ორშაბათი, 20 მაისი, 2013 თბილისის დრო 05:36

რუბრიკები / ინტერაქტიული დიალოგი

თამარ ჩერგოლეიშვილი: ”წინასაარჩევნო პერიოდში სამოქალაქო დაპირისპირების საფრთხეს ვერ ვხედავ”

x

მულტიმედია

აუდიო
  • თამარ ჩერგოლეიშვილი: ”წინასაარჩევნო პერიოდში სამოქალაქო დაპირისპირების საფრთხეს ვერ ვხედავ”

ტექსტის ზომა - +
ავტორი ია ანთაძე
დღეს „ინტერაქტიული დიალოგის“ სტუმარია ჟურნალ „ტაბულას“ მთავარი რედაქტორი თამარ ჩერგოლეიშვილი. იგი საუბრობს თემაზე: „წინასაარჩევნო პროცესის საფრთხეები". ორშაბათობით სტუმრისთვის შეკითხვის დასმის საშუალება აქვს ყველას, ვინც თავის შეკითხვას ტექსტური შეტყობინებით წინასწარ გამოგზავნის ნომერზე 15 - 10, ან მოგვწერს რადიოს ვებსაიტზე: www.radiotavisupleba.ge

თამარ ჩერგოლეიშვილი: ”წინასაარჩევნო პერიოდში სამოქალაქო დაპირისპირების საფრთხეს ვერ ვხედავ”
Loading
12:00:00 / -:--:--


ყურადღება!
1 ივნისიდან რადიო თავისუფლების ქართული რედაქციის ვებსაიტზე ფორუმებით სარგებლობისთვის აუცილებელი იქნება რეგისტრაციის გავლა. დღეიდან მოქმედებს პარალელური სისტემა: ფორუმში მონაწილეობა შესაძლებელია როგორც რეგისტრაციით, ისე მის გარეშე. მაგრამ 1 ივნისიდან ფორუმებში მონაწილეობა მხოლოდ რეგისტრირებულ მომხმარებლებს შეეძლებათ.

რეგისტრაციის გასავლელად დააჭირეთ ვებსაიტის ზედა მარჯვენა კუთხეში მოთავსებულ ბმულს „რეგისტრაცია“.
ეს ფორუმი დაიხურა
კომენტარების რიგი
კომენტარები
     
ავტორი: ანონიმი
10.09.2012 09:16
უცებ არ შერცხვეს და გაწითლდეს ამ კომენტარების წამკითხავი თამარა. მშვენივრად იცის, აქ რა წერია!
სხვა ვებგვერდებთან შედარებით, ეს კომენტარები საქებარი სიტყვებია.
სანამ მიშა პარპაშებს, ჩერგოლეიშვილი ჩირგვში ზის და მერე წამოახტუნებენ და პასუხსაც მოსთხოვენ. ძალიან კი ნერვიულობს.

ავტორი: ანონიმი
08.09.2012 16:51
ავტორი: ხათუნა საიდან გვწერთ: იტალია
05.09.2012 13:40

მართალი ხარ!
____________________
ჩერგოლეიშვილს რომ მოიწვევთ მომავალში, შეეკითხეთ, რა აზრის არის ბუნების კანონებზე და საერთოდ თუ არის ის მათით კმაყოფილი? ძალიან საინტერესოა რას იტყვის!

ავტორი: ხათუნა საიდან გვწერთ: იტალია
05.09.2012 13:40
ჩემი აზრით ამ სუბიექტის გაპიარება და ცნობად სახედ ქცევა მისი კოლეგების ბრალია
გულწრფელად მაინტერესებს რატომ იწვევენ მართლა აინტერესებთ მისი აზრი თუ -იმის გამო რომ ის ბოკერიას აზრების გამხმოვანებელია
მისი ერთი სტატიაც ვერ ვიპოვე ნორმალური-თან რა ნერვიული ტიპია
შეიბრალეთ გოგო-ჩვენც დაგვიზოგეთ ნერვები
განსაკუთრებით საინტერესონი არიან ის და კვესიტაძე ერთად სტუმრის და გადაცემის ავტორის რანგში :) :) :)

ავტორი: ანონიმი
30.08.2012 22:27
ავტორი: giorgi საიდან გვწერთ: Germany
28.08.2012 20:13
ჩემო გიორგი, სადაც ჩერგოლეიშვილს მოიწვევენ, სხვანაირად საუბარი არცაა საჭირო. სამაგიეროდ მიშისტებს მოგეცათ "ბორისზე" ლაპარაკის საშუალება. მიშას თუ კიდევ გაცამტვერება ჭირდება?! დებატებზე ფხიზელი მოიყვანეთ. ეს საქმე იქნებ თამარას გადააბაროთ.
სადაც კავეენშიკი ნასარიძის, ჭანტურიას, მშველიძის და "კამანდის" კიდვ სხვა წევრების დასაცავი გახდებით, ძალიან კარგად უნდა გქონდეთ საქმე!
ჰო, კიდევ გერმანე გყვთ მაგარი დამცველი ;)

