ხუთშაბათი, 23 მაისი, 2013 თბილისის დრო 21:37

პოლიტიკა / მსოფლიო

ანტიტერორისტული ოპერაცია მთიან ბადახშანში

x

მულტიმედია

აუდიო
ტექსტის ზომა - +
ტაჯიკეთის ხელისუფლება ადასტურებს, რომ დაიღუპა სამთავრობო ძალების ცხრა წევრი, რამდენიმე მეამბოხე და დაიჭრა  დაახლოებით 25  კაცი სპეცოპერაციის დროს მთიანი ბადახშანის რეგიონში. სპეცდანიშნულების ნაწილი კვალში ედგა იმ ჯგუფს, რომელმაც ქვეყნის უსაფრთხოების სამსახურის მაღალჩონოსანი მოკლა.

უსაფრთხოების ძალების 9 წევრის გარდა, არაოფიციალური წყაროების ინფორმაციით, სპეცოპერაციის დროს რამდენიმე მეამბოხე განადგურდა. დაპატიმრებულთა შორის ხუთი ავღანური ეროვნების უკანონო მებრძოლიცაა. თუმცა დაღუპულთა და დაჭრილთა ზუსტი რაოდენობის თაობაზე ტაჯიკეთიდან განსხვავებული ინფორმაციები ვრცელდება. ინფორმაციის დაზუსტებას ართულებს ის გარემოება, რომ სპეცოპერაციის  მსვლელობის დროს მთიანი ბადახშანის რეგიონთან შეწყდა  სახმელეთო, სატელეფონო და საინტერნეტო კავშირი.

ბანდფორმირების სალიკვიდაციო ოპერაცია, რომელიც ტაჯიკეთის მთიანი ბადახშანის რეგიონში 23 ივლისს დაიწყო, 24 ივლისსაც გრძელდებოდა. ინფორმაციის თანახმად, ოპერაციის სამიზნეა ტოლიბ აიმბეკოვი, ოპოზიციური სამხედრო დაჯგუფების ყოფილი ლიდერი, რომელიც ამჟამად ტაჯიკეთ-ავღანეთის საზღვარზე მდებარე იშხოშიმის ოლქის ლიდერია.

ტაჯიკეთის ხელისუფლება აიმბეკოვს ბრალად სდებს ეროვნული უშიშროების სახელმწიფო კომიტეტის მაღალჩინოსნის, გენერალ აბდულო ნაზაროვის მკვლელობაში მონაწილეობას. ტაჯიკეთის შინაგან საქმეთა სამინისტრომ და სახელმწიფო უშიშროების კომიტეტმა გაავრცელეს ერთობლივი განცხადება, რომლის თანახმადაც, სპეცოპერაციაში მონაწილეობს ქვეყნის ლამის ყველა ელიტური სპეცდანიშნულების ნაწილი, რომლებიც შვეულმფრენებსაც იყენებენ.

ოლქის ადგილობრივი მცხოვრებლები ჰყვებიან, რომ ოპერაციას თან ახლდა სროლისა და აფეთქების ხმები. საერთაშორისო ჰუმანიტარული ორგანიზაციების თანამშრომლები უსაფრთხო ადგილზე გაიყვანეს, ადგილობრივებს კი მოუწოდეს, არ გასულიყვნენ სამსახურებში. 

55 წლის გენერალი ნაზაროვი ეროვნული უშიშროების სახელმწიფო კომიტეტის რეგიონალური სამმართველოს ხელმძღვანელი იყო.  გავრცელებული ინფორმაციით, ის შაბათს სასიკვდილოდ დაჭრეს, გამოძიების ვერსიის თანახმად, თამბაქოს ბიზნესთან დაკავშირებული დაპირისპირების გამო. თამბაქო რეგიონის მთავარი სასოფლო-სამეურნეო პროდუქტია და მისი შესყიდვით როგორც ადგილობრივი, ასევე მეზობელი ყირგიზი მწარმოებლები არიან დაინტერესებულნი.

ტაჯიკეთის ოფიციალურმა ხელისუფლებამ ორშაბათს განაცხადა, რომ დააპატიმრეს გენერლის მკვლელობაში ეჭვმიტანილი ორი პირი.

მთიანი ბადახშანი პამირის მთებში მდებარე ავტონომიური ოლქია. 250 ათასი კაცით დასახლებულ რეგიონს ავღანეთი, ჩინეთი და ყირგიზეთი ესაზღვრება. 1990-იან წლებში, ტაჯიკეთის სამოქალაქო ომის დროს,  მთიანი ბადახშანი ოპოზიციის მთავარი საყრდენი იყო და, როგორც მედია წერს, ადგილობრივებს დღემდე ცივი დამოკიდებულება აქვთ მთავრობისადმი.


ყურადღება!
1 ივნისიდან რადიო თავისუფლების ქართული რედაქციის ვებსაიტზე ფორუმებით სარგებლობისთვის აუცილებელი იქნება რეგისტრაციის გავლა. დღეიდან მოქმედებს პარალელური სისტემა: ფორუმში მონაწილეობა შესაძლებელია როგორც რეგისტრაციით, ისე მის გარეშე. მაგრამ 1 ივნისიდან ფორუმებში მონაწილეობა მხოლოდ რეგისტრირებულ მომხმარებლებს შეეძლებათ.

რეგისტრაციის გასავლელად დააჭირეთ ვებსაიტის ზედა მარჯვენა კუთხეში მოთავსებულ ბმულს „რეგისტრაცია“. (რეგისტრაციის გავლის შემდეგ ელექტრონული ფოსტით მიიღებთ ავტომატურ შეტყობინებას. ყურადღება მიაქციეთ, შეტყობინება თქვენი ელექტრონული ფოსტის spam-ში ხომ არ აღმოჩნდა.)
ეს ფორუმი დაიხურა
კომენტარების რიგი
კომენტარები
     
ავტორი: იმინონა საიდან გვწერთ: გოგიეთიდან
27.07.2012 16:39
ავტორი: ანონიმი
24.07.2012 22:01-მავზოლეუმი არ აუგიათ-საბჭოთა ზარბაზნის ლაფეტზე დაასვენეს...

ავტორი: ანონიმი
24.07.2012 22:01
ამ უბედურ ტაჯიკეთს იქაური ჯაბა სანგაკ საფაროვი ანუ ბობო სანგაკი აღარ აკმარეს? ისიც პოპულარული იყო გარკვეულ საზოგადოებაში,მავზოლეუმი არ აუგიათ?

ყველაზე პოპულარული