"ჟურნალისტის მთავარი ატრიბუტი"
რა არის "ჟურნალისტის მთავარი ატრიბუტი“? „ტატუ“ თუ „სვირინგი“? რამდენად გამართლებულია ომის შიშით გამოწვეული მღელვარება გორსა და ცხინვალში? ამ და სხვა თემებზე გვაქვს საუბარი ყოველკვირეული პროგრამის მორიგ გამოშვებაში, რომელშიც თქვენს შენიშვნებსა და გამოხმაურებებს განვიხილავთ.
ყურადღება!
1 ივნისიდან რადიო თავისუფლების ქართული რედაქციის ვებსაიტზე ფორუმებით სარგებლობისთვის აუცილებელი იქნება რეგისტრაციის გავლა. დღეიდან მოქმედებს პარალელური სისტემა: ფორუმში მონაწილეობა შესაძლებელია როგორც რეგისტრაციით, ისე მის გარეშე. მაგრამ 1 ივნისიდან ფორუმებში მონაწილეობა მხოლოდ რეგისტრირებულ მომხმარებლებს შეეძლებათ.
რეგისტრაციის გასავლელად დააჭირეთ ვებსაიტის ზედა მარჯვენა კუთხეში მოთავსებულ ბმულს „რეგისტრაცია“.