Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რატომ მოდის შეუსაბამობაში წინასაარჩევნო დაპირებები პარტიულ საქმიანობასთან?


ავტორი: ანა ბიძიშვილი

მინდა ვისაუბრო იმ მეტად აქტუალურ საკითზე, რასაც არჩევნები და წინასაარჩევნო დაპირებები ჰქვია. არჩევნები მოახლოვდა და ნელ-ნელა დაიწყო სამზადისი, გამოცოცხლდნენ პოლიტიკოსები , პარტიები , საზოგადოება , ყველა რაღაც ახლის მოლოდინშია.

თვალი გადავავლოთ წარსულს.

ბოლო წლების განმავლობაში,თუ გადავხედავთ , მივხვდებით ,რომ საზოგადოება ,რომელიც აღფრთოვანებული უსმენს ამა თუ იმ საარჩევნო პროგრამას და ხსნას რომელიმე პარტიასა თუ პოლიტიკურ ლიდერში ხედავს ,საბოლოოდ იმედგაცრუებული რჩება და მაინც... მაინც ყოველ ჯერზე ერთი და იგივე მეორდება. წინასაარჩევნო დაპირებები რომელიც ხშირად აღფრთოვანების გამომწვევია , შეუსაბამობაში მოდის რეალობასთან.

რა იწვევს ამ შეუსაბამობას? მარტო არჩევნების მოგება სურთ პარტიებს თუ არის მათ საარჩევნო პროგრამებში ჭეშმარიტების მარცვალი?

მინდა ყურადღება გავამახვილო იმაზე, რომ ჩვენი ქვეყანა დიდი ხნის განმავობაში იმყოფებოდა ინფორმაციულ ვაკუუმში. საბჭოთა მმართველობამ დიდი დაღი დაასვა საქართველოს პოლიტიკური კულტურის განვითარებას და ზოგადად ქვეყნის განვითარებას არა მარტო პოლიტიკურ ჭრილში. ვფიქრობ, ჩამოუყალიბებელი და სუსტი პოლიტიკური კულტურა,სამოქალაქო აქტივობის ნაკლებობა, არეული და ჩამოუყალიბებელი იდეოლოგიები- ეს ის მცირე ჩამონათვალია რაც საბჭოთა კავშირისგან გვერგო და ახლაც საკმაოდ მწვავე პრობლემადდგას თანამედროვე დემოკრატიულ საქართველოში.

რა არის იდეოლოგია?,,იდეოლოგია იდეათა მეტ-ნაკლებად მწყობრი სისტემაა,რომელიც საფუძველს უქმინს ორგანიზებულ პოლიტიკურ ქმედებას,სულერთია რა მიზანს ემსახურებას ის: არსებული სისტემის ან ძალაუფლების შენარჩუნებას,სახეცვლასა თუ დამხობას.ამდენად ყველა იდეოლოგია გვთავაზობს: (ა) არსებული წყობის შეფასებას ჩვეულებრივ, ,,მსოფლმხედველობის“ სახით, (ბ) სასურველი მომავლის მოდელს-,,კარგი საზოგადოების“ ხედვას და (გ) გეგმას,თუ როგორ შეიძლება და უნდა მივიდეთ (ა)-დან (ბ)-მდე“ (ჰეივუდი, ე. (2004). პოლიტიკური იდეოლოგიები. თბილისი: ლოგოს პრესი , გვ.14.)

იდეოლოგიები მეტად მნიშვნელოვანია პოლიტუკური პარტიებისათვის. თუმცაღა ( მე ვფიქრომ რომ) საქართველოში დღეს ძნელია იპოვო პოლიტიკური პარტია, რომელსაც მკვეთრად ჩამოყალიბებული იდეოლოგია აქვს, მიყვება მას და არ იჭრება სხვა პოლიტიკური პარტიის იდეოლოგიაში.

რა არის ამის მიზეზი? ( ალბათ გაგიჩნდებათ კითხვა)

რატომ მოდის ხშირად წინააღმდეგობაში წინასაარჩევნო დაპირებები პარტიულ იდეოლოგიასთან?

მივადექით მთავარს!

