Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

განათლების მინისტრის შვილები


ავტორი: ანა ოთხმეზური

"მზე დაგვიბნელდა ბნელსა ვჭვრეტთ, ღამესა უმთენაროსა" [1]​

(წერილები განათლებაზე და არა მარტო...)

შესავალი

თქვენი აზრით, რამდენი შვილი შეიძლება ჰყავდეს განათლების მინისტრს?! უცნაური შეკითხვაა, მეტი რომ არა ვთქვათ, ფრიად უცნაური, მაგრამ არარიტორიკული…

თურმე მაშინდელი `განათლების მინისტრისთვისაც~ დაუსვამთ ეს შეკითხვა და იმას - ბევრიო, უპასუხია, ასზე მეტიო, მაშინ შეკამათებია ტიმოსთენე – ეს როგორ სოკრატე, სიმართლის მქადაგებლად შეგირაცხავს თავი, ყველამ იცის, რომ სამი შვილი გყავს და ასად როგორ ასაღებო. თუ, ამით იმის თქმა გსურს, რომ შენი სამივევაჟი შენივე მსმენელებივით გიყვარსო?! სოკრატე თითქოს დაბნეულა, მცირე ხნით შეყოყმანებულა, სანამ პასუხს გასცემდა მოსაუბრეს და მერე სახეაჭარხლებულს ხმამაღლა წარმოუთქვამს: – ვინც ჩემი თანამოსაუბრეა და გულწრფელად სურს საკუთარი თავის შეცნობა და კაცთა შორის სიქველის დამკვიდრება, ყველა საკუთარი შვილებივით მიყვარს, ამიტომ სწორედ ისე ვესაუბრები მათ, როგორც ჩემს შვილს ლამპროკლესო. სხვა არც არაფერი უთქვამს, მოუსხამს დაძონძილი ქიტონი და იქაურობას გასცლია.

ჰოდა, თუ სოკრატე მართალია, ჩვენც მასწავლებლები წესით და რიგით განათლების მინისტრის და მისი საგანმანათლებლო მეურვეებისშვილები გამოვდივართ. ასიც ვართ და ათი ათასიც. ჩვენც დღენიადაგ გვმოძღვრავენ და ჭკუას გვარიგებენ ჩვენივე კეთილდღეობისთვის რა თქმა უნდა და რა უფლება გვაქვსვიფიქროთ, რომ ჩვენც ისევეარ ვუყვარვართ კაცთა შორის სიქველისა და განათლებისდღევანდელ მეურვეებს, როგორც სოკრატეს უყვარდა თავის დროზე საკუთარი მსმენელები. განათლების მესვურების ასეთი დამოკიდებულება, ჩვენც ვალდებულს გვხდის საკუთარი შვილებივით გვიყვარდეს მოსწავლეები და წამითაც არ გვავიწყებს, რომ სიყვარული უმთავრესი ადამიანურიფასეულობაა...

ვუდი ალენმა – დღემდე მაჟრჟოლებს და ტანში მზარავს, როცა სიკვდილმისჯილი სოკრატეს ადგილას წარმოვიდგენ თავსო. მეშინია, ძალიან მეშინია, ამ ბრძენი მასწავლებლის აჩრდილიც კი მაკრთობს, არც იმის სურვილი მაქვს მის ტყავში შევძვრე და არც თვითშემეცნების ლაბირინთებში ხეტიალისთვის გავიმეტებ საკუთარ თავსო. აბა საიდან უნდა იცოდესვუდი ალენმა, რომ საქართველოში სამოცი ათასი მასწავლებელი ყოველი სასწავლო წლის დასაწყისში ავსებს თვითშეფასების კითხვარს, მისგან განსხვავებით სულაც არეშინია თვითჩაღრმავების ინტელექტუალური პროცესის და ლაღადაცდანავარდობს აზროვნებისა და განათლების თვალუწვდენელ ტრამალებზე. ისე, კაცმა რომ თქვას, არც ვუდი ალენს აწყენდა საკუთარი შემოქმედების ყოველწლიური რეფლექსია. ნუ ეშინია, ჩამოვიდეს ჩვენთან და შეავსოს თვითშეფასების უნივერსალური კითხვარი, რომელიც თავისი დახვეწილი სტრუქტურის გამო, არა მარტო მას, არამედ ნებისმიერი პროფესიის ადამიანს გაუწევს დახმარებას თვითანალიზის ურთულეს პროცესში,იმიტომ, რომ წარმოდგენილი შეკითხვებიმეტად ღრმა, მასშტაბური და ჩამოწიკწიკებულია.