ავტორი: giorgi საიდან გვწერთ: Germany
28.08.2012 20:13
უკვე ოცდაათს აცდა კომენტარების რაოდენობა და ვერცერთმა ბორისისტმა ვერ მოახერხა რამე ეთქვა დისკუსიის საგანზე..... მაშინ როცა კოალიციის მეთაურმა სამიათასგვერდიანი წინასაარჩევნო პროგრამა შეიმუშავა, ყველა პოლიტიკური საკითხი უკანასკნელ დეტალებამდე ამოწურა და იმდენად unchallenged არის, რომ ფსიქოანალიზზე და პედაგოგიკის საკითხებზე მუშაობით კლავს დროს, სანამ შემდეგი გასაცამტვერებელი ოპონენტი არ გამოიწვევს დებატებში.

მოკლედ არ იმსახურებს ჩვენი ბორისი ასეთ ამომრჩეველს...

ავტორი: ანონიმი
27.08.2012 22:21
ქალი ამბობს ზაგრამანიცურად "თამარა" ვარო, "თამარს" რატომ ეძახით?

ავტორი: ანონიმი
27.08.2012 09:53
თამარა ჩვენი "მოდეიკონეა". რა პრიჩოსკები აქვს!! აქაც ეტყობა, რომ პირდაპირ პარიხმახერისგან მოდის.
იმედი მქონდა, რომ ამ ორშაბათ დღეს აღარ ვნახავდი ამ ფოტოს. საღამოს მაიც აღარ იქნება.

ავტორი: უიშვილი საიდან გვწერთ: გოგიეთიდან
27.08.2012 09:46
მადლობა ჩერგოლეიშვილის მოწვევის ინიციატორს-მხოლოდ აქ გვეძლევა საშუალება შევაფასოთ მისი საქმიანობა და პოზიცია, მისი "ტაბულა ჯი"-ტენდენციურობის, არაობიექტურობისა, "თვალებში ნაცრის შემყრელი" მედია საშუალება...სადაც საკონტაქტო "შეღწევა" შეუძლებელია-ლამის თითების ანაბეჭდებს ითხოვენ...თუ საშუალო დონის ფსიქიატრს აჩვენებთ ამ ქალბატონის ინტერვიუებსა და გამოსვლებს -დასკვნა (დიაგნოზი) ასეთი იქნება: ნევრასტენიკი, აფექტური, უინტელექტო, არაპროფესიონალი... პერსონა, რომელიც მისივე მეუღლის პოლიტიკური ასპარეზიდან წავლისთანავე თავისივე ჟურნალთან ერთად შარშანდელი თოვლივით გაქრება! ძალიან გთხოვთ მოიწვიოთ დანარჩენი ოდიოზებიც-თუთბერიძე, ქეთა გაბიანი, პრესა ჯის "კორესპონდენტები", რათა მათ ჩაიხედონ რადიო თავისუფლების სარკეში, დაინახონ საკუთარი თავი, სწორად შეაფასონ საკუთარი ნამოქმედარი-ამ თვალსაზრისით რადიო "თავისუფლების" როლი შეუფასებელია...

ავტორი: ანონიმი
26.08.2012 15:12
"მსმენელი ასეთ შემთხვევაში გრძნობს რესპონდენტისგან (თუნდაც გაუაზრებელს) თავიდანვე მსმენელზე მაღლა დააყენოს საკუთარი თავი. "

გრძნობს ამ მცდელობებს, რაც კარიკატურულად გამოიყურება. მაგრამ ამას არასოდეს არ დაიჯერებს ქალბატონნი რესპონდენტი.

