კვირა, 19 მაისი, 2013 თბილისის დრო 10:58

რუბრიკები / მეათე სტუდია

რადიოჟურნალი - 954-ე გამოშვება

x
ტექსტის ზომა - +
ჩვენს ყოველკვირეულ რადიოჟურნალში დავუბრუნდებით რუსეთში პანკ-ჯგუფის, „პუსი რაიოტის“ წევრების გასამართლების საკითხს. ამ ჯგუფის ორ წევრს, როგორც ცნობილია, ორწლიანი პატიმრობის მოხდა მოუწევს. ვისაუბრებთ სირთულეებზე, რომლებიც საქართველოში არაადაპტირებული გარემოს გამო ექმნებათ ეტლით მოსარგებლე, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებს. შევეხებით იუნესკოს გლობალური მონიტორინგის საფუძველზე მომზადებულ ანგარიშს „განათლება ყველასთვის“. ბოლოს კი გავიხსენებთ ფილოსოფოს ზურაბ კაკაბაძეს, მისი ორი წიგნის ბოლოდროინდელ პრეზენტაციასთან დაკავშირებით.


ყურადღება!
1 ივნისიდან რადიო თავისუფლების ქართული რედაქციის ვებსაიტზე ფორუმებით სარგებლობისთვის აუცილებელი იქნება რეგისტრაციის გავლა. დღეიდან მოქმედებს პარალელური სისტემა: ფორუმში მონაწილეობა შესაძლებელია როგორც რეგისტრაციით, ისე მის გარეშე. მაგრამ 1 ივნისიდან ფორუმებში მონაწილეობა მხოლოდ რეგისტრირებულ მომხმარებლებს შეეძლებათ.

რეგისტრაციის გასავლელად დააჭირეთ ვებსაიტის ზედა მარჯვენა კუთხეში მოთავსებულ ბმულს „რეგისტრაცია“.

ყველაზე პოპულარული