დიდი ვუდი თვითონაც გაოცებული დარჩება საბოლოო შედეგით, ოღონდ ჩამოვიდეს!ჩამოვიდეს და საათნახევარში გათავისუფლდება მტანჯველი სულიერიკონვულსიებისგან, თვითონაც ვერ მიხვდება, ისე მარტივად და ეფექტიანად დაგეგმავს მომავალი წლის კინოგადაღებებს. ჩამოვიდეს და თვითონვე აღიარებს ქართული საგანმანათლებლი რეფორმის პირველი შედევრის – თვიშეფასების კითხვარისსასწაულთმოქმედ ძალას, რომ არაფერი ვთქვათ მეორე კრეატიული მიგნების –ვიდეოგაკვეთილების მნიშვნელობაზე. ვიდეოგაკვეთილების გადაღებას იმედია თვითონვედაგვიგეგმავს, არ დაგვზარდება და ხელსშეგვაშველებსამ საშვილიშვილო საქმეში...

მასწავლებელი, რომელსაც ბედუკუღმართმა წუთისოფელმა შვილი არ არგუნა, თავის ბუნებრივ, მშობლურ ინსტინქტს მოსწავლეებზე ზრუნვაში ხარჯავს, სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ მეც ერთი იმათგანი ვარ, მაგრამ ეტყობა მაინც ვერ გავაცნობიერე, რომ ჩემს ასაკში ვერავის შვილი ვერ ვიქნები და პატრონი აღარ მჭირდება, დამოუკიდებელი, შემოქმედებითი და თავისუფალი უნდა ვიყო, მაგრამ, რადგან განათლების სამყარო,სკოლა და მასწავლებლობა ჩემი ცხოვრების `თანამდევი სულებია~, ამ ბოლო დროს მუდმივად ისეთი შეგრძნება მაქვს, თითქოს განათლების მინისტრი დედაჩემია, მასწავლებლის სახლის დირექტორი მამაჩემი, თვიშეფასების კითხვარის ავტორები კი ჩემი მხოლოდშობილი დები.ამ უცნაურმა შეგრძნებამ ისე დამტანჯა, რომ გადავწყვიტე ვუდისთვის მომეთხრო ყველაფერი. ბევრი ცდის შემდეგ, როგორღაც მოვახერხე მასთან დაკავშირება და ჰოი საოცრება, მიპასუხა. მისმა მდივანმა მომწერა, მაგრამ ამას რა მნიშვნელობა აქვს. – მომწონს თქვენი იდეა ჩამოვალ საქართველოში, ოღონდ დამიკავშირდეს განათლების რომელიმე მესვეურიო. რაც შეეხება თქვენს აკვიატებას, მარტივად უნდა გათავისუფლდეთ ამ მტანჯველიგანცდისგან. ეს როგორც წესი, დათრგუნული ადამიანის კომპლექსია, რომელსაც არავინ არაფერს ეკითხება, ამიტომ მოითხოვეთ, რომ მესვეურებმაც შეავსონ თვიშეფასების კითხვარი და ყველანი - თქვენი საგანმანათლებლო სამყაროს მზეც, მთვარეც და წვრილ–წვრილი ვარსკვლავებიც თანაბარ პირობებში აღმოჩნდებით, თქვენ ხომ ერთ საქმეს ემსახურებით?! თუ კი კი, ასე მოიქცევით მტანჯველიემოციებისგან ერთბაშად გათავისუფლდებითო. ამოვისუნთქე ამ ჩინებული ადამიანის რჩევის მერე და ვთავაზობ მესვეურებს დიდი ვუდის წინადადებას. მეც მეშველება და უამრავი მასწავლებელის გულსაციმედის სხივი გაათბობს, რადგან ყველანი – მინისტრი, დირექტორი, ექსპერტები, მასწავლებლები, წლის დასაწყისში ერთად შევავსებთ კითხვარებს და შესაბამისად უფრო ობიექტურადაც შევაფასებთ ჩვენი მოღვაწეობის სიავკარგეს. წყნარად, დინჯად შევეცდებით ჩვენი გარჯის რეფლექსიას და იმედია, ძალიან მალე, მოაზროვნე ადამიანებადაც ვიგრძნობთ თავს.

-----------------------------------

[1] უმთენარო – უსაშველო. (ქეგლ)

დაწერეთ კომენტარი

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

გთხოვთ, ტექსტი გამოგზავნეთ Word-ის დოკუმენტის სახით.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

XS
SM
MD
LG