ავტორი: ხშირი საიდან გვწერთ: თბილისი
26.08.2012 08:18
პირველი და მთავარი: რესპონდენტი უაღრესად დაძაბულია.
არაა გასაკვირი მისი შენიშვნა წამყვანთან - "თქვენ ანნა დოლიძეს არ აწყვეტინებდით და ნურც მე გამაწყვეტინებთ საუბარსო".
ეს -სისუსტის მაჩვენებელია.
.
მეორე: რესპონდენტი ჩქარა (როგორც საქართველოი იტყვიან -"სხაპა-სხუპით") საუბრობს.
ეს თავდაჯერებულობის ნაკლებობის მაჩვენებელია.
.
მესამე: წამყვანის კითხვაზე პასუხისას რესპონდენტი ხმას უწევს. ესეც თავდაჯერებულობის ნაკლებობაზე მიუთითებს. .
.
ნაკლებადმნიშვნელოვანი, თუმცა კიდევ ერთი შენიშვნა: რესპონდენტი ხმარობს ქართულისთვის ჯერ კიდევ უცხო, მსმენელისათვის ჯერ გაუთავისებელ სიტყვებს (თუნდაც სიტყვას "მეინსტრიმ"), რომელიც ჯერ კიდევ ახსნას ითხოვს ჩვენი მსმენელის (საფიქრებელია) ნახევარისთვის მაინც. ზოგადად, საკუთარი აზრების გამოთქმისას უცხო სიტყვების (თუნდაც უკვე ნეოლოგიზმების) გამოყენება (მეტადრე ასეთ მოკლეხნიან საუბარეში) მანიშნებელია რესპონდენტის უუნარობისა სათქმელად გამიზნული მცნება საკუთარი სიტყვებით გაახმოვანოს და არა უცხო სიტყვით.
.
კიდევ ორი არააკადემიური შენიშვნა (რომელსაც თავს ნებას მივცემ).
პირველი - ქ-ნი თამარ ბოლო ხნის განმავლობაში უკვე ცდილობს მუდმივად შეახსენოს მსმენელს, რომ ის საქართველოს ფარგლებს გარეთ, საერთაშორისო ორგანიზაციაში მუშაობდა (რაც ჩემთვის, როგორც მსმენელისათცვის მის შეფასებისას უფრო დადებითად მოქმედებს, ვიდრე უარყოფითად).
თუმცა, სავარაუდოდ, ამგვარი ღვაწლის (რირსების, თუნდაც) ხშირმა ხაზგასმამ შესაძლოა მსმენელის უფრო მეტად დაშორება (დისტანცირებას ვგულისხმობ) გამოიწვიოს რესპონდენტის მიმართ, (თუ ამას მიემატება გახშირება უცხო სიტყვების ხმარებისა). მსმენელი ასეთ შემთხვევაში გრძნობს რესპონდენტისგან (თუნდაც გაუაზრებელს) თავიდანვე მსმენელზე მაღლა დააყენოს საკუთარი თავი. ამგვარი რამ კი მსმენელს რესპონდენტის მიმართ უფრო უარყოფითად განაწყობს, ვიდრე დადებითად.
.
მეორე არააკადემიური შენიშვნა: ევროპაში, აღმოსავლეთიდან დასავლეთში და სამხრეთიდან ჩრდილოეთში ყოველწამს მოძრავ სატვირთო მანქანების მძღოლების უდიდეს უმრავლესობას საშუალოდ 5 ან 6 ენაზე შეუძლია თავისი აზრის გამოთქმა. თამამად შეიძლება ითქვას, რომ ევროპელი მძიმე სატვირთო მანქანის ყოველი მძღოლი (თუნდაც უმაღლესი ან საშუალო განათლების გარეშე) მრავალ ხენაზეა მოსაუბრე (5 და ან 6 უკვე "მრავალია).
5 ან 6 ევროპიულ ენაზე საკუთარი აზრის გამოთქმის უნარი მისასალმებელია უარრესად, ამასთან, ევროპის ქვეყნებში თავისთავად (ამას ხაზს ვუსვავ) არაა სხვა არაფრის მაჩვენებელი გარდა გაძლიერებული კონტაქტის უნარისა. საქართველოში უცხო ენების თავისუფლად ფლობის უნარი ჯერ კიდევ წარმატებულობის მაჩვენებელია.
.
ამრიგად, ვისაც საკუთარ თანამემამულესთან თანააზრობა, თანაზიარობა სურს (და არა მისგან გამიჯვნა (თუნდაც თავისდა-უნებურად)- მისთვის, ვფიქრობ, სასურველია უცხოენოვან სიტყვებზე, სხვაპა-სხუპით საუბარზე და წამყვანებისგან დასმულ (თუნდაც გამომწვევ) კითხვებზე ხმის აწევა სასურველი არაა. მსმენელი ამგვარ ქმედებას სისუსტედ აღიქვავს და მართალიც იქნება ამააში. დაბალ ხმაზე, დადინჯებული, უცხო სიტყვებით დაუტვირთავ საუბარს ბევრად მეტი ძალა აქვს.
.
დაბოლოს, წარმატებებს გისურვებ, ქალბატონო თამარ, თქვენს იმ გულწრფელ წამოწყებებში, რომლებიც ჩვენი ქვეყნის საკეთილდღეოდაა გამიზნული.

