Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სირიის არმია "ისლამურ სახელმწიფოს" რუსეთის ჯარების მხარდაჭერით უტევს


რუსეთი აცხადებს, რომ სირიის არმიამ რუსეთის ჯარების მხარდაჭერით დაიწყო იერიში, რომლის მიზანია ექსტრემისტული დაგჯუფება „ისლამური სახელმწიფოსთვის“ ქალაქების - დირ ეზ-ზორისა და რაყის - წართმევა. გაეროში რუსეთის ელჩმა ალექსი ბოროდავკინმა პარასკევს განაცხადა, რომ რუსეთის სამხედრო ავიაცია ჰაერიდან უწევს დახმარეას სირიის პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის ჯარების სახმელეთო კამპანიას. რაყა „ისლამური სახელმწიფოს“ დე ფაქტო დედაქალაქია. ამასობაში სირიელი ქურთების სამხედრო შენაერთებმა წინ წაიწიეს ქალაქ შადადეჰისკენ, რითიც რაყა მოჭრილი აღმოჩნდა „ისლამური სახელმწიფოს“ ხელში მყოფი ქალაქი მოსულისა და ჩრდილოეთ ერაყისგან. მაგრამ რაყისა და დეირ ეზ-ზორის დამაკავშირებელ გზას კვლავაც „ისლამური სახელმწიფო“ აკონტროლებს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG