქვენი პუბლიკაციები

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

ყველაზე პოპულარული