ავტორი: ანონიმი
26.08.2012 03:31
ავტორი: ცნობისმოყვარე
26.08.2012 02:02

გეთანხმებით! ქვის სროლა მაინც არ გაუგია? ცემა-ტყეპა? დაჭერები? სამსახურიდან გაშვებები? ეს ყბადაღებული ყადაღები? ჯარიმები? ინკასო? აუქციონებზე გატანილი ქონება? მოსმენები? დასმენები? ალისტრახოები?ვინ მოთვლის კიდევ რამდენი. მუმიები? ჯოჯოხეთიდან ამომძვრალები? არაფერი როგორ არ გაუგია ამ ქალს?!თუ არაფერი არ იცოდა, რას მოდიოდა?
სულხან-საბა ჯობია არ უხსენოთ. ევროსაბჭოზე ელაპარაკეთ.

მარტო სიტყვით დაკოდილი კი არა, დუბინკებით ნაცემი, თავგატეხილი, დასისხლიანებული და მკვდრები გვინახავს.
ნაციონალების ენას ძვალი არ აქვს, არა! ეს ანდაზე სულხან-საბასი არ უნდა იყოს. :))))))))))

ავტორი: ცნობისმოყვარე
26.08.2012 02:02
ამ ქალბატონის აზრით ერთი და იგივე ქვეყნის მოქალაქეების მიერ 24 საათის მანძილზე ერთმანეთის დაუღალავად ლანძღვა და თრევა სამოქალაქო დაპირისპირება არაა?არ გაუგია გრანტების მიმცემ-დამრიგებლებში პოპულარული ცნება ვერბალური ანუ სიტყვიერი აგრესია? სულხან საბას არაკი სიტყვით დაკოდილის შესახებ რომ არ ახსოვს არაფერი. სულხან საბა ბნელი მღვდელი და ბერი იყო,მაგრამ გრანტების მიმცემ-დამრიგებლების ცოდნის აბუჩად აგდება ცუდია.

ავტორი: ანონიმი
25.08.2012 10:42
ამ უტიფარი დემაგოგის მოწვევა რა საჭირო იყო. მაგას არც არასდროს მოვუსმენ.

ავტორი: ანონიმი
24.08.2012 15:26
ავტორი: ანონიმი
24.08.2012 14:05
დებატებში მიშას ფერიების მოწვევის წინააღმდეგი არ ვარ. კარგად ასახელებენ თავიანთ იდეოლეოგებს, როგორც ამას NATIA აკეთებს: თუთბერიძე - ლევან რამიშვილს, ჩერგოლეიშვილი-ბოკერიასი - გიგას, ქეთა გაბიანი საერთოდ ადამიანის მოდგმას.
ტყლაპი გინდოდეთ. კარგია ჯანმრთელობისთვის. ტყლუპს ერიდეთ.

ავტორი: ანონიმი
24.08.2012 14:05
თუთბერიძე კიდევ კარგი ვარიანტია. ეგ უფრო აქეთაა, ვიდრე სამყაროს დასასრულის ბოლო კარები. არა, ისე მაინც როგორი შარმით გაგვაცილებენ ეს 2 დარჩენილი ფერია სამყაროს გარე სამყაროში?! ერთი მაესტროს ტრიალა სკამზე იჯდება და ქუსლებიან ფეხსაცმლიან ფეხს ხშირად გასჭიმავს ხოლმე, მეორე კი მოდუნებული დუდღუნით დაგვლოცავს. ჩვენ კი ტყლაპ, ტყლუპ, ტყალპ, ტყლუპ, ჩავცვივდებით "ყველაფრის გარე სამყაროში", რომელსაც ფერიების ენაზე მოდერნულობა ჰქვია.

ავტორი: ანონიმი
24.08.2012 05:23
თამარ ჩერგოლეიშვილის მერე შემდეგი გაჩერებაა ქეთა გაბიანი. ქეთა გაბიანის შემდეგ - თეა თუთბერიძე და მის შემდეგ სამყაროს დასასრულია.
ნუ მივუახლივდებით სამყაროს დასასრულს. გადავარჩინოთ ის.

ავტორი: თააკოო საიდან გვწერთ: სილამაზის სალონიდან
24.08.2012 01:12
ქალბატონო თამარ, თქვენ მთავრობის წარმომადგენლებს პირადად იცნობთ და პირველ რიგში, პრეზიდენტმა როგორი შთაბეჭდილება დატოვა თქვენზე. როგორია მიშა? აა? რას გვეტყოდით მასზე როგორც პიროვნებაზე? როგორც პრეზიდენტი ძალიან შთამბეჭდავია.

