Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რადიოჟურნალი - 1143-ე გამოშვება


"მეათე სტუდიაში" შემოგთავაზებთ საუბარს ბრიტანეთში საქართველოს ყოფილ ელჩთან, გიორგი ბადრიძესთან, რომელსაც ვთხოვეთ თავისი მოსაზრებების გაზიარება ბრიტანეთში გამართული რეფერენდუმის თაობაზე. ვისაუბრებთ ყურანის თარგმანთან დაკავშირებულ ვნებათაღელვაზე: ამ კვირაში ინტერნეტში გავრცელდა ცნობა, რომ ირანში გამოფენაზე იქნება წარმოდგენილი ყურანის პირველი ქართული თარგმანი და ეს მაშინ, როცა 10 წლის წინ გიორგი ლობჟანიძეს პრემიები აქვს მიღებული ყურანის ქართული თარგმანის შექმნისათვის. შემოგთავაზებთ საუბარს გრაფიკოს-დიზაინერ ბექა ბერიძესთან - მის მიერ გაფორმებული ქართული სიტყვები ინტერნეტში გავრცელდა და დიდი მოწონებით სარგებლობს. ბოლოს კომიქსებზე ვილაპარაკებთ კომიქსების სუპერგმირების მხატვრის, დევიდ მაკის, თბილისში სტუმრობასთან დაკავშირებით.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG