კვირა, 19 მაისი, 2013 თბილისის დრო 02:02

საზოგადოება / მსოფლიო

სირიელი სომხებისათვის ალეპო აღარ არის უსაფრთხო ნავსაყუდელი

სირიიდან ერევანში დაბრუნებული ეთნიკური სომხები
სირიიდან ერევანში დაბრუნებული ეთნიკური სომხები

მულტიმედია

აუდიო
ტექსტის ზომა - +
ეთნიკური სომხები, რომლებიც ოსმალეთის იმპერიაში სომეხთა მასობრივ ხოცვა-ჟლეტას გაექცნენ, დაახლოებით ერთი საუკუნეა ცხოვრობენ სირიის ჩრდილოეთში მდებარე ქალაქ ალეპოში. სომეხ დევნილებს რამდენიმე ათწლეული დასჭირდათ, რათა ფეხზე დამდგარიყვნენ  და ისეთ წარმატებულ უმცირესობად ქცეულიყვნენ, რომლის წარმომადგენლები ჩაბმულნი არიან ვაჭრობაში, განათლებაში, მედიცინასა და ხალიჩების წარმოებაში. მაგრამ მზარდი ძალადობა კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს სომეხთა მომავალს ალეპოში, რომელიც ბევრმა ეთნიკურმა სომეხმა უკვე დატოვა.

ასატურ პაიასიანი 15 წლის იყო, როდესაც იძულებული გახდა  თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთით მდებარე ქალაქი აინტაპი დაეტოვებინა და ფეხით ჩასულიყო სირიის ქალაქ ალეპოში. ასატურის  თითქმის  მთელი ოჯახი ამოხოცეს ოსმალეთის ჯარისკაცებმა 1915-1922 წლებში ანატოლიაში სომეხთა მასობრივი ხოცვა-ჟლეტისა და დეპორტაციის დროს, რასაც ბევრი ისტორიკოსი სომეხთა გენოციდს უწოდებს. ასატურმა ალეპოში დაამთავრა სკოლა და არაფრისმქონე ლტოლვილი წარმატებულ ბიზნესმენად იქცა ცხენების მოშენების საქმეში. მიუხედავად სირიაში მიღწეული  კეთილდღეობისა, ტრავმა, რომელიც ასატურმა ოსმალეთის იმპერიაში დატრიალებული ხოცვა-ჟლეტის დროს მიიღო, მას მთელი ცხოვრების მანძილზე გაჰყვა, - ამბობს ასატურის შვილი, ბიზნესმენი გევორგ პაიასიანი.

„მამას ყოველთვის ახსოვდა წინაპართა სახლი აინტაპში.  იგი მიამბობდა ხოლმე როგორ გაექცა თურქ სამხედროებს და ჩამოვიდა სირიაში. თურქმა სამხედროებმა დახოცეს მისი ოჯახის წევრები, დედა და ნათესავები. მათი ოჯახიდან მხოლოდ მისი მამა და და გადარჩნენ.“

მაგრამ იმ დღეებიდან თითქმის საუკუნის შემდეგ, დევნილობაში ახლა უკვე ასატურის ვაჟიშვილი, გევორგი აღმოჩნდა, რომელიც 18 თვიანი დაპირისპირებისა და ძალადობის შემდეგ იძულებული გახდა დაეტოვებინა სირიის ქალაქი ალეპო, რომელმაც ოდესღაც მის მამას მშვიდობიანი თავშესაფარი შესთავაზა. 
ბაშარ ალ ასადი მეგობრულად არის განწყობილი. მისი დამსახურება იყო, რომ ჩვენ თავისუფლად და კარგად ვცხოვრობდით სხვადასხვა ეთნიკურ და რელიგიურ ჯგუფებს შორის ...

სირიის სიდიდით მეორე ქალაქში, რომელსაც სამთავრობო ჯარების ავიაცია ხშირად ბომბავს ოპოზიციის განლაგებების გასანადგურებლად, ბოლო კვირების განმავლობაში მიმდინარე შეტაკებების შედეგად, ათეულობით ქალაქის მცხოვრები დაიღუპა და დაიჭრა.