ავტორი: ანონიმი
24.08.2012 00:04
ავტორი: ანონიმი 22.08.2012 19:25
ზუსტად! :)))))

ავტორი: ანონიმი
23.08.2012 17:29
ჩერგოლეიშვილი საფრთხეს ვერ ხედავს და მისი ქმარი არჩევნებს რომ გააყალბებს ისევ ვკითხოთ, დაინახა თუ არა. ცინიკოსი!!!!!!!

ავტორი: სარჩიმელია საიდან გვწერთ: დარჩელიდან
23.08.2012 09:23
ავტორი: giorgi
22.08.2012 18:44-მეგობრული რჩევა:ტაბულა.ჯის საიტზე შეგიძლია გამოთქვა შენი "აზრი"...იქ კონტროლის ისეთი სისტემაა, ალტერნატიულ აზრს არ აჭაჭანებენ, იქ ჩერგოლეიშვილი "გრემიტ-ობს," მასვე, იქვე ჰყავს "მიუკერძოებელი" ისეთი "ექსპერტები", როგორიცაა "ეკზიტპოლების"დიდოსტატი გია ნოდია, "დიდი პოლიტოლოგი"და "მიუკერძოებელი" ჩოლოყაშვილი,"ჟურნალისტი", "პუბლიცისტი" და პიკის ტელეპროპაგანდისტი თავხელიძე, იქვეა ბენდუქიძე...ასე რომ საკამათო არაფერი გექნება და იქნებით "მხიარულად"! შეგვეშით: რადიო თავისუფლება თავისუფალი აზრის რადიოა და ამით ყველაფერია ნათქვამი...ბოლშევიკურად მოაზროვნენი მას ვერ შეეგუებით, გაგიჭირდებათ, მაღალი დონეა. სხვა გზა მონახეთ...პრესა.ჯი და მგავსი პარტაქტიული საიტები....

ავტორი: ფანი საიდან გვწერთ: საჩხერის ფანკლუბიდან
23.08.2012 05:19
ავტორი: giorgi
22.08.2012 18:44 @ mako

ზედმეტს ნუ მოვთხოვთ ახლა ქ-ნ თამარს. მეუფე იობისა და კახა კალაძის რაფინირებულ ინტელექტუალიზმს ვერ შეედრება რა თქმა უნდა და ვერც საჩხერის რაიონში სახელგანთქმულ ორატორს, ბორის ივანიშვილს, აჯობებს მჭევრმეტყველებაში რაც არ უნდა სწრაფად ლაპარაკობდეს
------------------------------------------------
ო, გიორგი, რას ამბობთ , რას?! მინდა მოგმართოთ ჩემი ფანკლუბელების სახელით საჩხერიდან.
ქ-ნ თამარი არის ბუნების სრულქმნილება! თვით გრაცია! vita activa-სა და vita contemplativa-ს უნიკალური სინთეზი! ის ითავსებს საკუთარ თავში მართასაც და მარიამსაც - ჩვენი თამარა!
"ვუნათებ რა სხვებს, თვით ვიწვი." ალბათ ეს არის მისი ცხოვრების კრედო!
ქალბატონი თამარი არის ძველი სიბრძნის გაცხადება: "იყავით ისეთი ბრძენნი, როგორც გველებია."
ის ვერ იქნება მიკერძოებული. მართალია თამარის მეუღლე გიგა ბოკერიაა, მაგრამ ჭეშმარიტება უფროა მისი მუღლე.

ავტორი: daviti საიდან გვწერთ: upatrono qveyana
23.08.2012 01:51
უპრიანი იქნებოდა საერთოდ არ მოგეწვიათ ეს ქალბატონი. არ ყოფილა შემთხვევა მას დასმული კითხვისთვის გაეცა პასუხი, მუდამ გადაუხვევს ხოლმე და მიყვება ტრადიციულად დემაგოგიას...რომ პატიჟებთ და ეკითხებით მიტომაცაა ეგრე დიდ გულზე და ყველას ჭკუას გვარიგებს.და მაგის ჟურნალს ეგრე რო არ არიგებდნენ, ვინმე იყიდდა?! ჩვულებრივი რუპორია ნაციონალების,.ისეთივე როგორც ჟურნალისტი თავხელიძე და ჟურნალისტი პაიჭაძე

ავტორი: ანონიმი
22.08.2012 19:25
@ giorgi
არაფერს არ ვთხოვთ ჩერგოლეიშვილს გარდა ერთისა: თავი დაგვანებოს. არაფერი არ გვინდა მისგან.