საქართველომ საბჭოთა კავშირიდანდამოუკიდებლობა 1991 წლის 9 აპრილს მოიპოვა. მას შემდეგ ქვეყანა ნაბჯ-ნაბიჯ ცდილობს ფეხი აუწყოს და დაადგეს დემოკრატიული განვითარების გზას. პარტიული პლურალიზმი , დემოკრატიული ინსტიტუტების ჩამოყალიბება, საარჩევნო სისტემის განვითარება ... მაგრამ მაინც დაბალია პოლიტიკური კულტურა.არჩევნების წინ გააქტიურებული პოლიტიკური პარტიები და წინასაარჩევნო დაპირებები ამომრჩეველს ,,უტოპიას’’ სთავაზობს ხშირად, საარჩევნო პროგრამებში გაწერილი დაპირებები ,რომლებიცმემარჯვენე და მემარცხენე იდეოლოგიებით არის შეზავებული ისე წააგავს ერთმანეთს რომ ხშირად გაგიჭირდება მიხვდე რომელი პოლიტიკური პარტიის წინასაარჩევნო დაპირებებს უსმენ.ხშირად ამომრჩეველი იმდენად დაბნეულია ამის გამო ,რომ ხმას აძლევს პოლიტიკურ პარტიას არა დაპირებების არამედ რომელიმე პოლიტიკური ლიდერის გამო . ( ვფიქრობ,ძნელია გაამტყუნო , როცა დაპირებები ერთმანეთს ჰგავს ,ქარიზმატული ლიდერი გადამწყვეტ როლს თამაშობს)

პარტიები ივიწყებენ საკუთარ იდეოლოგიებს ( ასეთის არსებობის შემთხვევაში) და ცდილობენ ის სოციალური ფონი თუ პრობლემები რაც საზოგადოებას აწუხებს ერთმანეთში აურიონ და უკან გადადონ საკუთარი იდეოლოგია გამარჯვების სანაცვლოდ. გამარჯვების შემთხვევაში კი არც იდეოლოგია ახსოვს არავის და წინასაარჩევნო დაპირებებიც დავიწყებას მიეცემა ხოლმე.

აი ასე მაგალითად, ,, უფასო და ხელმისაწვდომი ჯანდაცვა , სოფლის აღორძინება, არსებული გადასახადების შემცირება და პენსიების გაზრდა , აშენებული ქარხნები და შემცირებული უმუშევრობის დონე ... მცირე ჩამონათვალი იმ საოცნებო დაპირებებიდან რომელიც საზოგადოებამ აირჩია, მაგრამ რა მოხდა რეალობაში? სახეზე გვაქვს ისევ უმუშევრობის მაღალი დონე, არა შემცირებული არამედ გაზრდილი გადასახადები და სოციალური ფონი ისევ იგივეა.აღმოჩნდა რომ სოციალური რეალობა გამოიყენეს , საზოგადოებაზე მანიპულირება მოახდინეს პარტიებმა და ნარევი იდეოლოგიებითა თუ მომხიბვლელი წინასაარჩევნო დაპირებებით კიდევ ერთხელ გააცურეს ამომრჩეველი.

კარს ახალი არჩევნები მოგვადგა .როგორც უკვე აღვნიშნე, წინასაარჩევნო დაპირებები ახლაც საკმაოდ აქტუალურია: გვთავაზობენ ,,დაცულ ბიზნესს, ეკომომიკური საქმიანობის დეკრიმინალიზაციას“, ,, 50 ლარით გაზრდილი პენსია ჩინოვნიკების ფუფუნების ნაცვლად’’,ქვეყნის კრიზისიდან გამოყვანის კონკრეტულ გეგმებს, მაგრამ კითხვებს არავინ არ სვამს თუ როგორ უნდა განვახორციელოთ ეს დაპირებები რეალობაში, რომ ისევ აუსრულებელი ოცნებები არ შეგვრჩეს ხელთ. რა თმა უნდა რთულია ერთდროულად განახორციელო ყველაფერი მაგრამ პარტიებმა უნდა გაითვალისწინონ რომ მხოლოდ გამარჯვება არ არის მთავარი და მნიშნელოვანია მათ მიერ გაწერილი დაპირებების რეალური განხორციელება. მარტო თანამდებობები არ კმარა!საჭიროა კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა, ზღვარის გავლება რეალურ და არრეალურ დაპირებას შორის და ერთ-ერთი პარტიის სლოგანიც რომ გამოვიყენოთ ,,საქმე ლაპარაკის ნაცვლად“!

საბოლოოდკითხვაზე თუ რატომ მოდის ხშირად წინააღმდეგობაში წინასაარჩევნო პროგრამებიპარტიუ დაპირებებთანდა რატომ არ გვაქვს სახეზე რალური შედეგები პასუხი მაქვს შემდეგი : ამის მთავარი მიზეზი არის პოლიტიკური კულტურის დაბალი დონე და პარტიების ურთერთგადამკვეთი უტოპიური დაპირებები , რომლებიც ხშირად არსებული სოციალური ფონიდან გამომდინარეობს და ძირითადად მასების გულის მოგებას ემსახურება, მაგრამ მაინც... იმედს ვიტოვებ რომ დემოკრატიული განვითარების ფონზე პარტიები და ამომრჩევლიც გაანალიზებს და სწორად გადაანაწილებს პრიორიტეტებს.

დაწერეთ კომენტარი

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

გთხოვთ, ტექსტი გამოგზავნეთ Word-ის დოკუმენტის სახით.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

XS
SM
MD
LG