თავის გადასარჩენად ქალაქი ალეპო ათასობით ადამიანმა დატოვა. მათ შორის არიან ეთნიკური სომხები, რომლებმაც ლიბანსა და სომხეთს მიაშურეს და რომელთა მომავალი დღეს გაურკვეველია.

საკუთარი კომფორტული სახლი ალეპოში დატოვეს გევორგ პაიასიანმა და მისმა ცოლმა და ქალიშვილთან ერთად საცხოვრებლად დროებით სომხეთში გადავიდნენ. გევორგი ამბობს, რომ კონფლიქტის ესკალაციამ და სუნიტი ექსტრემისტების გამარჯვების შემთხვევაში მათი მხრიდან შურისძიების შიშმა იგი აიძულა ალეპო დაეტოვებინა:

„ბაშარ ალ ასადი მეგობრულად არის განწყობილი. მისი დამსახურება იყო, რომ ჩვენ თავისუფლად და კარგად ვცხოვრობდით სხვადასხვა ეთნიკურ და რელიგიურ ჯგუფებს შორის. ასადი რომ არ ყოფილიყო, მუსლიმანი ისლამისტები საშინლად მოექცეოდნენ სომხებს. ამიტომაც დატოვა ბევრმა სომეხმა ალეპო.“

ალეპოში მცხოვრები ბევრი სომეხი მწარედ იხსენებს 1982 წლის ჰამას ტრაგედიას. მაშინ მუსლიმთა საძმოს წევრებმა, რომლებიც ბაშარ ალ ასადის მამის, ჰაფეზ ალ ასადის ბრძანებით, სუნიტი მუსლიმების დახოცვის ფაქტმა განარისხა, განურჩევლად დაიწყეს სომეხ სკოლის მოწაფეებზე თავდასხმები ქუჩებში.

მზარდმა ძალადობამ სირიაში საგონებელში ჩააგდო ძალიან ბევრი სომეხი, რომლებიც კარგავდნენ მხნეობას, როცა ხედავდნენ, თუ როგორ ტოვებდნენ სამოქალაქო ომში გახვეულ ქვეყანას ეგვიპტელი კოპტები და სხვა მოძმე ქრისტიანული უმცირესობის წარმომადგენლები. 
 
გევორგ პაიასიანის ოჯახმა ალეპოდან მხოლოდ აუცილებლად საჭირო ნივთები წაიღო სომხეთში, რაც იმის ნიშანია, რომ ისინი უკან დაბრუნებას აპირებენ. მაგრამ მათი დევნილობის 4 თვის თავზე, როდესაც სირიაში სამოქალაქო დაპირისპირება სულ უფრო და უფრო  მწვავდება, პაიასიანები ამბობენ, რომ, როგორც ჩანს, მათ სამუდამოდ მოუწევთ სომხეთში დარჩენა.


ყურადღება!
1 ივნისიდან რადიო თავისუფლების ქართული რედაქციის ვებსაიტზე ფორუმებით სარგებლობისთვის აუცილებელი იქნება რეგისტრაციის გავლა. დღეიდან მოქმედებს პარალელური სისტემა: ფორუმში მონაწილეობა შესაძლებელია როგორც რეგისტრაციით, ისე მის გარეშე. მაგრამ 1 ივნისიდან ფორუმებში მონაწილეობა მხოლოდ რეგისტრირებულ მომხმარებლებს შეეძლებათ.

რეგისტრაციის გასავლელად დააჭირეთ ვებსაიტის ზედა მარჯვენა კუთხეში მოთავსებულ ბმულს „რეგისტრაცია“.
ეს ფორუმი დაიხურა
კომენტარების რიგი
კომენტარები
     
ავტორი: ზურაბი საიდან გვწერთ: კარაკასი
18.09.2012 14:14
მოვა დრო, დასავლეთი მწარეთ ინანებს ასადის ჩამოგდებას. "ვიღაცას" აწყოფს დიდი ომი ახლო აღმოსავლეთში, რისი ნიშნებიც უკვე თვალში საცემია ლიბიაში, ეგვიპტეში და ამას დამატებული ირანი თავის ატომური იარაღით. ყველაფერი დევს ზედაპირზე, "არაბული გაზაფხული", არის ჯაჭვი "კარგად" დაგეგმილი შეთქმულების... რასაც ეს სტატიაც ამტკიცებს... ძალიან დიდ ფულს იმეტებენ ასადის თავში...