ავტორი: giorgi
22.08.2012 18:44
@ mako

ზედმეტს ნუ მოვთხოვთ ახლა ქ-ნ თამარს. მეუფე იობისა და კახა კალაძის რაფინირებულ ინტელექტუალიზმს ვერ შეედრება რა თქმა უნდა და ვერც საჩხერის რაიონში სახელგანთქმულ ორატორს, ბორის ივანიშვილს, აჯობებს მჭევრმეტყველებაში რაც არ უნდა სწრაფად ლაპარაკობდეს.

ავტორი: ანონიმი
22.08.2012 18:24
ავტორი: giorgi
22.08.2012 17:45
:)))))))) მიშას ზონდერი რომ იკითხავს, კანონი თუ დავარღვიეთო, მაგარია! :)))))

ავტორი: ჟურნალისტი საიდან გვწერთ: აბსურდისტანი
22.08.2012 18:21
თამარ ჩერგოლეიშვილის სტუმრობისას ეკა კვესიტაძემ თქვა თავის გადაცემაში "აქცენტები", რომ პრეზიდენტი ბოლო პრერიოდში არ შეხვედრია ჟურნალისტებს, მას მწვავე კითხვებზე არ გაუცია პასუხი და ის ამისთვის მზად არც არის. თამარმა ეს დაჟინებით გააპროტესტა და ამტკიცებდა, რომ პრეზიდენტი ასეთი სულაც არ არის. ნახეთ "აქცენტბი" 03.06.2012, 55-ე წუთზე:
www.1tv.ge/video/13418
თამარის შუბლს არც ერთი ძარღვი არ შერჩენია. მაგას ნამუსი და სინდისი რომ აქვს თავსიუფული იმიტომ თუ მოიწვიეთ რადიო თავისუფლების ეთერში, არ ვიცი და ისე, ეგ რა მოსაწვევი იყო აქ?

ავტორი: giorgi
22.08.2012 17:45
@ გარემარბი

შენი კომენტარიც არ ეხება გადაცემის თემას.

1. ეგ რა შუაშია ქსენოფობიასთან? ოპოზიციისათვის უწმინდურის დაძახება ქსენოფობიაა?

2. "ტაბულა" უფასოდ კი არ რიგდება, არამედ მოყვება ტვ-პაკეტს, რომელიც უფასო არ არის.

3. სახელმწიფომ რატომ უნდა მიხედოს? კანონი დაარღვია ვინმემ?

ავტორი: mako საიდან გვწერთ: germania
22.08.2012 17:18
ჟურნალისტი ლაპარაკობდა თუ პარტიის აქტივისტი?! ან ვინ მიაწერა ამ ქალბატონს განათლებულისა და ინტელექტუალის მარკა?! შეუსვენებლად ლაპარაკია ინტელექტის საზომი? ყოველთვის ახერხებს, დასმული შეკითხვიდან ყურადღება თავისთვის საინტერესო თემაზე გადაიტანოს და იმაზე გაილექსოს. ამას კი რატომღაც ჭკვიანობაში ჩამოართმევენ.
და საერთოდაც ეს მითები, ერთ-ერთი ყველაზე ჭკვიანი ქალბატონი და ბლა-ბლა-ბლა, მისი მეუღლის მითისა არ იყოს. "ავი კაცი რამოდენადაც მეცნიერია და დიდად სწავლული, იმოდენად უფრო ძლიერ საშიშარია, უფრო დიდად მავნებელია" - ილია ჭავჭავაძე "პედაგოგიის საფუძვლები". აქ "მეცნიერი" წიგნწაკითხულს ნიშნავს და არა მეცნიერს (განმარტებისთვის). ერთ დღესაც ცხოვრება დაანახებს, რომ არც ისეთი ჭკვიანია და მტკივნეული იქნება დანარცხება. ასე რომ, ისევ მისი ჯანმრთელობისთვის, შევეშვათ მითებს.

ავტორი: სეთური საიდან გვწერთ: თაბაგრებიდან
22.08.2012 09:21
ავტორი: giorgi საიდან გვწერთ: Germany
21.08.2012 18:13 -არ შეიძლება საუბარი ღვინის მაღალხარისხიანობაზე , რომელიც ჩასხმულია მთხლესთან ერთად დანაგვიანებულ ჭურჭელში...ჩორგოლეიშვილის ნათქვამს ისევე შეიძლება ენდო, როგორც მიშასა და მის გუნდს...

