ორშაბათი, 03 აგვისტო, 2015 თბილისის დრო 14:37

პოლიტიკა / მსოფლიო

საერთაშორისო შუამავალი სირიის შესახებ

სირიასირია
x
სირია
სირია

მულტიმედია

აუდიო
სირიაში ბოლო არ უჩანს კონფლიქტს, რომლის შედეგადაც, გაეროს მონაცემებით, 60 000-ზე მეტი ადამიანია დაღუპული. თუმცა კონფლიქტის მოგვარების მცდელობა გრძელდება. სირიის საკითხში გაეროსა და არაბთა ლიგის საგნაგებო წარმომადგენელი ლახდარ ბრაჰიმი მედიასთან თავის ბოლო საუბარში კვლავ შეეხო სირიაში გარდამავალი მთავრობის შექმნის საჭიროებას. მისი აზრით, ასეთ მთავრობაში პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის ადგილი არ იქნება.

სირიის საკითხში გაეროსა და არაბთა ლიგის საგანგებო წარმომადგენელმა ლახდარ ბრაჰიმიმ ბოლოხანს გააკეთა ორი განცხადება, რომლებიც მიანიშნებს, რომ ბრაჰიმი მიზანშეწონილად მიიჩნევს სირიის პრეზიდენტის, ბაშარ ალ-ასადის გადადგომას. საინფორმაციო სააგენტო „როიტერსთან“ ინტერვიუში ბრაჰიმიმ განაცხადა, რომ ვერ ხედავს პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის ადგილს გარდამავალ მთავრობაში, თუ ასეთი მთავრობა შეიქმნა სირიაში სამოქალაქო ომისათვის ბოლოს მოსაღებად.

მანამდე, ბრიტანეთის სამაუწყებლო კორპორაცია BBC-თან საუბარში, ლახდარ ბრაჰიმიმ ახსენა სირიაში ასადების ოჯახის ხანგრძლივი მმართველობის საკითხი. როგორც ცნობილია, ამჟამინდელი პრეზიდენტის მამა ჰაფეზ ალ-ასადი 30 წელი მართავდა სირიას, რის შემდეგაც, 2000 წელს, აირჩიეს პრეზიდენტად ბაშარ ალ-ასადი. 

„სირიაში, კერძოდ, ვფიქრობ, ხალხი ამბობს, რომ ერთი ოჯახის 40 წელი მმართველობა მეტისმეტად დიდი დროა. ამიტომ ცვლილება რეალური უნდა იყოს და, ჩემი აზრით, პრეზიდენტ ასადს შეუძლია ინიციატივის გამოჩენა ხალხის მოთხოვნაზე რეაგირებით და არა მისთვის წინააღმდეგობის გაწევით“, - განაცხადა ბრაჰიმიმ BBC-თან ინტერვიუში და კიდევ ერთხელ გამოთქვა რწმენა, რომ სამხედრო გზით შეუძლებელია სირიაში კონფლიქტის მოგვარება.

სირიის მმართველი რეჟიმი ჯერ არ გამოხმაურებია ბრაჰიმის განცხადებებს. ოპოზიცია მას, როგორც მოსალოდნელი იყო, დადებითად აფასებს.

ბრაჰიმის ინტერვიუში გაიჟღერა აგრეთვე კრიტიკამ პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის კვირის გამოსვლის მიმართ, რომელშიც სირიის ლიდერს არ გამოუთქვამს ოპონენტებთან კომპრომისისათვის მზადყოფნა. პრეზიდენტი, მართალია, გამოვიდა სამშვიდობო დიალოგისაკენ მოწოდებით, მაგრამ მარტო ხალხთან, ვისაც „არ უღალატია სირიისათვის“. ბაშარ ალ-ასადის გამოსვლა კრიტიკულად შეაფასა დასავლეთმაც, განსხვავებით რუსეთისაგან, რომელმაც დამასკში კვირას წაკითხულ მოხსენებას ოპონენტებთან დიალოგისა და პოლიტიკური რეფორმისათვის პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის მზადყოფნის გამოხატულება უწოდა.

რუსეთი სირიის ტრადიციული მოკავშირეა და იარაღით ამარაგებს დამასკს. ამასთან, მოსკოვი გადაჭრით ეწინააღმდეგება სირიის კონფლიქტში რაიმე სახით ინტერვენციას, გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციების დამტკიცების ჩათვლით.

სირიაში კონფლიქტის მოგვარებისაკენ მიმართული საერთაშორისო ძალისხმევა პარასკევს გაგრძელდება. ჟენევაში გაიმართება შეხვედრა რუსეთისა და შეერთებული შტატების საგარეო უწყებათა მაღალი რანგის წარმომადგენლების, ისევე როგორც ლახდარ ბრაჰიმის მონაწილეობით.


ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

სხვა მასალები

აუდიო აგიტ მირზოევი "ისლამური სახელმწიფოს" შესახებ

3 აგვისტოს რადიო თავისუფლების დილის გადაცემის სტუმარი იყო აგიტ მირზოევი, ეთნოსთა შორის თანამშრომლობისა და კონსულტაციების ანალიტიკური ცენტრის დირექტორი.
გაგრძელება

სტალინის მუზეუმი - საქართველოს გაუაზრებელი სირცხვილი

სტალინის სახელობის მუზეუმში არასდროს ვყოფილვარ. არც მომავალში ვაპირებ, რომ ვესტუმრო მუზეუმს, რომელიც პოზიტიურად წარმოაჩენს დიდ ბელადს.
გაგრძელება

„ჩვენ“

არ ვიცი სხვაგან, სხვა ქვეყნებში როგორ არის, მაგრამ ქართულ რეალობაში ერთი დიდი პრობლემაა: მშობლების და შვილების ურთიერთობა.
გაგრძელება

უარი ავტოკრატიას!

„არჩეულმა“ პარლამენტმა, ახალი კონსტიტუციის მიღების დროს, კონსტიტუციური პოლიტიკური წყობილების და ძირითადი პრინციპების საწინააღმდეგოდ, შეუზღუდა ხალხს ძალაუფლების რეფერენდუმით განხორციელების უფლება.
გაგრძელება

თქვენი პუბლიკაციები

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

ყველაზე პოპულარული