ავტორი: Gela საიდან გვწერთ: Tbilisi
28.08.2012 15:48
ნეუჟელი არ შეილება ჩვენმა მთავრობა რომ რაღაც პროგრამა გამოიმუშაოს და მიიღონ ?

ავტორი: ანონიმი
28.08.2012 01:36
სომხებისთვის სომხეთში დარჩენა მართლაც ძნელია. პოსტსაბჭოთა პრესის თანახმად სომხეთში არის ბევრი სოფელი სადაც მარტო ქალები და დარჩნენ. მათი ქმრები,საქმროები,საყვარლები,შვილები და მამები რუსეთში გაიქცნენ ფულის საშოვნელად. ასეთია ყარაბაღში გამარჯვების ფასი !!! ეხლა კაი იქნება თუ სირიელ სომხებს ჯავახეთში კი არა მაგ სოფლებში ჩაასახლებენ.

ავტორი: ანონიმი
28.08.2012 01:27
დემოკრატიზაცია არაა ლობიოს და ფაფის ჭამა. თქვენ არ ამბობთ თორე ევროპელი ჟურნალისტები წერენ რომ ყარაბაღის კონფლიქტის დასაწყიში როდესაც ავლაბრელი ელენა მახინჯი და მისი ქმარი ითხოვდნენ ყარაბაღის სომხეთისთვის გადაცემას,როდესაც არსებობდა საბჭოთა კავშირი გორბაჩოვის და კგბს ნებართვით თუ ბრძანებით ლიბანური ბოინგებით ერევანში დაქონდათ იარაღის ყველანაირი სახეობა. ლიბანი ცნობილია როგორც დაშნაკების ერთ-ერთი მთავარი ბუდე და იმ დაშნაკებს როგორც ნატოს წევრი თურქეთის მტერ ძალას მოსკოვი დიდი ხნის მანძილზე ტენიდა იარაღით. ხოდა ეტყობა ეხლა ისინი ვალს აბრუნებდნენ. დარწმუნებული იყავით რომ ის იარაღი საქართველოს დემოკრატიზაციის აქტიურ ფაზაში ისროდა თბილისშიც,ცხინვალშიც, სოხუმშიც.ესროდნენ რა თქმა უნდა ქართველებს. ეს არაა სომხების ბრალი. ეს ზედმეტად დემოკრატიზებული კრეტინი ქართველების ბრალია! ერთ-ერთი მათგანი შევარდნაძე ედვარდა ეხლა საქართველოს საპატიო პენსიონერია. ხოდა გაუძელით. მშვიდობიანი ბეჩავი სომხები კი მშვიდობიანი ბეჩავი ქართველებივით ნამდვილად ცოდოები არიან.

ავტორი: ანონიმი
28.08.2012 00:48
სადღაა დედამიწა ადამიანისთვის უსაფრთხო? დამიზუსტეთ გეთაყვა და გავრბივარ! ნიუ იორკში კაცი კინოში და ბავშვი სკოლაში ვერ შესულა კალაშნიკოვით შეიარაღებული მკვლელის გადაწყდომის შიშით. ეხლა ამბობენ რომ 2020 წლისთვის სამსახურის დაკარგვის მთავარი მიზეზი იქნება კლინიკური სიგიჟე. ხოდა კუკუ. კაცობრიობის მინიმუმ ნახევარი შეშლილი იქნება თუ ჯერ არაა. აბა რა გითხრათ. თქვენს თვალწინ საბჭოთა დემოკრატებმა ქართველებს უქნეს ის რაც ოსმალებმა უქნეს სომხებს. ქართველები კი დაიყვნენ გაბოროტებულ ჯგუფებად და ვიღაცეებს უმტკიცებენ არა მე ვარ უფრო დემოკრატი არა მეო. ტო ლი ეშჩო ბუდეტ. გისურვებთ ამ ჯგუფებს შორის სლალომით სამშვიდობოს გასვლას.

ყველაზე პოპულარული