ავტორი: ანონიმშიკი
22.08.2012 01:17
რა ყველგან ეს გოგო გვარიგებს ჭკუას? (მე რომ ევროსაბჭოში ვმუშაობდი... )

ავტორი: მაღალიუხვიდაბალი საიდან გვწერთ: მიშკეკ
22.08.2012 00:38
@ მიშისტ ნაცმაცუნებს!
თამარა ჩერგოლეიშვილმა ისე მოაბეზრა ხალხს თავი თავისი უსირცხვილო დემაგოგიით, რომ მისი საუბარი აღარავის აინტერესებს. თუ საერთოდ არ დავინახავთ, ძალიან კარგი იქნება. გიგა ბოლერიას დიდი ხანია უკვე არიდებენ კამერებს. მალე აღარაფერი გაგვეგოს ამ წყვილისგან.

ავტორი: გარემარბი საიდან გვწერთ: აშშ-დან
22.08.2012 00:05
იმ კითხვების საქმე როგორ იქნება, რომლის დასმაც ინტერვიუში ვერ მოესწრო?

1. რაკი ყველაზე დიდ საფრთხეს ის ოპოზიციის ქსენოფობიურ რიტორიკაში ხედავს და ვინც მას არ ეთანხმება ,,ელემენტარული ანალიზის" უნარს უწუნებს, იქნებ თავად გაგვიანალიზოს რასთან გვაქვს საქმე, როცა პრეზიდენტი ოპოზიციას და მის მომხრეებს უწმინდურებს უწოდებს.

2. ტაბულას რედაქტორს რამე დისკომფორტს ხომ არ უქმნის ის ფაქტი, რომ მაესტროს განვადებით შეთავაზებული ანტენების კონფისკაციის ფონზე მისი პროსახელისუფლებო ჟურნალის უფასოდ დარიგებაზე არავითარი რეაქცია არ ყოფილა?

3. რას ფიქრობს ჟურნალის რედაქტორი სუროგატი საინფორმაციო სააგენტოების და სხვა ისეთი ორგანიზაციების შესახებ, რომლებიც მხოლოდ იმისთვის იქმნებიან, რომ სხვა მედიაორგანიზაციების მუშაობას ხელი შეუშალონ? მსგავს პრობლემებს სახელმწიფომ უნდა მიხედოს, თუ ,,ბაზარი თავად დაარეგულირებს ყველაფერს"?

ავტორი: giorgi საიდან გვწერთ: Germany
21.08.2012 18:13
@ ბორისისტები

კრიტიკა თუ შეიძლება დისკუსიის თემაზე გამოთქვით და არა ad hominem.

ავტორი: უიშვილი საიდან გვწერთ: გოგიეთიდან
21.08.2012 16:57
მსგავს დემაგოგს, ტენდენციურსა და არაობიექტურ ჟურნალს დედამიწის ზურგზე ვერ იპოვნით, ისევე როგორც მის რედაქტორს (მეუღლითურთ) პერსონალი ხომ მთლიანად "მეფსკერეები"არიან:ნოდია, არჩევნების (ეკზიტპოლების) გამყალბებელი, გვარის შემარცხვენელი ჩოლოყაშვილი, და ქოსატყუილობისა და დემაგოგიის "გვირგვინი" თავხელიძე...და რუსეთში, პუტინთან ნაშოვნი ფულებით (და მაინც პატრიოტი) ბენდუქიძე ...მათი ტენდენციურობა და დემაგოგობა სკკპ ცენტრალური კომიტეტის ორგანოს "Правда"-ს ჟურნალისტებსაც კი შეშურდებოდათ....ეს ქალბატონი და კიდევ არის ერთი ფსკერიდან -გაბიანი, "ერის მოძღვრებად" და "ექსპერტებად"გვევლინებიან.... ...

ავტორი: ანონიმი
21.08.2012 14:02
მსოფლიო რანგის დემოკრატი კინორეჟისორი ლანა ლევანოვნა ღოღობერიძევა საბჭოთა ზარბაზნით საქართველოს დემოკრატიზაციის მოსამზადებელ პერიოდში მსოფლიოს ტელევიზიებს უმტკიცებდა მშვიდობის მტრედი ვარ გორბაჩოვის მომხრეო. გორბაჩოვის მომხრეობა დადასტურდა და მისი მშვიდობის მტრედობის ამბის გარკვევა ჩაგრანტულ-მიგრანტული ექსპერტებისთვის მიმინდვია.

ავტორი: kudabzika საიდან გვწერთ: kudabzikeTidan
21.08.2012 10:39
თამარ ჩერგოლეიშვილის ეს მცირე დიალოგი კიდევ ერთი დადასტურებაა იმ მიმართულებისა, რომელსაც ახორციელებს მისი "სათაყვანებელი" პარტია და მოძრაობაა და რასაც დემაგოგია ჰქვია. იშვიათი ნიჭი, მთავარიდან არამთავარზე გადაიტანოს ყურადღება, წარმოაჩინოს საკუთარი მოსაზრება უმაღლეს ჭეშმარიტებად, არ მოუსმინოს სხვის აზრს, ყველაფრით ამტკიცოს, რომ ჩვენ (ჩვენ, "ნაცმოძელები" და მისი მხარდამჭერები) ყველაფერში მაგრები ვართ, - აი ეს დავინახე მე მის საუბარში. მართალი გითხრათ, ერთი მხრივ მიხარია (ეგოისტურად), თუ მმართველ პარტიას იმაზე მეტი არგუმენტი არ აქვს თავისი არსებობის გასამართლებლად და მეტოქის დასაპირისპირებლად, რაც, ამ, მის გარემოცვაში ბრძენ და ჭკვიან ქალბატონად მიღებულ, ყოველ შემთხვევაში ასეთი შთაბეჭდილება იქმნება, ჟურნალისტს აქვს, ვერ ყოფილა მათი საქმე კარგად. რა აქცენტებს აკეთებთ, ქალბატონო თამარ? რა ქსენოფობიური განცხადებები და თუ არის ასეთი განცხადებები, არა მხოლოდ დღეს, უკვე დიდი ხანია, ვისგან მოდის, პირველ რიგში? რაღაც არ მახსენდება, რომელი სამოქალაქო დაპირისპირება დაიწყო ამგვარი განცხადებებით? და თუ ვინმეს სუსტი წერტილია სხვა ხალხების მიმართ დამოკიდებულება, იქნებ კარგად გაიხსენოთ, ვისი? თუ ეთნიკური წარმომავლობით განსხვავებულთა მიმართ კეთილგანწყობას დავაბრალოთ, მათთვის მიწებისა და ქვეყნის ქონებით თანდათან გადაცემა. უამრავ ფიქრს აღძრავს თქვენი საუბარი, მაგრამ ერთს აუცილებლად ვიტყვი: როგორ არის ნაცმოძრაობა მომავალზე ორიენტირებული თავისი კანდიდატებით? ერთი ახალი სახე დამისახელეთ? არც არის ამის მცდელობა. ისევ ის მორჩილი უმრავლესობა უნდათ, საკუთარი აზრი რომ არ გააჩნიათ. იმასაც არ ცდილობენ, რომ რაიონებში სამარცხვინო გამგებლები მაინც არ დაასახელონ კანდიდატებად, ისინი, ვისაც არაფერი გაუკეთებია და, ცალკეული გამონაკლისის გარდა, მთელი საქართველო მკვდარ ზონადაა გამოცხადებული თითქოს (თბილისის, ბათუმისა და ქუთაისის, თუნდაც ახალციხის ცალკეული უბნების რეაბილიტაცია ამას ვერ უშველის). ძვირფასო ქალბატონო, ნუ დაიბრმავებთ თვალს, ქვეყანაში ძალიან საშიში მდგომარეობაა. მართალი ბრძანდებით, არა ოპოზიციის მხრიდან, არამედ მთავრობის მიზეზით. ევროპა და მსოფლიომოვლილი ქალი ბრძანდებით და ჩემგან არ გესწავლებათ წინასაარჩევნო კულტურა. ვისი წამოწყებულია ქვების სროლა ქართულ რეალობაში? სად, რომელ ქვეყანაში (ცივილიზებულ სამყაროში) ხდება ის, რაც ჩვენთან. ინფორმაციაა მისაწვდომიო, ბრძანებთ, ვისი დამსახურებაა, იქნებ თქვენი და თქვენისთანა ჟურნალისტების. რა ბრძოლა გახდა საჭირო ამისათვის და კარგად მოგეხსენებათ (თუ არ მოგეხსენებათ, მოიხსენეთ) დღესაც დაყადაღებული თეფშებისა და გაკოტრებული ორგანიზაციებისა და ფანტასტიკური დაჯარიმებების სერია. ეს თქვენი სფერო არ არის და ასეთი დემოკრატიაა იმ ქვეყნებში, თქვენ რომ მოღვაწეობდით? ეს არის ადამიანთა უფლებების თქვენეული დაცვა. ერთხელ მაინც გამობრძანდით თქვენი "ნაცმოძური" ტყავიდან და ობიექტურად შეაფასეთ სიტუაცია. ია, ყოჩაღ! ძალიან მაგარი ხარ!

ყველაზე პოპულარული